განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-134 ( 130100118002540226
განაჩენი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - როზა სამუშია, ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ-----------–---–----, დაბადებული 1985 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ს----------- რაიონის სოფელ უ-------–-
ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტები
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ-----------–---–---მა ჩაიდინა ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით: - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით, უცვლელად დარჩა ს----------- რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც, რ-----------–---–---ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი. შემდეგი სასამართლო გადაწყვეტილებებით, მოსახდელად განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 ივნისს. ჯარიმა გადახდილი არ აქვს;
2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 21.30 საათზე, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ე-–---------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რ-----------–---–----, თავს დაესხა ვ-–----------------–-ძეს და გასტაცა 40 000 ლარად ღირებული ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი“ სახელმწიფო ნომრით B--------;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით
და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
2.1. დაზარალებულმა ვ-–----------------–-ძემ განაცხადა, რომ რამოდენიმე წელია იცნობს რ-----------–---–---ს, რომელიც მის საწარმოში, სოფელ ოსიაურში ხშირად იმყოფებოდა. შემთხვევის დღეს, როდესაც დაახლოებით 21 საათზე, საწარმოს ოფისში დაბრუნდა რამოდენიმე თანამშრომელთან ერთად, ოთახში პირველი ზ------------ე შევიდა, შეამჩნია, რომ ის შეცბა, როდესაც თვითონაც შევიდა, დაინახა ფ---–---–---ი, რომელმაც ავტომატი მიუშვირა, მიახლოვება რომ დააპირა, რ-----------–---–---მა ავტომატი გადატენა, არ მომეკარო, გესვრიო. იქ მყოფ ზ---------------------------------------------------------------–---–ს უბრძანა დამჯდარიყვნენ. ავტომატი მასზე ჰქონდა მოშვერილი, მანქანის გასაღები, მესროლე, მომეცი, თორემ გესვრი, მოგკლავ და ამათაც ნუ მომაკვლევინებო, თან, მის დასარწმუნებლად, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მუქარას განახორციელებდა, შეიგინა და უთხრა, ხომ იცი იშვიათად ვიგინებიო. ამის შემდეგ გადაუგდო გასაღები რ-----------–---–---ს;
2.2. მოწმე გ------------------ემ განაცხადა, ოთახში ფ---–---–---ი დახვდა იარაღით მუქარით მანქანის გასაღებს ითხოვდა. ავტომატი მოგვიშვირა, არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო, ბოლოს, ვ-–----------------–-ძემ მანქანის გასაღები გადაუგდო და მან მანქანა წაიყვანა;
2.3. მოწმე ე-–--------------ემ უჩვენა, როდესაც ვ-–----------------–-ძე და მასთან ერთად მყოფნი შენობის მეორე სართულზე ავიდნენ, ხმამაღალი ლაპარაკის ხმა გაიგონა, რამოდენიმე ხნის შემდეგ, იქიდან ჩამოვიდა რ-----------–---–----, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში, დაჯდა ვ-–----------------–-ძის ,,მერსედესში“, მკვეთრად დაძვრისას, ბოძს დაეჯახა და ეზოდან გავიდა; ზ------------ემ უთხრა, რომ ფ---–---–---მა ავტომატი მოგვიშვირა და გვემუქრებოდა დაგხოცავთო;
2.4. მოწმე თ---------------------–---–მა უჩვენა: როდესაც ოთახში შევიდნენ, იქ რ-----------–---–---- დახვდა ავტომატით ხელში. თავზე ადგა მათ, არ გაინძრეთ, არაფერი შეგეშალოთ, ყველას დაგხოცავთო, ვ-–----------------–-ძეს თხოვდა მანქანას. ვ-–--------ს, არ უნდოდა, მაგრამ შიშის გამო, მანქანის გასაღები მისცა. ფ---–---–---მა წაიყვანა მანქანა და წავიდა;
2.5. მოწმე ზ------------ემ უჩვენა, რომ რ-----------–---–---მა მანქანის გასაღები წაართვა ვ-–----------------–-ძეს, დაემუქრა , მანქანა მომეცი თორემ ყველას დაგხოცავთო;
2.6. მოწმე პ------------------მ უჩვენა, როდესაც რ-----------–---–---- ვ-–----------------–-ძის მანქანაში ჩაჯდა, ხელში ავტომატი ეჭირა, დაძვრისას, მანქანა ბოძს გამოედო. მანამდე, იქ მყოფი თანამშრომლისაგან გაიგო ფ---–---–---ი ვ-–----------------–-ძეს იარაღით ემუქრებაო. ვ-–----------------–-ძემ მაღლიდან გადმოსძახა, მაგით ბევრს ინანებო;
2.7. მოწმე ზ--–---------------–--ლმა უჩვენა: რ-----------–---–---- ავტომატით ხელში საწარმოს ეზოში იდგა, მას უთხრა, ახლო არ მოხვიდე, თორემ გესვრიო. ჩაჯდა ვ-–----------------–-ძის მანქანაში და წავიდა, დაძვრისას, ბოძს გამოედო მანქანა;
2.8. სასამართლო სხდომაზე, მოწმეების ალ-------–---–---–--------------------------------------------–---------------------------------–----------------------–---–-------–-----------–---–----–--------–-------–---–------–-----------------------------–-----------------–-----–---–-----------------------–---–-- ჩვენებებით დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ჩხრეკის, ამოღების, გამოკითხვის ოქმების სისწორე;
2.9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეების შეთანხმდნენ, - უდავოდ ცნეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები;
2.10. ბრალდებულმა რ-----------–---–---მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა: შემთხვევის დღეს ვ-–----------------–-ძეს თხოვა მანქანა თბილისში წასასავლელად, რაზეც მან ჯერ უარი უთხრა - მართვის მოწმობა არ გაქვსო, იქვე მყოფმა გ------------------ემ სხვა მანქანაც კი შესთავაზა, მაგრამ შემდეგ ვ-–----------------–-ძე დათანხმდა, - რადგან არ იშლიო და ,,მერსედესი“ ათხოვა - გასაღები გადაუგდო. ამის შემდეგ, აიღო გვერდით ოთახში შენახული გაფუჭებული ავტომატი, რომლის არსებობა, მის გარდა, არავინ იცოდა და თან წაიღო ვ-–----------------–-ძის მანქანით. სანამ ეზოდან გავიდოდა, მანქანიდან ამოიღო ვ-–----------------–-ძის ნივთები, მისივე თხოვნით და თანამშრომელს დაუტოვა, გარკვეული მანძილი, ცენტრალური გზის გვერდის ავლით იარა, რადგან მართვის მოწმობა არ ქონდა, გზაში ავტომატი გადააგდო, ჩავიდა თბილისში, სადაც საწვავი გაუთავდა და მანქანა გააჩერა, პოლიციის მუშაკებს თვითონვე აჩვენა ვ-–----------------–-ძის მანქანა;
2.11. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილ ბრალდებაში რ-----------–---–----ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი;
2.12. ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმასა და ისეთ ძალადობასა ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგრძნება. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ-----------–---–----ს ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:
2.12.1. სასამართლო დაზარალებულ ვ-–----------------–-ძის, მოწმეების: ზ------------ის, გ------------------ის, თ---------------------–---–ის ჩვენებებით დადგენილად მიიჩნევს, როდესაც ისინი შპს ,,ე-–---------ის“ ოფისში, ოთახში შევიდნენ, რ-----------–---–---მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა მათ, ვ-–----------------–-ძეს დაემუქრა, თუ მანქანას არ მისცემდა მასაც და ყველა იქ მყოფსაც მოკლავდა, აიძულა ის მიეცა მანქანის გასაღები;
2.12.2. ,,ე-–---------ის“ ეზოში მყოფმა მოწმეებმა ე-–--------------ემ, ზ--–---------------–--ლმა, პ------------------მ დაადასტურეს, როდესაც რ-----------–---–---- მეორე სართულიდან ჩამოვიდა და ვ-–----------------–-ძის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, ხელში ავტომატი ეჭირა, მანამდე, ზ--–---------------–--ლს დაემუქრა, ახლო არ მოხვიდე, გესვრიო, ეზოდან გასვლისას, მანქანა ბოძს გამოედო. მათ იცოდნენ, რომ რ-----------–---–---მა მანქანა მოკვლის მუქარით წაართვა ვ-–----------------–-ძეს;
2.12.3. ბრალდებული არ უარყოფს, რომ თბილისში წავიდა ვ-–----------------–-ძის ,,მერსედეს-ბენცით“, ასევე - რომ თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ოღონდ - გაფუჭებული, რაც ხაშურიდან თბილისში მიმავალმა, გზაში გადააგდო, მაგრამ, განმარტავს, რომ მანქანა თვითონ ვ-–----------------–-ძემ ათხოვა, მას თავს არ დასხმია, გაფუჭებული ავტომატი კი გვერდით ოთახში ჰქონდა შენახული და მას შემდეგ აიღო, როდესაც ვ-–----------------–-ძემ მანქანის გასაღები მისცა;
სასამართლოს მიაჩნია, დაზარალებულის, მოწმეების თანმიმდევრული ჩვენებები აკმაყოფილებს ყაჩაღობის ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს;
2.12.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2016 წლის 30 დეკემბრის N 2კ-424აპ-16 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის ჩვენების გათვალისწინებითაც, მაგრამ, თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალიწინებით... რომლებიც ასევე შესაძლებელია გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულებების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით;
2.12.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებების თანმიმდევრულობაზე და შესაბამისობაზე საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ვ-–----------------–-ძის ჩვენება დამაჯერებელია, თანხვედრაშია ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან და სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი;
2.12.6. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ჩვენების სისწორეს, მისი ჩვენება თითქოს დაზარალებულმა მანქანა ათხოვა და ის თავს არ დასხმია ვ-–----------------–-ძეს მანქანის წართმევის მიზნით მისი და იქ მყოფი პირების მოკვლის მუქარით, წინააღმდეგობაშია როგორც ოთახში მყოფი პირების, ისე ეზოში მყოფი პირების ჩვენებებთან, რომლებმაც გარდა იმისა, რაც საწარმოს ეზოში ნახეს, ვ-–----------------–-ძესა და ბრალდებულთან ერთად ოთახში მყოფი პირებისაგან შეიტყვეს, რომ რ-----------–---–---მა, მისი და ოთახში მყოფები სხვა პირების მოკვლის მუქარით, მანქანა წაართვა ვ-–----------------–-ძეს;
2.12.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2017 წლის 27 ივნისის N2კ-45აპ-17 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. განსახილველ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელთა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, ბრალდების მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ-----------–---–----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში;
2.13. აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 21.30 საათზე, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ე-–---------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, წინათ ყაჩაღობისათვის ნასამართლევი, რ-----------–---–----, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის, ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ვ-–----------------–-ძეს და გასტაცა 40 000 ლარად ღირებული ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი“ სახელმწიფო ნომრით B--------;
ყაჩაღობა ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
2.14. დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია, რომ რ-----------–---–---- ვ-–----------------–-ძეს ყაჩაღურად დაესხა თავს სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით და გაიტაცა მისი კუთვნილი ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი“ სახელმწიფო ნომრით B--------;
ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის
2.15. ს----------- რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, რ-----------–---–---ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარი. შემდეგი სასამართლო გადაწყვეტილებებით, მოსახდელად განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 ივნისს. ჯარიმა გადახდილი არ აქვს. ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არ აქვს;
2.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა;
ყაჩაღობა ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით
სისხლის სამართლისკოდექსის 177-ე მუხლის მუხლის შინიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ვ-–----------------–-ძის ავტომანქანის ღირებულება, რომლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითაც თავს დაესხა რ-----------–---–----, 40 000 ლარია;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-----------–---–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
3.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ-----------–---–----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ-----------–---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა, რაც არ არის ქმედების მაკვალიფიცირებელი - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. სასჯელი მოიხადა 2017 წლის 14 ნოემბერს. ნასამართლობა გაქარწყლებული და მოხსნილი არ აქვს;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად;
5.2. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას აქცევს კანონის მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: რ-----------–---–---ს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, წარსულში ნასამართლევია;
5.3. სასჯელის გარდაუვლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, რ-----------–---–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. წარსული ნასამართლობა, რომელიც არ არის ქმედების მაკვალიფიცირებელი, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის საფუძველია;
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
6.1. · ,,მერსედეს ბენცის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------- რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ვ-–----------------–-ძეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
6.2. რ---------–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუთვნილი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დევნილობის მოწმობა, "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათი, "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი, მეტრომანის ბარათი და ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, სულ 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, "აიფონ" 5S-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამტენი და რ-----------–---–----ს კუთვნილი ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
6.3. შპს "ე-–---------ის" სათვალთვალო კამერიდან ამოღებული და დისკზე დატანილი ჩანაწერი, რომელიც ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს შენობაში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-----------–---–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "გ" ქვეპუნტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 17 აპრილიდან.
3. გაუქმდეს რ-----------–---–----ს მიმართ ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ,,მერსედეს ბენცის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------- რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ვ-–----------------–-ძეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
· რ---------–---–---ის კუთვნილი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დევნილობის მოწმობა, "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათი, "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი, მეტრომანის ბარათი და ფულადი თანხა: ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, სულ 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, "აიფონ" 5S-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამტენი და რ-----------–---–----ს კუთვნილი ტანსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
·შპს "ე-–---------ის" სათვალთვალო კამერიდან ამოღებული და დისკზე დატანილი ჩანაწერი, რომელიც ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს შენობაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–------ რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი