გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
330210118002298503
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9985 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ----------–------–---–ი

წარმომადგენელი - ტ-----------------ა

მოპასუხეები - 1. თ--------–------–---–ი

2. ნ-----–-------–------–---–ი

წარმომადგენელი - 1. მ-----–-------–--ე

2.თ--------------ე

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

2014 წლის 30 ოქტომბერს, თ--------–------–---–ის და ნ-----–-------–------–---–ის სახელზე, ნოტარიუს ი----------–---–--ას მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (N---------) ცვლილებების შეტანა, 2007 წლის 10 მარტს გარდაცვლილი თ------–------–---–ის მემკვიდრედ ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე გორის რაიონი, ს------–--------–- მდებარე მიწის ნაკვეთის შენობა ნაგებობით საკადასტრო კოდი N------------, 1/3 წილის მესაკუთრედ მოსარჩელე თ----------–------–---–ის აღიარება;

 

მოსარჩელე თ----------–------–---–ი არის 2017 წლის 10 მარტს გარდაცვლილი თ------–------–---–ის შვილიშვილი და 2013 წლის 21 ოქტომბერს გარდაცვლილი გ-----–------–---–ის შვილი. აწ გარდაცვლილი თ------–------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს გორის რაიონის ს------–--------–- მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1381.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (3) საერთო ფართით 217.32 კვ.მ. 2014 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის, თ------–------–---–ის, სამკვიდრო მიიღეს კანონისმიერმა მემკვიდრეებმა: თ--------–------–---–მა და ნ-----–-------–------–---–მა. მათ ნოტარიუსთან დამალეს, რომ თ------–------–---–ს ჰყავდა კიდევ კანონისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი, მათი გარდაცვლილი ძმის შვილი თ----------–------–---–ი. მოსარჩელე ბებიის და მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას. იგი დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბებიის ნაქონ ბეწვის საყელოს, საოჯახო და მამის პირად ნივთებს. თ-------- პერიოდულად დადის გორის რაიონის ს------–--------–- მამა-პაპისეულ სახლში და სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია მისი ოჯახის წევრები.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ--------–------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. თ------–------–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 10 მარტს. მისი კანონისმიერი მემკვიდრეები იყვნენ თავად თ--------–------–---–ი, მისი ძმა აწ გარდაცვლილი გ-----–------–---–ი და მეორე ძმა ნ-----–-------–------–---–ი. არც ერთ შვილს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. დედის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხე თ--------–------–---–ი ფაქტიურად შეუდგა სამკვიდროს ფლობას. რაც შეეხება სახლს, რომელიც სიტყვიერად დაუტოვა დედამ მას, იყო ძალიან დაზიანებული, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და დანგრევის პირას იყო. თ--------–------–---–მა მოახდინა მისი დემონტაჟი და აღადგინა აღნიშნული სახლი. შესაბამისად გაიზარდა შენობის ღირებულებაც და მოცულობაც. მოპასუხის ძმა, გ-----–------–---–ი განქორწინდა 2008 წელს. მთელი ბოლო პერიოდის მანძილზე, რაც მოპასუხის ძმა მძიმედ დაავადდა (მას ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე), თ--------–------–---–ი უვლიდა მას. მოპასუხეს ეხმარებოდა მხოლოდ მისი მეორე ძმა, ნ-----–-------–------–---–ი. გ-----–------–---–ს შვილი არც კი ნახულობდა. მის მიმართ არანაირი ზრუნვა არ გამოუჩენია. მხოლოდ დაკრძალვას დაესწრო. არც ორმოცზე და არც წლისთავზე არ მოსულა. მოსარჩელე თ----------–------–---–ი ბებიისა და მამის გარდაცვალების შემდეგ არანაირ სამკვიდრო ქონების არ დაუფლებია და არც სხვა საოჯახო ნივთების ფლობას შესდგომია.

შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ეკუთვნოდა. მოცემულ შემთხვევაში, თ------–------–---–ის სამკვიდროს გახსნის დროისათვის, ცოცხალი იყო მოპასუხეთა ძმა გ-----–------–---–ი. თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, არც ერთ შვილს არ მიუმართავს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. უფრო მეტიც, მოპასუხეთა ძმა, გ-----–------–---–ი, ფაქტობრივადაც არ დაუფლებია სამკვიდროს. ამდენად, მოპასუხეთა ძმისშვილი, თ----------–------–---–ი არ შეიძლება წარმოადგენდეს აწ გარდაცვლილი თ------–------–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს. მოსარჩელე კანონით განსაზღვრულ ვადაში არ შესდგომია მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ფლობასა და მართვას.

 

2.2. მოპასუხე ნ-----–-------–------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. თ------–------–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 10 მარტს. მის კანონისმიერ მემკვიდრეებს - შვილებს, თ--------–------–---–ს, გ-----–------–---–ს და ნ-----–-------–------–---–ს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად. ნ-----–-------–------–---–ი და თ--------–------–---–ი ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდრო ფლობას და მართვას. გ-----–------–---–ი (რომელიც გარდაიცვალა 2013 წლის 21 ოქტომბერს) ცხოვრობდა სხვაგან და არ გამოუთქვამს სურვილი არც ქონებაზე და არც სასოფლო სამეურნეო საქმიანობაზე. მას შემდეგ, რაც გ-----–------–---–ი განქორწინდა 2008 წელს, იგი ცხოვრობდა ხან ნ-----–-------–------–---–თან, ხან მიდიოდა დასთან თ--------–------–---–თან. მისი ავადმყოფობის დროს, გ-----–------–---–ს უვლიდნენ და-ძმა, მის შვილს არასდროს მოუკითხავს იგი. გ-----–------–---–ს გარდაცვალებამდე არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის დედის სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნით და ასევე, იგი არც ფაქტობრივად დაუფლებია დედის დანაშთ ქონებას. შესაბამისად, გაურკვეველია, მოსარჩელე თ----------–------–---–ი როგორ შეუდგა მამის ქონების ფლობას და მართვას, მაშინ, როდესაც თავად გ-----–------–---–ს არ მიუღია დედის სამკვიდრო, არც ნოტარიუსისათვის მიმართვის და არც ფაქტობრივად დაუფლების გზით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გ-----–------–---–ი ცოცხალი იყო მამკვიდრებლის თ------–------–---–ის გარდაცვალების დროისათვის და შესაბამისად, თ----------–------–---–ი, როგორც შვილიშვილი, არ შეიძლება განიხილებოდეს ბებიის მემკვიდრედ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ------–------–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 10 მარტს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები გ-----–------–---–ი, თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 24);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 25);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. გორის არქივში დაცული მ-------- თემის საკრებულოს, სოფელ მ-------–-- 1986-2000 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია თ------–------–---–ი. 1986-1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს და 0.15 ჰა მიწის ფართობი. 1996-2007 წლებში კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.23ჰა მიწის ფართობი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს გაცემული საარქივო ცნობა (ს.ფ. 103);

 

3.1.3. გ-----–------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 21 ოქტომბერს. მოსარჩელე თ----------–------–---–ი წარმოადგენს მის შვილს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 23);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 26).

 

3.1.4. მოსარჩელე თ----------–------–---–ს მამიდასთან თ--------–------–---–თან და ბიძასთან ნ-----–-------–------–---–თან აქვს დაძაბული ურთიერთობა;

თ----------–------–---–ს მამის, გ-----–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის ვადაში, არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე გორის რაიონი, ს------–--------–- (დაზუსტებული ფართობი 1381.00 კვ.მ.) დღეის მდგომარეობით არავინ ცხოვრობს. მოპასუხეები თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი პერიოდულად ჩადიან სადავო სახლში, პატრონობენ და უვლიან აღნიშნულ ქონებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოწმეების ზ----------–--–---–ის, ნ--------------–---–ის და ნ------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 30 ოქტომბერს, ნოტარიუს ი----------–---–--ას მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი არიან მამკვიდრებლის - თ------–------–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეები, პირველი რიგის მემკვიდრე მემკვიდრეთა წრიდან და მათ, როგორც მემკვიდრეებმა თანაბარწილად მიიღეს გარდაცვლილი თ------–------–---–ის სამკვიდრო, შესაბამისად, მემკვიდრეებმა მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

აღნიშნული სამკვიდრო მოწმობისა საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონი, სოფელი მ-------, საკადასტრო კოდი N------------, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა თ--------–------–---–ის და ნ-----–-------–------–---–ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ს.ფ. 14-16);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.02.2018 (ს.ფ. 17-18).

 

3.2.2. 1999 წლის 01 იანვარს თ----------–------–---–მა (მოსარჩელის ბებიამ) წერილობით შეადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მან თავის სიცოცხლეში ე.წ. ,,შუშაბანდიანი ბელეტაჟზე“ საცხოვრებელი და იმავე ეზოში აშენებული ახალი სახლი და შესაბამისი ავეჯი გადაანაწილა თავის სამივე შვილზე, თამარ, ნიკოლოზ და გ-----–------–---–ებზე. თუმცა, მოპასუხეები არ ეთანხმებიან აღნიშნულ შინაურულ წესით შედგენილ დოკუმენტში მითითებულ თ----------–------–---–ის, როგორც მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. მოპასუხე თ--------–------–---–ის განმარტებით, მან დედის, თ----------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, შემთხვევით იპოვა აღნიშნული ხელნაწერი და თავად გადასცა ძმებსაც. აღნიშნული დოკუმენტის შედგენის შემდეგ, თ--------–------–---–ის მითითებით, შეიცვალა გარემოებები, კერძოდ, დედამ, თ----------–------–---–მა გაყიდა თბილისში არსებული ბინა და გლდანი-ნაძალადევის რაიონში გ-----–------–---–თან და მის მეუღლესთან შეთანხმებით შეუძინა სხვა ბინა, რა გზითაც გ-----–------–---–მა მიიღო თავისი კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონებიდან. გ-----–------–---–ს მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა, გაყიდეს ეს ბინაც და გ-----–------–---–ი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. ასევე, აღნიშნული შინაურული სახით დოკუმენტის შედგენის შემდეგ, თ--------–------–---–მა საკუთარი სახსრებით სამკვიდრო ქონება გააუმჯობესა, ჩაატარა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები და გაზარდა მისი ღირებულება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი წარმოადგენს შინაურულ ანდერძს, ვინაიდან არ არის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული შინაურული ანდერძის კანონით დადგენილი წესის დაცვა. ამასთან, მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს არა ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, არამედ, ითხოვს კანონისმიერი მემკვიდრეობითი სამართლიდან გამომდინარე მემკვიდრეობითი უფლებების რეალიზებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1999 წლის 01 იანვარს თ----------–------–---–ის სახელით შედგენილი ხელნაწერი (ს.ფ. 27);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მამკვიდრებელ თ------–------–---–ის გარდაცვალების დროისათვის (2007 წლის 10 მარტი) ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი გ-----–------–---–ი. ამ უკანასკნელს, დედის, თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონების მისაღებად არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში და ასევე, იგი ფაქტობრივად არ დაუფლებია დედის სამკვიდროს. საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი, უტყუარი და სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ გ-----–------–---–ი თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად შეუდგა მისი ქონების მართვას და ფლობას. ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებები. ვინაიდან მათი ჩვენებიდან არ დგინდება უშუალოდ გ-----–------–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით ქონების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ გარემოება. ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე თ----------–------–---–ი ხშირად (ზუსტ პერიოდს ვერ ასახელებენ) მიდიოდა, განსაკუთრებით ზაფხულობით მამასთან ერთად სოფელში, უპირობოდ არ ადასტურებს გ-----–------–---–ის მიერ ქონების მიღების ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

- მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების სახეებს და ვადას. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა, მართვა, სარგებლობა) შესრულებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებანი, რაც დედის, თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, გ-----–------–---–ის მის დანაშთ საცხოვრებელში ცხოვრების, უძრავი ან მოძრავი ნივთების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა. უფრო მეტიც, მოწმეები, ნ--------------–---–ი და ზ----------–--–---–ი, რომლებიც ცხოვრობენ გორის რაიონში, ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გ-----–------–---–ს ძალიან იშვიათად ხედავდნენ დედის გარდაცვალების შემდეგ და იგი მხოლოდ სტუმრად ჩამოდიოდა. არ პატრონობდა, არ უვლიდა დანატოვარ სახლ-კარს და არ ახორციელებდა რაიმე ქმედით ღონისძიებას, რაც შესაძლოა მიჩნეულიყო მისი ნების გამოვლენად ქონების დაუფლების თაობაზე.

 

3.2.4. გ-----–------–---–ი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინაში ყოფნის პერიოდში დამძიმდა და იგი ჩამოიყვანეს საქართველოში. გ-----–------–---–ს გარდაცვალებამდე უვლიდა და მასზე ზრუნავდა თავისი და, თ--------–------–---–ი, რომელსაც ეხმარებოდა ნ-----–-------–------–---–ი. ავადმყოფობის პერიოდში, საავადმყოფოში, მოსარჩელე თ----------–------–---–ს, მამა არ მოუნახულებია.

გ-----–------–---–ის დაკრძალვასა და დასაფლავებასთან დაკავშირებული ხარჯები გაიღეს დამ, თ--------–------–---–მა და ძმამ, ნ-----–-------–------–---–მა. გ-----–------–---–ი დაკრძალულია გორის რიონის ს------–--------–-. მის პანაშვიდებს და დაკრძალვას დაესწრო მისი შვილი თ----------–------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.5. მოსარჩელე თ----------–------–---–ს, გ-----–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი დაუფლების გზით არ მიუღია მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდრო ქონების ფლობის, მართვის და განკარგვის ფაქტს. საქმის მასალებით არც ის გარემოება დგინდება, კერძოდ, რას წარმოადგენდა გ-----–------–---–ის სამკვიდრო მასა. მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებებით დგინდება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე თ----------–------–---–ი დადიოდა გორის რაიონის ს------–--------–-. მას მიჰყვებოდნენ მეგობრები, მათ შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ე-–-------------–--ე და ე-------------ე. მოწმეთა ჩვენებით, აღდგომის დღესასწაულებზეც და ისეც, ხშირად მიდიოდა თ-------- მამის სასაფლაოზე და ასევე, მცირე ხნით, შედიოდა საცხოვრებელ სახლშიც, რა დროსაც მეზობლად მცხოვრებ ნათესავს ართმევდა გასაღებს. მოწმეთა ჩვენებით ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ----------–------–---–ი იქ ცხოვრობდა, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ათენებდა ღამეს და ქონებას (ან მის ნაწილს), როგორც მესაკუთრე ფლობდა და განაგებდა. ამასთან, მოწმეებმა ზ----------–--–---–მა და ნ--------------–---–მა (ნათესავი), რომლებიც ცხოვრობენ გორის რაიონის, ს------–--------–- და კარგად იცნობდნენ თ------–------–---–ს და გ-----–------–---–საც, განმარტეს, რომ გ-----–------–---–ის ოჯახს არ იცნობენ, არ უნახავთ ს------–--------–- მისი შვილი თ----------–------–---–ი და გარდაცვალებამდე, თავად გ-----–------–---–იც საკმაოდ იშვიათად სტუმრობდა სოფელს. მოწმე ნ------------ე არ იცნობდა გ-----–------–---–ს და მის ოჯახს. მოწმე ზაფხულობით ხშირად ნახულობს სადავო სახლში თ--------–------–---–ს და ნ-----–-------–------–---–ს. მას ახლო ურთიერთობა აქვს თ--------–------–---–ის შვილთან. ნ------------ე არ იცნობს მოსარჩელე თ----------–------–---–ს.

მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათები და მიუთითებს, რომ იგი ხშირად ჩადიოდა სოფელში, იქ ატარებდა ზაფხულს და ამასთან, ბების გარდაცვალების შემდეგ მისგან მიიღო მოძრავი ნივთები - ბეწვის საყელო და თეფშები. ასევე, მიუთითებს მამის პირად ნივთებზე, თუმცა არ აკონკრეტებს კონკრეტულ ნივთებს, რაც მან მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, როგორც მემკვიდრემ. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება მოძრავი ნივთების მამკვიდრებლის, თ------–------–---–ის კუთვნილების ფაქტი და არ მოიაზრებს წარმოდგენილ ფოტოსურათებში ნაჩვენებ ნივთებს სამკვიდრო მასაში. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები (ბეწვის საყელო, თეფშები) ნამდვილად ეკუთვნოდა მოსარჩელის ბებიას, თ------–------–---–ს და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, არ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ ნივთები მიიღო ბებიის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებები, ვინაიდან მათ მხოლოდ მოსარჩელისგან გადმოცემით იციან ნივთების გადაცემის თაობაზე და ვერ ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას - სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ მოძრავი ნივთების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 90-95);

- მოწმეების ე-–-------------–--ის, ე-------------ის, ზ----------–--–---–ის, ნ--------------–---–ის და ნ------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე, 1336-ე, 1319-1320-ე, 1421-ე, 1424-ე და 1426-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ----------–------–---–მა მოითხოვა 2014 წლის 30 ოქტომბერს თ--------–------–---–ის და ნ-----–-------–------–---–ის სახელზე ნოტარიუს ი----------–---–--ას მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (N---------) ცვლილებების შეტანა, 1936 წლის 12 სექტემბერს გარდაცვლილი თ------–------–---–ის მემკვიდრედ ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე გორის რაიონი, ს------–--------–- მდებარე მიწის ნაკვეთის შენობა ნაგებობით საკადასტრო კოდი N------------, 1/3 წილის მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარება.

 

თ------–------–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 10 მარტს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები გ-----–------–---–ი, თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი. საქმეში არსებული მასალებით, გორის არქივში დაცული მ-------- თემის საკრებულოს სოფელ მ-------–-- 1986-2000 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნებში, კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია თ------–------–---–ი. 1986-1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს და 0.15 ჰა მიწის ფართობი. 1996-2007 წლებში კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 90 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.23ჰა მიწის ფართობი. მოცემულ საქმეზე უდავოა, რომ თ------–------–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეებს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსთვის.

 

თ------–------–---–ის შვილი, გ-----–------–---–ი, გარდაიცვალა 2013 წლის 21 ოქტომბერს. მოსარჩელე თ----------–------–---–ი წარმოადგენს მის შვილს. მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ გ-----–------–---–ი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინაში ყოფნის პერიოდში დამძიმდა და იგი ჩამოიყვანეს საქართველოში. გ-----–------–---–ს გარდაცვალებამდე უვლიდა და მასზე ზრუნავდა თავისი და, თ--------–------–---–ი, რომელსაც ეხმარებოდა ძმა, ნ-----–-------–------–---–ი. ავადმყოფობის პერიოდში, საავადმყოფოში, მოსარჩელე თ----------–------–---–ს მამა არ მოუნახულებია. გ-----–------–---–ი დაკრძალულია გორის რიონის ს------–--------–-. მის პანაშვიდებს და დაკრძალვას დაესწრო მისი შვილი თ----------–------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს, ნოტარიუს ი----------–---–--ას მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი არიან მამკვიდრებლის - თ------–------–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეები, პირველი რიგის მემკვიდრე მემკვიდრეთა წრიდან და მათ, როგორც მემკვიდრეებმა, თანაბარწილად მიიღეს გარდაცვლილი თ------–------–---–ის სამკვიდრო, შესაბამისად, მემკვიდრეებმა მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო მოწმობის მიღებით, მემკვიდრეებმა სამკვიდრო მიიღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით - ფაქტობრივი ფლობით. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონი, სოფელი მერეთში, საკადასტრო კოდი N------------, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება თ--------–------–---–ის და ნ-----–-------–------–---–ის სახელზე.

 

მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ თ----------–------–---–ი ბებიის, თ------–------–---–ის და მამის, გ-----–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად დაეუფლა როგორც ბებიის, ასევე მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. იგი ხშირად ჩადიოდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე გორის რაიონის ს------–--------–-. ასევე, იგი დადიოდა მამის გარდაცვალების შემდეგ მამის სასაფლაოზე. ხოლო ბებიისგან მიიღო მისი დანატოვარი ნივთები: ბეწვის საყელო და თეფშები.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი ადგენს კანონით მემკვიდრეთა წრეს. კერძოდ, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილი შვილები, გარდაცვლილი შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე მუხლის მიხედვით, შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მოცემულ საქმეში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელ თ------–------–---–ის გარდაცვალების დროისათვის (2007 წლის 10 მარტი) ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი გ-----–------–---–ი. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოსარჩელე თ----------–------–---–მა მოიპოვოს მემკვიდრეობითი საფუძვლით სამართლებრივი პრეტენზიის დაყენების უფლება სადავო ქონებაზე, ჯერ უნდა უტყუარად იქნეს დადგენილი მოსარჩელის მამის, გ-----–------–---–ის მიერ დედის თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონების მიღების გარემოება. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: ნოტარიუსისათვის მიმართვის ან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----–------–---–ს დედის, თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონების მისაღებად არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია დედის სამკვიდროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდბელობით, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. იმპერატიული დანაწესის სახით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი პირდაპირი, უტყუარი და სათანადო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება გ-----–------–---–ის მიერ თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივი დაუფლების გზით მისი ქონების მართვისა და ფლობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეების ე-–-------------–--ის და ე-------------ის ჩვენებებით. ვინაიდან მათ ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადად, თ----------–------–---–ი, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამასთან ერთად ხშირად მიდიოდა სოფელში. იგივე გარემოების დასადატურებლად იქნა წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლის მიხედვითაც, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, თ----------–------–---–ი იმყოფებოდა სადავო სახლში მდებარე გორის რაიონი, ს------–--------–-. მოპასუხე მხარემ ერთმნიშვნელოვნად არ დაადასტურა ის გარემოება, რომ ეს ფოტოები ნამდვილად გადაღებულია სადავო სახლში. ამასთან, ვერც მოწმეთა ჩვენებით და ვერც ფოტომასალით ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ-----–------–---–ი, დედის, თ------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში შეუდგა ფაქტობრივად ქონების ფლობას, მართვას, სარგებლობდა დედის ქონებით და განაგებდა მას, როგორც საკუთარს. მხოლოდ დროებითი სტუმრობა (თუმცა აღნიშნული ფაქტიც ასევე არ დასტურდება კანონით დადგენილ ვადაში) უპირობოდ არ გულისხმობს გ-----–------–---–ის მიერ ქონების მიღების ფაქტს. სოფელში მცხოვრები მეზობლების, ზ----------–--–---–ის და ნ--------------–---–ის ჩვენების მიხედვით, გ-----–------–---–ი ძალიან იშვიათად სტუმრად ჩამოდიოდა სოფელში, არ აქცევდა ყურადღებას დედის დანატოვარ სახლს, არ უვლიდა და არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა სახლ-კარის მიმართ. საწინააღმდეგო სახის რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----–------–---–ს არ მიუღია დედის სამკვიდრო, რეალურად არ დაუფლებია არც მოძრავ და არც უძრავ ქონებას, არ სარგებლობდა დედის ქონებით და კანონით განსაზღვრულ ვადაში არ განკარგავდა მათ ბედს. მოწმეთა ჩვენებით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ჩამოდიოდნენ მხოლოდ თ--------–------–---–ი და ნ-----–-------–------–---–ი, ისინი აქცევდნენ ყურადღებას და სხვას ამ სახლში არც უცხოვრია და არც რაიმე ქმედითი ღონისძიებები გაუტარებია, რაც მიანიშნებდა მის ინტერესზე ქონების მიღებასთან დაკავშირებით. გ-----–------–---–ს არც ნება და სურვილი გამოუხატავს დედის ქონებასთან მიმართებით მისი გარდაცვალების შემდეგ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 1999 წლის 01 იანვრის ხელნაწერზე, რომელიც შედგენილია თ----------–------–---–ის სახელით (3.2.2). თავისი არსით, აღნიშნული დოკუმენტი, შესაძლოა წარმოადგენდეს შინაურულ ანდერძს (თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლისა), თუმცა თავად მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა ემყარება არა ანდერძისმიერ, არამედ კანონით მემკვიდრეობის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან, მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომელიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა განმარტებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ----------–------–---–ს, გ-----–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი დაუფლების გზით არ მიუღია მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა, ნივთების განკარგვა და მათი ბედის გადაწყვეტა. მოსარჩელის მტკიცებულებები კი ასეთ რამეს არ შეიცავს. საქმის მასალებით არც ის გარემოება დგინდება, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა გ-----–------–---–ის დანაშთ ქონებას. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, გ-----–------–---–ს, კანონით დადგენილი არც ერთი ფორმით დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვიან ვადაში არ მიუღია. სტუმრად ყოფნა და სამკვიდრო ქონებაში პერიოდულად ღამის გათენება არ ნიშნავს იმას, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობით. შესაბამისად, გ-----–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მის პირველი რიგის მემკვიდრეს - თ----------–------–---–ს არ წარმოეშობოდა მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით უფლება ბებიის, თ------–------–---–ის, დანაშთ ქონებაზე. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები ე-–-------------–--ე და ე-------------ე ადასტურებდნენ, რომ მოსარჩელეს კავშირი ჰქონდა ბებიის სამკვიდრო ქონებასთან და ასევე, ხშირად დადიოდა მამის სასაფლაოზე. თუმცა, აღნიშნული არ ადასტურებს მოსარჩელე თ----------–------–---–ის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლებას, ვინაიდან, უპირველესად, არ დგინდება, რომ მან სამკვიდრო დაუფლების გზით მიიღო კანონით დადგენილ ვადაში და ასევე, ქონებასთან პერიოდული კავშირი თუ სასაფლაოზე მისვლა არ ნიშნავს სამკვიდროს მიღებას. საქმეზე დაკითხული ორივე მხარის მოწმეების ურთიერსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად და უტყუარად არ დადგინდა მოსარჩელე მხარის მიერ ქონების ფაქტობრივი დაუფლება (3.2.5).

 

სამკვიდრო ქონება შეიძლება ასევე მოიცავდეს მოძრავ ნივთებს. მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათები და მიუთითებს, რომ იგი ხშირად ჩადიოდა სოფელში, იქ ატარებდა ზაფხულს და ამასთან, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მისგან მიიღო მოძრავი ნივთები - ბეწვის საყელო და თეფშები. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოძრავი ნივთების წარმოშობას და მამკვიდრებელ თ------–------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტს. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები (ბეწვის საყელო, თეფშები) ნამდვილად ეკუთვნოდა მოსარჩელის ბებიას, თ------–------–---–ს და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, არ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ ნივთები მიიღო ბებიის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში (3.2.5). სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა (მათ შორის მოწმეთა ჩვენებების) შეფასება მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის პოზიციაზე პასუხის გასაცემად. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე თ----------–------–---–ის, როგორც შვილიშვილის უფლებები ბებიის სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით რეალიზებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა ბებიის გარდაცვალების დროისათვის მამის, გ-----–------–---–ის, მიერ სადავო სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღების გარემოება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით, მოსარჩელე თ----------–------–---–ი არ შეიძლება წარმოადგენდეს 2007 წლის 10 მარტს გარდაცვლილი თ------–------–---–ის მემკვიდრეს, ვინაიდან ბებიის გარდაცვალების დროისათვის ცოცხალი იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, გ-----–------–---–ი, რომელსაც თავის სიცოცხლეში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო უფლება და მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა გამოეხატა ინტერესი, ნება სამკვიდროს მისაღებად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----–------–---–ის მიერ არ მომხდარა სადავო სამკვიდრო ქონების მიღება არც ერთი გზით და შესაბამისად, მას როგორც მემკვიდრეს არ წარმოშობია უფლება დედის, თ------–------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე. ამდენად, კანონის დანაწესი (სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი) გამორიცხავს მოსარჩელე თ----------–------–---–ის, როგორც გ-----–------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრის სამართლებრივ პრეტენზიას ბებიის, თ------–------–---–ის, სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერებაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. სადავო სამკვიდრო მოწმობა თ------–------–---–ის მემკვიდრეებზე, მოპასუხე თ--------–------–---–ზე და ნ-----–-------–------–---–ზე გაცემულია კანონით დადგენილი წესით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არც მამკვიდრებელ თ------–------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, გ-----–------–---–მა და არც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - თ----------–------–---–მა არ განახორციელეს თავიანთი უფლებები სამკვიდრო მიღებასთან დაკავშირებით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონების მიღება ფაქტობრივად დაეფლების გზით არ დადასტურდა. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელე თ----------–------–---–ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეებისათვის თ--------–------–---–ისა და ნ-----–-------–------–---–ისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეებს თ--------–------–---–სა და ნ-----–-------–------–---–ს აეკრძალათ გორის რაიონში, ს------–--------–- მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----------–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს თ--------–------–---–ს და ნ-----–-------–------–---–ს არ გადახდეს მოსარჩელე თ----------–------–---–ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ--------–------–---–სა (პ/ნ 0----------) და ნ-----–-------–------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ გორის რაიონში, ს------–--------–- მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა