გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/33005-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - ს---------------–--------ი“
წარმომადგენელი - რ--------------–---–ი, ლ------------ე
მოპასუხე - თ--------–----–---–ი, ზ----------------–---–ი
შეგებებული სარჩელის ავტორი - თ--------–----–---–ი
წარმომადგენელები - გ---------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია; ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით).
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს თ--------–----–---–ს და ზ----------------–---–ს მოსარჩელე ს---------------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2011 წლის 08 ივნისის N--------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 141606.37 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 133888.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 5810.43 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1907.87 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს თ--------–----–---–ს და ზ----------------–---–ს მოსარჩელე ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 29 მაისის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 30324.16 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 28287.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1280.14 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 756.53 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-----------------–---–-----–----–------------------------------------.
1.4. თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს თ--------–----–---–ის და ზ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 8 ივნისს თ--------–----–---–სა და ს---------------–--------ს“ შორის დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N---------;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 8 ივნისს თ--------–----–---–სა და ს---------------–--------ს“ შორის დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N----------ის შემადგენელი ხელშეკრულება #---------;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 8 ივნისს თ--------–----–---–სა და ს---------------–--------ს“ შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N---------.
სს“ს----------–--------ის“ სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 08 ივნისს ს---------------–--------ს“ და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #---------, რომლის საფუძველზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი - 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგი სახით: კრედიტის მოქმედების ვადა - 300 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 48%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 4.1.15 პუნქტის თანახმად, თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე.
2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 08 ივნისს ბანკსა და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N---------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-----------------–---–-----–----–------------------------------------
2011 წლის 08 ივნისს ს---------------–--------ს“, თ--------–----–---–სა და ზ-----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების #--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #---------, რომლის საფუძველზეც კრედიტის სახით გაიცა 160 000 აშშ დოლარი. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგი სახით: კრედიტის მოქმედების ვადა 180 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 12%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%.
2015 წლის 29 მაისს ს---------------–--------სა“ და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების #--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #----------2------, რომლის საფუძველზე კრედიტის სახით გაიცა - 33000 აშშ დოლარი. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგი სახით: კრედიტის მოქმედების ვადა 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 13%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების - 0.5%.
ს---------------–--------სა“ და ზ----------------–---–ს შორის 2015 წლის 29 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #----------2-------ა, რომლითაც თავდების მიერ პასუხისმგებლობა იქნა აღებული ბანკსა და თ--------–----–---–ს შორის 2015 წლის 29 მაისს გაფორმებული #----------2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 66000 აშშ დოლარით.
მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
თ--------–----–---–ის შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს---------------–--------ი“-ს მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ თ--------–----–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ისეთ დანაწესებს, რაზეც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების სტადიაზე შეთანხმება არ მომხდარა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ დავის შემთხვევაში ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. გარდა ამისა, იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებობს ბუნდოვანი ჩანაწერი იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესზე, სადაც ნახსენებია ნოტარიუსის გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რაზეც ასევე არ ყოფილა მხარეთა შეთანხმება.
გარიგებების დადების დროს ,------------–---------ა“ (ე.წ. ძლიერმა მხარემ) მოატყუა თ--------–----–---–ი, როდესაც ამ უკანასკნელს არ განუმარტა ის გარემოება, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდოდა ძალაში და რომ გათვალისწინებული იყო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელის გაცემა, ასევე არ ყოფილა საუბარი, რომ იპოთეკის საგნის გასხვისების შემთხვევაში საჭირო იყო ბანკის თანხმობა. თუ თ--------–----–---–ი ამ გარემოებათა შესახებ იქნებოდა ინფორმირებული, არცერთი ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ დაიდებოდა.
შესაბამისად, ვინაიდან ს---------------–--------მა“ თ--------–----–---–ს არ განუმარტა ხელშეკრულების მნიშვნელოვანი გარემოებანი, აღნიშნული ადასტურებს რომ ადგილი აქვს მოტყუებით დადებულ გარიგებას, რაც ამ გარიგებათა ბათილობის საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა თ--------–----–---–მა და ზ----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ბანკის სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 160000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი გაცემულ იქნა 2011 წლის 8 ივნისს. როგორც ბანკის მიერ მიერ წარმოდგენილი 2--------- წლის ცნობიდან ირკვევა, ამ თანხიდან (#------ სესხიდან) გადასახდელად დარჩენილია 133888 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, თუმცა წარმოდგენილი ცნობა არ ასახავს რეალურ ვითარებას და აღნიშნული სესხიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს არ შეიძლება დაეკისროს 131617 აშშ დოლარზე მეტი ძირითადი ვალის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ოდენობით, არის შეუსაბამოდ მაღალი. სესხის გაცემის დღიდან მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი აქვს 2522.89აშშ დოლარი, შესაბამისად, თ--------–----–---–ის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო 2522.89აშშ დოლარი უნდა შემცირდეს ათჯერ, რაც შეადგენს 252.2აშშ დოლარს და დარჩენილი თანხა, ანუ 2270.69აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას, რის შედეგადაც დარჩენილი დავალიანება იქნება 131617 აშშ დოლარი. ასევე უნდა შემცირდეს სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც.
რაც შეეხება თ--------–----–---–ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, აღნიშნული განპირობებულ იქნა ობიექტური გარემოებებით _ მან დაკარგა სამუშაო, ხოლო ზ----------------–---–ის ხელფასი არ არის საკმარისი კრედიტის მომსახურებისათვის; მიუხედავად ამისა, ბანკმა უარი განაცხადა მათ შეთავაზებაზე, განხორციელებულიყო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
2.1. მოპასუხე ს---------------–--------ი“-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
ს---------------–--------მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 08 ივნისს ს---------------–--------ს“, ც----------------–სა და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #---------, რომლის თანახმადაც კლიენტი ბანკისაგან იღებდა მომსახურების პაკეტს, რომელიც მოიცავდა აღნისნული ხელშეკრულების პირობებით ბანკის შემდეგი მომსახურებით სარგებლობას: საკრედიტო ხაზით დადგენილი ვადის, ასათვისებელი კრედიტის ლიმიტის და შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ფარგლებში ხაზის მომსახურების მიზნით დადებული საბანკო კრედიტები _ იპოთეკური კრედიტები (რაც გაფორმდებოდა შესაბამისი ხელსეკრულებებით); სამომხმარებლო კრედიტი; პლასტიკური ბართი და სხვ.
2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელსეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ამავე დღეს 2011 წლის 08 ივნისს, ბანკსა და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N---------. ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა თ--------–----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–---------–-----------------–---–-----–----–-------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 13-18);
- იპოთეკის ხელშეკრულება N---------.(ს.ფ. 19-22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (23-24).
3.1.2 2011 წლის 08 ივნისს ერთის მხრივ ს---------------–--------ს“ და მეორეს მხრივ თ--------–----–---–ს, ც----------------–სა და ზ----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ N--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება S--------, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა თანამსესხებელთა წრე და მსესხებელზე გაიცა კრედიტი, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 160 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 180 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი ოპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება S-------- , სესხის გეგმიური გრაფიკი (ს.ფ 25-30);
3.1.3 2015 წლის 29 მაისს ს---------------–--------სა“ და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #----------2------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა - 33000 აშშ დოლარი. შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 13%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური - 0.5%.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება N----------------- ; კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 31-34);
3.1.4. 2011 წლის 8 ივნისს საბანო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი 29.05.15წ სამომხმარებლო კრედიტის #----------2------ ხელშეკრულებით ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ზ-----------------–---–ი სოლიდარულ თავდებად დაუდგა მოვალე თ--------–----–---–ს.
თავდების პასუხისნგებლობა განისაზღვრა 60000აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ #----------2-------ა (ს.ფ 35-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.5. მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა S-------- იპოთეკური კრედიტისა და #----------2------ სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი, ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად კრედიტის დაფარვის ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.6. მსესხებლის მიერ 08.06.11წ იპოთეკურ სესხზე ჯამურად დაფარული თანხა შეადგენს 110 594.38აშშ დოლარს ( ძირი-26111.93 აშშ დოლარი, პროცენტი-81950.41აშშ დოლარი, ჯარიმა - 2532.04 აშშ დოლარი), ხოლო 29.05.15წ სამომხმარებლო სესხზე - ჯამურად დაფარული თანხის ოდენობაა _ 9042.49აშშ დოლარი (ძირი-4712.51 აშშ დოლარი, პროცენტი - 4312.43აშშ დოლარი, ჯარიმა -17.55 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს“ს----------–--------ის“ 25.07.16წ წერილი თ---–----–---–ს (ს.ფ.60);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. სარჩელის წარდგენის მომენტისათვის (2----–-–-----------------ის მდგომარეობით) თ--------–----–---–ისა და ზ----------------–---–ის ფინანსური დავალიანება ს---------------–--------“-ს მიმართ S-------- იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 141606.37 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 133888.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 5810.43 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1907.87 აშშ დოლარი; ხოლო #----------2------ სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს 30 356.16 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 28287.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1280.14 აშშ დოლარი, ჯარიმა - 756.53 აშშ დოლარი და საკომისიოს (სხვა გადასახ.) ოდენობა - 32 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ს---------------–--------ი“-ს წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ 37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, თ---–----–---–ის დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
- სს “ს----------–--------ის“ 25.07.16წ. წერილი თ---–----–---–ს (ს.ფ.60).
3.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მტკიცება სადავო ხელშეკრულებების მოტყუებით დადების თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2011 წლის 8 ივნისის საბანკო მომსახურების G-------- ხელშეკრულების, 2011 წლის 8 ივნისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #--------- და 2011 წლის 8 ივნისს თ--------–----–---–სა და ს---------------–--------ს“ შორის გაფორმებული იპოთეკის #--------- ხელშეკრულების დადებისას ბანკის მხრიდან კლიენტის მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის ფაქტს ადგილი არ ქონია.
შეგებებული სარჩელის ავტორი, ხელშეკრულებათა ბათილობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სადავო ხელშეკრულებათა ცალკეულ პუნქტებზე და განმარტავს, რომ სს,------------–---------ა“ (ე.წ.ძლიერმა მხარემ) მოატყუა თ--------–----–---–ი, როდესაც ხელშეკრულებების გაფორმებისას მას არ განუმარტა ის გარემოებები, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიექცეოდა აღსასრულებლად, ასევე არ ყოფილა მხარეთა შეთანხმება იპოთეკის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე და არც ის პირობა ყოფილა შეთანხმებული, რომ იპოთეკის საგნის გასხვისება საჭიროებდა ბანკის თანხმობას; აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადგილი აქვს მოტყუებით დადებულ გარიგებებს, რაც მათი ბათილობის საფუძველია, ვინაიდან თუ თ--------–----–---–ი ამ გარემოებათა შესახებ იქნებოდა ინფორმირებული არცერთი სადავო ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დაიდებოდა.
სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
სსკ-ის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნორმის დეფინიციაში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ფრაზაში: „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას, ნების გამომვლენში, ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს, პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს (იხ.სუსგ 16.06.2014, საქმე №ას-182-171-2014).
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს: ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს როგორც მხარეთა მიერ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, ასევე შესაძლებლობას დადონ ან არ დადონ ესა თუ ის ხელშეკრულება. ამასთანავე, თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და დაიცვას წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარის წინაშე, რის გამოც მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზეც, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას; აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელსეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და თუ თანახმაა მიიღოს ეს პირობები (სკ-ის 343-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ--------–----–---–ის მიერ ხელმოწერილია როგორც 2011 წლის 8 ივნისის საბანკო მომსახურების G-------- და იპოთეკური კრედიტის N--------- ხელშეკრულებები, ასევე იპოთეკის N--------- ხელშეკრულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, მათ შორის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მოიწონა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით, რაც იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილობაზე უთითებს.
კონკრეტულ შემთხვევაში შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), საკრედიტო ხელშეკრულებათა მოტყუებით დადების ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია რომ ს---------------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თ--------–----–---–ს უარი უნდა ეთქვას შეგებებულია სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-464-ე, 465-ე, 873-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ: დადგენილია, რომ 2011 წლის 08 ივნისს ს---------------–--------ს“ და კლიენტებს _ თ--------–----–---–სა და ც----------------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #---------; 2011 წლის 08 ივნისს ერთის მხრივ ს---------------–--------ს“ და მეორეს მხრივ თ--------–----–---–ს, ც----------------–სა და თანამსესხებლად დამატებულ პირს _ზ----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი ოპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება S--------, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა კრედიტი, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 160 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 180 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%.
2015 წლის 29 მაისს ს---------------–--------სა“ და თ--------–----–---–ს შორის გაფორმდა 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #----------2------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა - 33000 აშშ დოლარი. შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 13%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური - 0.5%.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ 2011 წლის 8 ივნისს საბანო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელ სამომხმარებლო კრედიტის #----------2------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ზ----------------–---–ი სოლიდარულ თავდებად დაუდგა თ--------–----–---–ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალეს არ შეუსრულებია, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი ოპოთეკური კრედიტის S-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის _ 133888.07 აშშ დოლარის და 5810.43 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის თანამსესხებელთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 463-464 მუხლები) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მსესხებლისა და თავდები პირისათვის 2015 წლის 29 მაისს გაფორმებული 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის #----------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის _ 28287.49 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის _ 1280.14 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
6.4. რაც შეეხება ს---------------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შედეგების აღსაკვეთად, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ და ემსახურებიან მისი შედეგების აღმოფხვრას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირგასამტეხლოს ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, კრედიტის თანხის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის, წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05%-ის ოდენობით;
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სს“ს----------–--------ის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე #--------- იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 190.78 აშშ დოლარით, ხოლო N----------------- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 75.65 აშშ დოლარით.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ იპოთეკურ სესხზე სარჩელის აღძვრამდე გადახდილი პირგასამტეხლოს (2532.04აშშ დოლარი) 10-ჯერ შემცირებას და სხვაობის (2532.04 - 253.2) თანხის ჩათვლას სესხის ძირ თანხაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე, ბანკის სასარჩელო მოთხოვნებისა და კრედიტის მოცულობაზე, კრედიტორის ინტერესზე ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე მოვალეთა ქონებრივ მდგომარეობასა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობაზე და მიიჩნევს, რომ თ--------–----–---–ის მიერ სარჩელის აღძვრამდე, პირგასამტეხლოს სახით ნებაყოფლობით გადახდილი და სასამართლოს მიერ განსახილველი დავის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა ერთობლიობაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ 2011 წლის 08 ივნისის #--------- ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული თ--------–----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-----------------–---–-----–----–------------------------------------; იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
შეგებებული სარჩელის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შეფასების მიზნით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა მოცემულ შემთხვევაში ეფუძნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარი მიზნია სასყიდლიანი კრედიტის სახით მსესხებლისათვის ფულის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო შემდეგ მისგან სარგებელთან ერთად იმავე სახისა და რაოდენობის ფულის მიღება. იპოთეკა უძრავ ნივთებზე წარმოადგენს მხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება არ მოხდება. შესაბამისად, მისი საქმიანობის არსიდან გამომდინარე, კომერციული ბანკის, როგორც საკრედიტო დაწესებულების უპირველეს ინტერესს წარმოადგენს ფულის, და არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება; ამდენად ბანკის უარი თ--------–----–---–ის შეთავაზებაზე, ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ საკუთრებაში აღირიცხოს იპოთეკით დატვირთული ქონება, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ძლიერი მხარის მიერ, საკუთარი უფლებების ბოროტად და არაკეთილსინდისიერად განხორციელების დამადასტურებელ გარემოებად და იმ პირობებში როდესაც დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, კრედიტორი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით; ამასთანავე, კანონის დანაწესისა (ს.კ 301.11 მუხლი) და მხარეთა შეთანხმების (საბანკო მომსახურების შესახებ N--------- ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტი, იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტი) თანახმად, იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინების მიქცევა უნდა განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
2011 წლის 08 ივნისს ს---------------–--------ს“, თ--------–----–---–ს და ც----------------–ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების 3.5 და 6.4 პუნქტების, ასევე ს---------------–--------ს“ და თ--------–----–---–ს შორის გაფორმებული S--------.იპოთეკის ხელშეკრულების 6.9 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მართალია განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა კონკრეტული ხელშეკრულებებით, თუმცა შეგებებული სარჩელის არსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ სს“ს----------–--------ს“ უარი უნდა ეთქვას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
7. საპროცესო ხარჯებია
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს---------------–--------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 4930.26 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
თ--------–----–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის - 300ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს---------------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს თ--------–----–---–ს და ზ----------------–---–ს ს---------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის #--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 139889.28 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 133888.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 5810.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 190.78 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს თ--------–----–---–ს და ზ----------------–---–ს ს---------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2011 წლის 08 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ #--------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის #----------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29643.28 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 28287.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1280.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 75.65 აშშ დოლარი.
თავდები პირის, ზ----------------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა - 66000 აშშ დოლარი.
4. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს თ--------–----–---–ის საკუთრებაში არსებული და ს---------------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-----------------–---–-----–----–------------------------------------;
5. იმ შემთხვევაში თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - თ--------–----–---–ის და ზ----------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
6. მოპასუხეებს თ--------–----–---–ს და ზ----------------–---–ს ს---------------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 4930.26 ლარის ანაზღაურება;
7. თ--------–----–---–ის შეგებებული სარჩელი ს---------------–--------ი“-ს მიმართ 2011 წლის 8 ივნისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების #---------, შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების და თ--------–----–---–სა და ს---------------–--------ს“ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების #--------- ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. თ--------–----–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგეებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300ლარის გადახდა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი