გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5518-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - ნ-----------–----–---–ი
წარმომადგენელი-ა---------–------------------------------–---–-
მოპასუხეები- 1.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; 3.ქალაქ თბილისის მთავრობა
წარმომადგენელი-ქ--------------–-–---–-
4.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი-ი----------------–---–-
5.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი-ნ-----------------
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ.133-144 ).
1.2.ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლი, კერძოდ -მოსარჩელის კუთვნილი 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და 53.17 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ.133-144 ).
1.3.ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანების მეორე პუნქტი, კერძოდ- მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ.133-144).
1.4.დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 1236 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 53.17კვ.მეტრ საცხოვრებელ ფართზე(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ.133-144 ).
მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლიდან დაეუფლა მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ მიწის ნაკვეთს, რომელზეც მან ააშენა საკუთარი სახსრებით საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთზე გააშენა ხეხილი და ეწევა დღემდე მეურნეობას. 2016 წლის 30 სექტემბერს, განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას და ითხოვა მის მიერ დაკავებული 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საკუთრებაში გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, აღიარების კომისიამ სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, კომისიამ გადაწყვეტილებაში უარის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული შენობის გაბარიტების კონფიგურაცია არ ემთხვეოდა 2010 და 2014 წლის ორთოფოტოზე ასახულ შენობის გაბარიტებს, რაც არასწორია, რადგან შენობა ნაწილ-ნაწილ ააშენა კერძოდ 1995წელს და შემდგომ მიამატა 2006 წელს, სწორედ ამ წელს მიიღო შენობამ დასრულებული სახე, მეორე მიზეზი არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი კვეთს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს საკადასტრო კოდით: №01.10.06.0--.0--- აღნიშნული არგუმენტიც უსაფუძვლოა, რადგან მანამდე დაიკავა მიწის ნაკვეთი სანამ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი მიიღებდა საკუთრებაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან 2008წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 8-----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(ნაკვეთი 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები(საკადასტრი კოდი, პირველადი №01.10.07.003.0---, მოსარჩელისთვის გაუგებარია, როგორ გადასცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მის მერ აშენებული შენობა-ნაგებობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაყოფა მოხდა რამდენიმე მიწის ნაკვეთად, სადაც მოქცეულია მოსარჩელის მიერ დაკავებული 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, აღნიშნული კოდით მიწის ნაკვეთი ასევე დაიყო მიწის ნაკვეთებად საკადასტრო კოდებით: N01.10.06.0--.0-- და N01.10.06.0--.0---
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.3. მოპასუხეს- ქალაქ თბილისის მთავრობას, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-----------–----–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-----------–----–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის მხარის წარმომადგენელმა სარჩელი კი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.5. მოპასუხეს-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-----------–----–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ------------------------------------------(ნაკვ.003/0---, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.07.003.0--- დაზუსტებული ფართობი:8----- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი N------, დამოწმების თარიღი:05/09/2008, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი: 04/09/2008, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/09/2008(ს.ფ. 30)
3.1.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008 წლის 25სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება №--------, რომლითაც დგინდება, რომ ცნობად იქნეს მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი და გადაეცეს ქ.თბილისს საკუთრებაში, როგორც დამატებითი ქონება, ქ.თბილისში, დ-------------------------------------------------------–- 8-----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(ნაკვ 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ბრძანებით დგინდება, რომ დაევალა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008წლის 25 სექტემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს(შემდგომში ,,სამინისტრო“), წარმომადგენელი იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მ-------------------–---–ის სახით, რომელიც მოქმედებს სამინისტროს 26.09.08წლის №------ მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, ქ.თბილისი(შემდგომში თბილისის მთავრობას) წარმომადგენელი ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების მთავარი სპეცილისტს თ----------------–--–---–ის სახით, მოქმედი ქალაქ თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.07.08წლის №01-13/13 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სამინისტრო’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო ,,თბილისის მერია“ ქ.თბილისის საკუთრებაში იღებს ქ.თბილისში, დ------------------------------------------- არსებულ 8-----კვ.მ. მიწის ნაკვეთს(ნაკვ.003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებს(მიწის უძრავი ქინების საკადასტრო კოდი №01.10.07.003.0---.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, ქ.თბილისში,დ-------------------------------------------ე არსებული 8----- კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაკ. 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №01.10.07.003.0--- როგორც დამატებითი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, 57145 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25სექტემბრის ბრძანება №--------(ს.ფ. 146)
-საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ,,ქ.თბილისში, დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 8----- კვ.მ მიწის ნაკვეთის(ნაკ. 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე’’(ს.ფ. 19-21)
3.1.3. ქ.თბილისში, დ-------------------------------------------ე არსებული 8-----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: №01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 15აგვისტოს Nბ61.0-------- ბრძანებით კი დადგინდა, რომ განხორციელდეს, თბილისი დ---------------------–---- მიმდებარედ არსებული 27932 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის(მიწის საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.013) გამიჯვნა თანდართული გამიჯვნითი პროექტის მიხედვით და გამიჯნული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდეს ცალ-ცალკე საკადასტრო ერთეულებად, შემდეგი ფართობებით:
- №1 მიწის ნაკვეთი 27698 კვ.მეტრი ფართობით;
- №2 მიწის ნაკვეთი 234 კვ.მეტრი ფართობით;
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.0--, დაზუსტებული ფართობი: 27698.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბ------------------7, დამოწმების თარიღი: 23/12/2015, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბრძანება Nბ61.0--------, დამოწმების თარიღი: 15/08/2017, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბ------------------3, დამოწმების თარიღი: 15/11/2016, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბრძანება N---------, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’;
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომაროებით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.027, დაზუსტებული ფართობი:234.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბ------------------7, დამოწმების თარიღი: 23/12/2015, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბრძანება Nბ61.0--------, დამოწმების თარიღი: 15/08/2017, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბ------------------3, დამოწმების თარიღი: 15/11/2016, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ბრძანება N---------, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს Nბ61.0-------- ბრძანება ,,უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ’’(ს.ფ.29)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17/08/2017(ს.ფ. 31)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17/08/2017(ს.ფ. 33)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 23 სექტემბრის ნ--------------–------------–----------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ნ-----------–----–---–ი, 1993 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, კერძოდ მიწის ნაკვეთით(ფართით 1236 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ და რომ აღნიშნული პირები თანახმანი არიან ნ-----------–----–---–მა კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს ქონების საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ--------------–---------–----------–---–-- 2016 წლის 23სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება(ს.ფ.24)
3.1.5. 2016 წლის 30 სექტემბერს, ნ-----------–----–---–მა №3-------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისი, სოფელი ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ, საერთო ფართი-1236.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 01 მაისის N--- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 32-ე საკითხი) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე(ქ.თბილისი, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ) ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი გადაიდო უკეთ შესწავლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნ-----------–----–---–ის 2016 წლის 30 სექტემბრის განცხადება №3--------(ს.ფ.74)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 01 მაისის N--- საოქმო გადაწყვეტილება(ს.ფ. 71)
3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის N---------3 წერილით ირკვევა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ზ---------------------------–------------- მიმდებარედ 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ(სზ-6) ზონაში. კვეთს 01.10.06.0--.013 საკადასტრო ერთეულს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის N---------3 წერილი(ს.ფ.69)
3.1.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25ივნისის №--- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 56-ე საკითხი) დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე(ქ.თბილისი, სოფ.ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვას ნ-----------–----–---–ს, ვინაიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში შექმნილმა კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №--- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა განკარგულება №---, რომლითაც დგინდება, რომ უარი ეთქვა ნ-----------–----–---–ს მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, სო--------------------------------–-----------------------------------------------------------------აკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 25 ივნისის N--- საოქმო გადაწყვეტილება(ს.ფ. 63-68)
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ივლისის განკარგულება №--- ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 16-18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 30 ივლისის N--- განკარგულების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----------–----–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში კი ნ-----------–----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №--- დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი), ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანება(გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ- მეორე პუნქტი, მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისს შორის 2008 წლის 26სექტემბერს დადებული ხელშეკრულება(გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ 1.1მუხლი-მოსარჩელის კუთვნილი 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 1236 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 53.17 კვ.მეტრ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, ნ-----------–----–---–მა №3-------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისი, ს------–-------------------------------–--------------- მიმდებარედ, საერთო ფართი-1236.00კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
6.3.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი(შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის– ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით(აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც,- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №--- დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს(განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ნ-----------–----–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ფოტოსურათები, მოქალაქეების- ნ--------------–---------–----------–---–-- 2016 წლის 23 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ნ-----------–----–---–ი 1993 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, კერძოდ მიწის ნაკვეთით(ფართით 1236 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ და რომ აღნიშნული პირები თანახმანი არიან ნ-----------–----–---–მა კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს ქონების საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია.
6.4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ,- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ნ-----------–----–---–ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ.თბილისში, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
თავის მხრივ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ არ დასტურდება ნ-----------–----–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ,- 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კონფიგურაცია და გაბარიტული ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს, არ დგინდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ან შენობის ნაწილი არსებული სახით განთავსებული იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რამეთუ აღნიშნულ ფაქტს სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე და მიუთითებს, რომ 1994 წლიდან დაეუფლა მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ.თბილისი, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ, რომელზედაც საკუთარი სახსრებით ააშენა საცხოვრებელი სახლი, გააშენა ხეხილი და დღემდე ეწევა მეურნეობას. ხოლო ის გარემოება, რომ 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოზე ასახული შენობის გაბარიტების კონფიგურაცია არ ემთხვევა ერთმანეთს,- განპირობებულია იმით, რომ შენობა ააშენა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ- 1995 წელს დაიწყო და შემდგომ მიამატა, შენობას დასრულებული სახე ჰქონდა უკვე დაახლოებით 2005-2006 წლებში, ხოლო ამის შემდგომ ძირითადი ცვლილება არ განუხორციელებია. დაახლოებით 2010-2011 წლებში მხოლოდ სახურავი იქნა შეცვლილი და სახურავზე ასასვლელი კიბე იქნა მიდგმული. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები . . .
მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქ.თბილისში, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი კვეთს N01.10.06.0--.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს და რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აღიაროს ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლება,-აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის შემთხვევაშიც, უძრავ ქონებაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას, რამდენადაც საქართველოს კანონით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის 2016წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით ცალსახად განისაზღვრა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს შესაბამისი წესითა და პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. უფრო მეტიც, თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო და/ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა და უტყუარობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რომელი მიწის ნაკვეთები არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას, კერძოდ: საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმებით არ არის აკრძალული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2018 წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და მოპასუხე მხარეს,– ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა, კერძოდ- მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი) აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული ანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღნიშნა საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 25სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ------------------------------------------(ნაკვ.003/0---, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.07.003.0--- დაზუსტებული ფართობი: 8----- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი N------, დამოწმების თარიღი: 05/09/2008, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი: 04/09/2008, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური.
სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე(სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის(შემდგომში–თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესს და ქონებრივ უფლებებს, გარდა მიწისა და ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით. ამავე კანონის 2.1მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად– ძირითად(განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად: ა)ძირითადი(განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; ბ)დამატებითი ქონება– თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-4 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე: ა)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით; ბ)საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით. ამავე კანონიდ 5.2მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თვითმმართველ ერთეულს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-6 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერის თხოვნის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008 წლის 25სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება №--------, რომლითაც დგინდება, რომ ცნობად იქნეს მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი და გადაეცეს ქ.თბილისს საკუთრებაში, როგორც დამატებითი ქონება, ქ.თბილისში, დ-------------------------------------------------------–- 8-----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(ნაკვ 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ბრძანებით დგინდება, რომ დაევალა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008წლის 25 სექტემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს(შემდგომში ,,სამინისტრო“), წარმომადგენელი იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მ-------------------–---–ის სახით, რომელიც მოქმედებს სამინისტროს 26.09.08 წლის №------ მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, ქ.თბილისი(შემდგომში თბილისის მთავრობას) წარმომადგენელი ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების მთავარი სპეცილისტს თ----------------–--–---–ის სახით, მოქმედი ქალაქ თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.07.08 წლის №01-13/13 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სამინისტრო’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო ,,თბილისის მერია“ ქ.თბილისის საკუთრებაში იღებს ქ.თბილისში, დ------------------------------------------- არსებულ 8----- კვ.მ. მიწის ნაკვეთს(ნაკვ.003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებს(მიწის უძრავი ქინების საკადასტრო კოდი №01.10.07.003.0---.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისში, დ-------------------------------------------ე არსებული 8----- კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: №01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 15აგვისტოს Nბ61.0-------- ბრძანებით კი დადგინდა, რომ განხორციელდეს, თბილისი დ---------------------–---- მიმდებარედ არსებული 27932კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის(მიწის საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.013) გამიჯვნა თანდართული გამიჯვნითი პროექტის მიხედვით და გამიჯნული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდეს ცალ-ცალკე საკადასტრო ერთეულებად, შემდეგი ფართობებით: №1 მიწის ნაკვეთი 27698 კვ.მეტრი ფართობით; №2 მიწის ნაკვეთი 234 კვ.მეტრი ფართობით;
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.0--, დაზუსტებული ფართობი: 27698.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომაროებით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.06.0--.027, დაზუსტებული ფართობი: 234.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:01.10.06.0--.0--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტი ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი მართლზომიერი სარგებლობის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე. უფრო მეტიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელის განმარტებით დასტურდება სადავო უძრავ ქონებას(მდებარე: ქ.თბილისი, ს-----------------------------------–---------------- მიმდებარედ 1236 კვ.მეტრი) სარგებლობს როგორც თვითნებურად დამკავებელი, ხოლო მოსარჩელის კანონით დაცული უფლება და ინტერესი, რაც მას გააჩნია სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში იმ კუთხით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, თვითნებური დაკავების საფუძვლით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით უღიარდეს საკუთრების უფლება, -არ შეზღუდულა. შესაბამისად, მოსარჩელე ამ ეტაპზე ვერ ასაბუთებს თუ რა პირდაპირი და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანი ადგება მას ან მისი რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი შეიზღუდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–----–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის(კერძოდ- მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლი, კერძოდ-მოსარჩელის კუთვნილი 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და 53.17 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008 წლის 25სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება №--------, რომლითაც დგინდება, რომ ცნობად იქნეს მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი და გადაეცეს ქ.თბილისს საკუთრებაში, როგორც დამატებითი ქონება, ქ.თბილისში, დ-------------------------------------------------------–- 8-----კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(ნაკვ 003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ბრძანებით დგინდება, რომ დაევალა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
დადგენილია ასევე, რომ 2008 წლის 26 სექტემბერს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს(შემდგომში ,,სამინისტრო“), წარმომადგენელი იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მ-------------------–---–ის სახით, რომელიც მოქმედებს სამინისტროს 26.09.08 წლის №------ მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, ქ.თბილისი(შემდგომში თბილისის მთავრობას) წარმომადგენელი ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების მთავარი სპეცილისტს თ----------------–--–---–ის სახით, მოქმედი ქალაქ თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.07.08 წლის №01-13/13 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სამინისტრო’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო ,,თბილისის მერია“ ქ.თბილისის საკუთრებაში იღებს ქ.თბილისში, დ------------------------------------------- არსებულ 8-----კვ.მ. მიწის ნაკვეთს(ნაკვ.003/0--- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებს(მიწის უძრავი ქინების საკადასტრო კოდი №01.10.07.003.0---. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იქნა სწორედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2008 წლის 25 სექტემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამ ნაწილში ნ-----------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, -შესაბამისად სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისს შორის 2008 წლის 26სექტემბერს დადებული ხელშეკრულების(გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ-მოსარჩელის კუთვნილი 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და 53.17 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ დასახელებული ხელშეკრულების დადებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რა დროსაც დაცული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების როგორც ფორმალური ისე მატერიალური კანონიერება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. გარდა აღნიშნულისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე არ გამოვლენილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი(განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ ნ-----------–----–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200(ორასი) ლარის ოდენობით(იხ. ს.ფ. 14-15), ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე- ნ-----------–----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს,- მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1280(ათას ორასოთხმოცი) ლარის ოდენობით(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 6; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 140). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი(საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს(ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1280(ათას ორასოთხმოცი) ლარის ოდენობით, ამასთან სარჩელზე თანდართულია მხოლოდ 2018 წლის 07 აგვისტოს ნ-----------–----–---–ის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებს ავთანდილ გობრონიძეს და იური დადეგაშვილს, თუმცა იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ რეალურად იქნა გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1280(ათას ორასოთხმოცი) ლარის ოდენობით წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე მხარეზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 251-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----------–----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილი იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ივლისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, სოფელი ზ---------------------------–---------------- მიმდებარედ მდებარე 1236 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ნ-----------–----–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით
4. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში(საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 სექტემბრის N-------- ბრძანების მეორე პუნქტი, კერძოდ- მოსარჩელის კუთვნილი 1236კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისს შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 1.1 მუხლი, კერძოდ -მოსარჩელის კუთვნილი 1236 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და 53.17კვ.მეტრი შენობა-ნაგებობის გადაცემის ნაწილში) ნ-----------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე-ნ-----------–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი