განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5-2018
(038071217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 თებერვალი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რო---------–-ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - იო-------------ი
ბრალდებული - კ------------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1977 წლის 24 თებერვალს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----–-------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ კ------------–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, კ------------–-–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა კ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხ-–----–------------------------/28-ში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კ------------–-–---–ის მიერ უკანონოდ დამზადებული, შეძენილი და შენახული, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, ფსიქოტროპული ნივთიერება ,,ეფედრინი“ წონით 0, 1027 გრამი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0,00134 გრამი, გამომშრალი მარიხუანა წონით 1,05 გრამი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) წონით 0,00565 გრამი.
1.2. კ------------–-–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის თავდაპირველად 2017 წლის 8 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 10 იანვრით, დაზუსტდა (ოდენობის კუთხით) ბრალდება.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, კ------------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის NN2026/სქ-2371/ქრ და 2037/სქ-2381/ქრ დასკვნებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ კ------------–-–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 2 თებერვალს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ კ------------–-–---–სა და ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რო---------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 2 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რო---------–-ამ ბრალდებულ კ------------–-–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, კ------------–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით კ------------–-–---–ს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი, ხის ჩიბუხი, ორი ცალი ლითონის კოვზი, ორი ცალი მინის ამპულა მათში მოთავსებული სიხით, პოლიეთილენის პაკეტი, თეთრი ქაღალდის ხელსახოცი, ასანთის ღერები, 50 ცალი ყვითელი მრგვალი ფორმის ტაბლეტი, ლითონის ქვაბი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის მასით, პოლიმერული მასალის ბიდონი მასში მოთავსებული ხსნარით, პოლიმერული მასალის ოთხი ცალი გადაჭრილი ბოთლი, პოლიმერული მასალის სამი ცალი ბოთლი, პოლიეთილენის პაკეტი, ერთი ცალი მინის ცარიელი ბოთლი, პოლიმერული მასალის ბოთლი მასში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე ხსნარით, პოლიმერული მასალის ბოთლი მასში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე ხსნარით, ოთხი ცალი ცარიელი ფლაკონი, პოლიმერული მასალის ფლაკონი მასში მოთავსებული ხსნარით, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული ხსნარით, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული მოყავისფრო მასით, პოლიმერული მასალის ცარიელი ფლაკონი, ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი საერთო წონით 0, 0905 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი საერთო წონით 0,00134 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0, 00565 გრამი და ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი წონით 0, 0122 გრამი, ასევე გამომშრალი მარიხუანას შემცველი მცენარული ნარევი, რომელშიც ნარკიტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონა შეადგენს 1,05 გრამს, უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რო---------–-ასა და ბრალდებულ კ------------–-–---–ს შორის 2018 წლის 2 თებერვალს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. კ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2017 წლის 7 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
4. დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
6. კ------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
7. კ------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
8. ალექსი ბეროზაშვილის (პ/ნ 57001049042) სახელზე რეგისტრირებულ, 4500 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით 69.08.61.209), რომელიც მდებარეს ქალაქ ხაშურში და რაც დაყადაღებულია კ------------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კ------------–-–---–ს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყებით მომენტიდან.
10. ნივთიერი მტკიცებულებები ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი, ხის ჩიბუხი, ორი ცალი ლითონის კოვზი, ორი ცალი მინის ამპულა მათში მოთავსებული სიხით, პოლიეთილენის პაკეტი, თეთრი ქაღალდის ხელსახოცი, ასანთის ღერები, 50 ცალი ყვითელი მრგვალი ფორმის ტაბლეტი, ლითონის ქვაბი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის მასით, პოლიმერული მასალის ბიდონი მასში მოთავსებული ხსნარით, პოლიმერული მასალის ოთხი ცალი გადაჭრილი ბოთლი, პოლიმერული მასალის სამი ცალი ბოთლი, პოლიეთილენის პაკეტი, ერთი ცალი მინის ცარიელი ბოთლი, პოლიმერული მასალის ბოთლი მასში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე ხსნარით, პოლიმერული მასალის ბოთლი მასში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე ხსნარით, ოთხი ცალი ცარიელი ფლაკონი, პოლიმერული მასალის ფლაკონი მასში მოთავსებული ხსნარით, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული ხსნარით, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული მოყავისფრო მასით, პოლიმერული მასალის ცარიელი ფლაკონი, ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი საერთო წონით 0, 0905 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი საერთო წონით 0,00134 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0, 00565 გრამი და ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი წონით 0, 0122 გრამი, ასევე გამომშრალი მარიხუანას შემცველი მცენარული ნარევი, რომელშიც ნარკიტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონა შეადგენს 1,05 გრამს, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
11. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი