გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
330310018002441782
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2866-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - თ---------------

წარმომადგენელი - ნ-------------

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-----------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში) (იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017წლის 13დეკემბრის N M---------------- გადაწყვეტილება(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბა(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის №---------------ბა ,,ნ-------------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

1.5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ---------------სთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე და დაევალოს ამ შუამდგომლობის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

1.6. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ---------------ს სასარგებლოდ სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონების პრივატიზაციის თაობაზე(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 49-56).

 

მოსარჩელის განმარტებით, არის თადარიგის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 1993 წლიდან 2011 წლამდე. მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. მიღებული აქვს ჯილდოები, მედლები მხედრული მამაცობისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის. 2007წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა სამსახურეობრივი ორდერი, რომლის საფუძველზეც საცხოვრებლად გადაეცა ფართი წარსულში ,,სამხედრო ქალაქის’’ სასადილოს შენობაში. აღნიშნული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზე გადაკეთდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართად, რომელიც ფაქტობრივად უნდა დანაწილებულიყო 12 ბინად და უნდა გადაცემოდა სამხედრო მოსამსახურეებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია მასზე გაცემულ ორდერში მითითებულია, რომ გადაეცა ბინა, მაგრამ ფაქტობრივად ორდერის გაცემის მომენტისათვის გადაცემული ფართი არ იყო გადაკეთებული საცხოვრებელ ბინად და მოსარჩელეს თავად მოუწია სამშენებლო სამუშაოების და რემონტის ჩატარება, რომელიც საკმაოდ კოლოსარული თანხა დაუჯდა. კონკრეტულად მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებული იქნა მეზობლებთან გამყოფი კედლები, შიდა ტიხრები, დაგებული იქნა იატაკი, გაკეთდა ჭერი, კარ-ფანჯრები, შეყვანილი იქნა კანალიზაცია, წყალი, ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ამჟამად მისი საცხოვრებელი ბინა, იყო მიტოვებული, ნანგრევებად ქცეული და გაძარცვული, ამიტომ დიდი ძალისხმევა, შრომა და ფინანსები დაჭირდა, რომ საკუთარი ბინისთვის საცხოვრებელი ფართის იერსახე მიეცა და საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

 

2014 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა კომპეტენცია შუამდგომლობით მიემართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოსთვის სამხედრო მოსამსახურეებისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მიზნით და ამის მრავალრიცხოვანი პრაქტიკაც გააჩნდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ამიტომ მან განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა გაეწიათ შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. ამ დროს ცნობილი გახდა მხარისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2010 წელს მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული იყო ყველა ბინა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობის ბინებად, ამიტომ ჯერ აუცილებელი ეტაპი იყო სამსახურებრივი სარგებლობის სტატუსის მოხსნა. შესაბამისად, 2015 წლის 16თებერვლის ქონების განკარგვის მიერ შექმნილი კომისიის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სადავო ბინაზე სამსახურეობრივი სარგებლობის სტატუსის მოხსნის თაობაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მან მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პივატიზების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა გამოეთხოვათ შუამდგომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, თუმცა უშედეგოდ. არაერთი წერილით მიმართა მან პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციას და თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 19 თებერვალს განხილული იქნა ქონების განკარგვის კომისიაზე მისი განცხადება, შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, ხოლო მოსარჩელეს ეცნობა, რომ დადებითად გადაწყდა მის განცხადებაში დასმული საკითხი და შუამდგომლობა გაეგზავნა სააგენტოს, თუმცა როგორც მხარისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია წერილობითი გადაწყვეტილება და პასუხი. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ 2016 წელს სააგენტოსთვის წარდგენილი წერილი სააგენტომ არ განიხილა, როგორც შუამდგომლობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ- საპრივატიზაციო პირობების მითითება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვულმა სააგენტომ კი 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ქონების პრივატიზებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა 2018წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3. მოპასუხე- საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ე-–----------------------------–--------------–------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.02.59.004.01.5--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 100.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 59, 2012 წლის 06 სექტემბრიდან(სართული 1, ფართი: 77,62კვ.მეტრი) საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 06/09/2012(იხ. ტომი 1, ს.ფ. 50)

 

3.1.2. 2007 წლის 24 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თ---------------ს სახელზე გაიცა სამსახურეობრივი ორდერი №---2, რომლის თანახმადაც თ---------------ს(მეუღლესთან და შვილებთან ერთად) გადაეცა სამოთახიანი ბინა, მდებარე: ქ.თბილისში, ს------–--------------------–--------------- საერთო ფართი:74,69კვ.მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 53,92კვ.მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 24 დეკემბრის ორდერი №---2(იხ.ტომი 1, ს.ფ. 51)

 

3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ 2009 წლის 05 აგვისტოს თ---------------ს სახელზე გაცემული იქნა №3-------- ცნობა მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მონაცემებით მის მიმართ და ბინასთან(განთავსებული- ქ.თბილისი, ს------–---------------------–--------------- დაკავშირებით არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები და მითითებულ ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით არ მიმდინარეობს სასამართლო დავა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ 2009 წლის 05 აგვისტოს გაცემული №3-------- ცნობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 52)

 

3.1.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 02 აპრილის M------------- ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ დანართი №1-ში მოცემულ ბინებს(მათ შორის ს------–--------------------–--------------- მოეხსნათ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინების სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 62-63)

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 02 აპრილის M-------------- ბრძანება და დანართი №1(იხ. ტომი 1, ს.ფ. 60-61)

 

3.1.5. 2015 წლის 22 აპრილს, თ---------------მ №-------3 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ დაკავებული, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის(საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემა და თავდაცვის სამინისტროდან შუამდგომლობის გამოთხოვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 27 აპრილის M------------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონიერ მოსარგებლეზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით განეკარგა ქ.თბილისში, ს------–----------------–------–- (საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) მდებარე უძრავი ქონება.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №------- წერილით თ---------------ს, ხოლო 2016 წლის 10 ივნისის №------- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 2015 წლის 22 აპრილის №-------3 განცხადების და საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 27 აპრილის M------------- წერილის პასუხად ეცნობათ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მზად იყო განეხილა მითითებულ კორესპონდენციაში დასმული საკითხი იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე და ინფორმაცია პირობების შესახებ(კერძოდ, გადაცემის ფორმა, საპრივატიზებო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზებო პირობები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ---------------ს 2015 წლის 22 აპრილის №-------3 განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 54-55)

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი №1(იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-59)

- საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 27 აპრილის M-------------- წერილი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 56)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20მაისის №------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 150)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10ივნისის №------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 215)

 

3.1.6. 2017 წლის 28 ივლისს, თ---------------მ №------ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კვლავ მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის(საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემა და თავდაცვის სამინისტროდან შუამდგომლობის გამოთხოვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად(დღის წესრიგის მე-12 საკითხი), კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისში, ს------–----------------–--------------, ფართით 77,2კვ.მეტრი, საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №------- წერილით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა თ---------------ს 2017წლის 28 ივლისის №------ფ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ეთხოვა პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017წლის 13 დეკემბრის N-------------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ 2017 წლის 06ოქტომბრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების(მდებარე: ქ.თბილისში, ს------–----------------–--------------, ფართით 77,2კვ.მეტრი, საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბით თ---------------ს წარმომადგენელს ნ-------------ს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017წლის 13 დეკემბრის N-------------- წერილის გათვალისწინებით, სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა 2017 წლის 28 ივლისის №------ფ განცხადებაში დასმული საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ---------------ს 2017 წლის 28 ივლისის №------ფ განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 74)

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის სხდომის ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 216-238)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №------- წერილი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 154)

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017წლის 13 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება(იხ.ტომი 1, ს.ფ. 72)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21დეკემბრის №-------------–-------–-ბა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 73)

 

3.1.7. 2018 წლის 26 თებერვალს, თ---------------ს წარმომადგენელმა ნ-------------მ №------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01მარტის №------- წერილით ნ-------------ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 10დღის ვადაში. ამავე წერილით განემარტა მხარეს, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01მარტის №------- წერილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა თ---------------ს წარმომადგენელს ნ-------------ს, რომელიც მას პირადად ჩაბარდა 2018წლის 18ივლისს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19ნოემბრის №---------------ბით ნ-------------ს 2018 წლის 26 თებერვლის №------- ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს 2018 წლის 26თებერვლის №------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 114)

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის №------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 109-110)

-საფოსტო გზავნილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 113)

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის №---------------ბა ,,ნ-------------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’(იხ.ტომი 2, ს.ფ. 44-45).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება; დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში) გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს თ---------------ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება(დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------------ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში თ---------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება’’, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულება, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება(დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19ნოემბრის №---------------ბა ,,ნ-------------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებულია- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის N M---------------- წერილი, ეს უკანასკნელი კი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე შესაბამის მსჯელობას სასამართლო დამოუკიდებლად არ იქონიებს, თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტებთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.

 

6.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თ---------------ს ნაწილში(დღის წესრიგის მე-12 საკითხი) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ---------------სთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე და დაევალოს ამ შუამდგომლობის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის(შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. ამავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 2.5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-1ს საქართველოს კანონით ცვლილება იქნა შეტანილი სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში, - დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მათ შორის, დამატებითი საპრივატიზებო პირობები. ამ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ არსებული საპრივატიზებო პირობისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დადგენილი შესაბამისი საპრივატიზებო პირობა უქმდება. ასევე დადგინდა, რომ ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს როგორც „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება, ასევე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულება. ამავე კანონით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, ხოლო სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, აქვე გაკეთებულია დათქმა იმის თაობაზე, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

 

დადგენილია, რომ სწორედ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №---, რომლითაც დამტკიცებული იქნა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’. ხოლო რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულებას,- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა №--- დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ’’, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისათანავე(გამოქვეყნდა ვებგვერდი, 24/02/2014 სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.017815 ), რაც მოქმედია და ძალაში არის დღეის მდგომარეობით და რომელმაც თავის მხრივ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოიწვია „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. ხოლო რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულებას,-„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ უზრუნველყოფილი არ ყოფილა შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. შესაბამისად, მითითებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30აპრილის №--- ბრძანებულება მოქმედია დღეის მდგომარეობითაც და იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

 

6.3. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ხოლო 1.3მუხლის თანახმად კი განისაზღვრა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. თავის მხრივ ასეთი სახის ნორმატიულ აქტს, რომელიც როგორც აღინიშნა დღეის მდგომარეობითაც მოქმედია და ძალაშია წარმოადგენს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30აპრილის №--- ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის(შემდეგში - ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე.

 

დასახელებული ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება:

ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და

ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

 

დასახელებული ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კი განსაზღვრულია შემდეგი დებულებანი: საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა)რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ)თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა)2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს(გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს(გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ)საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007წლის 24 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თ---------------ს სახელზე გაიცა სამსახურეობრივი ორდერი №---2, რომლის თანახმადაც, თ---------------ს(მეუღლესთან და შვილებთან ერთად) გადაეცა სამოთახიანი ბინა მდებარე თბილისში, ს------–--------------------–--------------- საერთო ფართი: 74,69 კვ.მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 53,92 კვ.მეტრი.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ 2009 წლის 05 აგვისტოს თ---------------ს სახელზე გაცემულ იქნა №3-------- ცნობა მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული მონაცემებით მის მიმართ და ბინასთან(განთავსებული- ქ.თბილისი, ს------–---------------------–--------------- დაკავშირებით არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები და მითითებულ ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით არ მიმდინარეობს სასამართლო დავა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ - ქონების სააგენტო). ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა გულისხმობს ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, პრივატიზება განმარტებულია, როგორც ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა)აუქციონი; ბ)პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ)უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს თ---------------მ №------ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის(საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემა და თავდაცვის სამინისტროდან შუამდგომლობის გამოთხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად(დღის წესრიგის მე-12 საკითხი), კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების(მდებარე: ქ.თბილისში, ს------–----------------–--------------, ფართით 77,2კვ.მეტრი, საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის N--------------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების(მდებარე: ქ. თბილისში, ს------–----------------–--------------, ფართით 77,2კვ.მეტრი, საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას;

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ---------------ს მიერ წარდგენილი განცხადების განხილვისას, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს წარმომადგენლის ნ-------------ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების(მდებარე: ქ. თბილისში, ს------–----------------–--------------, ფართით 77,2კვ.მეტრი, საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას, თუმცა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძველსა და არგუმენტებს ემყარება სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არსებულ საკითხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ისე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა რიგი მტკიცებულებები, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს არანაირ მითითებას წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევასა და მათ შინაარსზე სათანადო მსჯელობის შესახებ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისათვის ორდერის გაცემის მომენტისათვის გადაცემული ფართი არ იყო გადაკეთებული საცხოვრებელ ბინად(რასაც სადავოდ არ ხდის მოპასუხე მარე) და მას თავად მოუწია სამშენებლო სამუშაოების და რემონტის ჩატარება, რომელიც საკმაოდ კოლოსარული თანხა დაუჯდა. კონკრეტულად მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებული იქნა მეზობლებთან გამყოფი კედლები, შიდა ტიხრები, დაგებული იქნა იატაკი, გაკეთდა ჭერი, კარ-ფანჯრები, შეყვანილი იქნა კანალიზაცია, წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი. ამასთან, შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ამჟამად მისი საცხოვრებელი ბინა, იყო მიტოვებული, ნანგრევებად ქცეული და გაძარცვული, ამიტომ დიდი ძალისხმევა, შრომა და ფინანსები დაჭირდა, რომ საკუთარი ბინისთვის საცხოვრებელი ფართის იერსახე მიეცა და საცხოვრებელი პირობები შეექმნა. ასევე არ იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი არაერთი წერილი, რომლითაც დგინდება, რომ თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონიერ მოსარგებლეზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით განეკარგა ქ.თბილისში, ს------–----------------–------–-(საკ.კოდი: №01.17.02.59.004.01.5--) მდებარე უძრავი ქონება, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 06 ოქტომბრის სხდომის ოქმით, სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე, არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ---------------ს(წარმომადგენელი ნ-------------) განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტისათვის საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, არ განუხორციელებია კანონით განსაზღვრული ნებისმიერი პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება კი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და შესაბამისად აქტის გაუქმების საფუძველს.

 

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, შესაბამისად მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა კომისიამ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება(დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------------ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის №---------------ბის ბათილად ცნობა, რომლითაც ნ-------------ს ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 26 თებერვალს, თ---------------ს წარმომადგენელმა ნ-------------მ №------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01მარტის №------- წერილით ნ-------------ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 10დღის ვადაში. ამავე წერილით განემარტა მხარეს, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 01მარტის №------- წერილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა თ---------------ს წარმომადგენელს ნ-------------ს, რომელიც მას პირადად ჩაბარდა 2018 წლის 18 ივლისს. თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც მხარეთა განმარტებებით ირკვევა დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს ადმინისტრაციულ საჩივარში არსებული ხარვეზი არ შეუვსია. შესაბამისად, სწორედ ამის შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის №---------------ბით ნ-------------ს 2018 წლის 26 თებერვლის №------- ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული-2018 წლის 19 ნოემბრის N------- ბრძანებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის N---------ადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით თ---------------ს სახელით ნ-------------ს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი დაეტოვებინა განუხილველი.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმემის განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება თ---------------ს სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბის ბათილად ცნობას და ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას თ---------------ს სასარგებლოდ სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონების პრივატიზაციის თაობაზე,- სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არსებითად არ უმსჯელია, არამედ თ---------------ს ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი(ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით),- ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №-------------–-------–-ბა გამოცემული არის თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში თ---------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ- სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე- თ---------------ს სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, უნდა დაეკისროს 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ---------------ს ნაწილში).

 

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია) დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------------ს მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში.

 

4. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში თ---------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხეს- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე- თ---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი