გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-152-18 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.01.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო-----
მოსარჩელე: შპს ,,ჯ--------------–ს",წარმომადგენელი: ლ---- მ---------–ია,მოპასუხე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: პ----- ც------–--ე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2018 წლის 19 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენს 77 858,42 ლარს, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 28 034,06 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 49 824,36 ლარს. მითითებულ შემოწმების აქტის დანართებში მითითებული შემთხვევების დიდი ნაწილი ხანდაზმულია, ასევე წარდგენილია შემთხვევები რომლებზედაც სანქცია გამოყენებულია მანამდე ვიდრე მკაცრი აღრიცხვის ფორმა გახებოდა. თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ 2018 წლის 14 მაისს მიღებული იქნა №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის მითითებით, თემატური შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონდმებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი და მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით №36 დადგენილების 15–1 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია მთავრობის აღნიშნული №552 დადგენილება და შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული ნორმა გავრცელდა №36 დადგენილების ამოქმედებიდან არსებულ შემთხვევებზე, რომლებზეც განსაზღვრული იყო 03 კალენდარული წელი, შემთხვევების შესამოწმებლად. ასევე გასათვალისწინებელია №36 დადგენილების მე–19 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნებიც, კერძოდ: ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. შესაბამისად უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარემ არც პროგრამიდან გასვლის შესახებ განაცხადით მიმართა სააგენტოს და არც გაასაჩივრა მთავრობის №552 დადგენილება, შესაბამისად მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია. შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, ნაცვლად სამისა, შეუძლებელია, სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. გარდა ამისა, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვცელდება საჯარო სამართლის სფეროზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც საგადასახადო სფეროში გადასახადის ოდენობის გაზრდა, რაც უდავოდ აუარესებს გადასახადის გადამხდელი პირის მდგომარეობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება მანამდე უკვე ფორმირებულ სამართალურთიერთობებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის შემოწმების აქტის 7.1. პუნქტით დადგენილია, რომ 255 შემთხვევაში მიმწოდებელმა ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, შესაბამისად ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანხმობის ფორმების გარეშე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4 402,05 ლარი, ხოლო საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრა 8122,15 ლარით; 7.2. პუნქტით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის საანგარიშგებო ფორმაში 179 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 307,88 ლარი, დარიცხული ჯარიმა 384,02 ლარი; 7.3 პუნქტით 153 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს კერძოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები სახელი, გვარი, პირადი ნომერი არასწორად არის შევსებული და არ ედრება ელექტრონულ მოდულში ასახულ ინფორმაციას, ერთი და იგივე მოსარგებლეზე შევსებული თანხმობის ფორმის ნომერი არ ედრება ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებულ თანხმობის ფორმის ნომერს, არასწორადაა რეგისტრაციის თარიღი მითითებული, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 2 534,4 ლარი, ხოლო საჯარიმო სანქციის თანხამ შეადგინა 4793,6 ლარი; 7.4 პუნქტით, 98 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე შევსებული რეკვიზიტები გადასწორებულია, რის გამოც 1 610,35 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო დარიცხულმა საჯარიმო სანქციის თანხამ შეადგინა 3115,84 ლარი; 7.5 პუნქტით, 437 შემთხვევაში არასრულყოფილად არის შევსებული რეკვიზიტები, თანხმობის ფორმებზე არ არის მოსარგებლის ხელმოწერა, არ არის მოსარგებლის პირადი ნომერი მითითებული, არ არის მოსარგებლის რეგისტრაციის თარიღი მითითებული, მშობელი (დედა/მამა) მეურვე/მზრუნველის (18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში) გრაფა შეუვსებელია და არ არის მონაცემები მითითებული, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 7 647,12 ლარი, ხოლო საჯარიმო სანქციის თანხამ 13 739,38 ლარი; 7.6 პუნქტით, 56 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის ფორმას თან არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 996,17 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით მიმწოდებელს დაერიცხა 1992, 34 ლარი; 7.7 პუნქტით, 657 შემთხვევაში მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე მითითებული ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მოსარგებლის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართს, აგრეთვე არ არის თანხმობის ბარათზე მითითებული მოსარგებლის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10 536,09 ლარი, დარიცხული ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 17 633,66 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.2-22);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის შემოწმების აქტი (ტომი I, ს. ფ. 23-32);
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) მიერ 2018 წლის 14 მაისს მიღებული იქნა №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ.2-22);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 140-144);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, შემოწმების ვადა მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიცემია იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების აქტის ყველა პუნქტზე ვრცელდებოდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა, არ დაუდგენიათ რამდენად სწორად მოეთხოვა 56 შემთხვევაში მიმწოდებელს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რითი იყო გამოწვეული ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტების უზუსტობა მოსარგებლის თუ მიმწოდებლის მიზეზით, ასევე არ იქნა დადგენილი მოსარგებლეებს რეალურათ გაეწიათ თუ არა მომსახურება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი არ იყო იმ დროისათვის რომელსაც შემოწმება ეხებოდა, ხოლო მოქალაქეებს მომსახურება მიღებული აქვთ. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, არასრულყოფილად არის შევსებული რეკვიზიტები, მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე შევსებული რეკვიზიტები გადასწორებულია, მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე მითითებული ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მოსარგებლის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართს, აგრეთვე არ არის თანხმობის ბარათზე მითითებული მოსარგებლის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი ა მოსარგებლე დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია დადგინდეს მიმწოდებლის მიერ კონკრეტული მომსახურების დრო, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ,,ჯ-------------–--ს" ს---------–ას ამბულატორიის მიერ მოქალაქეებს ამბოლატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ 2013 წლის მდგომარეობითაც, გასაჩივრებული აქტებით არ არის გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; თანხა მოთხოვნილია ხანდაზმულობის ვადის გაუთვალისწინებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ--------------–სის" წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანება; ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1, პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 255 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპეტენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, შესაბამისად ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე. საყოველთაო ჯადაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის საანგარიშგებო ფორმაში 179 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი. 153 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს კერძოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები სახელი, გვარი, პირადი ნომერი არასწორად არის შევსებული და არ ედრება ელექტრონულ მოდულში ასახულ ინფორმაციას, ერთი და იგივე მოსარგებლეზე შევსებული თანხმობის ფორმის ნომერი არ ედრება ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებულ თანხმობის ფორმის ნომერს, არასწორადაა რეგისტრაციის თარიღი მითითებული, 98 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე შევსებული რეკვიზიტები გადასწორებულია, 437 შემთხვევაში არასრულყოფილად არის შევსებული რეკვიზიტები, თანხმობის ფორმებზე არ არის მოსარგებლის ხელმოწერა, არ არის მოსარგებლის პირადი ნომერი მითითებული, არ არის მოსარგებლის რეგისტრაციის თარიღი მითითებული, მშობელი (დედა/მამა) მეურვე/მზრუნველის (18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში) გრაფა შეუვსებელია და არ არის მონაცემები მითითებული, 56 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის ფორმას თან არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 657 შემთხვევაში მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე მითითებული ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მოსარგებლის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართს, აგრეთვე არ არის თანხმობის ბარათზე მითითებული მოსარგებლის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი.
დადგენილია, რომ სადავო აქტი გამოიცა შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის შემოწმებისას, შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე (ტომი I, ს. ფ. 23-32).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, შპს ,,ჯ-------------–--ს" ს---------–ას ამბულატორიის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ, რომელთა რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი (ტომი I, ს. ფ. 33-38), რომელთა ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართი დაფიქსირებულია სოფელი (ტომი I, ს. ფ. 39-43), რომელთა ფორმაში დაფიქსრირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს (ტომი I, ს.ფ. 44-47), მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე შევსებული რეკვიზიტები გადასწორებულია (ტომი I, ს.ფ 48-50), რომელთა თანხმობის ბარათზე არ იყო დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა, არ არის მითითებული პირადი ნომერი, არ არის მოსარგებლის რეგისტრაციის თარიღი, მშობელი (დედა/მამა) მეურვე/მზრუნველის (18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში) გრაფა შეუვსებელია და არ არის მონაცემები მითითებული (ტომი I, ს. ფ. 51-54), რომელთა მკაცრი აღრიცხვის ფორმას თან არ ერთვის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი (ტომი I, ს. ფ. 62-63), მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე მითითებული ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მოსარგებლის ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართს, აგრეთვე არ არის თანხმობის ბარათზე მითითებული მოსარგებლის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი (ტომი I, ს.ფ. 64-76) დგინდება, რომ მოსარჩელეს ჯარიმა დაეკისრა 2015 წლის 19 მარტამდე მდგომარეობით ე. ი. იმ დრომდე ვიდრე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფორმა იქნებოდა.
გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ პროგრამის ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები და ფორმალურად მიუდგა საკითხს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება დასახელებულ დადგენილებაში განხორციელდა 2015 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №552 დადგენილებით. 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედი მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელ ორგანოს თითოეული საკითხის შესწავლისას შეფასება უნდა მიეცა და ზედმეტად მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მისი დაბრუნება მოეთხოვა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ვინაიდან, საჯარიმო თანხის გამოთვლა იმ პერიოდის თანხების გათვალისწინებით, რომლის შემოწმება/სარევიზიო პერიოდიც ხანდაზმულია დაუშვებელია და ეწინააღმდეგება შემოწმების პრინციპს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონისათვის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუეფექტი მიეცეს, თუ კი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე, (საქმე#ბს-1013-599(კ-05); საქმე #ბს-672-658(კ-12); საქმე #ბს-618-606(კ-12); საქმე #ბს-849-831(კ-12); საქმე #ბს-57-52(კ-13) სადაც განმარტებულია, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებული კანონი და არა ის კანონი, რომელიც საკითხის გადაწყვეტისას მოქმედებს.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 20-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;
ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ხოლო მითითებული პუნქტის ,,გ.ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;
დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან.
განსახილველ შემთხვევაშიც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და მიუთითა საერთო ოდენობა ის შემთხვევებისა სადაც ვერ იქნა წარდგენილი მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, თუმცა მის მიერ არ გამოკვლეულა ის გარემოება, რეალურად მოსარგებლეებს გაეწიათ თუ არა სამედიცინო მომსახურება და წარმოადგენენ თუ არა ისინი პროგრამით მოსარგებლეებს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგელბში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის შემოწმების აქტის 7.3 პუნქტის თანახმად, 153 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს კერძოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები სახელი, გვარი, პირადი ნომერი არასწორად არის შევსებული და არ ედრება ელექტრონულ მოდულში ასახულ ინფორმაციას, ერთი და იგივე მოსარგებლეზე შევსებული თანხმობის ფორმის ნომერი არ ედრება ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებულ თანხმობის ფორმის ნომერს, არასწორადაა რეგისტრაციის თარიღი მითითებული, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 2 534,4 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის გარემოება, რომ თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით, ვინაიდან, თანხმობის ფორმების შევსება ხდება უშუალოდ ბენეფიციარების მიერ, რაც იწვევს შეცდომებსა და გადასწორებებს. მთავარი არის ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს მომსახურება, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული გამოკვლეული არ ყოფილა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილების დანართი №1, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტში ბენეფიციარის რეგისტრაციის წესის დარღვევის გამო საჯარიმო სანქციები დაწესდა 2017 წლიდან, ხოლო მოსარჩელის შემთხვევაში ჯარიმის დარიცხვა განხორციელდა სანქციის არსებობამდეც.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 9-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. დასახელებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. 151-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა-განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია დასახელებული ნორმების საფუძველზე. მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ყველამ ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უფასო სამედიცინო დახმარებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება კერძოდ, შემოწმების ვადა მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიცემია იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის პუნქტებზე ვრცელდებოდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები და ელექტრონულ მოდულში ასახული ინფორმაციის უზუსტობა გამოწვეულია თუ არა მოსარგებლეებოს მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომებით, რაც შეეხება პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე დაურთველობას, ყურადღება არ გამახვილებულა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელს პირადობის/დაბადების მოწმობის ასლის მოთხოვნის ვალდებულება გაუჩნდა 2014 წლიდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, მე-10 მუხლის მეორე პუნქტის (30.10.2017 N 486 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) შინაარსიდან გამომდინარე პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი და ა.შ.
ამასთან, სასამართლო გაითვალისწინებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ არასწორად მოხდა ნორმის გამოყენება („საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ხოლო მითითებული პუნქტის ,,გ.ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;)
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტის 7.1, 7.2, 7.4, 7.5, 7.6 და 7.7 პუნქტების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები დაეკისრა დდგენილების დანართი 1 მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე რაც ითვალისწინებს არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას თუ შემთხვევის მონაცემი ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.
განსახილველ შემთხვევაში დაუდგენელია შემთხვევის მონაცემების უზუსტობა გამოწვეულია თუ არა ტექნიკური ხარვეზით, თუ მიმწოდებლის მიერ დაირღვა დასახელებული დადგენილების დანართი 1, მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით, ან მე-14 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი ან ადგილი ჰქონდა სხვა დარღვევას რაც ერთ შემთხვევაში პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%, ხოლო მეორე შემთხვევაში 2% დაჯარიმებას იწვევს. რაც შეეხება გასაჩივრებული აქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებულ მიმწოდებლის დარღვევას იგი მიჩნეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნული ბრძანება მიღებულია 2014 წლის 17 მარტს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია დროის რა პერიოდის დარღვევებს ეხება გასაჩივრებული აქტი და ცალკეული შემთხვევები არ არის შეფასებული დამოუკიდებლად.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შპს ჯ--------------–სის ს---------–ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ 2018 წლის 14 მაისს მიღებული №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)
სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ შეფასება არ მისცა შემოწმების პერიოდს, არ გამოიკვლია და დაადგინა მოსარგებლეთა კატეგორიების კონტიგენტის ანაზღაურებისას თანხის სხვაობა. იმის გამო, რომ შემოწმების აქტის 7.2. პუნქტით დადგენილია მხოლოდ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა უნდა დადგინდეს ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება, რომლებიც რეალურად რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში და მოსარჩელეს უნდა მოეთხოვოს ასანაზღაურებელი თანხის სხვაობა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. მოპასუხემ აგრეთვე უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი თანხის დაბრუნების კანონიერება მოსარგებლის თანხმობის ხელმოუწერობის შემთხვევაში დროის იმ პერიოდისთვის ვიდრე, მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფურცელი გახდებოდა. (7.3. პუნქტი) მოპასუხემ ასევე უნდა იმსჯელოს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმების აქტის 7.1. პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარგებლის თანხმობის ფორმის გარეშე ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. მოპასუხემ აგრეთვე უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ დარღვევისას შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, თუ აღნიშნული გამოწვეულია ტექნიკური მიზეზით.
საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთათვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც პირს გააჩნია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება თუმცა, ვერ ახდენს მის რეალიზაციას ფორმალური დაბრკოლებების შექმნის გამო. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ჯ--------------–სის" ს---------–ას ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების 2018 წლის 1---------ს №2--------- აქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯეო ჰოსტიპალსის" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1-------- №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1---------ს №2--------- შემოწმების აქტი; დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს ,,ჯეო ჰოსტიპალსის" სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი