გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002478865
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - ნუ-----------------ძე.

წარმომადგენელი - ნა----------ე.

მოპასუხე - თამ------------ა.

წარმომადგენელი - ლე-–-----------–---–ი.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. თამ------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ნუ-------------------ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, 2- კორპუსის მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მეტრი, ს/კ 0---------------------- და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ნუ-----------------ძეს.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მშენებარე კორპუსში, მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი მე-3----რ, 2- კორპუსის მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მ, ს/კ 0----------------------. 2----–-–---------------ს შპს ,,მე-------------ს’’ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით განხორციელდა საზოგადოების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3---------------ნი, კორპუსი 2--ის მიმდებარედ მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში ბინის ერთეულების განშლა, რომლის შესაბამისად კო-------------------–--ლის საკუთრებაში განისაზღვრა მეორე სართულზე 1-0 კვ. მეტრი (93,6 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 6,4 კვ. მეტრი საზაფხულო ფართი) ფართის №- ბინა, საკადასტრო კოდით 0----------------------. შპს ,,მე----------ნი’’-ს 20---–-–------------ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კო-------------------–--ლის საკუთრებაში არსებული ბინა გაიყო ორ ნაწილად - 47 კვ. მეტრი ფართის მქონე №- ბინად და 53 კვ. მეტრი (მათ შორის 46,6 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 6,4 კვ. მეტრი საზაფხულო ფართი) ფართის მქონე №-ა ბინად. №- ბინას, რომელსაც არ აქვს საზაფხულო ფართი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მიენიჭა საკადასტრო კოდი 0---------------------- და კო-------------------–--ლის მიერ გასხვისებული იქნა ზუ-------------------ე, ხოლო ამ უკანასკნელისაგან შეიძინა ნუ-----------------ძემ 20---–-–---------------ს. რაც შეეხება №-- ბინას მას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი 0----------------------- და ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება თამ------------ას სახელზე.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად სადაო ბინა აღრიცხულია ნუ-------------------ს საკუთრებაში, ხოლო მოპასუხეს ეკუთვნის მის მეზობლად მდებარე ფართი. ბინებს აქვთ ცალ-ცალკე საკადასტრო კოდები, კერძოდ: №- ბინას აქვს საკადასტრო კოდი 0---------------------- და №-- ბინას მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი 0-----------------------. ბინების იდენტიფიცირება მარტივია განშლის ოქმის შინაარსის მიხედვით, კერძოდ, №- ბინას საზაფხულო ფართი არ გააჩნია და მისი ფართია 47 კვ. მეტრი, ხოლო №-- ბინის საცხოვრებელი ფართი იყო 62,9 კვ, მეტრი, საიდანაც 35,4 კვ. მეტრი იყო საცხოვრებელი ფართი და 27,5 კვ. მეტრი საზაფხულო ფართი.

 

მოპასუხე უკანონოდ შეიჭრა მოსარჩელის კუთვნილ ფართში, შეცვალა ბინის გასაღები და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. მანვე თვითნებურად შეცვალა ბინის ინტერიერი, ამოაშენა ტიხარი, რის გამოც მოსარჩელე სამომავლოდ აპირებს სარჩელის აღძვრას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თამ------------ას წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ განმარტავს, რომ ნუ-----------------ძე ვერ ახდენს საკუთარი ფართის - ბინა №--ის იდენტიფიცირებას სართულის გეგმაზე და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს პრობლემა. მან ამ საკითხის გასარკვევად არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თანაც უთითებდა, რომ თითქოს ბინა №-- არის ბინა №-. საჯარო რეესტრის იურიდიულმა სამსახურმა ორჯერ გასცა ამომწურავი პასუხი და უარი უთხრა ბინა №---ს რეგისტრაციების გაუქმებაზე უსაფუძვლობის მოტივით.

 

მოპასუხის განმარტებით ბინა №- დაიყო 2 ნაწილად, მაგრამ აღნიშნულს შემხებლობა არ აქვს №-- ბინის წარმოშობასთან. №- ბინის დაყოფის შედეგად წარმოიშვა ბინა №- და ბინა №-ა. კრების ოქმი ადასტურებს, რომ ბინა №- და ბინა №-- დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ პირველად განშლაში, ისინი ერთმანეთისაგან არ წარმოშობილან და ეს ორი ბინა არც არასდროს გაერთიანებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,მეთ-------------- M---------y’’-ს 20---–-–---------------ს პარტნიორთა კრების №- ოქმით განხორციელდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- მიწის ნაკვეთის ს/კ 0-.1-.0-.0--.1--, მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების შედეგად -5,40 და -2,60 ნიშნულებზე არსებული ავტოფარეხებისა და ფართების ნუმერაციის, ბინების ბინა ერთეულებად დარეგისტრირება ოქმზე თანდართული დანართი №1 და №2 ცხრილების შესაბამისად.

 

20---–-–---------------ს პარტნიორთა კრების №- ოქმის დანართი №2-ის შესაბამისად მე-2 სართულზე არსებული ბინა №--, რომლის საერთო სასარგებლო ფართი არის 62,9 კვ. მეტრი, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 35,4 კვ. მეტრი და საზაფხულო ფართი 27,5 კვ. მეტრი, წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას.

 

ამავე დანართის შესაბამისად მე-2 სართულზე არსებული ბინა №-, რომლის საერთო სასარგებლო ფართი არის 1-0 კვ. მეტრი, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 93,6 კვ. მეტრი და საზაფხულო ფართი 6,4 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით 0----------------------, წარმოადგენდა კო-------------------–--ლის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28);

- შპს ,,მეთ-------------- M---------y’’-ს 20---–-–---------------ს პარტნიორთა კრების №- ოქმი (ს.ფ. 18-2-);

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,მეთ-------------- M---------y’’-ს 20-6 წლის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად პარტნიორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ეთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კო-------------------–--ლის საკუთრებაში მე-2 სართულზე განლაგებულ ბინა №--ის გაყოფის შედეგად წარმოშობილ 47 კვ. მეტრ ფართობს (მათ შორის 47 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი) მიენიჭოს ბინა №-, ხოლო 53 კვ. მეტრ ფართობს (მათ შორის 46,6 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართობი და 6,4 კვ. მეტრი (აივანი) საზაფხულო ფართობი) მიენიჭოს ბინა №-ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,მეთ-------------- M---------y’’-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 23-27);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–-------------ს უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მეტრი, ს/კ 0----------------------, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ზუ----------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 20---–-–--------------ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მეტრი, ს/კ 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნუ-------------------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 20---–-–---------------–ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №--, ფართით 56,61 კვ. მეტრი, ს/კ 0-----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თამ------------ას სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30);

- 20---–-–---------------–ის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.1.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------–ის №89------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნუ-------------------ს განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა 0----------------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას. განმცხადებელი განმარტავდა, რომ მა---------–---ს მიერ არასწორად არის მონიშნული სართული გეგმა და დარეგისტრირებული ფართი წარმოადგენს ნუ-------------------ს საკუთრებას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–-----------ს გადაწყვეტილებით ნუ-------------------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------–ის №89------------- გადაწყვეტილება;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–-----------ს გადაწყვეტილება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ თამ------------ას მიერ დაკავებულია ნუ----------------იძის კუთვნილი ფართი, კერძოდ:

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის ადგილმდებარეობას/ მისამართს; ბ) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული); გ) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის ფართობს; დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი); ე) საკადასტრო აღწერის თარიღს; ვ) ამზომვაზე უფლებამოსილი და დაინტერესებული პირის ხელმოწერას.

 

ამავე ბრძანების 30-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20---–-–--------------ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მეტრი, ს/კ 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნუ-------------------ს სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ 20---–-–---------------–ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №--, ფართით 56,61 კვ. მეტრი, ს/კ 0-----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თამ------------ას სახელზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თამ------------ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელებულია აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც დაინტერესებული პირის მიერ თავად იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო სამსახურში. სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ რეგისტრაცია წარმოებს აზომვითი ნახაზის საფუძველზე, თუმცა ადგილმდებარეობის განსაზღვრას და განშლის ნახაზთან შედარებას სარეგისტრაციო სამსახური არ ახდენს.

 

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ თამ------------ას სახელზე №0----------------------- საკადასტრო კოდის მქონე ბინა რეგისტრირებულია არა სამშენებლო კომპანიის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი კორპუსის საერთო ნახაზის მიხედვით, არამედ თავად ბინის მესაკუთრის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–----------------ის დასკვნაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს თამ------------ას მიერ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფლობის ფაქტს. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება შპს ,,მეთ-------------- M---------y’’-ს მიერ მომზადებულ ნახაზს და მასზედ დაყრდნობით ახდენს ბინების ადგილმდებარეობის დადგენას, ხოლო თამ------------ას სახელზე ბინა რეგისტრირებულია ი/მ ,,გი------------ის’’ მიერ მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოპასუხე თამ------------ას მიერ დაკავებულია ისეთი ფართი (მოსარჩელის კუთვნილი), რომელიც არ არის მის სახელზე რეგისტრირებული. გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე აქვს რეგისტრირებული მოსარჩელის მეზობლად მდებარე ბინა №--, ეს უკანასკნელი (მოსარჩელე) ვალდებული იყო წარმოედგინა იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ამჟამად თამ------------ას ფაქტობრივად დაკავებული ფართი არ წარმოადგენს მის სახელზე რეგისტრირებულ ბინა №---ს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №-, ფართით 47 კვ. მეტრი, ს/კ 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნუ-------------------ს სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, მე-3----რ, კორპუსი 2-, მიმდებარედ ნაკვეთი 06----- სა-------–---, ბინა №--, ფართით 56,61 კვ. მეტრი, ს/კ 0-----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თამ------------ას სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ამჟამად თამ------------ას მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართი არ წარმოადგენს მის სახელზე რეგისტრირებულ ბინა №---ს. შესაბამისად არ დასტურდება, ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დაკავებულია №0---------------------- საკადასტრო კოდის მქონე, 47 კვ. მეტრი ფართის ბინა №-, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნუ-------------------ს სახელზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნუ-------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20-7 წლის 2 ივნისის №ას-443-415-20-7 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1-32-20-0, 6 იანვარი, 20-1 წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი, ხოლო ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ დაეკისრება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნუ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. დაუბრუნდეს ნუ-----------------ძეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 0--------- წელი, გადახდილი თანხა 120 ლარი, გადამხდელი მა-–-------------ე, საგადასახადო დავალება 0, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, სახაზინო კოდი 300773150);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე