გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/38206-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – სს ,,სა---------–---------ი”
წარმომადგენელი – ბე–----–-–-ი
მოპასუხეები – შპს ,,გა----------ი“, შპს ,,გა---------------ი“, გი-------------–--–---–ი, გო--------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–სა და გო--------–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 183 918,63 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს შპს ,,გა---------------ი“-სა და შპს ,,გა----------ი“-ს სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მდებარე მისამართზე:
ა) რ-------------, გ-------–--–--–------–--, I-- კმ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.4-.2-.1--;
ბ) რ-------------–-, ს------–---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.4-.3--;
1.3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–ისა და გო--------–--ის სხვა ქონებაზე.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 1000000 აშშ დოლარის მოცულობით, 20 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0,5-დან 48%-მდე.
2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის, შპს ,,გა----------ი“-სთან დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე და შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა----------ი“-ს უძრავი ქონება, მდებარე ქარელი, ს------–--------- და შპს ,,გა---------------ი“-ს უძრავი ქონება, მდებარე გ-----, ც------–-----------–--–---------.
2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს გო--------–--ეს, გი-------------–--–---–სა და შპს ,,გ------------გ-----“-ს შორის, შპს ,,გა----------ი“-სთან დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე და შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,გა----------ი“-ს მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 1000000 აშშ დოლარი.
2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,გა----------ი“-ზე 60 თვის ვადით გაიცა კრედიტი 200 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 10,5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%;
შპს ,,გა----------ი“-ს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკი. საერთო ჯამში სესხზე გადახდილი თანხებიდან ხელშეკრულების შესაბამისად 63877,07 აშშ დოლარი მიმართულია ძირი თანხის დასაფარად, 35027,17 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის, ხოლო 2802,62 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს დასაფარად. სესხი ვადაგადაცილებაშია 11.01.2016 წლიდან და წარმოიქმნა დავალიანება, რომელიც შეადგენს 183 918,63 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 136 122,93 აშშ დოლარი, პროცენტი 12847,59 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 34948,11 აშშ დოლარი. დავალიანების ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.
მოპასუხეები გაფრთხილებული იქნენ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, მიუხედავად ამისა, ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შპს ,,გა----------ი“-მ, შპს ,,გა-----------გორმა“ და გი-------------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულება ბათილია. ამასთან, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და არა საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რაც გამორიცხავს სს ,,ს----------–--------ი“-ს მოთხოვნას.
2.2. მოპასუხე გო--------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დააზუსტა შესაგებელი და სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა მისი შემცირება, არაგონივრულობისა და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 1000000 აშშ დოლარის მოცულობით, 20 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0,5-დან 48%-მდე.
მითითებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,გა----------ი“-ზე 60 თვის ვადით გაიცა კრედიტი 200 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 10,5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 1--24);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 61-62).
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 63-64).
3.1.2. 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--------სა“ და გი-------------–--–---–ს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა---------------ი“-ს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 49-54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--------სა“ და გო--------–--ეს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 55-60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა----------ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - რ-------------–-, ს------–---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.4-.3--;
იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 31 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33);
3.1.6. 2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გაზინვესტ გ-----“-ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა---------------ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - რ-------------, გ-------–--–--–------–--, I-- კმ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.4-.2-.1--;
იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 31 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 34-40);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-4-);
3.1.7. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,ს----------–----------“ მიმართ, 2013 წლის 31 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,გა----------ი“-ს ერიცხება დავალიანება - 183 918,63 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 136 122,93 აშშ დოლარი, პროცენტი - 12 847,59 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 34948,11 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 74);
- ამონაწერი საბანკო ანაგარიშიდან (ს.ფ. 65-72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. ბანკის მხრიდან მსესხებელსა და თავდებს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება (ს.ფ. 75-78).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება განიხილება 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში, გარდა ამისა, მითითებული სოლიდარული ვალდებულებისა და იპოთეკის ხელშეკრულებები წარმოადგენს 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების, იპოთეკის კელშეკრულებებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.
2013 წლის 31 დეკემბერს, ერთი მხრივ, სს ,,ს----------–--------სა“ და, მეორე მხრივ, შპს ,,გა----------ი“-ს (დირექტორი მ------------–--ე) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №G-----------. ხელშეკრულების 3.1.3. პუნქტით საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის შესაბამისად ბანკი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მე-3 მუხლი დადგენილი გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში, შეუზღუდავად განიხილოს კლიენტის მოთხოვ(ებ)ი, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე და პირობებით, კლიენტისათვის შემდეგი საბანკო პროდუქტებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე: კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და დოკუმენტალური ოპერაციები (დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო და საბანკო გარანტია); ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლი დადგენილი გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნები საბანკო პროდუქტებით სარგებლობაზე, ბანკის მიერ განიხილება იმგვარად, რომ თუკი სხვაგვარად არ იქნება გათვალისწინებული მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმებით, ათვისებული/ასათვისებელი ფულადი სახსრების ჯამურმა ნაშთმა არ გადააჭარბოს გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობას და ამავდროულად, ითვალისწინებდეს კლიენტის მიერ ათვისებული ფულადი სახსრების დაფარვას გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის დასრულებამდე.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხდნენ, რომ საკომისიო: საკრედიტო ხაზის (ან/და ოვერდრაფტის ლიმიტის) ფარგლებში აუთვისებელ თანხაზე დასარიცხი საკომისიო გადასახადი, კრედიტის, საკრედიტო ხაზის ან/და ოვერდრაფტის მართვის საკომისიო, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო, კრედიტის თანხის ან/და ათვისებული ოვერდრაფტის ან/და მასზე (მათზე) დარიცხული საპროცენტო სარგებლის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების ერთჯერადი საკომისიო და პირგასამტეხლო: კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის, გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, განისაზღვრებოდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით.
2013 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №G---------------------, რომლის შესაბამისად, შპს ,,გა----------მა“ მიიღო კრედიტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური 10,5%, კრედიტის საერთო ვადა 60 თვე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული და საკრედიტო ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად. 3.1. პუნქტის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი კლიენტზე ამტკიცებს კრედიტს საკრედიტო ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებული პირობებით, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითა (მისი დანართების ჩათვლით) და საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით საკრედიტო ხელშეკრულებაზე სრულად გავრცელდება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისი დებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეოებები და სხვა პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის და 1-12 (ჩათვლით) მუხლებს (გარდა 3.2.-3.4. პუნქტებისა) და იმავე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2-ის (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის დებულებებს, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.3. და 8.4. პუნქტებით გათვალისწინებულ დავების არბიტრაჟში განხილვის დებულებას. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიოს და პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც იყო შეთანხმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით.
მესაკუთრეებს (შპს ,,გ------------“ და შპს ,,გა---------------ი“) და ბანკს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს № G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი (იგულისხმება კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და დოკუმენტალური ოპერაციები (დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო და საბანკო გარანტია) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებათა სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის დადებული იქნა შემდეგი ხელშეკრულებები: 2013 წლის 31 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სს ,,ს----------–--------სა“ და, მეორე მხრივ, შპს ,,გა----------ი“-ს შორის (წარმომადგენელი დირექტორი მ------------–--ე), რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა----------ი“-ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: რ-------------–-, ს------–---------, დაზუსტებული ფართობით 5000 კვ.მ.; 2013 წლის 31 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სს ,,ს----------–--------სა“ და, მეორე მხრივ, შპს ,,გ------------გ-----“-ს შორს (წარმომადგენელი დირექტორი მ------------–--ე), რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გ------------გ-----“-ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: რ-------------, გ-------–--–--–------–-- მე-3 კმ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 5039 კვ.მ. და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებების მე-3 მუხლით განსაზღვრული იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები, კერძოდ ძირითადი ხელშეკრულება: 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N G-----------; ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები: ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნები: ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
2013 წლის 31 დეკემბრის სოლიდარული ვალდებულების შესახებ №------------ ხელშეკრულებით, გი-------------–--–---–მა, მსესხებელსა და ბანკს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული № G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 1000 000 აშშ დოლარით.
2013 წლის 31 დეკემბრის სოლიდარული ვალდებულების შესახებ №------------ ხელშეკრულებით, შპს ,,გა---------------მა“, მსესხებელსა და ბანკს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული № G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 1000 000 აშშ დოლარით.
2013 წლის 31 დეკემბრის სოლიდარული ვალდებულების შესახებ №------------ ხელშეკრულებით, გო--------–--ემ, მსესხებელსა და ბანკს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული № G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 1000 000 აშშ დოლარით.
მითითებული თავდებობის ხელშეკრულებების მე-3 მუხლით განსაზღვრული იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები, კერძოდ ძირითადი ხელშეკრულება: 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N G-----------; ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები: ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები. თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები: ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გა----------ი“-ს პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 30 დეკემბერს. კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები გი-------------–--–---–ი, საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელი და გო--------–--ე, საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელი. კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმდეს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1 000 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, კრედიტებისათვის 0,5%-დან 48%-მდე, დოკუმენტალური ოპერაციებისათვის 0,5%-დან 48%-მდე, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 240 თვე. ამ ხაზის ფარგლებში აღებულ იქნას სესხები საჭიროებისამებრ შპს ,,გა----------ი“-ს მიერ.
2. შპს ,,გა----------ი“ თანახმაა სს ,,ს----------–--------ში“ ზემოთაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გააფორმოს გირავნობის ხელშეკრულება საკუთრებაში არსებულ და სამომავლო ყველა მოძრავ ქონებაზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
3. შპს ,,გა----------ი“ თანახმაა იპოთეკით დატვირთოს სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილ გენ. ლიმიტის სასარგებლოდ უძრავი ქონება.
საქმეში წარმოდგენილია ასევე შპს ,,გა----------ი“-ს პარტნიორთა კრების მეორე ოქმი, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 31 დეკემბერს. კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები გი-------------–--–---–ი, საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელი და გო--------–--ე, საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელი. კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რასაც 2013 წლის 30 დეკემბრის კრების ოქმი ითვალისწინებდა და დამატებით კრებამ გადაწყვიტა, რომ ,,4. მიეცეს და დაევალოს დირექტორს ან მისგან უფლებამოსილ პირს სს ,,ს----------–--------თან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მათი პირობები.“
სამოქალაქო კოდექსის 52–ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის.
მითითებული ხელშეკრულებების შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ იპოთეკისა და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები წარმოადგენს 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს ,,გა----------ი“-ს შორის გაფორმებული NG--------------------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულებისა და იპოთეკის/სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები. კერძოდ, დადგენილია, რომ შპს ,,გა----------ი“-სა და ბანკს შორის საკრედიტო ხელშეკრულება და იპოთეკის/სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ დღეს, 2013 წლის 31 დეკემბერს. დადგენილია, რომ კრედიტის სახით გაიცა თანხა 200 000 აშშ დოლარი, ხოლო სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით. არალოგიკურია ვარაუდი, რომ სულიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებითა და იპოთეკის ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა კრედიტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3.2.2. სასამართლო არ იზიარებს შესაგებელში მოპასუხე შპს ,,გა----------ი“-ს წარმომადგენლის მიერ დაფიქისრებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს დადებული NG--------------------- საკრედიტო ხელშეკრულება ბათილია, რადგან მას ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებას შპს ,,გა----------ი“-ს მხრიდან ხელს აწერდა დირექტორი მ------------–--ე.
მოპასუხე შპს ,,გა----------ი“-ს წარმომადგენლის განმარტებით, რადგან საწარმოს პარტნიორებს თანხმობა არ მიუციათ დირექტორისათვის, მას არ ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება და 2013 წლის 31 დეკემბერს დადებული NG--------------------- საკრედიტო ხელშეკრულება უცილოდ ბათილი გარიგებაა.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ გარიგების დადების მომენტისათვის შპს ,,გა----------ი“-ს იყო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი მ------------–--ე.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,გა----------ი“-ს პარტნიორთა კრების ოქმებით დასტურდება, რომ შპს ,,გა----------ის“ დირექტორს მ------------–--ეს, საწარმოს პარტნიორების მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე, გააჩნდა სადავო გარიგების (საკრედიტო ხელშეკრულების) დადების ნებართვა, კერძოდ მ------------–--ეს მიენიჭა სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში საჭიროებისამებრ სესხის აღების უფლებამოსილება. საწარმოს დამფუძნებელმა წევრებმა (პარტნიორებმა) მ------------–--ეს მიანიჭეს როგორც საკრედიტო ხელშეკრულების დადების, ასევე შპს-ს უძრავი ქონების ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება. ამდენად, არ არსებობს საკრედიტო ხელშეკრულების ბათილობის კანონისმიერი წინაპირობები.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გა----------ი“-ს პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 30 დეკემბერს. კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები გი-------------–--–---–ი, საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელი და გო--------–--ე, საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელი. კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმდეს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1 000 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, კრედიტებისათვის 0,5%-დან 48%-მდე, დოკუმენტალური ოპერაციებისათვის 0,5%-დან 48%-მდე, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 240 თვე. ამ ხაზის ფარგლებში აღებულ იქნას სესხები საჭიროებისამებრ შპს ,,გა----------ი“-ს მიერ.
2. შპს ,,გა----------ი“ თანახმაა სს ,,ს----------–--------ში“ ზემოთაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გააფორმოს გირავნობის ხელშეკრულება საკუთრებაში არსებულ და სამომავლო ყველა მოძრავ ქონებაზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
3. შპს ,,გა----------ი“ თანახმაა იპოთეკით დატვირთოს სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილ გენ. ლიმიტის სასარგებლოდ უძრავი ქონება.
საქმეში წარმოდგენილია ასევე შპს ,,გა----------ი“-ს პარტნიორთა კრების მეორე ოქმი, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 31 დეკემბერს. კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები გი-------------–--–---–ი, საწესდებო კაპიტალის 75%-ის მფლობელი და გო--------–--ე, საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელი. კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რასაც 2013 წლის 30 დეკემბრის კრების ოქმი ითვალისწინებდა და დამატებით კრებამ გადაწყვიტა, რომ ,,4. მიეცეს და დაევალოს დირექტორს ან მისგან უფლებამოსილ პირს სს ,,ს----------–--------თან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მათი პირობები.“
შესაბამისად, მ------------–--ისათვის გარიგებების დადების უფლების მინიჭებით, შპს ,,გა----------მა“ შექმნა ისეთი გარემოება, რომ გამსესხებელს კეთილსინდისიერად ეგონა ამგვარი უფლებამოსილების არსებობის ნამდვილობა, რის გამოც წარმომადგენლობის ნაკლზე მითითება არ შეიძლება გახდეს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
აქვე სასამართლო მოპასუხის ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა მითითება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლეოდა, რომ შპს-ს დირექტორი გარიგების დადებისას არ მოქმედებდა საწარმოს ინტერესებში და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (სსკ-ის 115-ე მუხლი). შესაბამისად ვერ ექნებოდა გაცნობიერებული ბანკს დირექტორის ქცევის ხასიათი.
3.2.3. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა არაერთხელ.
მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. ამ გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია.
მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა მათ მიმართ მოთხოვნის უფლება.
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-7-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 34948,11 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-0-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 34948,11 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხე გო--------–--ის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს ათმაგი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 3494,81 აშშ დოლარით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.
მითითებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 200 000 აშშ დოლარი.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 31 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 200000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური განაკვეთი - 10,5% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, შპს ,,გა----------მა“ მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.3. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად ხელშეკრულება ბათილია. ამასთან, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და არა საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რაც გამორიცხავს სს ,,ს----------–--------ი“-ს მოთხოვნას.
აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,გა----------ის“ პარტნიორთა კრების ოქმები და წესდება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 240 თვე, ხოლო კრედიტის მოცულობად 1 000 000 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება განიხილება 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში, გარდა ამისა მითითებული სოლიდარული ვალდებულებისა და იპოთეკის ხელშეკრულებები წარმოადგენს 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების, იპოთეკის კელშეკრულებებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.
მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც შეეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების დადებას.
6.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - შპს ,,გა----------ი“-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-0-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2013 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 34948,11 ლარი უნდა შემცირდეს 3494,81 ლარამდე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-3-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 4-4-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-5-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა შპს ,,გა-----------გორმა“, გი-------------–--–---–მა და გო--------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები წარმოადგენს 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,გა----------ი“-ს შპს ,,გა-----------გ-----“-ს, გი-------------–--–---–ისა და გო--------–--ისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და შემცირებული პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
2013 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,გა----------ი“-ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა----------ი“-ს და შპს ,,გაზინვესტ გ-----“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას და მიიჩნევს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებები წარმოადგენს 2013 წლის 31 დეკემბერს ბანკსა და შპს ,,გა----------ის“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების, იპოთეკის კელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა.
ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–--------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–----------“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა განხორციელდეს, მოპასუხე შპს ,,გა----------ი“-სა და შპს ,,გა---------------ი“-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,ს----------–----------“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხეების შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–ისა და გო--------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი (ს.ფ. 85)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრათ 3494,81 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 34948,11 აშშ დოლარისა. შესაბამისად დავის საგნის ღირებულება რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, შეადგენს 152 4-5,33 აშშ დოლარს (დაკმაყოფილდა 82,90%).
შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს და გი-------------–--–---–ის სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დარჩენილი მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5000 ლარის 82,90%-ის, 41-5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხე გო--------–--ემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის დავალიანების 136 122,93 აშშ დოლარის, პროცენტის 12 847,59 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდევინების ნაწილში, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.
ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 855 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. სს ,,ს----------–----------“ სარჩელი მოპასუხეების შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–ისა და გო--------–--ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს ,,ს----------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხეებს შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–სა და გო--------–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 31 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზისა და 2013 წლის 31 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 152 4-5,33 აშშ დოლარის გადახდა:
ა) ძირითადი თანხა - 136 122,93 აშშ დოლარი
ბ) პროცენტი - 12 847,59 აშშ დოლარი
გ) პირგასამტეხლო - 3 494,81 აშშ დოლარი
4. დავალიანების თანხის გადახდევინება მოხდეს შპს ,,გა----------ი“-სა და შპს ,,გა---------------ი“-ს სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაციით:
ქონების მახასიათებლებია:
ა) რ-------------, გ-------–--–--–------–--, I-- კმ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6-.4-.2-.1--, მესაკუთრე - შპს ,,გა---------------ი“;
ბ) რ-------------–-, ს------–---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 68.1-.4-.3--, მესაკუთრე - შპს ,,გა----------ი“;
5. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,ს----------–----------“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს, გი-------------–--–---–ისა და გო--------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
6. მოპასუხეებს შპს ,,გა----------ი“-ს, შპს ,,გა---------------ი“-ს და გი-------------–--–---–ის მოსარჩელე სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 41-5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი