განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4102-18
(006030818009)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ გ-----------------ის,ბრალდებულ ვ----------–--–--–---–ის,ადვოკატ ი-----–--------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ვ----------------------------–--–--–---–ის (პ/ნ 60001108230) მიმართ, დაბადებულის 1986 წლის 18 ოქტომბერს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქუთაისი, სულხან-საბას N25. სსკ 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ვ----------–--–--–---–ს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 2003 წლის 15 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-1821 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ო და „ე“ პუნქტებით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით ნასამართლევმა ვ----------–--–--–---–მა 2018 წლის 03 აგვისტოს საღამოს საათებში თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N2/4-ში მდებარე მაღაზია „ეიჩ ენდ ემიდან“ სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა რუხი ფერის კაპიშონიან სპორტულ მოსასხამს, ღირებულს 79 ლარად.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ----------–--–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
2018 წლის 09 ნოემბრს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში ვ----------–--–--–---–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას, თბილისის პროკურატურის პროკურორის - გ-----------------ის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და ვ----------–--–--–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმების შესახებ 2018 წლის 08 ნოემბრის ოქმის თანახმად, ბრალდებული ვ----------–--–--–---–ი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე, ანუ ბრალდებული თანახმაა, მისი ბრალდების საქმეზე, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე -5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ 44-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-----------------ემ, ბრალდებულმა ვ----------–--–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–--------მ.
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სახეზეა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები ( მოწმეების: გიგა გიგაშვილის, გიორგი ხოშარაულის, უშანგი კობაურის და თამარ ჭიღლაძის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, პირის დაკავების ოქმი, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ამოცანებს და საქართველოს სსსკ 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.
სასამართლომ, ბრალდებულ ვ----------–--–--–---–ის გამოკითხვით, გამოიკვლია სსსკ 212-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს და მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე ვ----------–--–--–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის პროკურორის - გ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ვ----------–--–--–---–ს შორის 2018 წლის 08 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ვ----------–--–--–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე -5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ 44-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ვ----------–--–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან, 2018 წლის 03 აგვისტოდან.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ვ----------–--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ვ----------–--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
მაღაზია „ეიჩ ენდ ემის“ ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ასახულია არაიდენტიფიცირებული პირის აღწერის დროს ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გადაღებული მასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ვ----------–--–--–---–ის (შურმან ასლანოვის) პირადი ჩხრეკისას ამიღებული სპორტული მოსასხამი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ვ----------–--–--–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის _ მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი