გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/18811-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე - მ-------------ე
წარმომადგენელი - მ---------------
მოპასუხეები - მ---------------–---ი, მ----------------–---ი, თ--–------------–---ი, მ--------------–---ი, ნ-------–------ე, ა-–---------- თ------–---–ი, გ---–-----------------ი
წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი
დავის საგანი - ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ---–-----------------სა და მ---------------–---ს შორის 200- წლის 10 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ---------------–---სა და თ--–----, მ--------, მ--------------–---ებს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N--, ბ--- ს/კ 0---------------------- აღირიცხოს გ---–-----------------ის საკუთრებად.
1.3. გ---–-----------------ს, ნ-------–------ეს და ა-–---------- თ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მ-------------ის სასარგებლოდ 200- წლის 24 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
1.4. გ---–-----------------ს, ნ-------–------ეს და ა-–---------- თ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მ-------------ის სასარგებლოდ 200- წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი - სესხის ძირითადი თანხის 6% (თვეში 1200 აშშ დოლარი), 200- წლის დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე - ჯამში 122 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
1.5. გ---–-----------------ს მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 122 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 200- წლის ნოემბერში მ-------------ემ გაყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება 20 000 აშშ დოლარად და სურდა, აღებული თანხა გამოეყენებინა მოგების მისაღებად. საშუამავლო ფირმის მეშვეობით გაიცნო გ---–-----------------ი, რომელმაც შესთავაზა, რომ თანხას აიღებდა სესხად. ვინაიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N--, ბ---, დროებით იყო დაყადაღებული, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდებოდა მისი შვილის, ნ-------–------ის კუთვნილ უძრავ ნივთზე, ხოლო ყადაღის მოხსნის დღესვე იპოთეკით დატვირთავდნენ გ---–-----------------ის კუთვნილ უძრავ ნივთს. 200- წლის 24 ნოემბერს მ-------------ესა და ნ-------–------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მოსარჩელემ გ---–-----------------ს და ნ-------–------ეს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. იპოთეკით დაიტვირთა ნ-------–------ის კუთვნილი უძრავი ქონება. იმავე დღესვე მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება, რომ გ---–-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთის ყადაღიდან გათავისუფლებისთანავე იპოთეკას გადაიტანდნენ ამ ქონებაზე.
მოპასუხეები არ ასრულებდნენ ვალდებულებას, უფრო მეტიც, მათ გააფორმეს მინდობილობა ნ-------–-–---–ზე (მ---------------–---ის მეუღლე) და მათი კუთვნილი უძრავი ნივთები გადააფორმეს მ---------------–---ის სახელზე, ამით ისინი ცდილობდნენ გაქცეოდნენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მ---------------–---მა იცოდა ვალდებულების შესახებ. მან დაჩქარებული წესით გადაიფორმა უძრავი ქონება. მ---------------–---მა თვალთმაქცურად გადააფორმა უძრავი ქონება მის შვილებზე.
2017 წლის 2------------ განაჩენით გ---–-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმ----ბის ჩადენისათვის.
გ---–-----------------ი და ა-–---------- თ------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და იგი პასუხს აგებს მეუღლის ვალებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გ---–-----------------მა, ნ-------–------ემ და ა-–---------- თ------–---–მა წარმოადგინეს მარტივი შედავება და სარჩელი არ ცნეს.
2.2. მ-------, თ--–----, მ-------- და მ--------------–---ებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გენერალური მინდობილობები ნ-------–-–---–ზე გაცემულია 200- წლის 21 ნოემბერს, ანუ მ-------------ესთან ხელშეკრულების დადებამდე. გ---–-----------------ს მნიშვნელოვანი დავალიანება გააჩნდა მ---------------–---ის წინაშე და სწორედ ამ ვალდებულების სანაცვლოდ გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე. მ---------------–---ისათვის მ-------------ის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით. გ---–-----------------ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო მ---------------–---ის კუთვნილი ბინა, რომელიც 2011 წლის 28 დეკემბერს გასხვისდა იძულებით აუქციონზე. 2012 წლის 1 აპრილს მოპასუხეები გადავიდნენ ჩ-----–-- ქუჩაზე მდებარე ბინაში იმ პირობით, რომ იმავე წლის აგვისტომდე გ---–-----------------ს უნდა ეყიდა მათთვის ბინა გლდანის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ეს პირობა ვერ შესრულდა, 2012 წლის 18 სექტემბერს, მ---------------–---მა ბინა აჩუქა შვილებს. მოპასუხეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 200- წლის 24 ნოემბერს მ-------------ესა და ნ-------–------ეს (თ------–---–ს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-------–------ემ ისესხა 20 000 აშშ დოლარი მ-------------ისაგან სამი თვის ვადით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-------–------ის კუთვნილი მ–-----ში, ს----- მ-------ში მდებარე უძრავი ქონება.
სესხის თანხა მიიღო გ---–-----------------მა.
უძრავ ქონებაზე იპოთეკა არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32).
3.1.2. ხელშეკრულების დადებამდე, 200- წლის 21 ნოემბერს ნ-------–------ეს გაცემული ჰქონდა მინდობილობა ნ-------–-–---–ზე მ–-----ში, ს----- მ-------ში მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების და თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის გასხვისების უფლებით. მინდობილობის საფუძველზე უძრავი ქონება გასხვისდა მ---------------–---ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მინდობილობა (ს.ფ. 3-);
- განაჩენი (ს.ფ.45-53)
3.1.3 200- წლის 10 დეკემბერს გ---–-----------------ს, რომელსაც წარმოადგენდა ნ-------–-–---–ი და მ---------------–---ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ---–-----------------მა მ---------------–---ს მიჰყიდა მისი კუთვნილი, თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N---ში მდებარე ბინა N--, ს/კ 0----------------------.
ნ-------–-–---–ი იყო მ---------------–---ის მეუღლე და გ---–-----------------ს წარმოადგენდა 200- წლის 21 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი - 20 000 აშშ დოლარი მ---------------–---ს გ---–-----------------ისათვის არ გადაუცია.
უძრავი ქონება იმავე დღეს დარეგისტრირდა მ---------------–---ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მინდობილობა (ს.ფ. 35);
- ნასყიდობის ხელშეკრულება (38-39);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 40).
3.1.4. 2012 წლის 18 სექტემბერს მ---------------–---მა მისი კუთვნილი, თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N---ში მდებარე ბინა N--, ს/კ 0----------------------, აჩუქა შვილებს - მ--------, თ--–---- და მ--------------–---ებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 41-42).
3.1.5. გ---–-----------------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 14.10.2--- წლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობილ იქნა მ-------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დადგენილება (ს.ფ. 43-44).
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2---------- განაჩენით გ---–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5200 ლარი.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5------- განაჩენით შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2------------ განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5------- განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 45-53).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ---–-----------------ი და ნ-------–------ე სოლიდარულად აგებენ პასუხს მ-------------ის მიმართ სესხისა და დარიცხული სარგებლის დაუბრუნებლობისთვის. ვალდებულება ჯამში შეადგენს 23 600 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარგებლის გადახდას ვადის გასვლის შემდეგ.
გ---–-----------------ი, ნ-------–------ე და მ-------------ე შეთანხმდნენ, რომ როგორც კი ყადაღისაგან გათავისუფლდებოდა გ---–-----------------ის კუთვნილი თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N---ში მდებარე ბინა N--, იპოთეკის საგანი ჩანაცვლდებოდა ამ უძრავი ქონებით.
სესხის თანხა მსესხებლებს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებიათ.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელნი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ ას-867-834-2016).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა ვალდებულების არსებობა და მოპასუხეების პასუხისმგებლობის საფუძვლები, ხოლო მოპასუხეებს ევალებოდათ მოთხოვნის გამომრიცხველი (შემწყვეტი, შემაფერხებელი) გარემოებების მითითება და დადასტურება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხეებმა - ვერა.
საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ-------–------ემ ისესხა 20 000 აშშ დოლარი მ-------------ისაგან სამი თვის ვადით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-------–------ის კუთვნილი მ–-----ში, ს----- მ-------ში მდებარე უძრავი ქონება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხა გადასცა ნ-------–------ესა და გ---–-----------------ს.
ნ-------–------ემ და გ---–-----------------მა ამ ნაწილში ვერ წარმოადგინეს კვალიფიციური შედავება. კერძოდ, მათ მიერ წარმოდგენილია მარტივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელს არ ცნობენ. რაიმე გარემოება კი, შესაგებელში მითითებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც უარყოფს ვალდებულების არსებობას, ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და წარმოადგინოს მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა. მოპასუხე, რომელიც უარყოფს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს, ვალდებულია, მიუთითოს რატომაა ეს ფაქტი არასწორი და/ან მიუთითოს საპირისპირო ფაქტობრივი გარემოება. მტკიცებულების წარმოდგენას ფაქტის მითითების გარეშე არ აქვს შედეგი, რადგან სასამართლო მტკიცებულებას იკვლევს იმ მიზნით, რომ შეამოწმოს, დასტურდება თუ არა მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე თავის მოთხოვნაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევს გ---–-----------------ს და ნ-------–------ეს. ნ-------–------ის წარმოდგენილი შესაგებელი ცარიელია. მას არც სასამართლო სხდომაზე მიუცია დამატებით რაიმე ახსნა-განმარტება. ნ-------–------ის ადვოკატმა მხოლოდ პაექრობის ეტაპზე მიუთითა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, შეფასებული ვერ იქნება.
მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მ-------------ესთან მოლაპარაკებას გ---–-----------------ი აწარმოებდა. არც ის გარემოებაა სადავო, რომ თანხა, საბოლოოდ სწორედ მან მიიღო, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------–------ის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების მიზანი გ---–-----------------ისათვის თანხის მიღება იყო. მან დადო სესხის ხელშეკრულება და იკისრა მისგან გამომდინარე ვალდებულებები, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე თავად იყო, ხოლო თანხა მიიღო გ---–-----------------მა.
საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლის საფუძველზე, გ---–-----------------ი და ნ-------–------ე იღებენ ვალდებულებას, ყადაღის მოხსნისთანავე ჩაანაცვლონ იპოთეკის საგანი გ---–-----------------ის კუთვნილი თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N---ში მდებარე ბინით (ს.ფ. 33), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ-------–------ემ და გ---–-----------------მა ერთობლივად იკისრეს ვალდებულება მ-------------ის მიმართ.
განაჩენით ირკვევა და მოსარჩელეც ადასტურებს, რომ ნ-------–------ის კუთვნილ ბინაზე იპოთეკა არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადებამდე, 200- წლის 21 ნოემბერს ნ-------–------ეს გაცემული ჰქონდა მინდობილობა ნ-------–-–---–ზე მ–-----ში, ს----- მ-------ში მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების გასხვისების უფლებით, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება გასხვისდა მ---------------–---ის სახელზე (მინდობილობა ს.ფ. 3-, განაჩენი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, გ---–-----------------ის მხრიდან მ-------------ის მოტყუებითა და მისი შეცდომაში შეყვანით მისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------–------ე და გ---–-----------------ი სოლიდარულად აგებენ პასუხის მ-------------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის მოცულობას: დადგენილია, რომ სესხი დაიდო 3 თვის ვადით, ამასთან იყო სარგებლიანი. მსესხებელს უნდა გადაიხადა ყოველთვიურად ძირითადი თანხის 6% - 1200 აშშ დოლარი, ამასთან, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდას, ანუ, მოპასუხეებს მ-------------ისათვის ჯამში 23 600 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინათ.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ---–-----------------მა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი უკვე გადაიხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების დასრულებამდე გ---–-----------------ს არ მიუთითებია, რომ თანხის ნაწილი დააბრუნა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს კი სასამართლო ვერ გაითვალისწინებს.
3.2.2. 200- წლის 10 დეკემბერს გ---–-----------------სა და მ---------------–---ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა მოსაჩვენებლად.
მ---------------–---ი არ მოქმ----ბდა გ---–-----------------თან შეთანხმებულად და ხელშეკრულების მიზანი არ იყო მ-------------ის მიმართ გ---–-----------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თავიდან აცილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ---–-----------------ი და მ---------------–---ი შეთანხმებულად მოქმ----ბდნენ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად, რათა გ---–-----------------ს თავი აერიდებინა მასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის.
მოპასუხე მ---------------–---ი ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მას გ---–-----------------მა გადასცა ვინაიდან, მის მიმართ მნიშვნელოვანი დავალიანება ჰქონდა.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, ერთობლივად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ გ---–-----------------მა მოატყუა მ-------------ე, შეჰპირდა, რომ თანხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთავდა მის კუთვნილ ბინას. მან დაუმალა მ-------------ეს, ის გარემოება, რომ ამ ბინასთან დაკავშირებით გენერალური მინდობილობა ჰქონდა მიცემული მ---------------–---ისათვის. მ----ა ქო----ისგან მიღებული ფულით ყადაღა მოხსნა ხსენებულ ბინას, რითაც მისცა საშუალება მ-----რ ჩ------–---ს საკუთრებაში გადაეფორმებინა იგი, ხოლო მ----ა ქო----ე, მიცემული პირობის საწინააღმდეგოდ, დატოვა მოთხოვნის უზრუნველყოფის გარეშე.
განაჩენით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მ---------------–---ი გ---–-----------------თან შეთანხმებულად მოქმ----ბდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ---–-----------------ი არის მ---------------–---ის ოჯახის ახლობელი. გ---–-----------------ს შეექმნა ფინანსური პრობლემები და სთხოვა დახმარება, რის გამოც საკუთარი უძრავი ქონება ,,ჩადო“ იპოთეკაში, თუმცა თანხის გადაუხდელობის გამო, აღნიშნული სახლი 200- წლის 5 აგვისტოს აუქციონზე გაიყიდა. იმისათვის, რომ გ---–-----------------ს გამოესყიდა მისი ქონება, კვლავ დაეხმარა და გლდანში მდებარე ბინაც იპოთეკით დატვირთა და იქიდან გამოსახლების საკითხიც დადგა, რის გამოც გ---–-----------------თან ურთიერთობა დაეძაბა. საბოლოოდ, შეთანხმების საფუძველზე, გენერალური მინდობილობით გადაიფორმა მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ჩ-----–-- ქუჩაზე მდებარე ბინა და ს------– მ-------ში არსებული სახლი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაუკავშირდა მ-------------ე, რომელმაც სთხოვა შეხვედრა, რაზედაც დასთანხმდა. შეხვედრა შედგა გ---–-----------------ის სახლში, სადაც გაირკვა, რომ მ-------------ეს გ---–-----------------ისათვის სესხის სახით გადაუცია 20 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა უნდა დაერეგისტრირებინათ ჩ-----–-- ქუჩაზე მდებარე ბინაზე, თუმცა ბინა უკვე გ---–-----------------ის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა.
საქმეში წარმოდგენილი საბანკო კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ გ--------------–---–ის მიერ სს „ს----------–----------აგან“ აღებული საბანკო კრედიტები, ჯამში 30 000 აშშ დოლარი, უზრუნველყოფილი იყო მ---------------–---ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გაფორმებული იპოთეკით (იხ. ს.ფ. 206- 219, ს.ფ. 264-267). მხარეები ადასტურებენ, რომ გ--------------–---–ი გ---–-----------------ის სიძეა.
საქმეში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები დადებული 2007 წლის 23 და 30 აპრილს, რომლის საფუძველზე მ---------------–---მა ფიზიკური პირებისაგან ისესხა ჯამში 56 407 აშშ დოლარი და 67 959 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველსაყოფად ორივე ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ---------------–---ის კუთვნილი თ---–--–-----------–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით.
2007 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მ---------------–---მა ფიზიკური პირებისაგან ისესხა ჯამში 57 443 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ---------------–---ის კუთვნილი თ---–--–-----------–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით.
2007 წლის 5 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მ---------------–---მა ფიზიკური პირებისაგან ისესხა 35 043 აშშ დოლარი. იპოთეკით დაიტვირთა იგივე ქონება.
მ---------------–---ის კუთვნილი თ---–--–-----------–- მდებარე უძრავი ქონება 200- წლის 5 აგვისტოს გაიყიდა იძულებით აუქციონზე (იხ. ოქმი, ს.ფ. 251-254) და შეიძინა ი-----–- პ-----მ.
29.10.2011 წელს ერთი მხრივ გ---–-----------------ს, ა-–---------- თ------–---–ს, ა---- თ------–---–ს, ხოლო მეორე მხრივ მ---------------–---სა და მის ოჯახის წევრებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც გ---–-----------------ი ადასტურებს, რომ მ---------------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება გაიყიდა რეალურად მის მიერ აღებული ვალების გამო და იღებს ვალდებულებას, 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ ქონების მ---------------–---ისათვის დაბრუნება (ს.ფ. 261).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ---–-----------------ის ოჯახს მნიშვნელოვანი ფულადი დავალიანება გააჩნდა მოპასუხე მ---------------–---ის მიმართ, მოპასუხის ქონება გამოყენებული იყო ვალის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, გ---–-----------------ის თხოვნით მოპასუხე მ---------------–---ი დებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს, მიღებული თანხით კი ფაქტობრივად სარგებლობდა გ---–-----------------ი, მ---------------–---ის ქონება საბოლოოდ ვალის დასაფარავად გადავიდა სხვის საკუთრებაში. გ---–-----------------მა მოპასუხე მ---------------–---ის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილობრივ გაქვითვის მიზნით ამ უკანასკნელს 200- წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე თბილისი, ჩ-----–-- ქუჩა #--, ს--------–---, ბინა #--. გ---–-----------------ის ოჯახის წევრის მიერ, გ---–-----------------ის ვალის ნაწილობრივ გასაქვითავად, ასევე გადაეცა მოპასუხე მ---------------–---ს მ–------ რაიონ ს------– მ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც, საიდანაც გამოსახლებული იქნენ მისი ოჯახის წევრები (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ. 172- 182).
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების განჩინებები ს.ფ. 183- 203). მართალია, მას არ აქვს პრეიუდიციული ძალა განსახილველი დავის მიმართ, ვინაიდან დავაში იგივე მხარეები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ არის ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად აფასებს.
ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------–---მა აიღო არაერთი სესხი და მათ უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ნივთები. სესხად მიღებული თანხები გამოიყენა გ---–-----------------მა. იმის გამო, რომ გ---–-----------------ის მიერ მიღებული სესხების დასაფარავად იძულებით საჯარო აუქციონზე გაიყიდა მ---------------–---ის კუთვნილი უძრავი ნივთები და გ---–-----------------ი ვალდებული იყო, მისთვის აენაზღაურებინა ზიანი, მან მ---------------–---ს საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი თ---–--–-, ჩ-----–-- ქუჩაზე მდებარე ბინა, ასევე ნ-------–------ის სახელზე რეგისტრირებული ს----- მ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთები.
განაჩენით დადგენილია, რომ გ---–-----------------მა მ-------------ისაგან მიღებული თანხა გამოიყენა თ---–--–-, ჩ-----–-- ქუჩაზე მდებარე ბინის ყადაღისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ არ დასტურდება, რომ მ---------------–---ი მასთან შეთანხმებულად მოქმ----ბდა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---------------–---ის მიზანი იყო გ---–-----------------ის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირება და არა მ-------------ის მიმართ ვალდებულების თავიდან არიდებაში ხელის შეწყობა.
სასამართლო ამავე გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა მოსაჩვენებლად, მას შედეგი მოჰყვა - მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, მ---------------–---მა საკუთრებაში მიიღო უძრავი ნივთი. მოპასუხის ოჯახის წევრები დღემდე ცხოვრობენ ამ ბინაში (იხ. ა---------- „მ----------ის“ თავმჯდომარის განცხადება ს.ფ. 375).
3.2.3 ა-–---------- თ------–---–ი არ არის პასუხისმგებელი გ---–-----------------ის ვალდებულებებზე.
მოსარჩელე იმ საფუძვლით ითხოვს ა-–---------- თ------–---–ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ---–-----------------თან და პასუხისმგებელია მეუღლის ვალებზე.
საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ გ---–-----------------ი და ა-–---------- თ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სადავო სესხის ხელშეკრულების დადების დროს. თავად ა-–---------- თ------–---–ი და გ---–-----------------ი ამ გარემოებას უარყოფენ (იხ. 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
დადასტურებულად რომც იქნეს მიჩნეული, რომ მოპასუხეები სესხის აღების დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მეუღლის ფულადი ვალდებულება შეიძლება დაიფაროს ორივე მეუღლის საერთო ქონებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ მიღებული თანხა ოჯახის ინტერესებს მოხმარდა. ამ საკითხზე სამართლებრივი რეგულირება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1169-ე, 1170-ე მუხლებში, რომლებიც ფაქტების პრეზუმირებას გამსესხებლის სასარგებლოდ არ შეიცავს და მეუღლეთა საერთო ქონებიდან სესხის დაფარვის მიზნებისათვის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე (მტკიცების სტანდარტზე) არ მიგვითითებენ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების 102-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესით ხელმძღვანელობა მართებულია. გამსესხებელმა უნდა ადასტუროს, რომ სესხი მოხმარდა ოჯახის საერთო მიზნებს.
განსახილველ შემთხვევაში, არც ის გარემოებაა დადგენილი, რომელი ქონებაა ა-–---------- თ------–---–ისა და გ---–-----------------ის ქორწინების პერიოდში შეძენილი და მათი საერთო საკუთრება, ასევე რას შეადგენს თითოეული მეუღლის წილი საერთო ქონებაში (მოსარჩელე არ მიუთითებს ამ გარემოებებზე) და არც ის, რომ სადავო სესხი ოჯახის მიზნებს მოხმარდა. შესაბამის გარემოებაზე მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 404-ე, 403-ე, 413-ე, 1169-ე, 1170-ე, 56-ე, 992-ე, 408-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი (200- წლის 24 ნოემბრისათვის მოქმედი რედაქციით).
დადგენილია, რომ მ-------------ემ გ---–-----------------სა და ნ-------–------ეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. დადგენილია ასევე, რომ მსესხებლებს არც ძირითადი თანხა და არც პროცენტები არ გადაუხდიათ (იხ. ვრცლად 3.1.1 და 3.2.1 პუნქტები), შესაბამისად, მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 23 600 აშშ დოლარის გადახდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ხოლო 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (200- წლის 24 ნოემბრისათვის მოქმედი რედაქციით).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება შეთანხმებულ ვადაში არ შესრულდა. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებისათვის 200- წლის დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმ----ბის ვადაში. სასამართლომ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტავ, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, მაგრამ, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, რაც, სკ-ის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შეთანხმების საგანია, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეებს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდა სარჩელის აღძვრის თარიღამდე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმ----ბით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გ---–-----------------სა და მ---------------–---ს შორის 200- წლის 10 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ეს ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება. მ---------------–---ი გ---–-----------------თან შეთანხმებულად მოქმ----ბდა და ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ მ-------------ის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება. მ---------------–---ის მიზანი იყო გ---–-----------------ის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირება და არა მ-------------ის მიმართ ვალდებულების თავიდან არიდებაში ხელის შეწყობა, ამდენად, მას არამართლზომიერი, ბრალეული ქმ----ბით ზიანი არ მიუყენებია მ-------------ისათვის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის) საფუძველი არ არსებობს.
მოსარჩელე ასევე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი მ---------------–---სა და თ--–----, მ--------, მ--------------–---ებს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--–-, ჩ-----–-- ქ. N--, ბ--- ს/კ 0---------------------- , აღირიცხოს გ---–-----------------ის საკუთრებად.
ვინაიდან არ არსებობს 200- წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიღწეული ვერ იქნება - სადავო ქონება არ დაუბრუნდება გ---–-----------------ს, ამდენად, მნიშვნელობა აღარ აქვს იმის დადგენას, დაიდო თუ არა ჩუქების ხელშეკრულება მოსაჩვენებლად.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად, ხოლო 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
მხოლოდ ის გარემოება, რომ სესხი აღებულია ქორწინების განმავლობაში, არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მეუღლეებმა სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე. უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს, რომ პირები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთმა მეუღლემ აიღო სესხი, რომელიც მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, უნდა დადგინდეს, რომ არსებობს მეუღლეთა საერთო ქონება და რას შეადგენს თითოეულის წილი ამ ქონებაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ---–-----------------ი და ა-–---------- თ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ან იმყოფებიან. ამასთან, დადასტურებულადაც რომ ყოფილიყო მიჩნეული ქორწინების ფაქტი, არც ის გარემოებაა დადგენილი, რომელი ქონებაა ა-–---------- თ------–---–ისა და გ---–-----------------ის ქორწინების პერიოდში შეძენილი და მათი საერთო საკუთრება, ასევე რას შეადგენს თითოეული მეუღლის წილი საერთო ქონებაში (მოსარჩელე არ მიუთითებს ამ გარემოებებზე) და არც ის, რომ სადავო სესხი ოჯახის მიზნებს მოხმარდა. შესაბამის გარემოებაზე მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. მრავალი ცხოვრებისეული გარემოებაა დაკავშირებული ძლიერ სულიერ განცდებთან, მაგრამ ყველა შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება არ ხდება. ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელი უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობოდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმ----ბა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმ----ბას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა, ამასთან, ბუნებრივია, მორალური ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოში დამკიცებას (დადსტურებას) საჭიროებს.
„კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი“ (იხ. სუსგ Nას-1156-1176-2011).
სესხის დაუბრუნებლობისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ გ---–-----------------ს მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 122 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, მ-------------ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამდენად, გ---–-----------------სა და ნ-------–------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც, გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, 1918 ლარს შეადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, მ-------------ეს, იმ სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს იმ ნაწილში, რომლითაც ნ-------–------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს - თ--–------------–---ს, მ----------------–---ს, მ--------------–---ს აეკრძალათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე ა-–---------- თ------–---–ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 3-4-ე, 3-5-ე, 3-7-ე, 3-9-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------ის სარჩელი მოპასუხეების გ---–-----------------ის, ნ-------–------ის, ა-–---------- თ------–---–ის, მ---------------–---ის, თ--–------------–---ის, მ----------------–---ის, მ--------------–---ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გ---–-----------------სა და ნ-------–------ეს მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 23 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში მ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ---–-----------------სა და ნ-------–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1918 ლარის გადახდა, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150.
5. მ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის გადახდა, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებს - თ--–------------–---ს (პ/ნ 0----------), მ----------------–---ს (პ/ნ 0----------), მ--------------–---ს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ჩ-----–-- ქუჩა, N--, ს--------–---, ბ------- ფართი - 90.84 კვ.მ ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: მ–-----, ს----- მ-------ი, დაზუსტებული ფართობი: 1600.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N-: გაშენების ფართობი 59.6 კვ.მ. N-: გაშენების ფართობი 274 კვ.მ. ს/კ 72.0-.3-.2-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია