გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002648149
N2/1050-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.12.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე- სს ,,კრედო ბანკი'',მოსარჩელის წარმომადგენელი - ლაშა ხოზრევანიძე,მოპასუხე- გიზო ქადიეშვილი,მოპასუხე -მაია დოლიძე,მოპასუხე -ლალი სირაძე,მოპასუხე -გელა დოლიძე,დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხეებს-გიზო ქადიეშვილს, მაია დოლიძეს, ლალი სირაძეს და გელა დოლიძეს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად -6369.50 აშშ დოლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-4732.11 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი-1355.98 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა-236.25 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.27%-ის ოდენობით და შეადგენს -45.17 აშშ დოლარს.
1.2. ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს, სადაზღვევო პრემიის დაფარვის უზრუნველყოფის საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გიზო ქადიეშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 26.13.21.071).
1.3. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ 26.13.21.071) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს გიზო ქადიეშვილის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.
1.4 დაეკისროს მოპასუხეებს-გიზო ქადიეშვილს და მაია დოლიძეს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად -641.20 ლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-453.49 ლარი, დარიცხული პროცენტი-72.30 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა-21.08 ლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.27%-ის ოდენობით და შეადგენს -94.33 ლარს.
1.5. დაეკისროს მოპასუხე-გიზო ქადიეშვილს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ -398.40 ლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-259.66 ლარი, დარიცხული პროცენტი-18.92 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა-9.13 ლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.27%-ის ოდენობით და შეადგენს -110.69 ლარს.
სს ,კრედო ბანკის წარმომადგენელმა ლაშა ხოზრევანიძემ განმარტა, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე ორგანიზაციასა დაგიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი -50000 ლარის ოდენობით -240 თვის ვადით.
იმავე დღეს იმავე მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება- 7000 აშშ დოლარზე- 48 თვის ვადით.
2016 წლის 13 ოქტომბერს იმავე მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გიზო ქადიეშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 26.13.21.071.
იმავე დღეს მაია დოლიძესთან, ლალი სირაძესთან და გელა დოლიძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრყულებები ძირითადი მოვალის ნაკისრ ვალდებულებებზე -11192.10 აშშ დოლარზე.
2016 წლის 22 ოქტომბერს სს კრედო ბანკსა და გიზო ქადიეშვილს შორის 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების სესხის სახით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება -1150 ლარზე, კრედიტის ვადა- 24 თვე.
2016 წლის 22 ოქტომბერს მაია დოლიძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება -877.53 ლარის ფარგლებში.
2016 წლის 13 ოქტომბერს სს კრედო ბანკსა და გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და გაიცა განვადების ბარათი-920 აშშ დოლარზე.
2017 წლის 10 ივლისს სს კრედო ბანკსა და გიზო ქადიეშვილს შორის 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების სესხის სახით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება -500 ლარზე, კრედიტის ვადა -12 თვე.
ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, მოსარჩელე მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა-გიზო ქადიეშვილმა, მაია დოლიძემ, ლალი სირაძემ და გელა დოლიძემ სარჩელი ცნეს და განმარტეს, რომ ეკონომიური პირობების გაუარესების გამო ვეღარ გადაიხადეს თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 50000 ლარი 240 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.28-30).
3.2.2. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.31-33).
3.2.3. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხეებს -გელა დოლიძეს, ლალი სირაძეს და მაია დოლიძეს შორის გაფორმებული იქნა თავდების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.34-42).
3.2.4. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 7000 აშშ დოლარი 48 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.43-46).
3.2.5. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 1150 ლარი 24 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.51-54).
3.2.6. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე -მაია დოლიძეს შორის გაფორმებული იქნა თავდების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.58-59).
3.2.7. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, განვადების ბარათით სარგებლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.60-66).
3.2.8. 2017 წლის 10 ივლისს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, 500 ლარზე 12 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.68-74).
3.2.9. საქმეშია გაფრთხილება დავალიანების შესახებ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა (ს.ფ.85-96).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილორივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე,417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია სს კრედო ბანკმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 26 სექტემბერს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
სს კრედო ბანკის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 50000 ლარი 240 თვით. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხეებს -გელა დოლიძეს, ლალი სირაძეს და მაია დოლიძეს შორის გაფორმებული იქნა თავდების ხელშეკრულება. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 7000 აშშ დოლარი 48 თვით. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღი სესხი 1150 ლარი 24 თვით. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე -მაია დოლიძეს შორის გაფორმებული იქნა თავდების ხელშეკრულება. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, განვადების ბარათით სარგებლობის თაობაზე. 2017 წლის 10 ივლისს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა'' და მოპასუხე გიზო ქადიეშვილს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, 500 ლარზე 12 თვით (იხ. პუნქტი 3.2.1,- 3.2.8).
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე გიზო ქადიესვილმა ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.
მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნეს სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხეები უნდა დავალდებულდნენ მოსარჩელეს გადაუხადონ ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).
6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანხამდ, მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს'' უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღუარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს კრედო ბანკის სარჩელი ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხეებს-გიზო ქადიეშვილს, მაია დოლიძეს, ლალი სირაძეს და გელა დოლიძეს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად -6369.50 აშშ დოლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-4732.11 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი-1355.98 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა-236.25 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.13%-ის ოდენობით და შეადგენს -22.58 აშშ დოლარს.
1.2. ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს, სადაზღვევო პრემიის დაფარვის უზრუნველყოფის საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გიზო ქადიეშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 26.13.21.071).
1.3. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ 26.13.21.071) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს გიზო ქადიეშვილის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.
1.4 დაეკისროს მოპასუხეებს-გიზო ქადიეშვილს და მაია დოლიძეს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად -641.20 ლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-453.49 ლარი, დარიცხული პროცენტი-72.30 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა-21.08 ლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.13%-ის ოდენობით და შეადგენს -47.16 ლარს.
1.5. დაეკისროს მოპასუხე-გიზო ქადიეშვილს სს კრედო ბანკის სასარგებლოდ -398.40 ლარი (საიდანაც ძირი თანხა არის-259.66 ლარი, დარიცხული პროცენტი-18.92 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა-9.13 ლარი, დარიცხული ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ( მაქსიმუმ 275 დღეზე)-0.13%-ის ოდენობით და შეადგენს -55.34 ლარს.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულელად.
3. მოსარჩელე ორგნიზაციას -სს კრედო ბანკს დაუბრუნდეს სახ. ბაჟის თანხა შემდეგი ანგარიშიდან:
3.1. სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300643150, ბანკის კოდი-TRESGE 22, საგდასახადო 3.2. დავალება 373096, გადახდის თარიღი-26.09.2018წ. თანხა-500.35 ლარი.
3.2. სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300643150, ბანკის კოდი-TRESGE 22, საგდასახადო დავალება 373094, გადახდის თარიღი26.09.2018წ. თანხა-100 ლარი.
3.3. სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300643150, ბანკის კოდი-TRESGE 22, საგდასახადო დავალება 373096, გადახდის თარიღი26.09.2018წ. თანხა-100 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე