გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001665653
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/40301-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 201- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - სა-–--------–--ე

მოპასუხეები - ირ---------–-–---–ი, ზე------------–---–ი, მე---------–--–---–ი, ინ--------ა

წარმომადგენელი - თე------–---–ი (ზე------------–---–ისა და მე---------–--–---–ის წარმომადგენელი)

დავის საგანი - დანაშულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ზე------------–---–სა და ინ--------ას ს----–-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 16 249 ლარის გადახდა. 1.2. მოპასუხეებს ინ--------ასა და ირ---------–-–---–ს ს----–-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 32 31- ლარის გადახდა. 1.3. მოპასუხეებს მე---------–--–---–სა და ინ--------ას ს----–-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 54 288 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, მოპასუხეები ზე------------–---–ი, ირ---------–-–---–ი, მე---------–--–---–ი და ინ--------ა მსჯავრდებულ იქნენ საქარველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თაღლითობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. განაჩენის თანახმად: - ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 16 249 ლარად ღირებული 885 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.1-.0--) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 21 აგვისტოს აღირიცხა ზე------------–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და ზე------------–---–ის მიერ გასხვისდა ვადადი მუხაევზე. - ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 32 31- ლარად ღირებული 880 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.1-0) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 19 აგვისტოს აღირიცხა ირ---------–-–---–ის სახელზე. - ასევე ყალბი N--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 54 288 ლარად ღირებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.3--) მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 25 მარტს აღირიცხა მე---------–--–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და მე---------–--–---–ის მიერ გასხვისდა ნანი შენგელიაზე და ნინო სამხარაძეზე. განაჩენით დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედებით, ს----–-–------ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ს----–-–------ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების შედეგად, ზ----- ხ------–---–მა და ინ--------ამ ს----–-–------ მიაყენეს 16 249 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი, ინ--------ამ და ირ---------–-–---–მა 32 31- ლარის ოდენობით ზიანი, ხოლო მე---------–--–---–მა და ინ--------ამ ს----–-–------ მიაყენეს 54 288 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ირ---------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ეს ქმედება განხორციელდა ინ--------ას მიერ, რომელსაც ჰქონდა მის მიერ გაცემული მინდობილობა სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობისა და ქმედებების განსახორციელებლად. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ქონების რეგისტრაციას ახორციელებდა ინ--------ა. გარდა ამისა, ქონება რომელიც მის სახელზე გაფორმდა თაღლითური გზით, დღეის მდგომარეობით აღარ არის მის სახელზე და იგი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოერთვა, შეწყდა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და ქონება დაუბრუნდა ს----–-–------.

 

2.2. მოპასუხე ინ--------ამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა რომ ირ---------–-–---–ის ეპიზოდში თანხა არ უნდა დაკისროს, რადგან უძრავი ნივთი დაუბრუნდა ს----–-–------. ამასთან მოითხოვა დარჩენილი მოთხოვნის ნაწილში, თანხის შემცირება სოციალური მდგომარეობის გამო.

 

2.3. მოპასუხეებმა მე---------–--–---–მა და ზე------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხები არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, მოპასუხეები ზე------------–---–ი, ირ---------–-–---–ი, მე---------–--–---–ი და ინ--------ა მსჯავრდებულ იქნენ საქარველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თაღლითობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. განაჩენის თანახმად:

- ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 16 249 ლარად ღირებული 885 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.1-.0--) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 21 აგვისტოს აღირიცხა ზე------------–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და ზე------------–---–ის მიერ გასხვისდა ვადადი მუხაევზე.

- ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 32 31- ლარად ღირებული 880 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.1-0) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 19 აგვისტოს აღირიცხა ირ---------–-–---–ის სახელზე.

- ასევე ყალბი N--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 54 288 ლარად ღირებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.3--) მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 25 მარტს აღირიცხა მე---------–--–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და მე---------–--–---–ის მიერ გასხვისდა ნანი შენგელიაზე და ნინო სამხარაძეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (ს.ფ. 17-23);

- სარეგისტრაციო მასალები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-35, 38-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. სისხლის სამართლის საქმეში, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბებისა და ს----–-–------ კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, დაზარალებულად ცნობილი იქნა სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულებს ზე------------–---–ს, მე---------–--–---–სა და ინ--------ას სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ხოლო მსჯავრდებულ ირ---------–-–---–ს ზემოხსენებულ სასჯელთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, საკადასტრო კოდით 7-.1-.2-.1-0;

 

დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს------–ი გ-–-----, საკადასტრო კოდით 7-.1-.2-.1-0, რომლის გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, ირიცხება ს----–-–------ საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (ს.ფ. 17-23);

- საქართველოს პროკურატურის წერილი (ს.ფ. 28);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზე------------–---–ისა და მე---------–--–---–ის, მათ შორის ინ--------ას ქმედების შედეგად ს----–-–------ მიდგა მატერიალური ზიანი - 16 249 ლარისა და 54 288 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა სახელმწიფო ქონებების (ს.კ 7-.1-.1-.0-- და ს.კ. 7-.1-.2-.3--) დანაშაულებრივი გზით გასხვისებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. მოპასუხეების მე---------–--–---–ისა და ზე------------–---–ის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხები არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოსარჩელემ დამდგარი ზიანის მოცულობის დასადგენად წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენი, რომლის საფუძველზეც ს----–-–------ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ს------–ი გ-–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.0--, ღირებულება განსაზღვრულია 16 249 ლარად, ხოლო ქალაქი თბილისში, ს------– გ-–----–ი მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. 7-.1-.2-.3--) ღირებულება განსაზღვრულია 54 288 ლარად. სწორედ აღნიშნული თანხებით იქნა განსაზღვრული მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა, კანონის თანახმად, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით – კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ან თუ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება დადგინდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა (სსსკ -ის 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა დაადასტურა დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლები და ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

 

რაც შეეხება მოპასუხეებს მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად განაჩენით გაანგარიშებული თანხის საპირისპიროდ, მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მათ ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ ალტერნატიული წერილობითი მტკიცებულება ან ექსპერტიზის დასკვნა.

 

მიყენებული ზიანის ოდენობაზე მოპასუხეთა დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს გარემოებები, რომელზეც ამყარებდნენ ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე, 992-ე, 998-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ამ ნორმის შესაბამისად იმისთვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. იმ შემთხვევაში, თუ ზიანი წინასწარ არ იყო სავარაუდო, თუ იგი მოვალის უშუალო მოქმედებით არ არის გამოწვეული, მისი პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

 

განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით, მოპასუხეები ზე------------–---–ი, ირ---------–-–---–ი, მე---------–--–---–ი და ინ--------ა მსჯავრდებულ იქნენ საქარველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თაღლითობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. განაჩენის თანახმად:

- ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 16 249 ლარად ღირებული 885 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.1-.0--) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 21 აგვისტოს აღირიცხა ზე------------–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და ზე------------–---–ის მიერ გასხვისდა ვადადი მუხაევზე.

- ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 32 31- ლარად ღირებული 880 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.1-0) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 19 აგვისტოს აღირიცხა ირ---------–-–---–ის სახელზე.

- ასევე ყალბი N--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ს------– გ-–----–ი მდებარე 54 288 ლარად ღირებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ 7-.1-.2-.3--) მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2008 წლის 25 მარტს აღირიცხა მე---------–--–---–ის სახელზე, მოგვიანებით კი მიწის ნაკვეთი ინ--------ასა და მე---------–--–---–ის მიერ გასხვისდა ნანი შენგელიაზე და ნინო სამხარაძეზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულებს ზე------------–---–ს, მე---------–--–---–ს და ინ--------ას სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ხოლო მსჯავრდებულ ირ---------–-–---–ს ზემოხსენებულ სასჯელთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - მდებარე ქ. თბილისი, ს------–ი გ-–-----, საკადასტრო კოდით 7-.1-.2-.1-0;

 

დღეის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს------–ი გ-–-----, საკადასტრო კოდით 7-.1-.2-.1-0, რომლის გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, ირიცხება ს----–-–------ საკუთრებაში.

 

ზემოაღნიშნული გარემოების თანახმად, დგინდება, რომ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ზიანი მიადგა არა ქ. თბილისი, ს------–ი გ-–----–ი მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 7-.1-.2-.1-0), არამედ ს------– გ-–----–ი მდებარე 885 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა (ს.კ 7-.1-.1-.0--) და 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ 7-.1-.2-.3--) გასხვისებით.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატება მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაკარგვაში, გამოწვეულია მოპასუხეების ზე------------–---–ის, მე---------–--–---–ისა და ინ--------ას მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგად, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. შესაბამისად მოპასუხეების ირ---------–-–---–ისა და ინ--------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ს------– გ-–----–ი მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 7-.1-.2-.1-0) გასხვისებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზე------------–---–ისა და მე---------–--–---–ის, მათ შორის ინ--------ას ქმედების შედეგად ს----–-–------ მიდგა მატერიალური ზიანი - 16 249 ლარისა და 54 288 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა სახელმწიფო ქონებების (ს.კ 7-.1-.1-.0-- და ს.კ. 7-.1-.2-.3--) დანაშაულებრივი გზით გასხვისებაში.

 

მოსარჩელემ დამდგარი ზიანის მოცულობის დასადგენად წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განაჩენი, რომლის საფუძველზეც ს----–-–------ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბილისი, ს------–ი გ-–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N7-.1-.1-.0--, ღირებულება განსაზღვრულია 16 249 ლარად, ხოლო ქალაქი თბილისში, ს------– გ-–----–ი მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. 7-.1-.2-.3--) ღირებულება განსაზღვრულია 54 288 ლარად. სწორედ აღნიშნული თანხებით იქნა განსაზღვრული მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

მიყენებული ზიანის ოდენობაზე მოპასუხეთა დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს გარემოებები, რომელზეც ამყარებდნენ ახსნა-განმარტებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა მოსარჩელის ინტერესი, რაც უკავშირდება მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებას. შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების ღირებულებით, რაც იმ პერიოდისთვის, როცა მოხდა მისი გასხვისება, შეადგენდა 16 249 ლარსა და 54 288 ლარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზე------------–---–ის, მე---------–--–---–ისა და ინ--------ასგან 16 249 ლარისა და 54 288 ლარის გადახდა. რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ ს----–-–----------------დან – ყველა საქმეზე. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან მისი ხარჯები ფინანსდება მხოლოდ ს----–-–----------------დან, ხოლო მოპასუხე ინ--------ას მიერ წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000 და იღებს შემწეობას, რაც აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. (იხ. ს.ფ. 77);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო და მოპასუხე ინ--------ა გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ზე------------–---–ს ს----–-–----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (16 249 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 487,47 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე მე---------–--–---–ს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (54 288 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 1628,64 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ირ---------–-–---–ისა და ინ--------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში (32 31- ლარი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი ირ---------–-–---–ის, ზე------------–---–ის, მე---------–--–---–ისა და ინ--------ას მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი ირ---------–-–---–ისა და ინ--------ას მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის 32 31- ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხეებს ზე------------–---–სა და ინ--------ას ს----–-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 249 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს მე---------–--–---–სა და ინ--------ას ს----–-–----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 54 288 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე ზე------------–---–ს ს----–-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 487,47 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე მე---------–--–---–ს ს----–-–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1628,64 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი