განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------159
საქმე N 1----18
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--12.20-- წელი ქ--------------ი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ----------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------01
ბრალდებული: ვ-–------------------–--ე
მამის სახელი: ლე--
დაბადებული: 2--03.19-- წელი
პირადი ნომერი: 2---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, თ---------–---ს ქუჩა პ------–ი ჩიხი, N--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების, უკანონო დამზადება და შენახვა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 20-- წლის დეკემბრის დასაწყისში, ვ--–-----------------–--ემ უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალება 0,2-- გრამი კ-----------სი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, ლ--------ში, თ---------–---ს I ჩიხი, N--ში, საიდანაც 20-- წლის 22 დეკემბერს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
1.2. 20-- წლის ნოემბერში ვ--–-----------------–--ემ, ლ--------ში თ---------–---ს I ჩიხი, N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ქოთანში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კ-----ი, რომელსაც ამავე სახლში, სპეციალურად მოწყობილ სასათბურე კონსტრუქციაში, 20-- წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, უკანონოდ უკეთებდა კულტივირებას და მისგან ასევე უკანონოდ მოიყვანა წონით 6---7 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კ-----ი.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების, უკანონო დამზადება და შენახვა.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.
2.1. 20-- წლის 16 თებერვლის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ-–------------------–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ვ-–------------------–--ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. პროკურორმა სადავოდ მიიჩნია ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ვ-–------------------–--ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ბრალდებულს დადგენილი აქვს დიაგნოზი B--. ა---------–----–----ი, სტადია 3. B-8.2. "C--------------ი; ასევე ცნობები ჩატარებული მკურნალობის და სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ, მიმართვები ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ინტერნეტით მოპოვებული ამონაწერები მარიხუანას სამედიცინო დანიშნულების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–------------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-–------------------–--ის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებების ორივე ეპიზოდში სახელდობრ, პატაკი, შუამდგომლობა ვ-–------------------–--ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, განჩინება საგამოძიებო მოქმედების - ვ-–------------------–--ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ვ-–------------------–--ის საცხოვრებელ სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებული ნივთმტკიცებები - კ-----------სი და ქოთანში ჩარგული მცენარე კ-----ი, მოწმეების: გ--------------–---–ის, ვ-–---------–-–---–ის, ი-–----–---------ის, დ-----------ის, ლ-–-------ას, მ------------------–---–ის და თ------–-------–ის ჩვენებები, ვ-–-------------------–--ის აღიარებითი ჩვენებები, ვ-–------------------–--ის მონაწილე--ბით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნივთმტკიცებები - სასათბურე კონსტრუქცია, ნათურა, ტაიმერი, ვინტილიატორი, თერმომეტრი და თერმოსტატი, 20-- წლის 22 დეკემბრის ნარკოლოგიური შემოწმების N 90---- დასკვნა და 20-- წლის 26 დეკემბრის Nქ---- ქიმიური დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ვ-–------------------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, უკანონო დამზადება და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე. მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ბრალდებულმა ძირითადად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოება, რომ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სურდა მარიხუანას სამედიცინო მიზნით მიღება, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ნებადართულ მკურნალობის მეთოდს წარმოადგენდა.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 1- დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.1- მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/201-; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–------------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო დამზადება და შენახვა. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.
აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რის გამოც ვ-–------------------–--ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ-–------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ვ-–------------------–--ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ-–------------------–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამდენად, ვ-–------------------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-–------------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ-–------------------–--ე აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, ამასთან, მას ბრალდება წარდგენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვ-–------------------–--ეს პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, ვ-–------------------–--ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში, ვ-–------------------–--ეს დასმული აქვს დიაგნოზი B--, რაც ასევე მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრის 201- წლის 15 თებერვლის N 01---- ბრძანების მე-14 მუხლში, თუმცა სასამართლო ვერ იმსჯელებს დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადების საკითხზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით სავალდებულო მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც იღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, 4.- მმ კალიბრის ნომერ "N-------18" პ-------------–-–--ნა, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს. 4.- მმ კალიბრის ნომერ EH-17070283 პ---------------------–---ი ბალონით; სამ კოლბაში არსებული ჭურვები და 4 ბალონი შეჭირხნული აირით, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს. სასათბურე კონსტრუქცია, ნათურა, ტაიმერი, ვინტილიატორი, თერმომეტრი და თერმოსტატი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს. ქიმიური კვლევის შემდეგ დარჩენილი ობიექტები, კერძოდ, კ-----------სის შემცველი კოლოიდური (ცრუ) ხსნარები, საერთო მოცულობით 4.45 მლ; 21 (ოცდაერთი) მარცვალი კ-----ის თესლი; გამომშრალი კ-----ის შემცველი მცენარეულ მასათა ნარევი, საერთო წონით 3.902 გრამი; 1 (ერთი) მცენარე კ-----ი, წონით 614.6 გრამი; 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ-იანი შპრიცი და 2.6 მლ მოცულობის ბლანტი მასა; 1 (ერთი) ცალი 2.0 მლ-იანი და 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცები; სამარკო აღნიშვნის "R--------ის მქონე ლითონის 1 (ერთი) ცალ კოლოფში მოთავსებული 2.707 გრამი საერთო წონის მურა-ყავისფერი პარალელოპიპედის ფორმის გრანულები; სამარკო აღნიშვნის "------------"-ის მქონე 10 (ათი) ცალ პაკეტში განთავსებული 58.9 გრამი საერთო წონის მორუხო-მოყავისფრო გრანულები; სამარკო ეტიკეტი "S-------"-ის მქონე 4 (ოთხი) ცალ პაკეტში მოთავსებული 418.392 გრამი საერთო წონის ცილინდრული ფორმის, რუხი პრესირებული მასები; 1 (ერთი) ცალი პოლიმერული კოლოფი მასში განთავსებული 4 (ოთხი) ცალი სათავსით, რომლებიც შევსებულია ნიადაგგრუნტით, რომლის ზედაპირზე არის თეთრი გრანულები და კოლოფის ძირში მოთავსებული გამჭირვალე, უფერო 9.87 მლ მოცულობის სითხე, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. ვ-–------------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.
1.2. ვ-–------------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ-–------------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ვ-–------------------–--ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
3. ვ-–------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-- წლის 19 დეკემბრიდან.
4. ვ-–------------------–--ე მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ვ-–------------------–--ის (პ/ნ 2---------1) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ხ-----------ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 101-.00 კვ.მ. მდებარე ქ. ლ-------------------–ის ქუჩა N---ში საკადასტრო კოდი 2--06.-1.00--01.0--- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
6. მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
7. მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.
9. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
9.1. 4.- მმ კალიბრის ნომერ "N-------18" პ-------------–-–--ნა, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
9.2. 4.- მმ კალიბრის ნომერ E--------83 პ---------------------–---ი ბალონით; სამ კოლბაში არსებული ჭურვები და 4 ბალონი შეჭირხნული აირით, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
9.3. სასათბურე კონსტრუქცია, ნათურა, ტაიმერი, ვინტილიატორი, თერმომეტრი და თერმოსტატი, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
9.4. ქიმიური კვლევის შემდეგ დარჩენილი ობიექტები, კერძოდ, კ-----------სის შემცველი კოლოიდური (ცრუ) ხსნარები, საერთო მოცულობით 4.45 მლ; 21 (ოცდაერთი) მარცვალი კ-----ის თესლი; გამომშრალი კ-----ის შემცველი მცენარეულ მასათა ნარევი, საერთო წონით 3.902 გრამი; 1 (ერთი) მცენარე კ-----ი, წონით 614.6 გრამი; 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ-იანი შპრიცი და 2.6 მლ მოცულობის ბლანტი მასა; 1 (ერთი) ცალი 2.0 მლ-იანი და 1 (ერთი) ცალი 5.0 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცები; სამარკო აღნიშვნის "R--------ის მქონე ლითონის 1 (ერთი) ცალ კოლოფში მოთავსებული 2.707 გრამი საერთო წონის მურა-ყავისფერი პარალელოპიპედის ფორმის გრანულები; სამარკო აღნიშვნის "------------"-ის მქონე 10 (ათი) ცალ პაკეტში განთავსებული 58.9 გრამი საერთო წონის მორუხო-მოყავისფრო გრანულები; სამარკო ეტიკეტი "S-------"-ის მქონე 4 (ოთხი) ცალ პაკეტში მოთავსებული 418.392 გრამი საერთო წონის ცილინდრული ფორმის, რუხი პრესირებული მასები; 1 (ერთი) ცალი პოლიმერული კოლოფი მასში განთავსებული 4 (ოთხი) ცალი სათავსით, რომლებიც შევსებულია ნიადაგგრუნტით, რომლის ზედაპირზე არის თეთრი გრანულები და კოლოფის ძირში მოთავსებული გამჭირვალე, უფერო 9.87 მლ მოცულობის სითხე, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა