გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002316619
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5478-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ო

წარმომადგენელი - გვ--–--------–---–-ა

 

მოპასუხე - შპს „ვ--- 1--“

წარმომადგენელი - თე------------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე შპს „ვ--- 1--“-ისათვის მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ ძირითადი მოთხოვნის ანგარიშში 2 100,00 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ შპს „G----."-ის 2015 წლის 05 აგვისტოს №1--------- განცხადებისა და მხარეთა შორის გაფორმებული №2--------- ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა. მოპასუხე მხარემ 2015 წლის 10 აგვისტოს №2---- წერილით მოითხოვა ექსპერტიზის დაჩქარებული წესით

ჩატარება(№1---------) და წარმოადგინა დამატებითი მასალა (№1---------). 2015 წლის 21 აგვისტოს მომზადდა №0-------- ექსპერტის დასკვნა, რომლის ღირებულების საფასურმაც შეადგინა 2 100,00 ლარი.

დამკვეთმა მხარემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს 2015 წლის 05 აგვისტოს. იმ პერიოდში მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. გაწეული საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდები არის 433 (ნიმუშის აღება: თბილისის მასშტაბით — ერთი ობიექტი 50 ლარი; რეგიონების მასშტაბით დამკვეთის მიერ ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შემთხვევაში - ერთი ობიექტი 65 ლარი, ყოველი დამატებითი ობიექტი +50 ლარი; რეგიონების მასშტაბით ბიუროს მიერ ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შემთხვევაში — ერთი ობიექტი 150 ლარი, ყოველი დამატებითი ობიექტი +50 ლარი) და 368 (მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) კვლევა, ერთი მაჩვენებელი 50 ლარი) გაწეული მომსახურების ღირებულების საერთო ფასმა შეადგინა 2 100,00 ლარი. სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის მოპასუხე მხარის დავალიანება ბიუროს მიმართ შეადგენს 2 100,00 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირებამდე, შემსრულებელს არც კი შეუტყობინებია (წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით) საექსპერტო დასკვნის მომზადების თაობაზე, არ გაუგზავნია არც მიღება-ჩაბარების აქტი და არც საექსპერტო დასკვნა, არ წარუდგენია მომსახურების ღირებულების ამსახველი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ანაზღაურების მიღების მოთხოვნა, ხოლო დამკვეთს - რაიმე დავალიანება მის მიმართ.

 

წარმოდგენილი ტარიფების გათვალისწინებით, დაკვეთილი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 1 050,00 ლარით და არა 2 100,00 ლარით, როგორც ეს სარჩელშია მითითებული. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ანაზღაურების მიღების მოთხოვნა, ისევე როგორც მოპასუხეს არ გააჩნია რაიმე დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 05 აგვისტოს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს განცხადებით მიმართა შპს „G----."-ის დირექტორმა (მ. გუ-----–---–მა) და მოითხოვა რძის პროდუქტების ნიმუშების ასაღებად ექსპერტის გამოყოფა, პროდუქტში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებისა და ვარგისიანობის დასადგენად. საკონტაქტო პირად მითითებულია თე-----------------ე, ტელეფონის ნომერი 5--------.

 

2015 წლის 05 აგვისტოს შპს „G----."-ისა და სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა იკისრა კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოს შესრულება, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

2015 წლის 05 აგვისტოს განცხადება №20/16 (ს.ფ. 21).

საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25).

 

3.1.2. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი, რის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთს შესაბამისი საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოების ღირებულება უნდა გადაეხადა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25).

 

3.1.3. 2015 წლის 10 აგვისტოს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს განცხადებით მიმართა შპს „G----."-ის დირექტორმა (მ. გუ-----–---–მა) და მოითხოვა 2015 წლის 05 აგვისტოს ბიუროში შეტანილ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარება დაჩქარებული წესით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2015 წლის 10 აგვისტოს განცხადება №2---- (ს.ფ. 26).

 

3.1.4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „G----."-მა, რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერით 4--------, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „ვ----1--“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 13 თებერვლისა და 2016 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 38-46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 05 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს არ დაურღვევია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გადახადა შემსრულებლის მიერ ვალდებულებების შესრულება, მიუთითა რა შემსრულებლის მიერ დასკვნის მომზადების შესახებ ინფორმაციის დამკვეთისათვის შეუტყობინებლობაზე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს განცხადებით შპს „G----."-ის დირექტორმა მოითხოვა რძის პროდუქტების ნიმუშებზე ექსპერტიზის ჩატარება პროდუქტში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებისა და ვარგისიანობის დასადგენად; ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებმა დამკვეთისათვის საექსპერტო (სამუშაო) დასკვნის გადაცემა დაუკავშირეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასა და საექსპერტო მომსახურების საფასურის სრულად გადახდას, უფრო ზუსტად, შემსრულებელს დასკვნის გადაცემის ვალდებულება წარმოეშობოდა სწორედ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.

 

სპეციალური დანაწესი, რაც დამკვეთის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ შემსრულებლისათვის შეტყობინების ვალდებულებას დააწესებდა, რაიმე პირობებით, საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით მხარეებს არ განუსაზღვრავთ.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს შემკვეთმა მოითხოვა 2015 წლის 05 აგვისტოს განცხადებით მოთხოვილი ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარება. 2015 წლის 10 აგვისტოს განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება არ გაფორმებულა, შესაბამისად მხარეები არ შეთანხმებულან დაჩქარებული წესით შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს დასრულების შესახებ დამკვეთისათვის შეტყობინებაზე.

მხარეთა შორის სადავო გარეოებას არ წარმოადგენს ის, რომ დაჩქარებული მომსახურება გულისხმობდა 10 სამუშაო დღის ვადაში დასკვნის მომზადებას.

 

საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული განცხადებების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, გასვლის თარიღია 2015 წლის 21 აგვისტო.

 

როგორც აღინიშნა, შემსრულებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნის დაჩქარებული წესით მომზადება. შესაბამისად, მან ამგვარად გამოხატა ნება, მიეღო ექსპერტიზის დასკვნა უფრო მოკლე ვადაში, რისი მოლოდინიც მას ლოგიკურია, რომ უნდა ჰქონოდა. შესრულებელს შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნდა, ხოლო დამკვეთის განცხადება დაჩქარებული წესით დასკვნის მომზადებისა, შემსრულებელს შეტყობინების ვალდებულებას თავისთავად არ აკისრებდა. უფრო მეტიც, ამგვარ პირობებში, შემსრულებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების მიღებაზე დამკვეთის მოლოდინი გაუმართლებლად შეიძლება ჩაითვალოს.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიზანს წარმოადგენდა 2015 წლის 5 სექტემბრამდე დასკვნის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისა და დარჩენის ინტერესს (იხ, 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:29:58). თუმცა, დამკვეთს თუნდაც დასკვნის გასვლის თარიღიდან, 2015 წლის 21 აგვისტოდან ამავე წლის 5 სექტემბრამდე არ მიუმართავს ბიუროსთვის წერილობით და არ მოუთხოვნია ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა. იმ შემთხვევაში კი, თუ დამკვეთი დაკარგავდა ინტერესს 2015 წლის 5 სექტემბრის შემდეგ, მას შეეძლო შესაბამისი მოტივით, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, რაც მხარეს 2018 წლამდე არ განუხორციელებია: შემსრულებელმა დამკვეთს 2015 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა 2018 წლის 09 მარტს, მას შემდეგ რაც 2018 წლის 11 აპრილის წერილით შემსრულებელმა მოსთხოვა დამკვეთს გაწეული მომსახურების ანაზღაურება (ს.ფ. 74-76).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი შემსრულებლის ვალდებულებები არ დაურღვევია.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 05 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 2 100,00 ლარს.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ოდენობაც.

საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელმა იკისრა კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოს შესრულება, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს ანაზღაურების წესზე, რომლის მიხედვით, სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ შემსრულებლის მიერ გასაწევი მომსახურების ფასის განსაზღვრის საშუალებაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, ბიუროსთვის 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების გათვალისწინებით.

 

დადგენილების №1 დანართში მოცემულია ექსპერტიზის დასახელება, მისი კოდი, ობიექტის რაოდენობა და მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით). ამავე დანართის თანახმად, დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში, არსებული ტარიფები ორმაგდება შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი კოდის მითითებით.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა არა გაწეული მომსახურების სახე (კოდები - 433, 368), არამედ მომსახურების ასანაზღაურებელი ოდენობა, კერძოდ, მიუთითა, რომ გაწეული მომსახურების ოდენობა შეადგენს არა გაორმაგებულ 2 100,00 ლარს, არამედ 1050,00 ლარს.

 

მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 433 კოდით ნიმუშის აღება (თბილისის მასშტაბით) განხორციელდა 5 ობიექტზე, ხოლო 368 კოდით განსაზღვრული მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) კვლევა ჩატარდა 16 ობიექტზე. 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილების №1 დანართის მიხედვით 368 კოდით ჩატარებული მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) კვლევა ერთ მჩვენებელზე შეადგენს 50,00 ლარს, ხოლო 433 კოდით ნიმუშის აღება (თბილისის მასშტაბით) ერთ ობიექტზე - 50,00 ლარს. შესაბამისად, ჯამურად გაწეული მომსახურება განისაზღვრება 1050,00 ლარით. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში კი გაორმაგდა მომსახურების საფასური შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი კოდის მითითებით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 2 100,00 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ იკისრა საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოს შესრულება, ხოლო შპს „ვ----1--“-მ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური.

 

მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოს შესრულება, სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის საშუალებაზე - ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების მიხედვით მომსახურების ღირებულების გაანგარიშებით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების დროზე - 10 სამუშაო დღე.

 

შესაბამისად, სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული ნამდვილი მომსახურების ხელშეკრულება, რაც მათთვის წარმოშობს შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს, სსკ-ის 629-ე მუხლის მიხედვით.

 

დადგენილია, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ შეასრულა ვალდებულება და გაუწია დამკვეთს ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, მოთხოვილი დაჩქარებული წესით, ხოლო შპს „ვ--- 1--“-ს შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურებია. ამასთან, დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ გაწეული და დამკვეთის მიერ ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება შეადგენს 2 100,00 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს დამკვეთს გაწეული მომსახურების საფასური 2 100,00 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100,00 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე შპს “ვ----1--“-ს მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2 100,00 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს შპს “ვ----1--“-ს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 100,00 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე