განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/18-2018
(027110118002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 იანვარი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–-ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი---------------ი
ბრალდებული - ი------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1975 წლის 27 ოქტომბერს, რეგისტრირებული წალკის რაიონის სოფელ ჩოლანში, ფაქტობრივად მცხოვრები ქა----–-------------------------–-----–-----------ის ქუჩა № 50-ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი------------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ი------------------ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა ი------------------ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები; ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ი------------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, როგორც შემდეგ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი, სროლისათვის ვარგისი 8 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი, „BLOW MINI MOD 2003“ N -15209 მჭიდით და 1 ცალი 4,5 მმ კალიბრის საბრძოლო მასალათა კატეგორიას განკუთვნილი ვაზნა.
1.2. ი------------------ს ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 26 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების მიხეილ მულაძის, ნოშრევან კვინიკაძის, ზაზა ჯაფაროვის, დავით ნოზაძის, ვანო ბუთურიშვილის და ფაიგ ჯაფაროვის ჩვენებებით, ბრალდებულის აღიარებით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №4/ბ დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი------------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 26 იანვარს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ი------------------სა და პროკურორ რ-----------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 26 იანვარს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ამ ბრალდებულ ი------------------თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ი------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება 8 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი „BLOW MINI MOD 2003“ N -15209 მჭიდით უნდა გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში. ნივთიერი მტკიცებულება ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.
რაც შეეხება ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნას - ბალისტიკური ესქპერტიზის ჩატარებისას განხორციელდა მისი საცდელი გასროლა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ-----------–-ასა და ბრალდებულ ი------------------ს შორის 2018 წლის 26 იანვარს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით.
3. ი------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
5. ცეცხლსასროლი იარაღი 8 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი „BLOW MINI MOD 2003“ N -15209 და მჭიდი გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი