განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-------
(გამოძიების #0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თო---------------–---–ი, და---------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბა------–-------------–უ (დაბადებული - 1------–-------------------------------–-----------------–-----------–----------------–---------------------------------------------–------------------------–---------–----------),ადვოკატი - ზუ--------------–---–ი, გი-------------ე,თარჯიმანი - სა-------------------ჰ,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: 1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ასევე ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბა------–-------------–უმ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნისას შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შემცველი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება და მოაწყო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება, კერძოდ, იგი დაუკავშირდება ას---------–---ს, მე---------------------–-----–უსა და ფა-----------------------–უს. 2018 წლის 7 თებერვალს, ბა------–-------------–უმ ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება დააფასოვა ფუთებად, ნაწილი მოითავსა საკუთარ სხეულში, ხოლო ნაწილი მისი მითითებით ას---------–---მა, მე---------------------–-----–უმ და ფა-----------------------–უმ მოითავსეს სხეულში საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით. ბა------–-------------–უმ 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სა----ლოს მეშვეობით, ორგანიზება გაუწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ ას---------–---ის, მე---------------------–-----–უსა და ფა-----------------------–უს სხეულებით, ასევე საკუთარი სხეულით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად საქართველოში უკანონოდ შემოტანას, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ საქართველოს ტერიტორიაზეც.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერებების ნაწილი, ბა------–-------------–უმ და მე---------------------–-----–უმ სრულად გამოდევნეს სხეულიდან, ას---------–---მა და ფა-----------------------–უმ კი შეძლეს მხოლოდ ნაწილის გამოდევნა. ბა------–-------------–უმ სხეულიდან გამოდევნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერებები პოლიეთილენის პარკში ერთად მოათავსა და ამ ფორმით შეინახა, ნაწილს კი ას---------–---ი და ფა-----------------------–უ ინახავდნენ სხეულში.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ ნაწილი - 365,795 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი მასა ამოღებულ იქნა 2018 წლის 9 თებერვალს, ქ. თბილისში, ვ. გო------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ას---------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - 24.1976 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი მასა ამოღებულ იქნა იმავე წლის 10 თებერვალს, ქ. თბილისში, დ. აღ--–-----–--------------------–------რზე შპს ,,ვ---------’’ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ას---------–---ის მიერ სხეულიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოდევნის შედეგად. ნარკოტიკული საშუალების დარჩენილი ნაწილი - 141,37 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი 10 ცალად დაფასოებული მასა ამოღებულ იქნა ფა-----------------------–უს მიერ ქ. თბილისში, დ. აღ--–-----–--------------------–------რზე შპს ,,ვ---------’’ მიმღებ განყოფილებაში 2018 წლის 9 თებერვალსა (გამოდევნა 3 ცალად დაფასოებული მასა) და 10 თებერვალს (გამოდევნა 7 ცალად დაფასოებული მასა) ამ უკანასკნელის მიერ ნარკოტიკული საშუალებების სხეულიდან გამოდევნის შედეგად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. ბა------–-------------–უს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის, ასევე შემოტანის ორგანიზების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მე---------------------–-----–უს, ას---------–---ისა და ფა-----------------------–უს ჩვენებები, მოწმეების - და---------–--ის, შა-–-----------ის, მა------------–-–---–ის, ალ------------–----ის, ზუ-------------–---–ის, თა---–--------–---–ის, გე-----------ის, ინ-----------–--ის, ირ---–----------ას, ჯუ--------–--ის, გი-------------–---–ის, ლა–-----------ის, ნა----–--------–---–ის, ირ---–---------–---–ის, რო--------------–--ის, მე----------–---–ის, ნა---------–--ის, ნი----------–---–ის, და--------------ის, გი--------–-------–---–ის, ნა----–------ის, პე------–--–---–-ძის, ან-------–-–---–ის, რუ-------------–---–ის, რე-------------–---–ის, და---------–---ის, ნა-------------ის, ალ------------------–---–ის, ია------–-------ას, მა----------–---–ისა და ან--------------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის’’ №----ე ოთახის ჩხრეკის ოქმი, დათვალიერების ოქმი, ინფორმაცია საზღვრის კვეთის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ბა------–-------------–უსათვის წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს, კერძოდ:
2.5. ას---------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (1---------- სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ გამომძიებელ და--------------ის მიერ რე-------------–---–ის, გ-------------–--ისა და თარჯიმან რუ-------------–---–ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, ვ. გო------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ას---------–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი წარწერით ,,ა------’’, რომელშიც ასევე მოთავსებულია ორ ცალ პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო ფერის ნივთიერება. სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - რე-------------–---–ის, გ-------------–--ის, და--------------ის, თარჯიმან რუ-------------–---–ისა და ას---------–---ის ხელმოწერებით.
2.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს (01:40-02:00 სთ.) შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის და--------------ის მიერ ქ. თ---–----------–-----–---------------- კმ. შპს ,,ვ---------’’ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ამოღებულ იქნა ას---------–---ის მიერ სხეულიდან გამოდევნილი, 2 ცალად რეზინის ნაჭრებში დაფასოებული ნივთიერება. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - რე-------------–---–ის, გ-------------–--ის, და--------------ის, თარჯიმან რუ-------------–---–ისა და ას---------–---ის ხელმოწერებით.
2.7. გამომძიებლებმა - რე-------------–---–მა, გ-------------–--ემ და და--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე. გამომძიებლების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა რუ-------------–---–მა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ იგი ას---------–---ს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე დეტალურად უთარგმნიდა და ხელმოწერებით აქვს დადასტურებული საგამოძიებო მოქმედების ოქმების მართებულობა.
ამდენად, სასამართლოს ას---------–---ის პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, მოწმეების - რე-------------–---–ის, გ-------------–--ის, და--------------ისა და რუ-------------–---–ის ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ას---------–---ის პირადი ჩხრეკისას 2018 წლის 9 თებერვალს ამოღებული იქნა ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული ნივთიერება, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებიდან (შპს ,,ვ--------’’) ამოღებულ იქნა ას---------–---ის სხეულიდან გამოდევნილი ორ ცალ რეზინის ნაჭერში დაფასოებული ნივთიერება. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
2.8. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (2---------- სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის ირ---–---------–---–ის მიერ ქ. თ---–----------–-----–---------------- კმ შპს ,,ვ---------’’ მიმღებ განყოფილებაში ამოღებულ იქნა ფა-----------------------–უს მიერ წარმოდგენილი, უკანა ტანიდან გამოდევნილი 3 ცალი პოლიეთილენის ძაფით თავმოკრულ ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ბე-----------ის, რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ის, თარჯიმან მე----------–---–ისა და ფა-----------------------–უს ხელმოწერებით.
2.9. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს (07:25-07:50 სთ.) შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლ ირ---–---------–---–ის მიერ ქ. თ---–----------–-----–---------------- კმ შპს ,,ვ---------’’ მიმღებ განყოფილებაში ამოღებულ იქნა ფა-----------------------–უს მიერ უკანა ტანიდან გამოდევნილი 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება, კერძოდ: 6 შეკვრად დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება მოთავსებულია პოლიეთილენის მცირე ზომის ნაჭერში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია რეზინის ძაფით თავმოკრულ ნაჭერში, ხოლო 1 ცალი შეკვრა ფხვნილისებრი ნივთიერება მოთავსებულია მცირე ზომის ძაფით თავმოკრულ ნაჭერში. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ბე-----------ის, რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ის, თარჯიმან მე----------–---–ისა და ფა-----------------------–უს ხელმოწერებით.
2.10. ფა-----------------------–უს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (1---------- სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ გამომძიებელ ირ---–---------–---–ის მიერ ბე-----------ის, რო--------------–--ისა და თარჯიმან მე----------–---–ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, გუ-–--------------ში მდებარე სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის“ №----ე ნომერში, მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ფა-----------------------–უს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ბე-----------ის, რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ის, თარჯიმან მე----------–---–ისა და ფა-----------------------–უს ხელმოწერებით.
2.11. გამომძიებლებმა - რო--------------–--ემ და ირ---–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა მე----------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ იგი ფა-----------------------–უს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე დეტალურად უთარგმნიდა და საგამოძიებო მოქმედების ოქმების მართებულობა დაადასტურა ხელმოწერებით.
ამდენად, სასამართლოს 2018 წლის 9 და 10 თებერვლის ამოღების ოქმებითა და მოწმეების - რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ისა და მე----------–---–ის ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან (შპს ,,ვ--------’’) ამოღებულ იქნა ფა-----------------------–უსაგან უკანა ტანიდან გამოდევნილი ნივთიერებები - 2018 წლის 9 თებერვალს 3 შეკვრა, ხოლო 10 თებერვალს 7 შეკვრა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. ფა-----------------------–უს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
2.12. მე---------------------–-----–უს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (17:15-17:42 სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებელ ჯუ--------–--ის მიერ ლა–-----------ის, გი-------------–---–ისა და თარჯიმან ნა----–--------–---–ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, გუ-–--------------ში მდებარე სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის“ №----ე ნომერში, მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მე---------------------–-----–უს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული მოყავისფრო-მოკრემისფერო ნივთიერება. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ჯუ--------–--ის, ლა–-----------ის, გი-------------–---–ის, თარჯიმან ნა----–--------–---–ისა და მე---------------------–-----–უს მიერ ხელმოწერებით.
2.13. გამომძიებლებმა - ჯუ--------–--ემ, ლა–-----------ემ და გი-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა ნა----–--------–---–მა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ იგი მე---------------------–-----–უს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე დეტალურად უთარგმნიდა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის მართებულობა დაადასტურა ხელმოწერით.
ამდენად, სასამართლოს პირადი ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების - ჯუ--------–--ის, ლა–-----------ის, გი-------------–---–ისა და ნა----–--------–---–ის ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე---------------------–-----–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული მოყავისფრო-მოკრემისფერო ნივთიერება. მე---------------------–-----–უს პირადი ჩხრეკისას რაიმე სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
2.14. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს, 01:48 საათზე, შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის მა------------–-–---–ის მიერ, ქ. თბილისში, ჩა-–--ის ქუჩა №--ში მდებარე შსს ,,ცკ----ეს“ ადმინისტრაციულ შენობაში, დაკავებულ იქნა ბა------–-------------–უ, მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მას შემდეგ რაც მხილებულ იქნა მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის მიერ. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ალ------------–----ის, მა------------–-–---–ის, თარჯიმან თა---–--------–---–ისა და ბა------–-------------–უს ხელმოწერებით.
2.15. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (1---------- სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივის თანაშემწის მა------------–-–---–ის მიერ, ალ------------–----ის, ზუ-------------–---–ისა და თარჯიმან თა---–--------–---–ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, გუ-–--------------ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ბა------–-------------–უს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ალ------------–----ის, ზუ-------------–---–ის, მა------------–-–---–ის, თარჯიმან თა---–--------–---–ისა და ბა------–-------------–უს ხელმოწერებით.
2.16. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ალ------------–----ემ, მა------------–-–---–მა და ზუ-------------–---–მა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თარჯიმანმა თა---–--------–---–მა ასევე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ბა------–-------------–უს პირად ჩხრეკაში და დაკავებაში. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას იგი ბა------–-------------–უს დეტალურად და სწორად უთარგმნიდა მიმდინარე მოვლენებს. ოქმის სისწორე მის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელმოწერით იქნა დადასტურებული.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბა------–-------------–უს დაკავების ოქმის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მას შემდეგ რაც მხილებულ იქნა მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ბა------–-------------–უს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმეების - ალ------------–----ის, მა------------–-–---–ის, ზუ-------------–---–ისა და თა---–--------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მშვიდ გარემოში და ბრალდებულს სრულად ეთარგმნა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა.
2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნი----------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს კლინიკა ,,ვი------ში’’, ექიმ რადიოლოგად. 2018 წლის 9 თებერვალს მუცლის ღრუს ტომოგრაფიული გამოკვლევა (უკონტრასტო კვლევის ფარგლებში) ჩაუტარა ბა------–-------------–უს, ას---------–---ს, ფა-----------------------–უსა და მე---------------------–-----–უს. მოწმის განმარტებით, მე---------------------–-----–უს და ბა------–-------------–უს მუცლის ღრუში უცხო სხეულის არსებობა არ დაუდგინდათ. რაც შეეხება, ფა-----------------------–უს, მსხვილ ნაწლავში დაუდგინდა 10 ცალი უცხო სხეულის არსებობა, ხოლო ას---------–---ის სწორ ნაწლავში 2 ცალი უცხო სხეული აღმოაჩნდა. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ ტომოგრაფიული კვლევა ჩაატარა და გასცა შესაბამისი დასკვნები.
ამდენად, სასამართლო აფასებს ას---------–---ის, მე---------------------–-----–უს, ფა-----------------------–უსა და ბა------–-------------–უს დაკავების, პირადი ჩხრეკის ოქმებსა და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებს, გამომძიებლების - ალ------------–----ის, მა------------–-–---–ის, ზუ-------------–---–ის, ჯუ--------–--ის, ლა–-----------ის, გი-------------–---–ის, რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ის, რე-------------–---–ის, გ-------------–--ისა და და--------------ის, თარჯიმნების - რუ-------------–---–ის, მე----------–---–ის, თა---–--------–---–ისა და ნა----–--------–---–ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი დაინტერესება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის/დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამდენად, უტყუარად დგინდება, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა, არ დგინდება საპროცესო ნორმის არსებითი დარღვევა და არც დაცვის მხარეს მიუთითებია მყარი/წონადი არგუმენტი, რაც ეჭქვეშ დააყენებდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მართებულობას და გამოკვეთდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევებს.
2.18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 თებერვლის #-------------- დასკვნის თანახმად,ას----- ო------ის ძე ბ--–-----გან ამოღებული, 2 ცალად დაფასოებული, კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნოტიო მასები, საერთო წონით 75,37 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 24,1976 გრამის ოდენობით.
ას---------–---ისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნოტიო მასა, წონით 983,02 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ 365,795 გრამის ოდენობით.
ექსპერტიზაზე წარდგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ფიზიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით).
ას---------–---ის პირადი ჩხრეკისას და მისგან ამოღების წესით ამოღებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 389,9926 გრამს.
2.19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 თებერვლის #2------------- დასკვნის თანახმად, ფა-----------------------–უს სხეულიდან გამოდევნილი კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნოტიო მასები, საერთო წონით 358,71 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 141,37 გრამის ოდენობით. ას---------–---ისგან ამოღებული და ფა-----------------------–უსგან ამოღებული ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები ერთნაირია ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით.
ექსპერტებმა - ნა----–------ემ და პე------–--–---–-ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
ამდენად, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდება, რომ ას---------–---ის პირადი ჩხრეკის, მისი და ფა-----------------------–უს სხეულებიდან გამოდევნილი და შემდგომ ამოღებული ფხვნილისებრი ნივთიერებები წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ მოყავისფრო ფერის ნოტიო მასას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ საერთო რაოდენობა შეადგენს 531,3626 გრამს. ამავე ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურდა, რომ ას---------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და მისი და ფა-----------------------–უსაგან ამოღებული (სხეულიდან გამოდევნილი), ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ფიზიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით).
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენის თანახმად, ას---------–---მა, ფა-----------------------–უმ და მე---------------------–-----–უმ 2018 წლის 7 თებერვალს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნისას, ბა------–-------------–უს ორგანიზებით, წინასწარი შეთანხმებით ერთად საქართველოში უკანონოდ შემოსატანად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, რაც ზემოაღნიშნულმა პირებმა გაინაწილეს სხვადასხვა ოდენობით, დაფასოებული სახით მოითავსეს სხეულებში და 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სა----ლოს გავლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. აღნიშნული ქმედებისთვის ას---------–---ს, ფა-----------------------–უსა და მე---------------------–-----–უს მსჯავრი დაედოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ: ას---------–---ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით, ფა-----------------------–უს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მე---------------------–-----–უს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმების, ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეთა ჩვენებებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენის შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ას---------–---მა, ფა-----------------------–უმ და მე---------------------–-----–უმ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სა----ლოს გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს და შეინახეს 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები. რაც შეეხება ბა------–-------------–უს მონაწილეობას ამ დანაშაულის განხორციელებაში, მის როლზე აღნიშნულია 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში, თუმცა ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სადავო ფაქტობრივ გარემოებას, სასამართლო დეტალურად იმსჯელებს მოცემულ საკითხზე, კერძოდ:
2.21. სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით დაიკითხა ას---------–---ი, რომელმაც განმარტა, რომ ირანში ბა------–-------------–უ დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ნარკოტიკების საქართველოში შესატანად რამდენიმე ადამიანი სჭირდებოდა და აუხსნა, რომ საზღვარზე პრობლემა არ შეექმნებოდათ. მოგვიანებით დაურეკა და წასასვლელად გამზადება სთხოვა. გამომგზავრებამდე ბა---ის სახლში მან, მე---------------------–-----–უმ, ფა-----------------------–უმ და თავად ბა------–-------------–უმ სხეულში მოითავსეს პრეზერვატივებში დაფასოებული ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინი’’. პაკეტების რაოდენობა (ვის რამდენი უნდა მოეთავსებინა სხეულში) ბა------–-------------–უმ განსაზღვრა. ისინი სათითაოდ შედიოდნენ სააბაზანოში და პაკეტებს სხეულში ითავსებდნენ. ას---------–---ის განმარტებით, უშუალოდ მან 8 შეკვრა მოითავსა სხეულში, ხოლო ბა---მა 2. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული საშუალებების სხეულში მოთავსება დაასრულეს, ბა---ის ავტომანქანით სასომხეთის საზღვრისკენ დაიძრნენ. მესაზღვრეები, რომ არ დაეჭვებულიყვნენ ბა---მა ფული გადაახურდავა და თითოეულ მათგანს დაურიგა. სომხეთის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე ტაქსით მოვიდნენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბა---ის მითითებით სასტუმროში დაბინავდნენ, სადაც ბა---მა და მე----მა სხეულში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები სრულად გამოდევნეს, თვითონ 6 ცალი გამოდევნა, ხოლო ფა------მა 7 ცალი. გამოდევნილ ნარკოტიკულ საშუალებებს ასუფთავებდნენ და მაგიდაზე დებდნენ, შემდეგ კი ბა---ი ყველა ნარკოტიკს კოვზის მეშვეობით ერთად აგროვებდა. მოგროვებული ნარკოტიკული საშუალებები ბა---მა პოლიეთილენის პაკეტში მოათავსა, რის შემდეგაც აღნიშნული პაკეტი პარკში ჩადო. ბა---მა უთხრა, რომ მყიდველი ელოდებოდათ, აიღეს ნარკოტიკები და სასტუმროდან ერთად გავიდნენ. ბა---მა ნარკოტიკების პარკი მას მიაწოდა და უთხრა, რომ თვითონ წინ წავიდოდა, დაურეკავდა და მანქანაში ჩამჯდარიყო. ასეც მოიქცა, მანქანით რამდენიმე მეტრი გაიარა, რომ ბა---თან მისულიყო, თუმცა სწორედ ამ დროს დააკავეს პოლიციელებმა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი, რომელიც მისთვის გასაგებ ენაზე უთარგმნიდა მიმდინარე მოვლენებს და ოქმებს. იგი ნებაყოფლობით წავიდა სამედიცინო დაწესებულებაში და გამოდევნა დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებები. ბა---თან ერთად საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი, პირველ შემთხვევაშიც ნარკოტიკების შემოტანის მიზნით, ხოლო მე----თან და ფა------თან ერთად პირველად.
2.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ფა-----------------------–უმ განმარტა, რომ ბა------–-------------–უს დიდი ხანია იცნობს. ბა---მა იცოდა, რომ მატერიალურად უჭირდა და საქართველოში ნარკოტიკის შემოტანის სანაცვლოდ 4 მილიონი თუმანი (ირანული ფული) შესთავაზა. იგი დათანხმდა და ბა---თან, მე----თან და ას-----თან ერთად შემოიტანა ნარკოტიკები საქართველოში. მოწმის განმარტებით, ნარკოტიკების შემოტანას ორგანიზებას უშუალოდ ბა---ი უწევდა. ნარკოტიკული საშუალებები ბა------–-------------–უს სახლში მოითავსეს სხეულში. სასომხეთის საზღვართან ბა---ის მანქანით მივიდნენ, ხოლო იქიდან საქართველოში ტაქსით წამოვიდნენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბა---მა სასტუმროში წაიყვანა. თავდაპირველად ნარკოტიკული საშუალებები ბა---მა და მე----მა გამოდევნეს, შემდეგ კი ნაწილი მან და ას-----მა. გამოდევნილ ნარკოტიკულ საშუალებებს ასუფთავებდნენ და მაგიდაზე დებდნენ, შემდეგ კი ბა---ი კოვზის მეშვეობით ერთად ათავსებდა პოლიეთილენის პარკში. შემდეგ ბა---ი და ას-----ი წავიდნენ და თან წაიღეს ნარკოტიკები. მალევე კარზე პოლიციელებმა დააკაკუნეს და სასტუმროს ნომერში შევიდნენ. ფა-----------------------–უმ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა მიმდინარე მოვლენებს და ოქმებს. იგი ნებაყოფლობით წავიდა სამედიცინო დაწესებულებაში და გამოდევნა დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებები. იგი საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
2.23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მე---------------------–-----–უმ განმარტა, რომ საქართველოში ბა---თან, ას-----თან და ფა------თან ერთად ჩამოვიდა ნარკოტიკების შემოტანის მიზნით. აქამდე საქართველოში არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ყველაფრის ორგანიზატორი ბა---ია, სწორედ მის სახლში მოითავსეს ნარკოტიკული საშუალებები სხეულში. ირანიდან სასომხეთის საზღვართან მანქანით მივიდნენ, ხოლო საქართველოში ტაქსით ჩამოვიდნენ. თვითონ 14 პაკეტი ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა, ხოლო ბა---მა 2 ცალი. მან და ბა---მა სასტუმროში მისვლისთანავე გამოდევნეს მათ სხეულში არსებული ნარკოტიკული საშუალებები. სასტუმრო ბა---მა აარჩია და ნომერიც სწორედ მან აიღო. მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი თავად შემოიტანა პირადი მოხმარების მიზნით. გამოდევნილ ნარკოტიკულ საშუალებებს ასუფთავებდნენ და სასტუმროს ნომერში მაგიდაზე დებდნენ, ხოლო ბა---ი პლასტმასის კოვზით აგროვებდა და ერთად ათავსებდა. მე---------------------–-----–უმ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობაში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა მიმდინარე მოვლენებს და ოქმებს.
2.24. სასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს პირდაპირი მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებები. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარემ ბა------–-------------–უს ბრალეულობის დასადასტურებად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ სამი მოწმის (თანაბრალდებულების) ჩვენება, რომელთა სანდოობაც კრიტიკას ვერ უძლებს. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი, რამდენად თანმიმდევრული და ურთიერთშეთავსებადი არიან, ხოლო მოგვიანებით ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების/დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთმიმართების საკითხზე.
2.25. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის ურთიერთშეთავსებადი და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას. მტკიცებულებათა სანდოობა (მათ შორის წინააღმდეგობების ხარისხი) უნდა შეფასდეს გონივრული განსჯის შედეგად, უნდა განისაზღვროს მოწმეთა განმარტებების დამაჯერებლობა, რეალურობა, თანმიმდევრულობა, ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობების არსებობის პირობებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებითია ისინი და მათი შინაარსიდან გამომდინარე მოახდენს თუ არა გავლენას მთლიანად მტკიცებულების სანდოობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (დანაშაულის ორგანიზების, ნარკოტიკების სხეულში მოთავსების, საქართველოში გამომგზავრებისა და საზღვრის კვეთის, სასტუმროში დაბინავების, ნარკოტიკული საშუალებების სხეულიდან გამოდევნის, ნარკოტიკული საშუალების შეგროვების, პოლიციელთა მიერ დაკავებასა და ჩხრეკასთან დაკავშირებით) ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად განმარტეს, რომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის იდეა და გეგმა იყო ბა------–-------------–უსი, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულის სანაცვლოდ საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა შესთავაზა. თითოეულმა მათგანმა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ საქართველოში გამომგზავრებამდე ბა------–-------------–უს სახლში სხეულში მოითავსეს ნარკოტიკული საშუალებები. ბა------–-------------–უ დაფასოებულ ნარკოტიკებს აძლევდა თითოეულ მათგანს, ხოლო ისინი სათითაოდ შედიოდნენ სააბაზანოში და უკანა ტანში ითავსებდნენ. მოწმეების განმარტებით, მათ ბა---ის სახლი მისივე ავტომანქანით დატოვეს და სასომხეთის საზღვართან მივიდნენ, სადაც საქართველოსკენ გზა ტაქსით განაგრძეს. მათი ჩვენებები ასევე თანმიმდევრულია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ: სამივე მათგანმა განმარტა, რომ სასტუმრო შერჩეული ჰქონდა ბა------–-------------–უს და სწორედ მან მიიყვანა ისინი აღნიშნულ სასტუმროში; ბა---მა მხოლოდ ორი შეკვრა ნარკოტიკი მოითავსა სხეულში და საქართველოში შემოსვლის შემდეგ სასტუმროში პირველმა მან და მე----მა გამოდევნეს სხეულიდან სრულად ნარკოტიკული საშუალებები; სამივე მათგანმა მიუთითა, რომ გამოდევნილ ნარკოტიკულ საშუალებებს კოვზით ბა------–-------------–უ ათავსებდა ერთად პარკში. შემდეგ კი ბა---მა და ას-----მა სასტუმრო დატოვეს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით.
2.26.მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია თანხვედრაშია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რაც მათ უფრო მეტ სანდოობასა და დამაჯერებლობას სძენს, კერძოდ:
2.27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------- წერილისა და დანართის თანახმად, ას---------–---ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ და ს.ს.კ.გ. ,,ვ--–--’’ გავლით რამდენჯერმე, ხოლო ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით გადმოლახა 2018 წლის 8 თებერვალს, 20:33 საათზე.
2.28.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------6 წერილისა და დანართის თანახმად, ბა------–-------------–უს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 2010 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით. ბა------–-------------–უმ ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით გადმოლახა 2018 წლის 8 თებერვალს, 20:33 საათზე.
2.29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------6 წერილის და დანართის თანახმად, ფა-----------------------–უს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 2010 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით ერთხელ. ფა-----------------------–უმ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით გადმოლახა 2018 წლის 8 თებერვალს, 20:36 საათზე.
2.30. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 თებერვლის №M---------------6 წერილის და დანართის თანახმად, მე---------------------–-----–უს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 2010 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით ერთხელ. მე---------------------–-----–უს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით გადმოლახა 2018 წლის 8 თებერვალს, 20:35 საათზე.
ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა------–-------------–უმ, ფა-----------------------–უმ, ას---------–---მა და მე---------------------–-----–უმ დროის ერთ მონაკვეთში (სამი წუთის განმავლობაში) 2018 წლის 8 თებერვალს ს.ს.კ.გ. ,,სა----ლოს’’ გავლით, ერთად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი. ბა------–-------------–უმ და ას---------–---მა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს 2018 წლის 8 თებერვალს 20:33 საათზე, ფა-----------------------–უმ 2018 წლის 8 თებერვალს, 20:36 საათზე, ხოლო მე---------------------–-----–უმ 2018 წლის 8 თებერვალს, 20:35 საათზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თანხვედრაშია მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებებთან და მეტ დამაჯერებლობას სძენს მათ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ნეიტრალური მოწმის - ნა-------------ის ჩვენება, რომელიც ადასტურებს სასტუმროში მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რაზეც ფა-----------------------–უ, მე---------------------–-----–უ და ას---------–---ი მიუთითებენ, კერძოდ:
2.31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნა-------------მა განმარტა, რომ 2018 წლის თებერვალში ადმინისტრატორად მუშაობდა სასტუმრო ,,ორ------–-----–--ში’’. 2018 წლის 8 თებერვალს მათ სასტუმროში ნომერი იქირავა ბა------–-------------–უმ, მასთან ერთად კიდევ სამი პიროვნება იმყოფებოდა, თუმცა ოთახთან დაკავშირებულ საკითხებს უშუალოდ ბა------–-------------–უ აგვარებდა. მოწმის განმარტებით, ჟურნალში ინფორმაციის გასატარებლად პასპორტი ითხოვა. პასპორტი ოთხივე მათგანმა მიაწოდა, თუმცა უთხრა, რომ მხოლოდ ერთი პასპორტი იყო სჭირო. მათ გამოართვა ერთი პასპორტი და ჟურნალში გაატარა ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, არ ახსოვს, რომელი მათგანის პასპორტი დაარეგისტრირა ჟურნალში.
2.32. 2018 წლის 11 თებერვლის სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის’’ ჟურნალის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის ჯუ--------–--ის მიერ სასტუმროს ადმინისტრატორ ნა-------------თან ერთად დათვალიერებულ იქნა სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის’’ ადმინისტრაციის ჟურნალი, სადაც ხდება სასტუმროში დაბინავებული სტუმრების აღრიცხვა, სასტუმროს ოთახის ნომრების მითითებით. დათვალიერებისას გაირკვა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში სასტუმროს 3---ე ოთახზე ჩანაწერი გაკეთებული ,,KA----T’’ და მიწერილი აქვს ნომერი 44------ (არის ფა-----------------------–უს მონაცემები), ხოლო თანხა 80 ლარი. აღნიშნული ჩანაწერი გაკეთებულია ჟურნალის 34-ე ფურცელზე.
გამომძიებელმა ჯუ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე. გამომძიებლის განმარტებით საგამოძიებო მოქმედება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებები სასტუმროს დაქირავების ნაწილში, შესაბამისობაშია ნეიტრალური მოწმის ნა-------------ის ჩვენებასთან, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სასტუმროში მივიდა ოთხი ირანელი, სასტუმროს ნომრის დაქირავებას ორგანიზებას უწევდა ბა------–-------------–უ. მათ ერთად იქირავეს და დაბინავდნენ სასტუმროს ერთ ნომერში.
აღსანიშნავია, რომ მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებები სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალებების სხეულიდან გამოდევნისა და კოვზით შეგროვების ნაწილში დადასტურებულია ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც მნიშვნელოვანია მათი დამაჯერებლობის თვალსაზრისით, კერძოდ:
2.33. ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს (17:55-18:25 სთ.), შსს ცე-------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის ირ---–---------–---–ის მიერ, ნა---------–--ისა და ფა-----------------------–უს მონაწილეობით ქ. თბილისში, გუ-–--------------ში მდებარე სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის’’ 3---ე ნომერში, ჩატარდა ოთახის ჩხრეკა, რა დროსაც ოთახში არსებული მცირე ზომის მაგიდიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მაისური, რომელზეც აღინიშნება მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება - ამავე მაგიდიდან ამოღებული იქნა 2 ცალი პლასტმასის კოვზი. ოქმი დადასტურებულია პოლიციელების - ბე-----------ის, რო--------------–--ის, ირ---–---------–---–ის, ნა---------–--ის, თარჯიმან მე----------–---–ისა და ფა-----------------------–უს ხელმოწერებით.
გამომძიებელმა - რო--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე. გამომძიებლის განმარტებით საგამოძიებო მოქმედება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა მე----------–---–მა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ იგი ფა-----------------------–უს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე დეტალურად უთარგმნიდა, რაც ასევე ხელმოწერით აქვს დადასტურებული. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სასტუმრო ,,ორ------–-----–--ის’’ მენეჯერმა ნა---------–--ემ განმარტა, რომ №----ე ოთახი ოთხ პიროვნებას ჰქონდა ნაქირავები, თუმცა ჩხრეკის დაწყებისას მხოლოდ ორი მათგანი იყო. მან ასევე განმარტა, რომ ოთახის ინვენტარი არ მოიცავს კოვზებს.
2.34. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 მარტის #00------- დასკვნის თანახმად:
· ,,სასტუმროს ოთახიდან ამოღებულ კოვზებზე’’ აღმოჩნდა კუსტარული ,,ჰეროინის“ შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები: დიაცეტილმორფინი (ჰეროინი) – 0.0022 გრ. და 0.0006 გრ. ოდენობით (ობ №-,2 შესაბამისად), 6 - მონოაცეტილმორფინი და აცეტილკოდეინი; კუსტარული ჰეროინის შემადგენლობაში შემავალი არანარკოტიკული ნივთიერებები პაპავერინი, ნოსკაპინი, მეკონინი და ჰიდროკოტარნინი; ასევე არანარკოტიკული ნივთიერება კოფეინი.
· ,,სასტუმროს ოთახიდან ამოღებულ მაისურზე არსებულ მოყავისფრო’’ ლაქებში აღმოჩნდა კუსტარული ჰეროინის შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები დიაცეტილმორფინი (ჰეროინი) – 0.0061 გრ.-ის ოდენობით, 6- მონოაცეტილმორფინი და აცეტილკოდეინი; კუსტარული ჰეროინის შემადგენლობაში შემავალი არანარკოტიკული ნივთიერებები პაპავერინი, ნოსკაპინი, მეკონინი და ჰიდროკოტარნინი;
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კოვზებზე ნარკოტიკული ნივთიერება დიაცეტილმორფინის (ჰეროინი) ჯამური ოდენობაა 0.0028 გრ., ხოლო კოვზებზე და მაისურზე არსებული დიაცეტილმორფინის (ჰეროინი) ჯამური ოდენობაა 0.0089 გრ.
ექსპერტმა მა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამდენად, ჩხრეკის ოქმით უტყუარად დგინდება, რომ ბა------–-------------–უს, ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის სასტუმროს ნომრიდან ამოღებული იქნა 2 ცალი პლასტმასის კოვზი, რაზეც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების ,,ჰეროინის“ კვალი. ეს გარემოებაც თანხვერდაშია მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებებთან, რომელთა რეალურობაზე ასევე დამატებით მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ას---------–---ის პირადი ჩხრეკისა და ამოღების წესით, ასევე ფა-----------------------–უსგან ამოღების წესით წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ფიზიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით). აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად მიუთითებს მოვლენათა იმგვარ განვითარებაზე, როგორც აღნიშნულზე მოწმეები - ფა-----------------------–უ, მე---------------------–-----–უ და ას---------–---ი განმარტავენ, მათ ჩვენებებს დამაჯერებლობას მატებს, ხოლო ეჭვს მათი არასანდოობის თაობაზე ფაქტობრივად გამორიცხავს და დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ბა------–-------------–უს უდანაშაულობის თაობაზე სრულად აქარწყლებს.
2.35. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებებს შორის არსებულ მცირე წინააღმდეგობებზე, რომლებიც არ არის არსებითი ხასიათის და მათ სანდოობას ეჭვქვეშ ვერ აყენებს, კერძოდ: თითოეულის სხეულში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული მათგანი უტყუარად ადასტურებს, რომ ბა------–-------------–უმ სხეულში ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მოითავსა, ხოლო დანარჩენები მათ მიერ სხეულში მოთავსებული/დარჩენილი პაკეტების რაოდენობაზე დაზუსტებით საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ ბა------–-------------–უ განუსაზღვრავდა მათ შეკვრების რაოდენობას (თუ რამდენი უნდა მოეთავსებინათ სხეულში), თითოეულს ინდივიდუალურად შეჰქონდა აბაზანაში და ითავსებდა სწორ ნაწლავში, რასაც არ ესწრებოდნენ სხვა თანამზრახველები, შესაბამისად, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ დანარჩენმა თანამზრახველებმა ზუსტად არ იცოდნენ სხვების მიერ სხეულში მოთავსებული შეკვრების ზუსტი ოდენობა, თუმცა დანამდვილებით უთითებენ, რომ საქართველოში სხეულით ყველამ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ თითქოსდა კიდევ ერთ წინააღმდეგობას, კერძოდ: მე---- ყა----------------–----ლუმ არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბა---ის სახლში იმყოფებოდა ასევე სხვა უცხო პიროვნება. აღნიშნული არ არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ვინაიდან ფა-----------------------–უს, მე---------------------–-----–უსა და ას---------–---ის ჩვენებებში ნათლად არ არის გამოკვეთილი, ვინ როდის მივიდა ბა------–-------------–უს სახლში (მხარეებს მე---------------------–-----–უსა და ფა-----------------------–უსათვის კითხვა არ დაუსვამთ), საწინააღმდეგოდ კი ას----- ბა--–---ი განმარტავს, რომ როგორც ბა---მა უთხრა ჯერ მე----ს წაიყვანდა, ხოლო შემდეგ მას გაუვლიდა. ამდენად, არ დგინდება, რომ ფა-----------------------–უ, მე---------------------–-----–უ და ას---------–---ი ყველა ერთ დროს მივიდნენ ბა---ის სახლში, რაც არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ მიმართებით ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას.
2.36. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას საათებზე, წუთებზე, მეტრებზე, სანტიმეტრებზე, კვადრატულ მეტრებზე და ამ საკითხებზე არსებულ წინააღმდეგობებზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები ამ საკითხებზე იყენებენ ტერმინს დაახლოებით, ამასთან, სადავო არ არის, რომ დროისა და მანძილის აღქმა არის ინდივიდუალური (ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს, ხოლო ზოგიერთი საერთოდ ვერ აღიქვამს) და ბუნებრივია, რომ თუ ჩართული არ არის წამზომი და მანძილი შესაბამისი ხელსაწყოთი გაზომილი, ზუსტად დროისა და მეტრების დასახელება არარეალურია და უფრო მეტიც, საეჭვოა (ხელოვნურია) იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოწმე ზუსტად ერთნაირ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს (საათების, წუთებისა და სანტიმეტრების მითითებით). ამდენად, ამ საკითხებზე დაცვის მხარის მითითება სასამართლოს არ მიაჩნია წონად არგუმენტად, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ დააყენებდა.
2.37. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამოუკიდებლად აღებული ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არის თანმიმდევრული, აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო მათ მიმართებაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს.
2.38. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 მარტის #00------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,სასტუმროს ჩხრეკისას ამოღებული მაისური და კოვზები’’, მოთავსებულ მაისურზე (ობ. №-), მაისურის ზედაპირიდან ამოღებულ თმის ღერებზე (ობ. №2) და ორ ცალ კოვზზე (ობ. №3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
ექსპერტმა ია------–-------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა.
2.39. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზით, კოვზებზე და მაისურზე არ აღმოჩნდა ბა------–-------------–უს ,,დნმ“ აღნიშნული უტყუარად ადასტურებს მის უდანაშაულობას. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ნივთებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“ მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, რაც აპრიორი არ გამორიცხავს ბა------–-------------–უსა და მისი თანამზრახველების ნარკოტიკებთან შემხებლობას. ბა------–-------------–უს შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთი მხრივ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, ხოლო მეორე მხრივ ,,დნმ-ის“ კვალის საგანზე დარჩენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ზედაპირის სახეობაზე (გლუვია თუ ხაოიანი), შეხების ინტენსივობაზე, დამცავი საშუალების მაგ. ხელთათმანის გამოყენებაზე, შეხების შემდეგ მისი განთავსების ადგილზე, პირობებზე, შემხებლობაზე სხვა ნივთებთან და სხვა. უდავოა, რომ კოვზებთან შემხებლობა ზოგადად ადამიანს ჰქონდა (მიტანილ იქნა სასტუმროს ნომერში და მასზე ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის პირობებში, შესაბამისად, გამოყენებული იქნა ამ მიმართებით), შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“, მინიმალური კონცენტრაცია, ცალსახაა, რომ ამის მიზეზი არის გარემო ფაქტორები და, შესაბამისად, ეს ექსპერტიზის დასკვნა არც ამართლებს და არც ადასტურებს ბა------–-------------–უს ბრალეულობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ადვოკატის მითითება, რომ ბა------–-------------–უ თუ კოვზით ნამდვილად ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას პაკეტში, ინტენსიურ მოძრაობაში ოფლს გამოყოფდა და აუცილებლად უნდა დარჩენილიყო მისი ,,დნმ“ კოვზზე, არ არის არგუმენტირებული და წარმოადგენს მხოლოდ მის მოსაზრებას.
2.40. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეებს - ა-–-----------------–---–ს, და---------–---ს, გე-----------ეს, ან--------------ეს, შა-–-----------ეს, და---------–--ესა და ან-------–-–---–ს ადასტურებენ მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობას და კანონთან შესაბამისობას, შესაბამისად, უშუალოდ ბა------–-------------–უსათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების უარყოფის/დადასტურების თვალსაზრისით, მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას და არ იძლევა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.
2.41. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2018 წლის 10 თებერვლის #7----- დასკვნის თანახმად, ბა------–-------------–უ კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ,,ოპიუმის ჯგუფის“ მოხმარება.
ექსპერტებმა - ინ-----------–--ემ და ირ---–----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა. ინ-----------–--ემ დამატებით განმარტა, რომ ,,ჰეროინის’’ მოხმარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარებისას ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს ,,ოპიუმის“ ჯგუფზე. ,,ოპიუმის“ ჯგუფში შედის ,,ჰეროინი’’, ,,სირეცი’’, ,,კოდეინი’’ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. მოწმის განმარტებით კლინიკურად ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების სახეობაზე, დოზაზე, ორგანიზმზე, ნივთიერებათა ცვლაზე და სხვა. მოხმარებიდან საშუალოდ 5-6 საათის განმავლობაში გრძელდება ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედება. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ირ---–----------ამ.
2.42. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, კერძოდ:
2.43. მოწმე ნა----------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 7 რიცხვში, ღამის 2-3 საათზე, სახლთან მიაკითხა ბა------–-------------–უს. შავ ჭიშკარს ქვა ესროლა, ბა---ის დედამ გამოხედა და ბა---ს დაუძახა. შეთანხმებისამებრ ბა---ი თავისი მანქანით საზღვართან წაიყვანა. საზღვარზე დაახლოებით 5 საათზე მივიდნენ. ბა---ის გადასვლის შემდეგ 10 წუთი დაელოდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. მოწმის განმარტებით, ბა---ი სახლიდან საზღვრამდე მარტო მიიყვანა, მასთან ერთად არავინ იმყოფებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი დაახლოებით 4 წელია იცნობს ბა---ის ოჯახის წევრებს. მოწმემ დეტალურად აღწერა სახლი და ოთახების მდებარეობა (მათ შორის მიუთითა, რომ მისაღები ოთახი არის 8/8 მეტრზე, კედელზე წითელი კანტი 60-70 სანტიმეტრი სიგანის).
2.44. მოწმე დი-––--------------------------–უმ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბა------–-------------–უ არის მისი შვილი და მის დასახმარებლად ჩამოვიდა საქართველოში. ბა------–-------------–უს აქვს ხორცის მაღაზია და მის საქმიანობასთან დაკავშირებით წამოვიდა საქართველოში. ღამის 2 საათზე ვიღაცამ ჭიშკარს ქვა ესროლა გაიხედა და მათ სახლთან მისული ნა----------ი (ტაქსის მძღოლი) დაინახა, რომელმაც უთხრა, რომ ბა---ი საზღვრამდე უნდა წაეყვანა. ნ------- და ბა---ი წავიდნენ, მათთან ერთად სხვა არავინ ყოფილა. მოწმის განმარტებით სახლში მეუღლე, მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები ცხოვრობენ. მოწმის განმარტებით მასთან სახლში უცხო არავინ მისულა. მოწმემ დეტალურად აღწერა სახლი და ოთახების მდებარეობა.
2.45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბა------–-------------–უმ განმარტა, რომ 6 თებერვალს ღამე ნახა ტაქსისტი, რომელმაც ღამის ორ საათზე მიაკითხა სახლში და საზღვარზე წაიყვანა. როდესაც საზღვარი გადაკვეთა, დაინახა მე----ი და დარბაზში დაჯდა. საქართველოში ავტობუსით აპირებდა წამოსვლას, როდესაც მე----მა სთხოვა მათთან ერთად წასვლა, 4 კაცი ვიქნებით და ნაკლებ ქირას გადავიხდითო. დათანხმდა და საქართველოში ჩამოვიდნენ სომხეთის გავლით. საქართველოში, ჩამოსვლის შემდეგ ას-----მა თქვა, რომ იცოდა სასტუმრო სადაც ნომრები იაფი ღირდა და მათთან ერთად წასვლა შესთავაზა, რადგან ოთხნი უფრო ნაკლებს გადაიხდიდნენ. ჩასვლიდან მეორე დღეს მისაღებში ჩავიდა და ას-----ს ელოდებოდა ბაზარში ერთად წასასვლელად. რამდენჯერმე ააკითხა ოთახში ას-----ს, თუმცა კარი არ გაუღეს. ბოლოს ას-----მა გაუღო კარი, რომელმაც უთხრა, რომ ქვემოთ ერთ პიროვნებას უნდა შეხვედროდა და მერე წავიდოდნენ ბაზარში. ქუჩაში ას-----ს ელოდებოდა, როდესაც მანქანით მივიდნენ და დააკავეს. თარჯიმანმა განუმარტა, რომ ფა------ს მუცელში ნარკოტიკები აღმოუჩინეს. ბრალდებულის განმარტებით, იგი თანახმა იყო ყველანაირად შეემოწმებინათ, თუმცა მხოლოდ ტომოგრაფია გადაუღეს, სადაც არაფერი გამოჩნდა. ბრალდებულის განმარტებით მას ნარკოტიკი საქართველოში არ შემოუტანია. საზღვრამდე ნა----------იმ ჩაიყვანა. ბრალდებულის განმარტებით, მე----ს და ფა------ს მანამდე არ იცნობდა. ას-----ი ირანში გაიცნო. მასთან ერთად საქართველოში მანამდეც ყოფილა ჩამოსული მაღაზიის საკითხების გასარკვევად. ბა------–-------------–უს განმარტებით, არ იცოდა, რომ ას-----ს, ფა------ს და მე----ს სხეულში ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდათ. არც სასტუმროს ნომერში დაუნახავს ნარკოტიკული საშუალებები. ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულმაც დეტალურად აღწერა თავისი სახლი (მათ შორის მეტრებისა და ფერების მითითებით) და ოთახების რაოდენობა.
2.46. სასამართლო აფასებს დაცვის მხარის მოწმეების - დი-––--------------------------–უს, ნა----------ის და ბრალდებულ ბა------–-------------–უს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არ ასახავს საქმის რეალურ გარემოებებს და ემსახურება ბა------–-------------–უსათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, კერძოდ:
დი-––--------------------------–უმ, რომელიც არის ბრალდებულის დედა და დაინტერესებულია შვილის სასარგებლოდ (პირდაპირ მიუთითა, რომ მის დასახმარებლად არის ჩამოსული საქართველოში), ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქმის შესახებ, დაიწყო საუბარი, როგორ წამოვიდა ბა---ი საქართველოში და ისე, რომ დამატებითი კითხვა ადვოკატის მხრიდან დასმული არ ყოფილა, კონტექსტიდან მოწყვეტით არაბუნებრივად (ხელოვნურად), საუბარი განაგრძო სახლზე, რომელშიც ცხოვრობენ ირანში (მათ შორის ფაქტობრივად სანტიმეტრების მითითებებით). მოწმეების დი-––--------------------------–უსა და ნა---------ის ჩვენებებში ძირითად საუბარია ორ გარემოებაზე, ბა---ის ირანიდან საქართველოში გამომგზავრებაზე და სახლის აღწერილობაზე (ირანში). პირველ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც ნა----------მა დაადასტურა, რომ ბა------–-------------–უს ტელეფონით უკავშირდებოდა და ბა---ი ელოდებოდა საქართველოში გამოსამგზავრებლად, ღამის ორ საათზე, რატომ ესროდა ჭიშკარს ქვებს, ასევე არაგონივრულია დაცვის მხარის მიერ სანტიმეტრების სიზუსტით ოთახის ფართობის აღწერა, რაც როგორც წესი აღქმის საკითხია და ამ პირობებში ასეთი იდენტურობა მეტად საეჭვოსა და არაბუნებრივს ხდის მათ განმარტებებს. დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, თითქოს ბა------–-------------–უს თანაბრალდებულები საქართველო სომხეთის საზღვარზე შეხვდნენ და დაპატიჟეს, რომ ფულის დაზოგვის მიზნით თბილისში სასტუმროს ერთ ნომერში დაბინავებულიყვნენ, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. იმ პირობებში, როდესაც მე---- ყა-----------------–უს, ფა-----------------------–უსა და ას---------–---ს სხეულებით მოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულებაც იყო ათობით ათასი ლარი, სრულიად არარეალურია მათ ეფიქრათ დაახლოებით 20-30 ლარის დაზოგვის მიზნით ნომერში უცხო ადამიანის შეყვანაზე, რომელიც ფაქტობრივად გახდებოდა მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პოტენციური მოწმე. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების გამოდევნას დასჭირდა არათუ რამდენიმე საათი, არამედ რამდენი დღე და არაერთი პროცედურა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სრულიად არაგონივრულია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ბა------–-------------–უს მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ ფულის დაზოგვის მიზნით თანაბრალდებულების თხოვნით დათანხმდა ერთ ოთახში ცხოვრებაზე, არაფერი იცოდა ნარკოტიკების შესახებ და არის უდანაშაულო.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ბა------–-------------–უს, მოწმე ნა----------ის და დი-––--------------------------–უს ჩვენებებს, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს მოწმეების - მე---- ყ---------ა ყ---–-----–უს, ფა-----------------------–უს, ას---------–---ის ჩვენებები, საზღვრის კვეთის მონაცემები, ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ჟურნალის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის ოქმები და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ არის ურთიერთშეთანხმებული და მათ შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს.
2.47. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის არგუმენტზე, რომ ვინაიდან მე---------------------–-----–უ, ას---------–---ი და ფა-----------------------–უ იყვნენ თანაბრალდებულები და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ აღნიშნული სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და არ შეესაბამა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.
2.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
2.49. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).
2.50. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ბა------–-------------–უს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ბრალდებულის უფლება დაკითხოს ჯვარედინი დაკითხვის წესით ბრალდების მხარის მოწმეები, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას ბრალდებულის უფლებების ქმედითად დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნული უფლების მნიშვნელობა ვერაფრით ვერ იქნება უგულებელყოფილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები შეეხება პრინციპულად განსახვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვიდრე სახეზეა მოცემულ საქმეში, შესაბამისად, მათზე მითითება დაცვის მხარის მიერ არ წარმოადგენს რელევანტურ და წონად არგუმენტს მისი პოზიციის გასამყარებლად.
2.51. სასამართლო განმარტავს, რომ თანაბრალდებულების ჩვენებების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან, მით უფრო, რომ ეს ჩვენებები დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა ჯვარედინი დაკითხვის გზით შეემოწმებინა მათი სანდოობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღინიშნა თანაბრალდებულების გადაუმოწმებელი ჩვენებების გულდასმით შეფასების საჭიროება საქმეებში Brzuszczynski v. Poland. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ.ნ.-ს ჩვენება მიეკუთვნებოდა „მამხილებელ ჩვენებას“, რომელიც მიცემული იქნა თანაბრალდებულის მიერ და გაიხსენა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრული პირობები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სახის მტკიცებულების შეფასებისას (ჩვენების ხასიათი, მისი მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა და ნებისმიერი ზეწოლის არარსებობა ჩვენების მიცემისას). ყურადღება გამახვილდა ჩვენებს მიცემის სპონტანურ ბუნებაზე, რაც ადასტურებს რაიმე სახის იძულების არარსებობას (იხ. Brzuszczynski v. Poland, 2013 წლის 17 სექტემბერი, no 23789/09, § 89)
ამდენად, მოწმეების - მე---------------------–-----–უს, ას----- ბა-----ისა და ფა-----------------------–უს ჩვენებებს სასამართლო აფასებს ევროპული სასამართლოს მიერ თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენების საკითხზე დადგენილი სტანდარტებიდან გამომდინარე (ჩვენების ხასიათი, მისი მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა და ნებისმიერი ზეწოლის არარსებობა ჩვენების მიცემისას) და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბა------–-------------–უსა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შესაძლებლობა ჰქონდათ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში ჯვარედინი წესით დაეკითხათ თანაბრალდებულები, რომლებიც ბა------–-------------–უს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ შორის ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ თანაბრალდებულების ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და გამყარებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რაც მათი სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. ამდენად, ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკმაყოფილებულია მოწმეების ჩვენებების ხასიათის/სანდოობის შეფასების თაობაზე დადგენილი სტანდარტი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე თანაბრალდებულების მიერ ჩვენების მიცემის სპონტანურობაზე, რაც გამორიცხავს იძულებას, ზეწოლას და რაიმე სახის დაპირებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, კერძოდ: თანაბრალდებულებმა - მე---------------------–-----–უმ, ას----- ბა-----მა და ფა-----------------------–უმ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისცეს ბა------–-------------–უს მამხილებელი ჩვენებები და ისაუბრეს არსებითად იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე განმარტეს (შინაარსზე არ ვმსჯელობთ). რაიმე სახის ზეწოლის არსებობას გამორიცხავს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულების დაკითხვას ესწრებოდნენ ადვოკატები/თარჯიმნები, რაც ფაქტობრივად არარეალურს ხდის მათზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელებას, რასაც მათ შორის არც დაცვის მხარე უთითებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თანაბრალდებულების მიერ გამოძიებისას მიწოდებული ბა------–-------------–უს მამხილებელი ინფორმაცია მიღებულია სპონტანურად, დამაჯერებელია (აკმაყოფილებს სანდოობის კანონით დადგენილ სტანდარტს), გამოირიცხება მათზე რაიმე სახის ზეწოლისა და დაინტერესების შესაძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ დაკავებიდან მცირე დროში ადვოკატების თანდასწრებით მიაწოდეს გამოძიებას ბა------–-------------–უს მამხილებელი ინფორმაცია, რაც ფაქტობრივად იდენტურად გაიმეორეს საქმის არსებითად განხილვის დროს.
2.52. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და თანაბრალდებულების ჩვენებების გამოყენება შესაბამისობაშია მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის N551აპ-17 განჩინებით საკასაციო პალატამ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი. დაცვის მხარის მითითებით განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, მოწმეების ჩვენებები ცრუ და წინააღმდეგობრივი, ხოლო გ.ა-მ და ს.პ-მ რ.კ-ს წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს საპროცესო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ გ.ა-ს და ს.პ-ს ჩვენებები, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მათ შორის მიუთითეს რ.კ.-ს მონაწილეობაზე იყო თანმიმდევრული და თანხვედრილი, როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატის მოსაზრებით, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარი და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად საკმარისი იყო რ.კ-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც საკითხი ეხება მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოწმეების - მე---------------------–-----–უს, ას----- ბა-----ისა და ფა-----------------------–უს ჩვენებების გამოყენება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და ერთობლივად აღნიშნული და სხვა მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისია ბა------–-------------–უს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2.53. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ არსებითი განხილვის ბოლო რამდენიმე სხდომაზე მონაწილეობა მიეღო აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს ნაცვლად სპარსული ენის თარჯიმნისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავების, პირველი გამოკითხვის, ბრალდების წარდგენის, პირველი წარდგენის წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის რამდენიმე ათეულ სხდომაზე მისი ნებითა და სურვილით მას ყველაფერი ეთარგმნებოდა მშობლიურ - სპარსულ ენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებითი განხილვის სხდომებზე თარჯიმნის დახმარებით აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროცესებში, აფიქსირებდა პოზიციას, კითხავდა მოწმეებს და მინიმალური ხარისხითაც კი არ შექმნილა შთაბეჭდილება, რომ მან მშობლიური- სპარსული ენა სათანადოდ არ იცოდა. მას შემდეგ, რაც არსებითი განხილვის სხდომაზე მოითხოვა სპარსული ენის თარჯიმნის აზერბაიჯანული ენის თარჯიმნით შეცვლა მოსამართლის კითხვაზე თავადვე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე არ იცის წერა-კითხვა, ხოლო სპარსულ ენაზე შეუძლია წერა და კითხვა. ის გარემოება, რომ სპარსულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის გარდა, ბრალდებული ჩვენების მიცემისას იყენებდა სპარსულ ენაზე ხელნაწერს (ჩანაწერებს), რაც ასევე დაადასტურა თარჯიმანმა (იყო სპარსულ ენაზე შედგენილი ტექსტი), ამ პირობებში სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი აზერბაიჯანული ენის თარჯიმნით შეეცვალა სპარსული ენის თარჯიმანი, რაც რეალურად შექმნიდა მისი უფლებების დარღვევის რისკს (ეყოლებოდა იმ ენის თარჯიმანი, რომელი ენაც სრულყოფილად არ იცოდა). ამდენად, დაცვის მხარი აპელირება ამ საკითხზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
2.54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, განსაკუთრებული დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სამართლებრივად მართებულია, თუმცა ბა------–-------------–უ უნდა გამართლდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.3. საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3.4. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში კონკრეტულად არის მითითებული ის შემთხვევები, თუ როდის შეიძლება დაეკისროს პირს საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ: ა) საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში; ბ) თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამდენად, ზემოაღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც დანაშაული საზღვარგარეთ ჩაიდინა პასუხისმგებლობა დაეკისრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დანაშაული არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ბა------–-------------–უმ ირანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც საქართველოში შემოტანის მიზნით, სხეულში სწორედ ირანში მოითავსეს თვითონ, მე---------------------–-----–უმ, ას---------–---მა და ფა-----------------------–უმ, შემოიტანეს საქართველოში და ასევე უკანონოდ (სპეციალური ნებართვის გარეშე) ინახავდნენ საქართველოს ტერიტორიაზეც. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან უტყუარად დასტურდება, რომ ბა------–-------------–უმ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა ირანში, ხოლო სსკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, ირანში ნარკოტიკული საშუალების შეძენა არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ასევე ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ბა------–-------------–უს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან - უნდა ამოერიცხოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და უნდა გამართლდეს ამ ბრალდებაში.
3.6. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვას, მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბა------–-------------–უ, მე---------------------–-----–უ, ას---------–---ი და ფა-----------------------–უ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზეც უნებართვოდ (უკანონოდ) ინახავდნენ ბა------–-------------–უს ორგანიზებით საქართველოში შემოტანილ 531,3626 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას (მათ შორის ბა------–-------------–უ სხეულში ინახავდა ორ დიდ შეკვრას). ასევე უტყუარად დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალების ნაწილი თანამზრახველებმა სასტუმროს ნომერში გამოდევნეს სხეულებიდან, კერძოდ, ბა------–-------------–უმ და მე---------------------–-----–უმ სრულად, ხოლო ას---------–---მა და ფა-----------------------–უმ კი მხოლოდ ნაწილი, ბა------–-------------–უმ უკანონოდ შეინახა - ერთ პოლიეთილენის პაკეტში მოაგროვა 365,795 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო მოგვიანებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადასცა ას---------–---ს.
3.7. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო ,,ჰეროინი’’ 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბა------–-------------–უს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს - 1 გრამს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის მაკვალიფიცირებელი გარემოება განსაკუთრებით დიდი ოდენობა.
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბა------–-------------–უმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვარზე უკანონო შემოტანაში. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედების (შემოტანის) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (საქართველოს საზღვარზე შემოტანა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
3.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი მოიცავს ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის სახეებს კერძოდ: ა) წინასწარ შეუთანხმებლად; ბ) წინასწარი შეთანხმებით; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
3.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ასევე, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი და წერილობითი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №618აპ-15).
3.12. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, საზღვრის კვეთის მონაცემებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი, რომ ბა------–-------------–უმ მოაწყო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება და ასევე საკუთარი სხეულით შემოიტანა საქართველოს საზღვარზე, კერძოდ: დაუკავშირდა მე---------------------–-----–უს, ფა-----------------------–უს, ას---------–---ს და წინასწარ შეუთანხმდა მათ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანაზე, შესაბამის ანაზღაურებაზე და აუხსნა, რომ ნარკოტიკების შემოტანისას პრობლემა არ შეექმნებოდათ, რადგან საზღვარზე არ იყო განთავსებული სკანირების აპარატი. 2018 წლის 7 თებერვალს, ბა------–-------------–უს მითითებითა და ერთობლივი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მე---------------------–-----–უმ, ფა-----------------------–უმ, ას---------–---მა და თვითონ ბა------–-------------–უმ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება მოითავსეს სხეულში, რაც 2018 წლის 8 თებერვალს, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად ჯგუფურად შემოიტანეს საქართველოში. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბა------–-------------–უ გარდა ამ ქმედებების ორგანიზებისა, ასევე იყო აღნიშნული დანაშაულის თანაამსრულებელი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ასევე საკუთარი სხეულით შემოიტანა საქართველოში ნარკოტიკული საშუალება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა------–-------------–უს ქმედებები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ამ დანაშაულის ორგანიზებას.
3.13. საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბა------–-------------–უ არის როგორც დანაშაულის ორგანიზატორი, ასევე დანაშაულის თანაამსრულებელი, საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მას მსჯავრი უნდა დაედოს სსკ-ის 262-ე მუხლით, სსკ-ის 25-ე მუხლზე მითითების გარეშე.
3.14. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო ,,ჰეროინი’’ 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბა------–-------------–უმ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ 1 გრამს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მაკვალიფიცირებელი გარემოება - განსაკუთრებით დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბა------–-------------–უმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ბა------–-------------–უს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები - თხუთმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბა------–-------------–უს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბა------–-------------–უს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბა------–-------------–უს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი, მით უფრო, ნარკოტიკული საშუალების სახეობისა (ჰეროინი) და ოდენობის (531,3626 გრამი) გათვალისწინებით), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ბა------–-------------–უმ და მისმა თანამზრახველებმა საკუთარი სხეულებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. ბა------–-------------–უმ ასევე ორგანიზება გაუწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ საქართველოში შემოტანას, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, იყო დასაქმებული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები), ბა------–-------------–უს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბა------–-------------–უს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბა------–-------------–უს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.9. ამდენად, ბა------–-------------–უს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთქანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბა------–-------------–უს სასჯელად უნდა განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
§ ბა------–-------------–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, პასპორტი, საფულე, პლასტიკური ბარათები, სიმბარათის ჩარჩოები, ერთი ცალი ბარათი კარტით, ქვითრები, ფურცლები ჩანაწერებით, ,,IPHONE-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ მე---------------------–-----–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და პასპორტი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ფა-----------------------–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ მაისური და კოვზები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ ას---------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა, საფულე, ჯემპრი და სხვადასხვა ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბა------–-------------–უ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბა------–-------------–უს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ბა------–-------------–უს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ბა------–-------------–უს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 თებერვლიდან.
5. ბა------–-------------–უს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ბა------–-------------–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, პასპორტი, საფულე, პლასტიკური ბარათები, სიმბარათის ჩარჩოები, ერთი ცალი ბარათი კარტით, ქვითრები, ფურცლები ჩანაწერებით, ,,IPHONE-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ მე---------------------–-----–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და პასპორტი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ფა-----------------------–უს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ მაისური და კოვზები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ ას---------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა, საფულე, ჯემპრი და სხვადასხვა ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი