გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
120310018002581213
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1203-0018002581213-3/129 -18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.12.2018 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - შ-------------+’’

წარმომადგენელი-ი------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი---------------

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

წარმომადგენელი-ც-----------–---–--

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა შპს. ,,ს--------+" -ს ადმინისტრაციულ საჩივარის დაკმაყოფილებაზე.

1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის (ს/კ.6--1-.3-.0--) ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს. ,,ს--------+" -მა 2017 წლის 30 იანვარს N18/01-17 განცხადებით მიმართა სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" და მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ დ----–-–- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.

 

სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ასპინძის მუნიციპალიტეტში 500კვმ. არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე.

 

შპს. ,,ს--------+" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N16/783 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N1------ ბრძანებით შპს. ,,ს--------+" -ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

შპს. ,,ს--------+" ფლობს ციფრული მიწიზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მეტი რეგიონის დაფარვის მიზნით, შპს. ,,ს--------+" -ს მიენიჭა დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიო სარელე სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი არის ასპინძის რაიონის სოფელ დ----–-–- (კორდინატეები: 41035158.33"N 43019109.98"E) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდა 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დაზუსტება/დაკორექტირება კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს. ,,ს--------+" ფლობს ციფრული მიწიზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მეტი რეგიონის დაფარვის მიზნით, შპს. ,,ს--------+" -ს მიენიჭა დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიო სარელე სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი არის ასპინძის რაიონის სოფელ დ----–-–- (კორდინატეები: 41035158.33"N 43019109.98"E) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდა 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დაზუსტება/დაკორექტირება კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შპს. ,,ს--------+" სთვის ციფრული მიწიზედა სატელევისიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობით ლიცენზიის გაცემის შესახებ (იხ.სფ.26-45)

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის N224/13 გადაწყვეტილება შპს. ,,ს--------+" სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირების მინიჭების შესახებ(იხ.სფ.46-55).

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 ივნისის N361/19 გადაწყვეტილება შპს. ,,ს--------+" სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირების მინიჭების შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის N224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (იხ.სფ.56-68).

 

3.2. შპს. ,,ს--------+" -მა 2017 წლის 30 იანვრს N18/01-17 განცხადებით მიმართა სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" და მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ დ----–-–- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს. ,,ს--------+" დირექტორის განცხადება(იხ.სფ.18, 112-11-).

 

3.3. სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრში შესულია განცხადება, რომელიც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის მიწები" მდებარე , 500კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ. 6--1-.3-.0-- დანიშნულების შეცვლისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით პრივატიზების საკითხს, სატელეკომუნიკაციო ანძის მოწყობის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათი(იხ.სფ.118)

 

3.4. სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის სამსახურეობითი ბარათით დაევალა ამავე სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა/დათვალიერება, სიტუაციური ნახაზის, ფოტო მასალის და დათვალიერების ოქმის მომზადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის სამსახურეობითი ბარათი(იხ.სფ.119)

 

3.5. სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს დათვალიერებული იქნა ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის" 500კვმ. ფართობის მიწა ს/კ.6--1-.3-.0--.

აღნიშნული უძრავი ქონება არ არის შემოღობილი, არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე ხვდება საკომუნიკაციო ანძა, რომელზეც განთავსებულია გადამცემი ანტენები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლის ადგილზე დათვალიერების ოქმი(ხ.სფ.160-162).

- ფოტოსურათები(იხ.სფ.132-134).

 

3.6. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 500კვმ. არასსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგის მიწები, ს/კ.6--1-.3-.0--(წინა ნომერი:6--13.3-.0--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტია: სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ბრძანება N1/2-80, დამოწმების თარიღი 1-/03/2017, სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება N5------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.165-166).

 

3.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის დასკვნის თანახმად სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე 500კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ.6--1-.3-.0--, საბაზრო ღირებულება 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის დასკვნა(იხ.სფ.170-176).

 

3.8. სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილებით, შპს. ,,ს--------+" დირექტორს განემარტა, რომ მისი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N6--1-.3-.0--) პრივატიზებას, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დაინტრესებაში არსებული ქონების პრივატიზება.

ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება(იხ.სფ.19; 13-).

 

3.9. სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება შპს. ,,ს-------- +|" მიერ 2018 წლის 13 მარტს გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს. ,,ს--------+" ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.სფ.20-22).

 

3.1-. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანების თანახმად ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. შეუძლებელია ცალკე აღებული რომელიმე საჯარო ან კერძო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიას მოთხოვნილი უძრავი ქონება ესაჭიროება ციფრული მაუწყებლობის გასავრცელებლად, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირი მოსმენის ღია სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე კომპანიას სურს სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი ანძის განთავსება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ გამოთქვა მზაობა, კომპანიის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილოს მოთხოვნილი უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემის საკითხი. აქვე, სამინისტრო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ კომპანიის მიზანი (სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისათვის ანძის განთავსება) დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაშიც, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაცემა გრძელვადიანი პერიოდითაც და შპს. ,,ს--------+" 2018 წლის 13 მართის N4356/21ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანება(იხ.სფ.23-25).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ".

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანება შპს. ,,ს--------+" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

- დადგენილია, რომ შპს. ,,ს--------+" ფლობს ციფრული მიწიზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მეტი რეგიონის დაფარვის მიზნით, სპს. ,,ს--------+" -ს მიენიჭა დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიო სარელე სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი არის ასპინძის რაიონის სოფელ დ----–-–- (კორდინატეები: 41035158.33"N 43019109.98"E)კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდა 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დაზუსტება/დაკორექტირება კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში.

 

-დადგენილია, რომ შპს. ,,ს--------+" -მა 2017 წლის 30 იანვრს N18/01-17 განცხადებით მიმართა სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" და მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ დ----–-–- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.

 

-დადგენილია, რომ სსიპ. სახელმწიფო ქონების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრში შესულია განცხადება, რომელიც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის მიწები" მდებარე , 500კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ. 6--1-.3-.0-- დანიშნულების შეცვლისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით პრივატიზების საკითხს, სატელეკომუნიკაციო ანძის მოწყობის მიზნით.

 

- დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის სამსახურეობითი ბარათით დაევალა ამავე სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა/დათვალიერება, სიტუაციური ნახაზის, ფოტო მასალის და დათვალიერების ოქმის მომზადება.

 

- სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს დათვალიერებული იქნა ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის" 500კვმ. ფართობის მიწა ს/კ.6--13.3-.0--.

აღნიშნული უძრავი ქონება არ არის შემოღობილი, არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე ხვდება საკომუნიკაციო ანძა, რომელზეც განთავსებულია გადამცემი ანტენები.

 

-ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 500კვმ. არასსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგის მიწები, ს/კ.6--1-.3-.0--(წინა ნომერი:6--13.3-.0--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტია: სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ბრძანება N1/2-80, დამოწმების თარიღი 1-/03/2017, სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება N5------

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე 500კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ.6--1-.3-.0--, საბაზრო ღირებულება 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს.

 

- სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილებით, შპს. ,,ს--------+" დირექტორს განემარტა, რომ მისი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N6--1-.3-.0--) პრივატიზებას ,სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დაინტრესებაში არსებული ქონების პრივატიზება.

ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ამავე მუხლის ,,გ" პუნნქტის თანახმად პრივატიზება გულისხმობს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;

 

ამავე კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმას წარმოადგენს აუქციონი;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მეექვსე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ სსიპ. სახელმწიფო ქონების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრმა შპს. ,,ს--------+" განცხადების გამო აწარმოება ადმინისტრაციული წარმოება მისი დისკრეციული უფლების ფარგლებში და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რადგან სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია ეწინაარმდეგებოდა საჯარო ინეტრესს და ამასთან არსებითად უარი კი არ განაცხადა შპს. ,,ს--------+" განცხადების დაკმაყოფილებაზე, არამედ ,,დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს".

 

ამასთან სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიუხედავა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით შეარჩიოს ერთი, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კერძო ინტერესების გათვალისწინებით იძულებული გახდეს გასხვისოს უძრავი ქონება, დათმოს საკუთრება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლოსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენება.

 

ამასთან საქართველოს ზოაგი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილიშ თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს(იხ.აღნიშნული აქტი), სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც მოყვა სამართლებრივი შედეგი, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არრის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა/ან გამოიწვევდა სხვა გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება შპს. ,,ს-------- +|" მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანებით შპს. ,,ს--------+" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N1------ გადაწყვეტილება, რომლითაც შპს. ,,ს--------+" უარი ეთქვა 500 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ. 6--1-.3-.0-- აუქციონის წესით პრივატიზებას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანება შპს. ,,ს--------+" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით, სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებოს მისი ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას- ,,დაევალოს მოპასუხე სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ" სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის (ს/კ.6--1-.3-.0--) ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ" წარმოადგენს პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომელიც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სახე არ არის სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ" სააგენტოს დავალდებულების გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის (ს/კ.6--1-.3-.0--) ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-1-. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია