გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002657219
№ 3/49-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი და--თ მე-–----ე
მოსარჩელეები: აშ--ტ გა------–---ი, ალ--ა გა------–---ი
მოპასუხე: სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (არ გამოცხადდა)
და--ს საგანი: ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
თარჯიმანი: გა-–-------ნ გა-----–-–---–ი
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული #0022202 ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი.
სარჩელის თანახმად მოსარჩელეებმა 2017 წლის სექტემბრის თვეში განცხადებით მიმართეს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განმეორებითი ქორწინების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს. 2017 წლის 20 სექტემბერს, ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა. შემოწმდა ახალქალაქის მმაჩის განყოფილების 1995 წლის ქორწინების ჩანაწერები დაცული სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სსგს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში. ამავე ცნობით სრს ახალქალაქის სამსახურის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებულია ქორწინების აქტის ჩანაწერი #0022202, რომელიც როგორც მეორედ რეგისტრირებული აქტის ჩანაწერი კანონის შესაბამისად ექვემდებარება ბათილად ცნობას. 2018 წლის 02 ივლისის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ის (სარკისიანი) შ--რის 1995 წლის 19 იანვრის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის შესახებ და აღდგენილი იქნა სააქტო ჩანაწერი. 2018 წლის 11 ივლისს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა 1995 წლის 19 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ს შ--რის, რადგან ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს და რეგისტრირებულია მეორე ქორწინება, ამიტომაც მოსარჩელეები სასამართლოს მიერ ითხოვენ 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული #0022202 ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია :
მოპასუხე სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სასმართლოსთვის შესაგებელი არ წარმოუდგენია და მიუხედავად სათანადო წესით შეტყობინებისა არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეებმა 2017 წლის სექტემბრის თვეში განცხადებით მიმართეს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განმეორებითი ქორწინების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-10, სდომის ოქმი ს.ფ. 30-33);
3.1.2. 2017 წლის 20 სექტემბერს, ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა. შემოწმდა ახალქალაქის მმაჩის განყოფილების 1995 წლის ქორწინების ჩანაწერები დაცული სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სსგს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში. ამავე ცნობით სრს ახალქალაქის სამსახურის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებულია ქორწინების აქტის ჩანაწერი #0022202, რომელიც როგორც მეორედ რეგისტრირებული აქტის ჩანაწერი კანონის შესაბამისად ექვემდებარება ბათილად ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი ს.ფ. 30-33);
- 2017 წლის 20 სექტემბერის, ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 17).
3.1.3. 2018 წლის 02 ივლისის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ის (სარკისიანი) შ--რის 1995 წლის 19 იანვრის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის შესახებ და აღდგენილი იქნა სააქტო ჩანაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი ს.ფ. 30-33);
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 02 ივლისის #2/112-18 გადაწყვეტილება (ს.ფ.14-16).
3.1.4. 2018 წლის 11 ივლისს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა 1995 წლის 19 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ს შ--რის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-10, სხდომის ოქმი ს.ფ. 30-33);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-2, 48-ე, 83-84-ე, 86-ე, 88-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების საფუძველზე ამ კანონის მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება. ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
ამავე კანონის 48-ე მუხლის თანახმად ქორწინების წარმოშ--ბისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 83-84-ე მუხლების თანახმად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; სამოქალაქო აქტის ჩანაწერის (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე კანონის 86-ე მუხლის საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებულ პირობებს, რომლის თანახმადაც ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შ--რის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და სადავო არაა რომ მოსარჩელეებმა 2017 წლის სექტემბრის თვეში განცხადებით მიმართეს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განმეორებითი ქორწინების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაკარგეს. 2017 წლის 20 სექტემბერს, ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა. შემოწმდა ახალქალაქის მმაჩის განყოფილების 1995 წლის ქორწინების ჩანაწერები დაცული სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სსგს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში. ამავე ცნობით სრს ახალქალაქის სამსახურის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებულია ქორწინების აქტის ჩანაწერი #0022202, რომელიც როგორც მეორედ რეგისტრირებული აქტის ჩანაწერი კანონის შესაბამისად ექვემდებარება ბათილად ცნობას. 2018 წლის 02 ივლისის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ის (სარკისიანი) შ--რის 1995 წლის 19 იანვრის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის შესახებ და აღდგენილი იქნა სააქტო ჩანაწერი. 2018 წლის 11 ივლისს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა 1995 წლის 19 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ს შ--რის, რადგანაც ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს და რეგისტრირებულია მეორე ქორწინება, ამიტომაც მოსარჩელეები სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის გამოყენებით, სასამართლოს მიერ საფუძვლიანად ითხოვენ 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული #0022202 ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას, რამდენადაც ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ამავე კანონის 86-ე მუხლის საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო, შესაბამისად სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, აშ--ტ გა------–---ისა და ალ--ა გა------–---ის სარჩელი სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული #0022202 ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელეების მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი, შესაბამისად, მოპასუხე სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელეების -აშ--ტ გა------–---ისა (პ/ნ 0----------) და ალ--ა გა------–---ის (0----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 205-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-2, 48-ე, 83-84-ე, 86-ე, 88-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აშ--ტ გა------–---ისა (პ/ნ 0----------) და ალ--ა გა------–---ის (პ/ნ 0----------) სარჩელი სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული #0022202 ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი;
3. მოპასუხე სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელეების -აშ--ტ გა------–---ისა (პ/ნ 0----------) და ალ--ა გა------–---ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე