განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 030100118002768270
№1/3-3-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე : შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ირაკლი შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: ი----- ა-–----,მამის სახელი: ა---------–-,დაბადებული: 1----.1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ა---------–- ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე,მცხოვრები: ფოთი, ს--------ს ქუჩა № 3-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ი----- ა-–----ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ ი----- ა-–---- სისხლის სამართლის №045231118001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ი----- ა-–----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ნოემბერს, 01:57 საათზე, ი----- ა-–---- ქ. ფოთში, ს--------–--ს ქუჩა №2--ში მდებარე მაღაზია „ო----------“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ო------ს“ კუთვნილ 12 ლარად ღირებულ 1 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს „ხლებნაიას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------ ა-–----ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 17 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ ი----- ა-–----ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ ი----- ა-–----სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა ი----- ა-–----მ და ბრალდებულის ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ ი----- ა-–----ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან გ------- ლ------სთან და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გ------- გ------–---–თან შეთანხმებით, ადვოკატ ზ---- კ-------–--ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ი----- ა-–----ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 16 დეკემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------ს და ბრალდებულ ი----- ა-–----ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ი----- ა-–---- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ი----- ა-–---- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით, 2018 წლის 16 დეკემბერს ბრალდებულ ი----- ა-–----სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
ი----- ა-–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვით და 22 (ოცდაორი) დღის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი----- ა-–----ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ი----- ა-–----სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ი----- ა-–----ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ი----- ა-–----ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის წარმომადგენლის ი----- ჩ-----ს გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ი----- ა-–----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ--–---- კ---------ს და მ------ ჩ--–-----ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ი----- ა-–----ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ი----- ა-–----ს შორის ზემდგომი პროკურორის გ------- ლ------სა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გ------- გ------–---–ის თანხმობით 2018 წლის 16 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ი----- ა-–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მისთვის ინკრიმინირებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის) განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვით და 22 (ოცდაორი) დღის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი----- ა-–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 (ორი) წელი.
4. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ ი----- ა-–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დარჩეს განუხილველი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი----- ა-–----ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. მსჯავრდებულ ი----- ა-–----ს ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
7. სისხლის სამართლის საქმეზე დართული 01 (ერთი) ცალი DVD-R დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე