გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002148229
2-4079/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.11.2018 წ. ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ”ბ--------------------------------ი“
წარმომადგენლები: კ--------–-------–---–ი
მოპასუხეები: შპს ,,ჯ---------“, ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე
წარმომადგენელი: რ-------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ”ბ--------------------------------მა“ სარჩელი აღძრა შპს ,,ჯ---------ს“, ი-----–- ჩ---–--–---–ისა და გ------- დ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
- 2017 წლის 13 თებერვლის №73-02-13022017 ხელშეკრულებით, 2013 წლის 10 თებერვლის №71-01-10022017 და №70-06-10022017 ხელშეკრულებით აღიარებული და ასევე 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) ღირებულება 893 996, 14 აშშ დოლარის ოდენობით.
- 2017 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5 %-ის გადახდა, რაც დღეში შეადგენს 3621,32 აშშ დოლარს.
შპს ”ბ--------------------------------ის“ წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუენტებით:
2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს „ჯ---------ს“ შორის დაიდო №39-01-29012015 და №40-02-29012015 ხელშეკრულებები. №39-01-29012015 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯ---------“ ბ--------------------------------ში ეწეოდა გემების სააგენტო მომსახურებას. სააგენტო მომსახურების ფარგლებში შპს ,,ჯ---------“, ბათუმის ნავსადგურში მოქმედი სანავსადგურო ტარიფების მიხედვით გემთფლობელებს წარუდგენდა სადისბურსმენტო ანგარიშებს და აწარმოებდა ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორებას. №40-02-29012015 ხელშეკრულების საფუძველზე ნავსადგური, შპს ,,ჯ---------ს“ დავალების შესაბამისად ახორციელებდა ტვირთის გადამუშავებას (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს). სანაცვლოდ შპს ,,ჯ---------“ ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება.
2015 წლის 28 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხე საიჯარო ქირის სანაცვლოდ სარგებლობდა ბ--------------------------------ის ტერიტორიაზე არსებულ საყოფაცხოვრებო კონტეინერის ნაწილს - 7,5 კვ.მ. ფართს. საიჯარო ქირად განსაზღვრული იყო თვეში 50 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით.
2015 წელს გაწეული საექსპედიტორო მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ---------ს“ ნავსადგურის მიმართ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით გააჩნდა დავალიანება 420 011,12 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე.
2016 წელს მხარეთა შორის გაგრძელდა იჯარისა და ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობები. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმდა №107-02-13052016 ნარდობის ხელშეკრულება და 2016 წლის 13 მაისის №105-06-13052016 იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულებით საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა თვეში 75 აშშ დოლარით (დღგ-ს გარეშე). 2016 წლის 13 მაისის №107-02-13052016 ხელშეკრულების 3.10 მუხლით შპს ,,ჯ---------ს“ მიერ დადასტურებული იქნა, რომ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით ნავსადგურის მიმართ აქვს 420 011,12 აშშ დოლარის ვალი.
2017 წელს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები ისევ გაგრძელდა. შესაბამისად, გაფორმდა 2017 წლის 10 თებერვლის №71-01-10022017 სააგენტო ხელშეკრულება, 2017 წლის 13 თებერვლის №73-02-13022017 ნარდობის ხელშეკრულება და 2017 წლის 10 თებერვლის №70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულება.
2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 2016 და 2017 წლის იანვარში გაწეული საექსპედიტორო მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ---------ს“ ნავსადგურის მიმართ გააჩნდა დავალიანება 693 880,94 აშშ დოლარის ოდენობით, სააგენტო მომსახურებიდან გამომდინარე - 20648,83 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 531 აშშ დოლარის ოდენობით. ჯამში 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ჯ---------ს“ ნავსადგურის მიმართ გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება 715 060.77 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ვალის აღიარებისა და დაპირების, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და დავალიანება არ დაფარა. ნავსადგურის მხრიდან მომსახურების მიღების გაგრძელებით გაიზარდა მისი დავალიანება და 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, მისმა ოდენობამ შეადგინა 726 755,24 აშშ დოლარი. 2017 წლის 13 ივლისიდან, 2017 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში უმნიშვნელოდ შეიცვალა არსებული დავალიანების ოდენობა და მან შეადგინა 724 264, 14 აშშ დოლარი,მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხელშეკრელებით დადგენილი იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება გადაუხდელი თანხის 0.5 %. 693 880,94 აშშ დოლარის გადახდის ვადა განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტით. 20648,83 აშშ დოლარის გადახდის ვადა - არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვალით, ხოლო 531 აშშ დოლარის გადახდის ვადა - ასევე 2017 წლის 24 თებერვალით. დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 169 732 აშშ დოლარს.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გ------- დ-------ე და ი-----–- ჩ---–--–---–ი არიან შპს ,,ჯ---------ს“ დამფუძნებელი იმავდროულად ი-----–- ჩ---–--–---–ი საწარმოს დირექტორია. ისინი შეგნებულად არ ფარავენ საწარმოს ვალებს და ამ გზით ზრდიან შემოსავალს. ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს გამჭოლ პასუხისმგებლობას, რის გამოც მათ საწარმოსთან ერთად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,ჯ---------მ“ შესაგებელი არ წარმოადგინა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის დაცვით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქ.სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება. ,,ჯ---------ს“ მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა გაგებული უნდა იქნას სარჩელში მითითებული ფაქტების მის მიერ დადასტურებად.
2.2. ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე სარჩელს არ სცნობენ. მათი წარმომადგენელი ადასტუებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ჯ---------ს“ მოსარჩელის მიმართ დავალიანება აქვს, მაგრამ დავალიანების წარმოშობა არაა განპირობებული ვალდებულების შესრულების თავის არიდებით. დავალიანება გაჩნდა სხვა სუბიექტების მიერ შპს ,,ჯ---------ს“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით. საწარმოს დამფუძნებელი და პარტნიორები არ იყვენ დაინტერესებული ვალების დაგროვებით და მისი ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებით. მიიჩნევს, რომ არარსებობს გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ჯ---------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 17 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ტ.1. ს.ფ. 32-33
3.1.2. 2015 წლის 29 იანვრიდან 2017 წლის 08 მაისამდე პერიოდში შპს ,,ჯ---------ს“ დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე. ამავე პერიოდში საწარმოს დირექტორი იყო ი-----–- ჩ---–--–---–ი. საქმის განხილვის მომენტისათვის ისინი არც საწარმოს პარტნიორები და არც დირექტორები არ არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ტ.1. ს.ფ. 23-33
3.1.3. 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს ,,ჯ---------ს“ შორის დაიდო №39-01-29012015 სააგენტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ---------“ ბ--------------------------------ში გემების სააგენტო მომსახურებას ეწეოდა. მისი ვალდებულება იყო მოსარჩელისათის გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 29 იანვრის №39-01-29012015 სააგენტო ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 36-45.
3.1.4. 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს ,,ჯ---------ს“ შორის დაიდო №40-02-29012015 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე შპს ,,ჯ---------ს“ დავალების შესაბამისად ახორციელებდა ტვირთის გადამუშავებას (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს). სანაცვლოდ შპს ,,ჯ---------“ ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 29 იანვრის №40-02-29012015 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ.46-57.
2015 წლის 29 იანვრის №40-02-29012015 ხელშეკრულებაში დამატებების შეტანის შესახებ 2015 წლის 03 აპრილის №93-02-03042015 დამატებითი შეთანხმება. ტ.1. ს.ფ. 58-59.
3.1.5. 2015 წლის 28 მაისს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს ,,ჯ---------ს“ შორის გაფორმდა №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ---------“ საიჯარო ქირის სანაცვლოდ სარგებლობდა ბ--------------------------------ის ტერიტორიაზე არსებული საყოფაცხოვრებო კონტეინერის ნაწილს - 7,5 კვ.მ. ფართს. საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო თვეში 50 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 28 მაისის №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 60-63
3.1.6. 2016 წლის 13 მაისს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს ,,ჯ---------ს“ შორის გაფორმდა №107-02-13052016 ნარდობის ხელშეკრულება და №105-06-13052016 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაგრძელდა მხარეთა შორის არსებული იჯარისა და ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობები. ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება (ტარიფები) განისაზღვრა მისი დანართით, ხოლო იჯარის ხელშეკრულებით შეიცვალა საიჯარო ქირის ოდენობა და განისაზღვრა დღგ-ს გარეშე თვეში 75 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 64-75
- 2016 წლის 13 მაისის #105-06-13052016 იჯარის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 78-81
3.1.7. 2017 წლის 10 თებერვლს შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს ,,ჯ---------ს“ შორის გაფორმდა #71-01-10022017 სააგენტო ხელშეკრულება. 2017 წლის 13 თებერვლს მათ შორის გაფორმდა #73-02-13022017 ნარდობის ხელშეკრულება და #70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნარდობის ხელშეკრულებისა და იჯარის ხელშეკრულების ნაწილში სახელშეკრულებო ურთიერთობები ისევ გაგრძელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 თებერვლის #71-01-10022017 სააგენტო ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 98-108.
- 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 109-114.
- 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 82-95
3.1.8. საქმეში წარმოდგენილი ყველა ხელშეკრულებები პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ ითვალისწინებს. შპს ,,ბ--------------------------------სა“ და შპს „ჯ---------“-ს შორის დადებული №40-02-29012015 ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევისათვის ითვალისწინებს პირასამტეხლოს დარიცხვას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლოზე შეთანხმებაა მოცემული 2015 წლის 28 მაისის №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულებაში. თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის დავალიანებას პირასამტეხლოს სახით დაერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %. ანალოგიური შეთანხმებაა 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულებაში, .2016 წლის 13 მაისის #105-06-13052016 იჯარის ხელშეკრულებაში, 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ხელშეკრულებაში და 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 109-114.
- 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 82-95
- 2015 წლის 29 იანვრის №40-02-29012015 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ.46-57.
- 2015 წლის 28 მაისის №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 60-63
- 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 64-75
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში ძირითადი სადაო საკითხია:
- ი-----–- ჩ---–--–---–ისა და გ------- დ-------ის გამჭოლი პასუხისმგებლობა;
- შპს „ჯ---------“-ს დავალიანების ოდენობა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული ორი გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც გადასახდელი თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ შპს ,,ჯ---------სთან“ გააჩნდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შპს ,,ჯ---------ს“ გადასახდელი აქვს 893 996, 14 აშშ დოლარი. თუ მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ შპს ,,ჯ---------ს“ გადახდილი აქვს თანხის ნაწილი, ან თუ მისი დავალიანება 893 996, 14 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ თანხის გადახდის ან ნაკლები დავალიანების მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს შპს ,,ჯ---------მ“. ამ გარემობის დამტკიცება შეიძლება ხელწერილით, ხელშეკრულებით, საბანკო გადარიცხვის მტიცებულებებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც აახული იქნება შპს ,,ჯ---------ს“ დავალიანება ან გადახდილი თანხის ოდენობა.
3.2.5. მოსარჩელეს ეკისრება გამჭოლი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი გარემეოებების დამტკიცება.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან მოსარჩელე და შპს ,,ჯ---------“. ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე ხელშეკრულების მხარეები არარიან.
3.2.8. ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე სადაოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,ჯი აი ენდს“ მოსარჩელის მიმართ აქვს დავალიანება (იხ შესაგებელი). სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ეხებათ ი-----–- ჩ---–--–---–ს და გ------- დ-------ეს და ისინი არარიან უფლებამოსილები დაადასტურონ ან უარყონ ნავსადგურის მიმართ შპს ,,ჯ---------ს“ ვალები.
3.2.9. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2015 წელს გაწეული საექსპედიტორო მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯ---------ს“ ნავსადგურის მიმართ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით გააჩნდა დავალიანება 420 011,12 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე). აღნიშნული გარემოება შპს ,,ჯ---------ს“ აღიარებული აქვს 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულების 3.10. მუხლით. ხელშეკრულებას ხელი მოწერილი აქვს უფლებამოსილი პირის მიერ. მოპასუხეები ხელმოწერას სადაოდ არ ხდიან. შესაბამისად სასამართლომ უნდაგაიზიაროს მასში მოცემული ინფორმაცია. შესაბამისად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით შპს ,,ჯ---------ს“ გააჩნდა 420 011,12 აშშ დოლარის (დღგ-ს გარეშე) ოდენობით დავალიანება
იხ. 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 64-75
3.2.10. შპს ,,ჯ---------“ ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 10 მაისის შემდეგ ვალის ნაწილი გადაიხადა და მისი დავალიანება 420 011,12 აშშ დოლარიდან შემცირდა. მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, შესაგებელი არ წარმოადგინა და დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ნავსადგურის მიმართ მისი დავალიანება გაიზარდა და გახდა შემდეგი თანხა:
- 2016 და 2017 წლის იანვარში გაწეული საექსპედიტორო მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანება 693 880,94 აშშ დოლარი;
- სააგენტო მომსახურებიდან გამომდინარე - 20648,83 აშშ დოლარი;
- იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 531 აშშ დოლარი;
ჯამში 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ჯ---------ს“, მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება 715 060.77 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება შპს ,,ჯ---------ს“ ნაწილობრივად აღიარებული აქვს 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულების 3.10. მუხლით.
იხ.2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 64-75
2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ.82-95.
3.2.11. 2017 წლის 13 თებერვლს მოსარჩელესა და შპს ,,ჯ---------ს“ შორის გაფორმდა #73-02-13022017 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ჯ---------მ“ იკისრა 693 880,94 აშშ დოლარი გადაეხადა ხელშეკრულების დადებიდან, ანუ 2017 წლის 13 თებერვლიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში. 20 სამუშაო დღე გავიდა 2017 წლის 15 მარტს.
იხ. #73-02-13022017 ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 82-95
3.2.12. 2017 წლის 10 თებერვლის #71-01-10022017 ხელშეკრულებით შპს ,,ჯ---------მ“ იკისრა 20 648,83 აშშ დოლარი გადაეხადა ხელშეკრულების დადებიდან, ანუ 2017 წლის 10 თებერვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 10 სამუშაო დღე გავიდა 2017 წლის 24 თებერვალს.
იხ. 2017 წლის 10 თებერვლის #71-01-10022017 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 98-108
3.2.13. 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 ხელშეკრულებით შპს ,,ჯ---------“ მოვალე იყო 531 აშშ დოლარი გადაეხადა აღნიშნული ხელშეკრულების დადებიდან, ანუ 2017 წლის 10 თებერვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 10 სამუშაო დღე გავიდა 2017 წლის 24 თებერვალს.
იხ. 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 109-114
3.2.14. შპს ,,ჯ---------მ“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადებში დავალიანება არ დაფარა.
3.2.15. ძველი დავალიანების პარალელურად მოსარჩელისაგან კვლავ იღებდა მომსახურებას. 2017 წლის 10 თებერვლის #71-01-10022017 სააგენტო ხელშეკრულების, 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ნარდობის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. 2017 წლის 13 ივლისს დავალიანების ოდენობამ შეადგინა 726 755,24 აშშ დოლარი.
იხ. 2017 წლის 10 თებერვლის #70-06-10022017 ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 109-114
- 2017 წლის 10 თებერვლის #71-01-10022017 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 98-108
- 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ.82-95.
- შპს „ბ--------------------------------ის“ 2017 წლის 17 ივლისის #0292-08/23 წერილი.
3.2.16 2017 წლის 13 ივლისიდან, 2017 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში შპს ,,ჯი დავალიანების ნაწილი გადაიხადა. გადასახდელი დარჩა 724 264, 14 აშშ დოლარი.
3.2.17. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით პირგასამტეხლო 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს შეადგენს 169 732 აშშ დოლარს.
3.2.18. მოსარჩელემ, შპს ,,ჯ---------ს“ ვალის დასაფარად დაუნიშნა 10 დღიანი ვადა მაგრამ მან ამ ვადაში დავალიანება არ დაფარა, რის გამოც მოსარჩელემ 2017 წლის 12 სექტემბრიდან ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა.
იხ. შპს „ბ--------------------------------ის“ 2017 წლის 04 სექტემბრის #0353-08/23 წერილი. ტ.1. ს.ფ. 115
3.2.19. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დამფუძნებლები ვალდებულების შესრულებას მოეკიდენ არაკეთილსიდისიერად. ისინი დაინტერესებული იყვენ შემოსავლებით, სამეწარმეო საქმიანობით ღებულობდენ თანხებს, მაგრამ არ ფარავდენ დავალიანებას. მოსარჩელე მიუთითებს 2015 წლის 29 იანვრის #40-02-29012015, 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 და 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ნარდობის ხელშეკრულებებზე (მუხლი 1.1.) რომელთა მიხედვითაც ნავსადგურთან ურთიერთობებში შპს ,,ჯ---------“ წარმოდგენს „ტვირთმფლობელებს“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ---------“ არ არის ტვირთმფლობელი, იგი ტვირთების სატრანსპორტო ექსპედიციას ახორციერლებდა. შპს ,,ჯ---------“ საექსპედიციო მომსახურებისათვის ტვირთმფლლობელებისგან იღებდა გასამრჯელოს და ასევე საექსპედიტორო-სატვირთო ოპერაციებისათვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის ნავსადგურის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯებსაც, თუმცა ნავსადგურის მომსახურების ასანაზღაურებლად ტვირთმფლობელის მიერ გაწეულ ხარჯებს არ უხდიდა ნავსადგურს. აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე მიიჩნევს მოსარჩელის მიმართ, შპს ,,ჯ---------ს“ დამფუძნებელი პარტნიორების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამოვლენას. მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა იცოდნენ, რომ შპს ,,ჯ---------ს“ არ გააჩნდა უძრავი ქონება, არც საწესდებო კაპიტალი. მისი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რაც იცავს დამფუძნებელ პარტნიორებს კომპანიის კრედიტორების მიმართ პასუხისმგებლობისაგან. დამფუძნებელმა პარტნიორებმა ბოროტად გამოიყენეს აღნიშნული და მათი დავალიანება არ დაფარეს შეგნებულად.
სასამართლო განმარტავს, რომ გამჭოლი პასუხისმგებლობის საკითხი შეფასებითი კატეგორიისაა, მაგრამ სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოს მისცემს გამჭოლი პასუხისმგებლობის დადგენის თვალსაზრისით დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ასეთი რამ უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მოსარჩელის მიერ მითითებული 2015 წლის 29 იანვრის #40-02-29012015, 2016 წლის 13 მაისის #107-02-13052016 და 2017 წლის 13 თებერვლის #73-02-13022017 ნარდობის ხელშეკრულებები უპიროდ ვერ გახდება შპს ჯ---------ს“ დამფუძნებლების არაკეთისინდისიერების დადგენის საფუძველი. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადგინდეს მოვალის არაკეთისინდისიერება. მოვალედ ყოფნა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს მოვალის არაკეთილსინდისიერებას. ვალის დაგროვების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ვალი შეიძლება დაგროვდეს არასწორი გათვლებით, ბაზრის არასათანადო კვლევით, ვალუტის კურსის ცვლილებით, სამეწარმეო რისკებით და ა.შ. გამჭოლი პასუისმგებლობისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ საწარმომ მიიღო შემოსავალი, არ გადაიხადა ვალები და მოგება გაანაწილდა დამფუძნებლებზე. გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება სხვა გარემოებაც გახდეს. ანუ ისეთი გარემოებები, რაც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს დამფუძნებლებისა და დირექტორის არაკეთილსინდისიერბაზე. საქმის მასალებით ასეთი რა არ დადგინდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ---------ს“ მიმართ ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო ი-----–- ჩ---–--–---–ისა და გ------- დ-------ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ მომსახურებისა და იჯარის ქირის თანხის გადახდის მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან იჯარით მიიღო ფართი, ასევე თუ მოსარჩელისაგან მიიღო მომსახურება და არ გადაიხადა იჯარის ქირა და მომსახურების ღირებულება, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს როგორც ქირის გადახდა, ისე მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში იჯარაზე და ნარდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც“.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ჯ---------ს“ შორის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის 28 მაისის №138-06-28052015 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შპს ,,ჯ---------“ საიჯარო ქირის სანაცვლოდ სარგებლობდა ბ--------------------------------ის ტერიტორიაზე არსებული საყოფაცხოვრებო კონტეინერის ნაწილს - 7,5 კვ.მ. ფართს. საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო თვეში 50 აშშ დოლარით (შემდეგში 75 აშშ დოლარით) დღგ-ს ჩათვლით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს იჯარის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარდა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების მოთხოვნისა, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროთ მომსახურების ღირებულება. ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველი გამომდინარეობს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“.
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს ”ბ--------------------------------ის”, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის მიზანია მოგების მიღება. ის ნავსადგურის გამოყენებით ახორციელებს ტვირთვის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახუროებებს და ღებულობს მოგებას. თავის მხრივ შპს ,,ჯ---------“ საექსპედიტორო კომპანიაა. ის ახორციელებს ტვირთვის გადატვირთვასა და ტრანსპორტირებას შავი ზღვის რეგიონში. მხარეების ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც ისინი შეთანხმდენ მასზედ, რომ შპს ,,ჯ---------“ ბ--------------------------------ში განახორციელებდა გემების სააგენტო მომსახურებას. სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაუხდიდა გაწეული მომსახურების ღირებულებას. გარდა აღნიშნულისა მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მოსარჩელე შპს ,,ჯ---------ს“ დავალების შესაბამისად განახორციელებდა ტვირთის გადამუშავებას (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს). სანაცვლოდ შპს ,,ჯ---------“ ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება. ასეთი ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.5. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. იჯარის ხელშეკრულების დადებისა და ფართის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს ,,ჯ---------საგან“ მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. იჯარის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც იჯარის ფართის გადაცემის შემდეგ, მოიჯარეს აქვს ქირის მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ შპს ,,ჯ---------“ ვალდებული იყო გადაეხადა ქირის თანხა. ანალოგიური პრინციპია ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაშიც. ნარდობის ხელშეკრულების დადების შემდე შპს ,,ჯ---------ს“ უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხადოს მომსახურების ღირებულება, ანუ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ იჯარის ქირა და მომსახურების ღირებულენა გადაიხადოს შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ჯ---------მ“ დაარღვია, როგორც მომსახურების ღირებულების გადახდის, ისე იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება. 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით მას გადასახდელად დაუდროვდა 420 011,12 აშშ დოლარი. 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენდა შემდეგი თანხას:
- 2016 და 2017 წლის იანვარში გაწეული საექსპედიტორო მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანება 693 880,94 აშშ დოლარი;
- სააგენტო მომსახურებიდან გამომდინარე - 20648,83 აშშ დოლარი;
- იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 531 აშშ დოლარი;
2017 წლის 10 თებერვალს და 13 თებერვლს მოსარჩელესა და შპს ,,ჯ---------ს“ შორის გაფორმდა სამი ხელშეკრულება. ესაა #73-02-13022017 ხელშეკრულება, #71-01-10022017 ხელშეკრულება და #70-06-10022017 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ჯ---------მ“ აღიარა მომსახურებისა და იჯარის ქირის თანხების გადახდის ვალდებულება და მოსარჩელეს შეპირდა 693 880,94 აშშ დოლარი გადაეხადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში. 20 648,83 აშშ დოლარი გადაეხადა 2017 წლის 10 თებერვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და 531 აშშ დოლარი გადაეხადა 2017 წლის 10 თებერვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შპს ,,ჯ---------მ“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადებში დავალიანება არ დაფარა. ძველი დავალიანების პარალელურად მოსარჩელისაგან კვლავ იღებდა მომსახურებას. 2017 წლის 13 ივლისს დავალიანების ოდენობამ შეადგინა 726 755,24 აშშ დოლარი. 2017 წლის 13 ივლისიდან, 2017 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში შპს ,,ჯ---------მ“ დავალიანების ნაწილი გადაიხადა. გადასახდელი დარჩა 724 264, 14 აშშ დოლარი. მას შემდეგ ვალდებულება აღარ შეასრულა და თანხა არ გადაიხადა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ჯ---------“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს იჯარის ქირა და მომსახურების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის ნაწილში შპს ,,ჯ---------ს“ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ---------მ“ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა იჯარის ქირის და მომსახურების ღირებულების გადახდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 169 732 აშშ დოლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.5 %, ეწინააღმდეგება გონივრულობას. შპს ,,ჯ---------“ ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით იგი უნდა შემცირდეს 0.1 % მდე. 2017 წლის 14 სექტემბრამდე მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 33 946.4 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 14 სეტემბრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ანუ 2018 წლის 13 ნოემბრამდე უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 724.26 აშშ დოლარის გადახდა.
6.8. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ი-----–- ჩ---–--–---–ს და გ------- დ-------ეს გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ეკისრებათ შპს ჯ---------ს“ დავალიანების დაფარვის მოვალეობა. დადგენილია და სადაო არაა ის ფაქტი, რომ ი-----–- ჩ---–--–---–ი და გ------- დ-------ე 2015-2017 წლებში შპს ,,ჯ---------ს“ დამფუძნებელი პარტნიორები იყვენ. მათ მიმართ მოთხოვნა მიმართულია, როგორც საწარმოს ვალების მიმართ გამჭოლი პასუხისმგებლობის მოთხოვნა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმადაც, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. დირექტორის ან პარტნიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას. ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას, კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ანალოგიური საქმის განხილვისას (საქმე #ას-1307- 1245-2014 და საქმე #ას-1158-1104-2014) განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორების გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება, პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). ზრუნვის მოვალეობა კრედიტორების ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეკონომიური შედეგები, მათ შორის ვალების დაფარვის ნაწილში. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. წინამდებარე შემთხვევაში არ დგინდება, რომ დირექტორი და პარტნიორი შეთანხმებულად ან ინდივიდუალურად ზრუნავდენ ბიზნესი აწარმოვონ ისე, რომ არ გადაიხადონ კრედიტორთა დავალიანება და გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. საქმის მასალებით დგინდება, რომ სხვა სუბიექტებმა მის მიმართ არ შეასრულეს ვალდებულებები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი და დირექტორი არ ახორციელებდენ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა კრედიტორების გადასახადებისაგან თავის არიდებას. სარჩელით არაა დასაბუთებული გამჭოლი პასუხისმგებლობის არსებობა. სწორედ აღნიშნულის გამო სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი საკითხების ანალიზით:
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მას, რომ თითოეული მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ისარგებლონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით.
სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე იმ შემთხვევებში შესაძლებელია მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება:
- ალიმენტის მიკუთვნებას;
- პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას;
- მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; - მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას;
- უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას;
- თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გადაწყვეტილებას.
- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გადაწყვეტილებათა სანიმუშაო ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს დაუყონებლივ აღსრულებისათვის. დასახელებული ნორმა უნდა განიმარტოს შეზღუდვითი განმარტების ფორმით. მის შინაარსში არ იგულისხმება ყველა იმ გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 268-ე მუხლშია მითითებული. ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები დაუყონებლივ აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. სასამართლომ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის მოსალოდნელობა ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებელობა. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებში მხარეთა შეთანხმება მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში 2017 წლის 13 თებერვლის №73-02-13022017 ხელშეკრულების 8.4. მუხლით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული უნდა იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოივათა დაცვით. ანუ ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას გადასახდელი თანხის ოდენობის მიხედვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. იმის გამო, რომ შპს ,,ჯ---------ს“ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივად დაკმაყოფილდა (84 %) სახ. ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. ბაჟის 84 % უნდა დაკისროს შპს ,,ჯ---------ს“, ხოლო 16 % მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს ”ბ--------------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. შპს ,,ჯ---------ს“, შპს ”ბ--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 758 220.54 აშშ დოლარის გადახდა. მასვე 2017 წლის 14 სექტემბრიდან 2018 წლის 13 ნოემბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 724.26 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს ”ბ--------------------------------ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების, ასევე ი-----–- ჩ---–--–---–ისა და გ------- დ-------ის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ”ბ--------------------------------ს“ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 800 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
5. შპს ,,ჯ---------ს“, შპს ”ბ--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 4200 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
7. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
8. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე