გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002395480
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10790-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე - შპს ,,ე-–--ი’’

წარმომადგენელი - კ------–-------ი, პ-------–---–----ე

მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ი’’, ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ი’’

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა სარჩელში:

1.1. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20 746.6 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1 800 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის გადახდა 3 226 ლარის ოდენობით;

1.4. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 18 804.8 ლარის გადახდა;

1.5. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1 620 ლარის ოდენობით;

1.6. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის გადახდა 3 149 ლარის ოდენობით.

 

2. მოთხოვნა ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ შეგებებულ სარჩელში:

2.1. მოპასუხე შპს ,,ე-–--ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 32 486.10 ლარის ანაზღაურება;

2.2. მოპასუხე შპს ,,ე-–--ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 130.26 ლარის ოდენობით.

 

2. მოთხოვნა ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ შეგებებულ სარჩელში:

2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 31 820.30 ლარის ანაზღაურება;

2.4. მოპასუხე შპს ,,ე-–--ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 128.17 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-18; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 1-17):

1.1.1. მიჩნეული იქნა 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ მიერ გამოცხადებული შესყიდვის №G----------- ელექტრონული პროცედურის გამარჯვებულად;

1.1.2. აღნიშნულის საფუძველზე მასსა და ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე;

1.1.3. ხელშეკრულების საფუძველზე მან იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით;

1.1.4. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის - 3 226 ლარის ოდენობით;

1.1.5. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მან ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 20 746.6 ლარის მომსახურება, რაზეც მოპასუხეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

1.1.6. მასსა და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება 410 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე;

1.1.7. ხელშეკრულების საფუძველზე მან იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 410 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით;

1.1.8. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის - 3 149 ლარის ოდენობით;

1.1.9. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მან ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 18 804.8 ლარის მომსახურება, რაზეც მოპასუხეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

1.1.10. მიუხედავად მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გასარკვევად მან მოპასუხეებს მიმართა შესაბამისი განცხადებით 2017 წლის 25 დეკემბერს;

1.1.11. მოპასუხეებმა აცნობეს, რომ თითქოს მის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც მის მიერ არსებითად დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხე ააიპ ,,თბილისის №--------–-------------მა’’ მას დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის - 105.78 ლარის ოდენობით;

1.1.12. შექმნილი ვითარებაში გარკვევის მიზნით მიმართა განცხადებით ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’;

1.1.13. სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის №1----- წერილით ეცნობა თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, ვინაიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ, არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეული მომსახურების მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა;

1.1.14. ქ. თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის №1------------ წერილს საფუძვლად დაედო სსიპ ,,ს---------------------–----------ოს’’ 2017 წლის 15 დეკემბრის №0------- და 19 დეკემბრის №0------ წერილები;

1.1.15. სსიპ ,,ს---------------------–----------ოს’’ 2017 წლის 22 დეკემბრის №0------2 წერილით ასევე ეცნობა, რომ სსიპ ,,ს---------------------–----------ოს’’ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასდა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯის აღება და ლაბორატორიული კვლევა;

1.1.16. მოპასუხეთათვის მიწოდებული კარაქის და ყველის შეძენას ახდენდა შპს ,,ა--------------–------–--------ისა’’ და შპს ,,ნ---------– +’’-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხეთათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

1.1.17. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხეების სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის მოთხოვნით ქ. თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეებს, რის საფუძველზეც, მოპასუხეთა მიერ განხორციელდა მათ სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა.

 

2. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ შეგებებული სარჩელების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 119-139; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 112-132)

2.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ომ’’ გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა G----------- სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით;

2.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტთა მიმართ სხვა მოთხოვნებთან ერთად დადგინდა პირობები, რომლის თანახმადაც მომსახურებისას გამოყენებული ყველი უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ხოლო კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №1-- ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;

2.1.3. 2016 წლის 22 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის №--------–-------------სა’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება 396 აღსაზრდელისთვის 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჯამში 244 823.04 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბერს მათ შორის დაიდო ხელშეკრულება 420 აღსაზრდელისთვის 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში 105 777 ლარის კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე;

2.1.4. 2016 წლის 22 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის №---------–-------------სა’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება 403 აღსაზრდელისთვის 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჯამში 249150.72 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბერს მათ შორის დაიდო ხელშეკრულება 410 აღსაზრდელისთვის 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში 103 258 ლარის კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე;

2.1.5. შპს ,,ე-–--ისთვის’’ სრულად იქნა ანაზღაურებული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქტების ღირებულება. შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის მიერ დარღვევების გამოვლენის გამო, სხვა ქმედებებთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ბოლო თვის, დეკემბრის ანაზღაურების დაყოვნება და მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე უარის თქმა, წარმოშობილი მოთხოვნების ურთიერთგაქვითვის მიზნით;

2.1.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა ააიპ თ---–----------–-----------ს მართვის სააგენტოს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი კომპანია შპს ,,ე-–--ის’’ გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. მიღებული შედეგების თაობაზე კი შედგა 2018 წლის 22 მაისის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ს----–-------------ებთან დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობების დარღვევით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა ჯამში 3 615 378 ლარი, მათ შორის ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის წილი შეადგენს 32 486.10 ლარს, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის წილი შეადგენს - 31 820.30 ლარს;

2.1.7. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებელი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულა მოპასუხის მიერ ვალდებულების მიუხედავად;

2.1.8. ხელშეკრულებების დანართი №1-ის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველის თითოეული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან. შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მომსახურების პროცესში ფაქტიურად გამოყენებული ,,ი-------–ის’’ ეტიკეტზე აღწერილ შემადგენლობაში მითითებულია ,,აღდგენილი რძე’’. შესაბამისად, ხელშეკრულებით მოთხოვნილი ყველი და შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული პროდუქტი ,,ი-------–ი’’ არ წარმოადგენს ერთსა და იმავე პროდუქტს;

2.1.9. მათსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ყველისა და კარაქის მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №1-- დადგენილებასთან, რომელიც ადგენს, რომ ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი. მოპასუხის მიერ გამოყენებული პროდუქტის - ,,ი-------–ის’’ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის თანახმად კი, შესაბამისი მასა დამზადებულია აღდგენილი რძისგან, ანუ გამოყენებული პროდუქტი არ არის ყველი არა მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ 2017 წლის 1 ივლისიდან მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისადაც;

2.1.10. ანალოგიურად, მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტის ,,კარაქის’’ შემცველობა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ტ’’ ქვეპუნქტით კარაქის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მიწოდებული პროდუქტი არ წარმოადგენს კარაქს;

2.1.11. მოპასუხის მიერ მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ეტიკეტზე მწარმოებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა, საკითხის კვლევის ეტაპზე მიმართა სსიპ ,,ს---------------------–---------ოს’’ 2017 წლის 15 დეკემბრის №1------------ წერილით და ითხოვა გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით მოთხოვნილ პარამეტრებთან. წერილის დანართებად სააგენტოს მიეწოდა ხელშეკრულების ამონარიდი დანართი №1-ის მე-4 პუნქტის სახით და პროდუქტ ,,ი-------–ის’’ ეტიკეტი;

2.1.12. სსიპ ს---------------------–----------ოს 2017 წლის 15 დეკემბრის №0------- წერილით შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურს განემარტა, რომ წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,ი-------–ი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს, ანუ მათთვის მომსახურების გაწევისას მოპასუხეს მოთხოვნილი მახასიათებლების ყველი არ გამოუყენებია;

2.1.13. ყველთან მიმართებაში გამოვლენილი დარღვევიდან გამომდინარე, რისკის არსებობის გათვალისწინებით, შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა კვლავ მიმართა სსიპ ს---------------------–---------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის №1---------- წერილით და სხვა პროდუქტებთან ერთად მოითხოვა კარაქის დადგენილი მახასიათებლების გამოყენებულ პროდუქტთან შესაბამისობის დადგენა;

2.1.14. პასუხად მიღებული 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ,,ნაღების კარაქის’’ შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტითა და ხელშეკრულებით მოთხოვნილ კარაქის პარამეტრებს. შესაბამისად, ერთის მხრივ, მიეთითა გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობაზე და ამასთან, განიმარტა, რომ შემადგენლობის შეუსაბამობიდან გამომდინარე, მწარმოებლის მიერ დარღვეულ იქნა ეტიკეტირების წესი. შედეგად, სსიპ ს---------------------–----------ოს მიერ განიმარტა, რომ სურსათი კარაქის ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, ანუ მომსახურების ამ ნაწილში, ისევე როგორც ყველის შემთხვევაში, დადგინდა, რომ კარაქის გამოყენება არ განხორციელებულა;

2.1.15. სსიპ სურათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცალსახად დადგინდა, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ქალაქ თბილისის ს----–-------------ებისათვის მომსახურების გაწევის პროცესში არ გამოყენებულა ყველი და კარაქი. აღნიშნული პროდუქტი ჩანაცვლებულ იქნა სხვა პროდუქტით, რომელსაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით არ შეიძლება ეწოდოს კარაქი და ყველი;

2.1.16. გამოიკვეთა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ვალდებულების გარეშე, პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების გარემოებები. მისი მოცულობის დასადგენად შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა 171 ს----–-------------იდან, მათ შორის მათგან, გამოითხოვა მონაცემები ბავშვთა ფაქტიური დასწრებადობის მაჩვენებლების შესახებ, მენიუ ფაქტურები და სხვა დოკუმენტაცია, რაც იძლეოდა ვალდებულების გარეშე გადახდილი/გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობის დაანგარიშების შესაძლებლობას;

2.1.17. მიღებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადახდილი/გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 16 385.10 ლარი, ხოლო ყველის ნაწილში 16 101 ლარი, ანუ ჯამში 32 486.10 ლარი, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადახდილი/გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 16 562.30 ლარი, ხოლო ყველის ნაწილში 15 258.00 ლარი, ანუ ჯამში 31 820.30 ლარი;

2.1.18. შპს ,,ე-–--ისთვის’’ წინასწარ ცნობილი იყო მათთვის მისაწოდებელი პროდუქტის ნაკლი ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან მიმართებაში;

2.1.19. ყველისა და კარაქის მწარმოებელი კომპანიები ადასტურებენ, რომ მათ მიერ შპს ,,ე-–--ისთვის’’ მიწოდებული პროდუქცია მათთან არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიეწოდა ერთი და იგივე შემადგენლობით და აღნიშნული იდენტურია იმ მოცემულობასთან, რომელიც დატანილია პროდუქტის შეფუთვის ეტიკეტზე;

2.1.20. შპს ,,ე-–--ს’’ ხელშეკრულების დადებამდეც, ელექტრონული შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის ეტაპზე, გაცნობიერებული ჰქონდა მისაწოდებელი პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები და გამარჯვების შემთხვევაში, თანხმობას აცხადებდა დასახელებული მახასიათებლების პროდუქტის გამოყენებაზე. ხელშეკრულებაში კი ასახულია ზუსტად ის იდენტური ტექნიკური მახასიათებლები, რომლის გამოყენებასაც ისინი სთავაზობდნენ მოპასუხეს პრეტენდენტად რეგისტრაციის მომენტში;

2.1.21. შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შორის 2016 წლის 22 აგვისტოს და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 11.2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, მას ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.01%. 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების ღირებულებამ 3.1 პუნქტის თანახმად, შეადგინა 244 823.04 ლარი და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლომ 24.48 ლარი, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ღირებულებამ 3.1 პუნქტების თანახმად შეადგინა 105 777 ლარი, ხოლო მისგან გამომდინარე პირგასამტეხლომ - 105.78 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ს’’ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 130.26 ლარი;

2.1.22. შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შორის 2016 წლის 22 აგვისტოს და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 11.2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, მას ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.01%. 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების ღირებულებამ 3.1 პუნქტის თანახმად, შეადგინა 249 150.72 ლარი და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლომ 24.92 ლარი, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ღირებულებამ 3.1 პუნქტების თანახმად შეადგინა 103 258.50 ლარი, ხოლო მისგან გამომდინარე პირგასამტეხლომ -103.26 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ს’’ ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 128.17 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებლები, რომლებშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნეს სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 76-89; საქმე №2/10539-18 ს.ფ .78-81):

2.1.1. მოსარჩელის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მოსარჩელის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომსახურების გაწეულად ჩათვლისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც მათი მხრიდან არ განხორციელდა 2017 წლის დეკემბრის თვის კვებით მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება;

2.1.2. მოსარჩელის მხრიდან არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის თაობაზეც მათ წერილობით აცნობეს მოსარჩელეს;

2.1.3. ქალაქ თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურში სსიპ ს---------------------–----------ოდან შესული 2017 წლის 15 დეკემბრის №0------- წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილით დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–-------------ებში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტი (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა ს----–-------------ებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის და კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რის გამოც მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა არაჯეროვნად, შესაბამისად მის მიერ არსებითად დაირღვა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები;

2.1.4. შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა ს----–-------------ებსა და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო, მეორეს მხრივ, შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურების გაწევა განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–-------------ებში, რათა დადგენილიყო იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც მოსარჩელის ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ თბილისის პროკურატურას;

2.1.5. დღეის მდგომარეობით შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა, ამ ეტაპისთვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს;

2.1.6. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი 2017 წლის 09 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის №1------------ წერილი გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2016-2017 წლებში ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

2.2. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებლები შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით, რომლებშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელები.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 366-377; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 259-373):

2.2.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მითითება მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სინამდვილეს;

2.2.2. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებების ფარგლებში მის მიერ გაწეული შესრულება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მიერ მიღებულია სრულად და წარმოდგენილი გაანგარიშება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია;

2.2.3. ხელშეკრულებების საფუძველზე მის მიერ მისაწოდებელი პროდუქტი ,,ყველი’’ და რეალურად მიწოდებული პროდუქტი ,,ყველი’’ წარმოადგენს ერთი და იგივე მახასიათებლების და შემადგენლობის პროდუქტს. მათ შორის არ არის არანაირი განსხვავება ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური მონაცემებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №1-- დადგენილებაში 2017 წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილებების ამოქმედებამდე ,,ყველი’’ მზადდებოდა აღდგენილი მშრალი რძისგან;

2.2.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80%-ზე ნაკლებს;

2.2.5. გაუგებარია ის გარემოება, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დაყრდნობით, მოსარჩელეები ადასტურებენ 2016-2017 წლებში ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო კარაქის მიწოდების ფაქტს;

2.2.6. მის მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა კი სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’, როგორს შემსყიდველს, და შპს ,,ე-–--ს’’, როგორც მიმწოდებელს, შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანად განისაზღვრა 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 105 777 ლარს.

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 420 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით) წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ შესაბამისი სამსახურები.

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - სს ,,ბ---------ის’’ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------- უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის – 3 226 ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24)

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (ს.ფ. 25-34)

 

3.1.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’, როგორს შემსყიდველს, და შპს ,,ე-–--ს’’, როგორც მიმწოდებელს, შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანად განისაზღვრა 410 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 103 258.50 ლარს.

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 410 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით) წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–------------------------------------ოს’’ შესაბამისი სამსახურები.

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - სს ,,ბ---------ის’’ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------- უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3 149 ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 18-23)

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 24-33)

 

3.1.3. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისთვის’’, ისევე როგორც ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №1--) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (ს.ფ. 25-34; საქმე №2/10539-18, ს.ფ. 24-33)

 

3.1.4. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისთვის’’, ისევე როგორც ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №1-- );

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (ს.ფ. 25-34; საქმე №2/10539-18, ს.ფ. 24-33)

3.1.5. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში გაიცა სს ,,ბ---------ის’’ საბანკო გარანტია №B-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 226 ლარით.

აღნიშნული საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი, გარანტსა და პრინციპალს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული №1--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, პრინციპალის თხოვნით კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას. ამ საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა საგარანტიო თანხის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (ს.ფ. 39)

 

3.1.6. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში გაიცა სს ,,ბ---------ის’’ საბანკო გარანტია №B-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 149 ლარით.

აღნიშნული საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი, გარანტსა და პრინციპალს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული №1--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, პრინციპალის თხოვნით კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას. ამ საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა საგარანტიო თანხის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 24-33)

 

3.1.7. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისთვის’’ 2017 წლის დეკემბრის თვეში (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 20 746.60 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შედარების აქტი, ხარჯები (ს.ფ. 40-42)

 

3.1.8. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ 2017 წლის დეკემბრის თვეში (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 18 804.80 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შედარების აქტი, ხარჯები (საქმე №2/10539-18, ს.ფ.39-41)

 

3.1.9. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------მა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------მა’’ უარი განაცხადეს მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტების შედგენასა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე მიწოდებული პროდუქტების ყველისა და კარაქის ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტები (ს.ფ. 41; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 40)

- მიმოწერა (ს.ფ. 43-51; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 42-45)

 

3.1.10. თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–-------------ებში შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შეტანილი პროდუქტის - ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის №0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,ი-------–ი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. ს---------------------–----------ოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 52-57; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 46-51)

 

3.1.11. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სს ,,ბ---------ს’’ გაეგზავნა მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც სს ,,ბ---------ის’’ მიერ მისთვის 2018 წლის 02 მარტს გადახდილია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 3 226 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, მემორიალური ორდერი (ს.ფ. 65-66)

 

3.1.12. ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სს ,,ბ---------ს’’ გაეგზავნა მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც სს ,,ბ---------ის’’ მიერ მისთვის 2018 წლის 02 მარტს გადახდილია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 3 149 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, მემორიალური ორდერი (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 59-60)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,ი-------–ი’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნ---------–ური რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელების ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული დავა არ წარმოადგენს უხარისხო პროდუქტის მოხმარებიდან გამომდინარე დავას.

არსებული დავა ემყარება სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელების ფარგლებში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანია იმის დადგენა, განხორციელდა თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც ადასტურებს და არც უარყოფს სადავოდ გამხდარი მიწოდებული საკვები პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხიანობას ან მათი, როგორც საკვები პროდუქტის უხარისხობას იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავოდ გამხდარი პროდუქტების ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. ამასთან, უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხე ბ------------------ მიწოდებული სურსათი ,,ი-------–ი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,ი-------–ი’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, რამდენადაც დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.

შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქტი, დასახელებით ,,ი-------–ი’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნ---------–ური რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 53-54; საქმე №2/10539-18 ს.ფ. 47-48)

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ისა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებული ბ------------------ დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქტების - კარაქის და ყველის ხელშეკრულებით დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ბ------------------ მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%.

საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–-------------ებში შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქის’’ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები’’.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ს---------------------–----------ოს ცნობაზე (ს.ფ. 52. საქმე №2/10539-18 ს.ფ. 46), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ ს---------------------–----------ოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს მიერ არ არის შესწავლილი უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა. სსიპ ს---------------------–----------ოს მიერ შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი. მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ აღნიშნული საფუძველია მითითებული. მიწოდებული პროდუქტის უშუალოდ ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.

ამასთანავე, აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია შპს ,,ე-–--ისთვის’’ აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის - შპს ,,ა--------------–------–--------ის’’ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და შპს ,,ე-–--ის’’ ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მომართვის თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს.

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხეთათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი უცილობლად არ იყო შესაბამისობაში ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 52;58 საქმე №2/10539-18 ს.ფ. 46; 52)

 

3.2.3. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 20 746.6 ლარის გადახდა, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 18 804.8 ლარის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–--ის’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და ბ-----------ს მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხედ დასახელებული ბ----------- ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებენ მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.

დადგენილია რომ 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხეთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N1-- 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხეთათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,ი-------–ი’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნ---------–ური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №1-- დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,ი-------–ი’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

მიუხედავად მიწოდებული პროდუქტის - ,,ი-------–ის’’ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს შპს ,,ე-–--ი’’, სასამართლო იზიარებს მის პოზციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ არც პროდუქტის მოხმარებამდე და არც მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა.

სასამართლო ფაქტის დადგენის კუთხით ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ე-–--ისათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნ---------– +’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ბ-----------ს მხრიდან სადავოა ასევე გამხდარი მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამოობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 20 746.6 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 18 804.8 ლარის გადახდა.

 

3.2.4. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 800 ლარის გადახდა, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 620 ლარის გადახდა.

შპს ,,ე-–--ის’’ მიერ თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის, და შესაბამისად დადგენილია ის გარემოება, რომ ბ-----------ს მიერ არ არის ანაზღაურებული შპს ,,ე-–--ისთვის’’ 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქტის ღირებულება. ამასთან, დადგენილია, რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ და ,,თბილისის №---------–-------------ს’’ ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მიწოდებული და მოხმარებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების უარის თქმაში. შესაბამისად, ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 800 ლარის გადახდა, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 620 ლარის გადახდა.

 

3.2.5. ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ არ ეკისრებათ საბანკო გარანტიის თანხის - 3 226 ლარის და 3 149 ლარის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში გაიცა სს ,,ბ---------ის’’ საბანკო გარანტია №B-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 226 ლარით. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--სა’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კი ამავე თარიღში გაიცა სს ,,ბ---------ის’’ საბანკო გარანტია №B-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 149 ლარით.

ასევე დადგენილია, რომ შესაბამისი ბ-----------ს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სს ,,ბ---------ს’’ გაეგზავნა მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც სს ,,ბ---------ის’’ მიერ მათთვის 2018 წლის 02 მარტს გადახდილია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხეთათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ არ ეკისრებათ საბანკო გარანტიის თანხის - 3 226 ლარის და 3 149 ლარის ანაზღაურება.

 

3.2.6. შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ 32 486.10 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ 31 820.30 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნებით ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ი’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ი’’ მოითხოვენ შპს ,,ე-–--ს’’ დაეკისროს სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს, ისე 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შეგებებული სარჩელები ემყარება ქალაქ თ---–----------–----–-------------იის შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში მასზედ, რომ აღნიშნული დასკვნის თანახმად მითითებული მტკიცებულებები ამ დავის ფარგლებში შეფასებულია სასამართლოს მიერ და დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’, ისევე როგორც ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ ეკისრებათ შპს ,,ე-–--ისთვის’’ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ე-–--ის’’ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მიწოდებული პროდუქციის მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. ამდენად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნები მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება კი გამორიცხავს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ბ-----------ს მოთხოვნების დაკმაყოფილებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი თანხების შპს „ე-–--ისთვის’’ დაკისრების საფუძვლიანობას.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ 32 486.10 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ 31 820.30 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

3.2.7. შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 130.26 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 128.17 ლარის გადახდა.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთანავე, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელია ფიქსირდებოდეს ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 130.26 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 128.17 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 385-ე, 976-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია მიწოდებული პროდუქტის - ყველის ნაწილში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. ასევე დადგენილია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მეორე სადავო პროდუქტი - კარაქი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ პარამეტრებს.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად ხელშეკრულების ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისა, აღნიშნული საფუძველი თავისი არსის გათვალისწინებით პროდუქტის მოხმარებისა და გახარჯვის პირობებში არ ქმნიდა მისი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 20 746.6 ლარის გადახდა, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 18 804.8 ლარის გადახდა. შესაბამისად აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულებულა ჯეროვნად, კერძოდ მის მიერ არ არის ანაზღაურებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული პროდუქტის ღირებულება.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და არ უნდა მომხდარიყო მისი შემცირება, შესაბამისად, ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 800 ლარის გადახდა, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 620 ლარის გადახდა, რაც განაპირობებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ უდავოა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რის გამოც, არ არსებობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ და ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ისთვის’’ დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სწორედ მოპასუხის მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად მის უსაფუძვლო გამდიდრებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015) გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორებს შპს ,,ე-–--ისთვის’’ თანხა არ გადაუხდიათ უსაფუძვლოდ, რის შედეგადაც სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ 32 486.10 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ 31 820.30 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა შპს ,,ე-–--ის’’ მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც დადგენილია, რომ შპს ,,ე-–--ს’’ არ ეკისრება ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 130.26 ლარის, ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს - 128.17 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ,,თბილისის №--------–-------------ის’’ და ,,თბილისის №---------–-------------ის’’ შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიმართ შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელზე მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 774 ლარის ოდენობით (ს.ფ. 70). მოპასუხის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 87.48%, შესაბამისად, ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 667 ლარის ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. შპს ,,ე-–--ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიმართ შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელზე მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 708 ლარის ოდენობით (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 64). მოპასუხის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 86.6%, შესაბამისად, ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 613.13 ლარის ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. შპს ,,ე-–--ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ააიპ ,,თბილისის №--------–-------------ის’’ მიერ შპს ,,ე-–--ის’’ მიმართ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 978.50 ლარი (ს.ფ. 358), ხოლო ააიპ ,,თბილისის №---------–-------------ის’’ მიერ შპს ,,ე-–--ის’’ მიმართ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 958.50 ლარი (საქმე №2/10539-18, ს.ფ. 350). ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მიერ თითოეულ შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ის'' მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 20 746.6 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1 800 ლარის გადახდა;

4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს "ე-–--ის" მოთხოვნა მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ისათვის'' საბანკო გარანტიის თანხის - 3 226 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;

5. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 677 ლარის ოდენობით. შპს "ე-–--ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ის'' შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს "ე-–--ის" მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

7. შეგებებულ სარჩელზე ააიპ ,,ქ. თბილისის №--------–-------------ის'' მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

8. შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ის'' მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

9. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 18 804.8 ლარის გადახდა;

10. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1 620 ლარის გადახდა;

11. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს "ე-–--ის" მოთხოვნა მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ისათვის'' საბანკო გარანტიის თანხის - 3 149 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;

12. მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ს'' მოსარჩელე შპს ,,ე-–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 613.13 ლარის ოდენობით. შპს "ე-–--ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

13. ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ის'' შეგებებული სარჩელი შპს "ე-–--ის" მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

14. ააიპ ,,ქ. თბილისის №---------–-------------ის'' მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი