გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/17653-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
16 ნ--------ი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე (მოპასუხე) - ტ------- გ-–-----–-ა
წარმომადგენელი - დ----- მ----–--ე
მოპასუხე (მოსარჩელე) - სს „ს----------–--ს ბ---ი“
წარმომადგენელი - დ----- ა------ლი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ტ------- გ-–-----–-ას სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ტ------- გ-–-----–-ასა და სს „ს----------–--ს ბ---ს“ შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა-5------;
1.1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ტ------- გ-–-----–-ასა და სს „ს----------–--ს ბ---ს“ შორის 2016 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების თავსართი №5------;
1.1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ტ------- გ-–-----–-ასა და სს „ს----------–--ს ბ---ს“ შორის 2016 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №5------;
1.1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ტ------- გ-–-----–-ასა და სს „ს----------–--ს ბ---ს“ შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება №5-------01.
1.2. ს----------–--ს ბ---ის შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნები:
1.2.1. ტ------- გ-–-----–-ას სს „ს----------–--ს ბ---ის“ სასარგებლოდ 15584.26 აშშ დოლარის გადახდა, რომლის უზრუნველსაყოფად მოხდეს ტ------- გ-–-----–-ას უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ჩ-----ის 6, ფართი №--, საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით რეალიზაცია; იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცეს ტ------- გ-–-----–-ას სხვა ქონებაზე; გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
1.2.2. ტ------- გ-–-----–-ას ს----------–--ს ბ---ის სასარგებლოდ დაეკისროს 993,20 ლარის გადახდა.
ტ------- გ-–-----–-ას სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში განმარტებულია, რომ ტ------- გ-–-----–-ასა და ნინო კომახიძეს შორის 2014 წლის 10 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი იყო შეუსაბამოდ მაღალი, მსესხებელმა გადაწყვიტა, სესხის დაფარვის მიზნით კომერციული ბ---იდან აეღო იპოთეკური სესხი.
2016 წლის 13 დეკემბერს სს „ს----------–--ს ბ---სა“ და ტ------- გ-–-----–-ას შორის გაფორდა საკრედიტო ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფის პირობით. ხელშეკრულების ტექსტისა და მცირე ზომის ნაბეჭდის გამო, ხელმოწერის ეტაპზე მოსარჩელის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების წაკითხვა/გაანალიზება, ამასთან არც ბ---ის წარმომადგენელს განუმარტია ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ. თუმცა, ხელმოწერის ეტაპზე ტ------- გ-–-----–-ას ეჭვი არ შეუტანია მოპასუხის კეთილსინდისიერებაში.
2--- წლის აპრილის თვეში მოსარჩელემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ვეღარ შეძლო ყოველთვიურად გადასახდელი 1 თვის სესხის თანხის გადახდა. 2--- წლის მაისში მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან დადებული ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი და სესხის თანხა სრულად უნდა გადაეხადა.
ბ---მა მსესხებელი განზრახ შეიყვანა შეცდომაში, არასწორი წარმოდგენა შეუქმნა სესხის არსებით პირობებზე, რომელთა გარეშე ტ------- გ-–-----–-ა არ გამოავლენდა ხელშეკრულების მითითებული პირობებით დადების სურვილს.
სს „ს----------–--ს ბ---ის“ შეგეგბებული სარჩელის საფუძვლები:
სს „ს----------–--ს ბ---სა“ და ტ------- გ-–-----–-ას შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 11 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, 110 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ტ------- გ-–-----–-ას უძრავი ქონება მდებარე, თბილისი ჩ-----ის ქუჩა №-, ფართი №--.
სს „ს----------–--ს ბ---სა“ და ტ------- გ-–-----–-ას შორის 2--- წლის 9 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 500,00 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, პირგასამტეხლო 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკომისიო თვეში 50,00 ლარი კრედიტის სრულ განულებამდე.
მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
წინამდებარე სასარჩელო განცხადების შეტანის მომენტისათვის მოპასუხეს ერიცხება 2016 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებაზე ძირი თანხა – 1-------- აშშ დოლარი, პროცენტი — 1------- 2 აშშ დოლარი, ჯარიმა – 3-------- აშშ დოლარი, საკომისიო 63.76 აშშ დოლარი, სულ - 4,999.53 აშშ დოლარი; 2--- წლის 9 იანვრის ხელშეკრულებაზე - ძირი თანხა — 500 ლარი, ჯარიმა — 93.20 ლარი, 4 საკომისიო 400 ლარი, სულ – 993.20 ლარი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 3133 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის სს „ს----------–--ს ბ---ის“ შესაგებელი:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ ტ------- გ-–-----–-ას მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხის ტ------- გ-–-----–-ას შესაგებელი სს „ს----------–--ს ბ---ის“ შეგებებულ სარჩელზე:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ სს „ს----------–--ს ბ---ის“ მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--ს ბ---სა“ და ტ------- გ-–-----–-ას შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა - 5------, რომლის თანახმად, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 11 000,00 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა - 25.02.2026, წლიური 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის გაცემის საკომისიო - 110 აშშ დოლარი. შეთანხმდა გადახდის გრაფიკი.
სესხის თანხის მსესხებლის მიერ ათვისების შესახებ გარემოება სადავო არ არის.
2016 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №5-------01, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ტ------- გ-–-----–-ას უძრავი ქონება მდებარე, თბილისი ჩ-----ის ქუჩა №-, ფართი №--, ფართით 59,49 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------.
ბ---ის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია განხორციელდებოდა კერძო აუქციონის მეშვეობით (იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტ------- გ-–-----–-ას წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5-14).
- 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა - 5------, იპოთეკის ხელშეკრულება №5-------01 (ს.ფ. 23-41).
3.1.2. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბ---ის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბ---ი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა - 5------ (ს.ფ. 23-31).
3.1.3. იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ---ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა - 5------ (ს.ფ. 23-31).
3.1.4. სს „ს----------–--ს ბ---სა“ და ტ------- გ-–-----–-ას შორის 2--- წლის 9 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამომხმარებლო კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 500,00 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, პირგასამტეხლო -0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკომისიო თვეში 50,00 ლარი კრედიტის სრულ განულებამდე.
სესხის თანხის მსესხებლის მიერ ათვისების შესახებ გარემოება სადავო არ არის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 9 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 123).
3.1.5. 2012 წლის 14 სექტემბერს ტ------- გ-–-----–-ასა (მყიდველი) და ს----------–--ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს (გამყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანსა და საგანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ ს----------–--ს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, 101,41 კვ.მ ფართის, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად.
მყიდველმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართით პირები, ნ--ა მ--------–---ი, ქ--------- მ--------–---ი, ა----- მ----------ი და კ--- მ--------–---ი.
საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა, ვალდებულება საცხოვრებელი ფართით აღნიშნული პირების უზრუნველყოფისა, არ ყოფილა რეესტრში აღრიცხული.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-48).
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42-45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არ დგინდება სს „ს----------–--ს ბ---ის“ მიერ ტ------- გ-–-----–-ას მოტყუების/შეცდომაში შეყვანის ფაქტი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. ნებისმიერი იურიდიული აქტის განხორციელებისათვის, მათ შორის გარიგების დადებისათვის, მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ნების გამოვლენა.
აღსანიშნავია, რომ ერთნამეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გულისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელია ნების გამოვლენა ანუ ნების მატერიალიზება.
ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგულისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
ტ------- გ-–-----–-ას წარმომადგენელი განმარტავს, რომ სს „ს----------–--ს ბ---მა“ მსესხებელი განზრახ შეიყვანა შეცდომაში, არასწორი წარმოდგენა შეუქმნა სესხის არსებით პირობებზე, რომელთა გარეშე ტ------- გ-–-----–-ა არ გამოავლენდა ხელშეკრულების მითითებული პირობებით დადების სურვილს; ამასთან, ტ------- გ-–-----–-ა 2010 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. მისი დიაგნოზია ბოდვითი აშლილობა და ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში ის იღებდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს, რამაც მოპასუხე მხარეს გაუმარტივა შესაძლებლობა, მოსარჩელე მხარესთან გაეფორმებინა მისთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველი ხელშეკრულებები.
სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე ტ------- გ-–-----–-ას მხრიდან წარმოდგენილი არ არის და არც კონკრეტული ქმედებებია მითითებული, რაში გამოიხატა ბ---ის წარმომადგენლის მიერ მსესხებლის შეცდომაში შეყვანა. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს დადასტურებულად.
ამასთან, დამატებით აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ტ------- გ-–-----–-ა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ყოველთვიურად იხდიდა სესხის თანხას. ამგვარი მითითების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ პირობებში, რომ მოსარჩელეს შეეძლო გასცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს და მას, ამასთან, სადავოდ არ გაუხდია სესხის ათვისების შესახებ გარემოება, მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მოტყუებასთან დაკავშირებით, ეცლება ფაქტობრივი საფუძველი.
3.2.2. 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით 2016 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა სესხის ძირი თანხა – 1-------- აშშ დოლარი, პროცენტი — 1------- 2 აშშ დოლარი, ჯარიმა – 3-------- აშშ დოლარი, საკომისიო 63.76 აშშ დოლარი, სულ - 43 783,39 აშშ დოლარი;
2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით 2--- წლის 9 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა ძირი თანხაა 500,00 ლარი, ჯარიმა — 93.20 ლარი, საკომისიო 400,00 ლარი, სულ – 993,20 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 140).
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 136-139).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------- გ-–-----–-ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს; სს „ს----------–--ს ბ---ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 286-ე, 301-ე, 302-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
ტ------- გ-–-----–-ას სარჩელთან დაკავშირებით:
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა ) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. საგულისხმოა, რომ მითითებული საფუძვლებით გარიგების ბათილად ცნობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 72-ე-მე-80 და 81-ე-84-ე მუხლებით. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ელემენტების დამტკიცების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ტ------- გ-–-----–-ამ ვერ შეძლო დაედასტურებინა ხელშეკრულების დადებისას მისი ფსიქიკური მდგომარეობის ნაკლი და მისი შეცდომაში შეყვანის ფაქტი, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი იხდიდა სესხის თანხას, მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მსჯელობისას გამოყენებული უნდა იყოს დამკვიდრებული „თვალსაჩინოების სტანდარტის“ აუცილებლობა მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისას. ამ „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ქვეშ მოიაზრება ის ფაქტი, რომ მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. ტ------- გ-–-----–-ამ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ზიდვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა, ვალდებულება საცხოვრებელი ფართით აღნიშნული პირების უზრუნველყოფისა, არ ყოფილა რეესტრში აღრიცხული. შესაბამისად ბ---ის კეთილსინდისიერების შეფასებისას ვერ გამოვიყენებთ „უნდა სცოდნოდა“ სტანდარტს. მსესხებელმა უძრავი ქონება გამოიყენა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირების უფლებების დაცვის რეალიზაციის მიზნით, დავა შესაბამისი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეუძლიათ თავად ამ პირებს.
სს „ს----------–--ს ბ---ის“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს ტ------- გ-–-----–-ასა და სს ”ს----------–--ს ბ---ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. დადგენილია, რომ მსესხებელს ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, სს ”ს----------–--ს ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან 2016 წლის 13 დეკემბრისა და 2--- წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხებიდან 10 979,70 აშშ დოლარის და 500,00 ლარის დაბრუნება.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს „ს----------–--ს ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ტ------- გ-–-----–-ას კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1 407,80 აშშ დოლარის გადახდა.
საკომისიოს თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ფუნქციურად წარმოადგენს სარგებელს, სესხის სასყიდლიანობის გათვალისწინებით. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ტ------- გ-–-----–-ას კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 63,67 აშშ დოლარისა და 400,00 ლარის გადახდა.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ ბ---ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3133,00 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 1500,00 აშშ დოლარით.
2--- წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---ის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო 93,20 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისათვის.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შესაძლებელია მიექცეს აუქციონზე სარეალიზაციოდ.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე დადგენილია მოვალის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით არის დატვირთული უძრავი ქონება: მდებარე, თბილისი, ჩ-----ის 6, ფართი №--, საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით რეალიზაცია.
შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის (13 951,26 აშშ დოლარის) დასაკმაყოფილებლად.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 13 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ---ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შესაბამისად, სს „ს----------–--ს ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის (13 951,26 აშშ დოლარი) დაუყოვნებლივ აღსრულება.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სს „ს----------–--ს ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით:
სს „ს----------–--ს ბ---ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 28199,13 აშშ დოლარით, რისი შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 2275,66 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს აუნაზღაუროს მოსარჩელეს 1294,68 ლარი.
ტ------- გ-–-----–-ას სარჩელთან დაკავშირებით:
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ)“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ტ------- გ-–-----–-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და იღებს შემწეობას (ს.ფ. 51). შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდიდაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს არ დაეკისრება ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ტ------- გ-–-----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ს----------–--ს ბ---ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. ტ------- გ-–-----–-ას ს----------–--ს ბ---ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13 951,26 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 979,70 აშშ დოლარი, პროცენტი - 1407,80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 500,00 აშშ დოლარი და საკომისიო - 63,76 აშშ დოლარი.
4. აღნიშნული დავალიანების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ტ------- გ-–-----–-ას უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ჩ-----ის 6, ფართი №--, საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით რეალიზაცია.
5. იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცეს ტ------- გ-–-----–-ას სხვა ქონებაზე.
6. ტ------- გ-–-----–-ას სს ,,ს----------–--ს ბ---ის'' სასარგებლოდ 2--- წლის 9 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 993,20 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3-4 პუნქტები მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 5 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
9. დაუბრუნდეს სს „ს----------–--ს ბ---ს“ მის მიერ 2--- წლის 16 ნ--------ს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი 3570,34 ლარიდან 2275,66 ლარი.
10. დაეკისროს ტ------- გ-–-----–-ას სს „ს----------–--ს ბ---ის“ სასარგებლოდ 1294,68 ლარის ანაზღაურება.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №-).
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე