განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/10-2018
(027021217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - კ------------–------ე
ბრალდებული - გ--–----------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1964 წლის 01 სექტემბერს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–-------------------------–-----–-----–----------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილი (დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1. შუამდგომლობის მიხედვით, გ--–----------–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 დეკემბერს, ქარელის რაიონის დაბა აგარაში, ალ. პუშკინის ქუჩა N 6-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის პოლიციის თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა გ--–----------–---–ის საცხოვრებელი სახლი; ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან, ამოღებულია, როგორც შემდეგ ქიმიური ექსპერტიზის შედეგებით გაირკვა, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, საერთო წონით 222.46 გრამი.
1.2. გ--–----------–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის 2017 წლის 21 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ნ-----–------------–-–---–--------------------–--------------------ის ჩვენებებით, გ--–----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 02 დეკემბრის N39/სქ დასკვნით და ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 16 იანვარს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ--–----------–---–სა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 16 იანვარს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულ გ--–----------–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის პირობები (სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების ნაწილში) დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე და რომლის მიხედვითაც, გ--–----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. პროკურორმა ისიც აღნიშნა, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვისგან ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს სრულად. მხარეთა შორის ასევე დაზუსტდა ნივთმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხიც.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა წინასასამართლო სხდომამდე, და რომლის პირობებიც დაზუსტდა სასამართლო განხილვისას, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, საერთო წონით 222,46 გრამი და მცენარის თესლისმაგვარი მასები წონით 0,51 გრ., 7,22 გრ. და 8,12 გრ., რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს N 1 (აგარა) განყოფილებაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 16 იანვარს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით;
3. გ--–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
4. გ--–----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
5. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ საერთო წონით 222,46 გრამი და მცენარის თესლისმაგვარი მასები წონით 0,51 გრ., 7,22 გრ. და 8,12 გრ., განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი