გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე (№ №3/627-2017) 010310017002060948
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი ნათია ზოიძე
მოსარჩელეები - ბ----- ლ------------იძე; ს---–--ო კ--------აძე; მ-----ა ო-----ე; ზ------ გ-----ძე; ტ------– ბ---–----ე; ლ---- კოკბინაძე; ნ------- ც---------ე.
მოსარჩელეების - ბ----- ლ------------იძის; ს---–--ო კ--------აძის; მ-----ა ო-----ის; ზ------ გ-----ძის; ტ------– ბ---–----ის და ლ---- კ--------აძის წარმომადგენელი - ლ---- ლ------------იძე
მოპასუხეები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ---- ბ-----ე; გ------ი ბ-----ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადასახდელად დაკისრება.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2013-2014 წლებში მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში წარადგინეს განცხადება და დოკუმენტაცია ( შ.პ.ს. „ს--–----თის“ მიერ ციტრუსის შესყიდვის აქტი, საბაჟო დეკლარაცია და სხვა) სტანდარტული ციტრუსის რეალიზაციის შემდგომ ბიუჯეტიდან დამატებითი ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვეს შესაბამისი ანაზღაურება. სათანადო დოკუმენტაცია გამგეობაში წარადგინა შემსყიდველმა სუბიექტმა, შ.პ.ს. „ს--–----თმაც“, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იყო თანხის გაცემა. საბოლოოდ, მოსარჩელეებს გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილით ეცნობათ, რომ სამთავრობო კომისიის 2014 წლის 27 ივნისის №13 ოქმით სეზონი დასრულებულად გამოცხადდა, კომისიას სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ქონდა მუშაობა, მოსარჩელეების მიერ წარდგენილი განცხადებები იყო არასრულყოფილი და დაგვიანებული, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ვერ დააკმაყოფილებდა მოსარჩელეთა მოთხოვნას რეალიზირებულ 1 კგ სტანდარტულ ციტრუსზე დანამატის სახით 0, 15 თეთრის გაცემის შესახებ.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული N05/4258 წერილით, სრულყოფილად ვერ განიმარტება სამთავრობო კომისიის მუშაობის და მისი გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარეები და შინაარსი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დადგინილია მოსახლეობაზე გასაცემი თანხები, რომელიც აისახა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში და მისი მოსახლეობაზე განკარგვა უნდა განხორციელებულიყო წლის მიმდინარეობისას. ეს განკარგულებები არ აწესებს კონკრეტულ ვადებს, ამ თანხების მოსახლეობაზე გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თანახმად, ყველა ტიპის კომისიის აქტი სეზონის დასრულებასთან და ამ თანხების მოსახლეობაზე გაცემის აკრძალვის შესახებ მიჩნეული უნდა იქნას კანონსაწინააღმდეგო აქტად.
მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეებმა განცხადებასთან ერთად წარადგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის ბაზაზე გამგეობა ვალდებული იყო მოეხდინა თანხის გადაცემა. ამ საკითხის შპს „ს--–----თის“ დოკუმენტების ხარვეზთან დაკავშირება მოსარჩელე მხარეს მიაჩნია არასამართლიან და უკანონო ქმედებად. აგვისტოს თვეშიც იყო გამგეობა ვალდებული, მიეღო ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება.
რამდენადაც კომპენსაციის მიუღებლობაში ბრალი გამგეობას მიუძღვის, მას უნდა დაეკისროს სამთავრობო პროგრამით დადგენილი, ბიუჯეტით გათვალისწინებული დანამატის მოსარჩელეებისათვის გადახდა.
მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, იმ მოტივით, რომ შპს „ს--–----თმა“ დაგვიანებით, ციტრუსის დამზადების სეზონის დასრულების შემდეგ წარადგინა გამგეობაში გასწორებული დოკუმენტები, ციტრუსის შესყიდვის და დეკლარაციის თაობაზე. ამ დროისათვის კომისიას უკვე დასრულებული ჰქონდა მოქმედება და გამგეობა ვეღარ შეძლებდა გაეცა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებით, აჭარის ა.რ. მთავრობას გამოეყო 12 000 000 ლარი, 2013 წლის ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის 12 000 000 ლარის გამოყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით გადაწყდა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი განაწილდა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო, 3 150 000 ლარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, განკარგულების 1-ლი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ციტრუსის შემსყდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წარდგენიული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია) საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის დამატებით 0,15 ლარის გაცემის უზრუნველყოფა.
განკარგულებით გამოყოფილი თანხის დანიშნულებით გაცემა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 6 დეკემბრიდან, 2014 წლის 01 მარტამდე გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ციტრუსის მოსავლის აღებისა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 5 დეკემბრის №68 განკარგულებით გადაწყდა, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 300 000 (სამასი ათასი) ლარის გამოყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 5 დეკემბრის №68 განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 იანვრის №23 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია, 2013 წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 იანვრის №23 ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–----თის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებასთან ერთად წარუდგინა მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და დეკლარაციები და მოითხოვა ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხების გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს--–----თის“ დირექტორის 2014 წლის 20 თებერვლის განცხადება;
- ციტრუსის შესყიდვის აქტები;
- ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის კომისიის 2014 წლის 13 მარტის №6 სხდომის ოქმის და 31 მარტის №8 სხდომის ოქმის თანახმად, შპს „ს--–----თს“ 20 ფერმერზე გაცემული აქვს მანდარინის შესყიდვის აქტები, 71900 კილოგრამ ციტრუსზე, ხოლო მის მიერ წარდგენილი იქნა დეკლარაციები, 61090 კილოგრამ ციტრუსზე. საბაჟო დეკლარაციებში მითითებული წონები ნაკლებია, შესყიდვის აქტების წონებზე, ხოლო ფირმის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ხარვეზის გასწორება ვერ მოხერხდა, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, შპს „ს--–----თს“ უკან დაბრუნებოდა ფერმერების შესყიდვის აქტები, შესასწორებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნა, რომ იმ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, ვისგანაც შპს „ს--–----თს“ ჰქონდა შესყიდული ციტრუსი, არ უნდა განხილულიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2014 წლის 13 მარტის №6 სხდომის ოქმი;
- კომისიის 2014 წლის 31 მარტის №8 სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–----თის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საბაჟო დეკლარაციებში მითითებული წონები ნაკლებია ფერმერებისაგან ციტრუსის შესყიდვის აქტების წონაზე, კერძოდ, შპს „ს--–----თს“ 20 ფერმერზე გაცემული აქვს მანდარინის შესყიდვის აქტები, 71900 კილოგრამ ციტრუსზე, ხოლო მის მიერ გამგეობისათვის წარდგენილი იქნა ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები, 61090 კილოგრამ ციტრუსზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ციტრუსის შესყიდვის აქტები;
- ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.8. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს „ს--–----თის“ დირექტორს 2014 წლის 2 აპრილის წერილით ეცნობა იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 იანვრის №23 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2014 წლის 23 მარტს შეისწავლა შპს „ს--–----თის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გაარკვია, რომ ექსპორტზე გატანილი ციტრუსის საბაჟო დეკლარაციებში მითითებული ციტრუსის წონები ნაკლებია, შესყიდვის აქტებში ნაჩვენებ წონებზე, რის გამოც დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით განსაზღვრულ წესებს, რის გამოც თანხების ანაზღაურება ვერ მოხდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, შპს „ს--–----თის“ დირექტორისადმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.9. შპს „ს--–----თის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, რის საფუძველზეც მოითხოვა ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხის გაცემა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 10 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ შპს „ს--–----თის“ მიერ 2014 წლის 20 თებერვალს წარდგენილ დოკუმენტაციას გააჩნდა ხარვეზი და დაუბრუნდა გამოსასწორებლად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ციტრუსის სეზონი დიდი ხანია დასრულდა და მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია თანხის ანაზღაურებაზე დაგვიანებით იყო წარდგენილი სამთავრობო კომისიის 2014 წლის 27 ივნისის №13 ოქმით სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა, რის გამოც ვერ მოხდებოდა მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 10 ოქტომბრის წერილი;
3.1.10. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების აუთვისებელი თანხები, 2070283 (ორიმილიონ სამოცდაცამეტიათას ორასოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაცემული მეციტრუსეებისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებით დაბრუნებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.11. მოსარჩელეები მოითხოვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობას. აღნიშნული წერილით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი უთხრა ნ-------- კ--------აძეს კომპენსაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 27 ივნისის N13 ოქმით სამთავრობო კომისიამ სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვიტა მუშაობა. ნ-------- კ--------აძე, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი უთხრა კომპენსაციის გაცემაზე არ არის მოსარჩელე, ხოლო გასაჩივრებული აქტი არ ეხება მოსარჩელეთა ინტერესს და მათ რაიმე ინტერესს არ ზღუდავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილი.
3.1.12. ბ----- ლ------------იძის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 2175 ლარს. ს---–--ო კ--------აძის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 412 ლარს და 50 თეთრს. მ-----ა ო-----ის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 1110 ლარს. ზ------ გ-----ძის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 522 ლარს. ტ------– ბ---–----ის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 330 ლარს. ლ---- კ--------აძის მიერ ჩაბარებულ ციტრუსზე ყოველ 1 კილოგრამზე 15 თეთრის დანამატი მთლიანობაში შეადგენს 825 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ციტრუსის შესყიდვის აქტები;
- ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1.ნ------- ც---------ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ წარუდგენია ციტრუსის შესყიდვის აქტი, ციტრუსის ექსპორტის დეკლარაცია და შესაბამისი განცხადება თანხის მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ მონაცემები არც შპს ს--–----თს წარუდგენია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ციტრუსის შესყიდვის აქტები;
- ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქრთველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 262 მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში. ნ------- ც---------ის სარჩელი მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 300 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბ----- ლ------------იძის, ს---–--ო კ--------აძის, მ-----ა ო-----ის, ზ------ გ-----ძის, ტ------– ბ---–----ის და ლ---- კ--------აძის სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სარჩელი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილით ნ-------- კ--------აძეს უარი ეთქვა კომპენსაციის გაცემაზე. ნ-------- კ--------აძე არ არის მოსარჩელე, ხოლო აღნიშნული წერილით ზიანი არ ადგება მოსარჩელეთა ინტერესებს და უკანონოდ არ იზღუდება მათი უფლებები. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
6.2. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო ქმედების შედეგად, მოსარჩელეებმა ვეღარ მიიღო თავისი კუთვნილი ციტრუსის ღირებულების დანამატი (სუბსიდია), რომელიც გამოყოფილი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, რომ უზურუნველეყო ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის დამატებით - 0,15 ლარის გაცემა.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულება, შეფასებული უნდა იქნას, როგორც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, რომ გამგეობას კანონით გათვალისწინებული თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში განეხორციელებინა ციტრუსის ჩამბარებელი პირების, მათ შორის მოსარჩელეებისათვის 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, 0,15 ლარის გაცემა.
ამისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 3 150 000 ლარი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, განკარგულების 1-ლი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ციტრუსის შემსყდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წარდგენიული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია) საფუძველზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის დამატებით 0,15 ლარის გაცემის უზრუნველყოფა.
განკარგულებით გამოყოფილი თანხის, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნულებით გაცემა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 6 დეკემბრიდან, 2014 წლის 01 მარტამდე, გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–----თის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განცხადებასთან ერთად წარუდგინა მეციტრუსეების, მათ შორის მოსარჩელეების (გარდა ნ------- ც---------ისა) მანდარინის შესყიდვის აქტები და დეკლარაციები, რის შესაბამისად მოითხოვა, ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე დადგენილი სუბსიდიების თანხების გაცემა.
2013 წლის შესყიდვის აქტების თანახმად, მოსარჩელეებისაგან (გარდა ნ------- ც---------ისა) შპს „ს--–----თის“ მიერ შესყიდული იქნა მანდარინი. მოსარჩელეებისაგან შესყიდული მანდარინის ოდენობა სადავო არ გამხდარა არც შემსყიდველი იურიდიული პირის, ან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–----თის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საბაჟო დეკლარაციებში მითითებული წონები ნაკლებია, ფერმერებისაგან ციტრუსის შესყიდვის აქტებში ნაჩვენებ წონაზე, კერძოდ, შპს „ს--–----თს“ 20 ფერმერზე გაცემული აქვს მანდარინის შესყიდვის აქტები, სულ 71900 კილოგრამზე, ხოლო მის მიერ გამგეობისათვის წარდგენილი იქნა ციტრუსის ექსპორტის დეკლარაციები, 61090 კილოგრამ ციტრუსზე, ანუ ერთმანეთს არ ემთხვეოდა შპს „ს--–----თის“ მიერ რეალურად შესყიდული და საქართველოდან ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხის მიზანმიმართულად გაცემის კომისიის 2014 წლის 13 მარტის №6 სხდომის ოქმის და 31 მარტის №8 სხდომის ოქმის თანახმად, გადაწყდა, რომ შპს „ს--–----თს“ უკან დაბრუნებოდა ფერმერების შესყიდვის აქტები, შესასწორებლად, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნა, რომ იმ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა კომპენსაციის გაცემაზე, ვისგანაც შპს „ს--–----თს“ ჰქონდა შესყიდული ციტრუსი, არ უნდა მომხდარიყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ცნობილი იყო, რომ „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით გამოყოფილი თანხის გაცემა უნდა განეხორციელებინა 2013 წლის 6 დეკემბრიდან, 2014 წლის 01 მარტამდე გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
შპს „ს--–----თის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, უკვე გასწორებული სახით, რომელშიც მოსარჩელეებისაგან შესყიდული ციტრუსის ოდენობის შესახებ მონაცემი არ შეცვლილა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 10 ოქტომბრის წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ შპს „ს--–----თის“ მიერ 2014 წლის 20 თებერვალს წარდგენილ დოკუმენტაციას გააჩნდა ხარვეზი და დაუბრუნდა გამოსასწორებლად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ციტრუსის სეზონი დიდი ხანია დასრულდა და მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია თანხის ანაზღაურებაზე დაგვიანებით იყო წარდგენილი, სამთავრობო კომისიას 2014 წლის 27 ივნისის №13 ოქმით სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა, რის გამოც ვერ მოხდებოდა მოსარჩელეებისათვის კომპენსაციის გაცემა.
6.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის ამ მოსაზრებას, რომ შპს „ს--–----თმა“ დაგვიანებით, ციტრუსის დამზადების სეზონის დასრულების შემდეგ წარადგინა გამგეობაში გასწორებული დოკუმენტები, ციტრუსის შესყიდვის და ექსპორტირების თაობაზე და ამის გამო მოსარჩელეებს აღარ უნდა მიეღო „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით განსაზღვრული სუბსიდია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომ 2014 წლის 20 თებერვალს შპს „ს--–----თის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზს, რაიმე ბრალი არ მიუძღვის.
თუ კი შპს „ს--–----თის“ მიერ წარდგენილი ხარვეზიანი დოკუმენტების გამო, მოსარჩელეებისათვის სუბსიდიის გაცემა არასწორად მოხდებოდა და შედეგად მუნიციპალიტეტისთვის დადგებოდა რაიმე სახის ზიანი, ეს გახდებოდა გამგეობის მხრიდან შპს „ს--–----თის“ მიმართ პრეტენზიისა და დავის საფუძველი.
ამასთან, მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ შპს „ს--–----თმა“ თავდაპირველად მეციტრუსეებისათვის კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დათქმულ ვადებში, 2013 წლის 6 დეკემბრიდან, 2014 წლის 01 მარტამდე მომზადებული დოკუმენტაცია წარადგინა.
ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების აუთვისებელი თანხები 2070283 (ორიმილიონ სამოცდაცაათიათას ორასოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაცემული მეციტრუსეებისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებით დაბრუნებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
ანუ, იმ დროისათვის, როდესაც შპს „ს--–----თის“ დირექტორმა 2014 წლის 26 აგვისტოს განმეორებით წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მეციტრუსეებისაგან მანდარინის შესყიდვის აქტები და ექსპორტის დეკლარაციები, გასწორებული სახით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული სუბსიდირების თანხები ჯერ კიდევ გამგეობისსავე განკარგულებაში იყო და უკან არ ყოფილა დაბრუნებული ხაზინაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს, ქმედების უკანონობა. ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს, დამდგარი შედეგისათვის.ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობის საფუძვლების შეფასებისას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო ქმედების შედეგად, მოსარჩელეებმა ვერ მიიღო საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის განკუთვნილი სუბსიდია ფულადი თანხის სახით.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა და საქმის გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2174 განკარგულებითა და „ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №262 განკარგულებით დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ უნდა ჩაითვალოს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი.
ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (უმოქმედობა) უშუალო წინაპირობას წარმოადგენს დამდგარი შედეგისათვის, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სუბსიდირების თანხის მიუღებლობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
6.8. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების სარჩელი დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა, ის უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაეკისროს: ბ----- ლ------------იძის სასარგებლოდ 2175 ლარის გადახდა; ს---–--ო კ--------აძის სასარგებლოდ 412 ლარისა და და 50 თეთრის გადახდა; მ-----ა ო-----ის სასარგებლოდ 1110 ლარის გადახდა; ზ------ გ-----ძის სასარგებლოდ 522 ლარის გადახდა; ტ------– ბ---–----ის სასარგებლოდ 330 ლარის გადახდა; ლ---- კ--------აძის სასარგებლოდ 825 ლარის გადახდა.
7. რაც შეეხება ნ------- ც---------ის მოთხოვნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 300 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების თაობაზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------- ც---------ეს, ისევე როგორც შპს ს--–----თს არ მიუმართავს ხელვაცაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია ნ------- ც---------ის მიერ ციტრუსის რეალიზაციის თაობაზე, არ იყო წარდგენილი შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია. ამდენად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით, წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების ბ----- ლ------------იძის, ს---–--ო კ--------აძის, მ-----ა ო-----ის, ზ------ გ-----ძის და ტ------– ბ---–----ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოსარჩელეებიის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარი.
ნ-------- კ--------აძის სახელით სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ნ-------- კ--------აძე არ იყო მოსარჩელე და სასამართლოს ნ-------- კ--------აძის სარჩელთან დაკავშირებით არ უმსჯელია, ამდენად ნ-------- კ--------აძეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, შესაბამისად მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს---–--ო კ--------აძის, ზ------ გ-----ძის და ლ---- კ--------აძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჟის გადახდა თითოეული მათგანის სასარგებლოდ 80 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 24-ე, 262, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე 364-ე, 369-ე 414-416-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქრთველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 262 მუხლის საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 ივლისის N05/4258 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში.
2. ნ------- ც---------ის სარჩელი მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 300 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ბ----- ლ------------იძის სასარგებლოდ დაეკისროს 2175 (ორიათასასსამოცდათხუტმეტი) ლარის გადახდა.
4. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს---–--ო კ--------აძის სასარგებლოდ დაეკისროს 412 ლარისა და და 50 თეთრის გადახდა.
5. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მ-----ა ო-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 1110 (ათასასათი) ლარის გადახდა.
6. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ------ გ-----ძის სასარგებლოდ დაეკისროს 522 (ხუთასოცდაორი) ლარის გადახდა.
7. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ტ------– ბ---–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 330 (სამასოცდაათი) ლარის გადახდა.
8. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ლ---- კ--------აძის სასარგებლოდ დაეკისროს 825 (რვაასოცდახუთი) ლარის გადახდა.
9. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ბ----- ლ------------იძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
10. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს---–--ო კ--------აძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
11. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მ-----ა ო-----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
12. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ------ გ-----ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
13. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ტ------– ბ---–----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
14. ნ-------- კ--------აძეს პ/ნ 61006022815 დაუბრუნდეს სს ლიბერთი ბანკში 2017 წლის 23 აგვისტოს (საგადასახადო დავალება N14052125) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
15. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს---–--ო კ--------აძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 80 ლარის გადახდა.
16. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ------ გ-----ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 80 ლარის
17. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ლ---- კ--------აძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 80 ლარის გადახდა.
18. სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქ. 32) 12 დღის ვადაში, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. N30)
19. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ირაკლი შავაძე