გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
330210118002555662
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21933-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - გი--------------–---–ი

მოპასუხეები - 1 - შპს „ე-----------------“

წარმომადგენელი - ნო------------–--ე

2 - ლე-----------–---–ი

3 - გ--------–-----–---–ი

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. სარეცხი მანქანა „ბოშის“, თეთრი ფერის; 2. ტელევიზორი „ლჯ“; 3. ტელევიზორი „ჰიტაჩი“; 4. მაცივარი „სიმენსი“.

 

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–------------- გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომლითაც მოვალეებს - გ--------–-----–---–სა და ლე-----------–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ფულადი ვალდებულების შესრულება. თბილისის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი აქტით ყადაღა დაედო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნივთებს, კერძოდ, სარეცხი მანქანას - „ბოშის“ ფირმის, ტელევიზორს - „ელჯის“ ფირმის, ტელევიზორს - „ჰიტაჩის“ ფირმის და მაცივარს - „სიმენსის“ ფირმის. ვინაიდან, დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს მოვალეთა საკუთრებას, უნდა მოხდეს მათი ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ე-----------------“-ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო .

 

2.2. მოპასუხეებს ლე-----------–---–სა და გ--------–-----–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული ლე-----------–---–ი დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2.3. მოპასუხე გ--------–-----–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის ცნობილი იყო სხდომის ჩატარების დრო და თარიღი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, და----–--------------–------------------------–------------------------------ ფართი: 45.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N--.--.--.---0--.------- რეგისტრირებულია გი--------------–---–ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18)

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ე-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს გ--------–-----–---–სა და ლე-----------–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1 906.36 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 140.15 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2----–-–------------- გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

(მტკიცებულება: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 50-55)

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------------- შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მოვალეების - გ--------–-----–---–ისა და ლე-----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე N---------- არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. სარეცხი მანქანა „ბოშის“, მეორადი, მოთეთრო ფერის; 2. ტელევიზორი „ლჯ“, მეორადი, მოშავო ფერის; 3. ტელევიზორი „ჰიტაჩი“, მეორადი; 4. მაცივარი „სიმენსი“, მეორადი.

 

(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, ს.ფ. 16-17)

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------–--- გაცემული ინფორმაციის თანახმად, დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე 2018 წლის 23 ივლისის მდგომარეობით იძულებით აუქციონი დანიშნული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------–--- გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 15)

 

3.1.5. სასამართლოს სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გი--------------–---–ი წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს.

 

(მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 2-14, 39-49, 91-94)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს გი--------------–---–ის საკუთრებას. მოპასუხე შპს „ე-----------------“-ის წარმომადგენელმა (კრედიტორმა) და მოპასუხე ლე-----------–---–მა (მოვალე) სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო. სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე გ--------–-----–---–ს (მოვალეს) არ წარმოუდგენია, იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე, რის გათვალისწინებითაც, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გი--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. სარეცხი მანქანა „ბოშის“, თეთრი ფერის; 2. ტელევიზორი „ლჯ“; 3. ტელევიზორი „ჰიტაჩი„; 4. მაცივარი „სიმენსი“.

 

2. მოსარჩელე გი--------------–---–ს დაუბრუნდეს 2----–-–---------–--- ე------------–---- მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ს-----------------, სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება №0.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი