გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
110210118002418963
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210118002418963

№2/428-2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი: სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე- ზ------------;

წარმომადგენელი- ნ-------------------;

მოპასუხე- რ------------------ ბ--------------, ზ--------------

წარმომადგენელი- ე----- ტ--–---ძე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა.

მოპასუხეებს რ-----------------, ბ--------------სა და ზ-------------- ზ------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28 ტონა ხორბლის საფასურის 1- 160 ლარისა და თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ნაწილის 3000 ლარის გადახდა.

ასევე დაეკისროთ მოპასუხებს მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

სარჩელის გარემოებები:

მოსარჩელე ზ------------ ეწევა სოფლის მეურნეობას, აქვს სეზონული სამუშაო და მოჰყავს ხორბალი, მზესუმზურა, რომელსაც ჰყიდის და ამით არჩენს ოჯახს. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის აქვს სასესხო ვალდებულებები. კერძოდ, ბანკებიდან გამოაქვს სესხი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისათვის. სესხები სასყიდლიანია და პროცენტებს წლების განმავლობაში იხდის. სწორედ სესხის თანხებით მოიყვანა 2016 წელს ხორბალი.

2016 წლის დეკემბერში მას დაუკავშირდა შუამავალი რ----------------- და შესთავაზა ხორბლის ჩატანა ზესტაფონში კლიენტისათვის. მან ზესტაფონში ჩაიტანა 28 ტონა ხორბალი. ზესტაფონში ზ------------სა და მოპასუხეებს ზ--------------ა და ბ--------------ს შორის შედგა შეთანხმება ხორბლის ნასყიდობის თაობაზე, კერძოდ, ზ------------მ მოპასუხეებს მიჰყიდა 28 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულება 1- 160 ლარი ბ--------------მ გადასცა არა გამყიდველს (მოსარჩელეს), არამედ შუამავალ რ-----------------, რომელმაც აღნიშნული თანხა მიითვისა და მიიმალა. ხორბლის საფასური მას პირადად უნდა მიეღო ბ---------------- და ზ------------------, ვინაიდან შეთანხმება მოხდა მასსა და ხორბლის მყიდველებს შორის და არ შეთანხმებულან, რომ თანხა გადაეცათ რ-----------------სათვის. აღნიშნული ქმედებისათვის მოპასუხე რ----------------- გასამართლდა, მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და სისხლის სამართლის საქმეში მოსარჩელე წარმოადგენდა დაზარალებულს. ამდენად, შეთანხმება მოხდა მასსა და ხორბლის მყიდველებს შორის,ზ------------მ ხორბლის მყიდველებს პირადად მოსთხოვა თანხის გადახდა, თუმცა ბ--------------მ და ზ-------------- თანხა გადასცეს არა მას, არამედ რ-----------------. ხორბლის საფასური მას დღემდე არ მიუღია, რის გამოც ვერ სარგებლობს ამ თანხით, ასევე ვერ ასრულებს საბანკო ვალდებულებებს და ადგება ზიანი. სესხის დროულად ვერ დაფარვის გამო, იძულებული გახდა გაეკეთებინა ,,ტ--------ში'' მიმდინარე სესხის რეფირანსირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს რ-----------------, ბ--------------სა და ზ--------------, როგორც სოლიდარულ მოვალეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28 ტონა ხორბლის საფასურის 1- 160 ლარისა და თანხის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის ნაწილის - 3000 ლარის გადახდა.

2.1 მოპასუხე რ-----------------ს პოზიცია

მოპასუხე რ------------------ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებელში და დამატებით სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის ნამდვილად დაუკავშირდა და შეუთანხმდა ზ------------ს, რომ გააყიდვინებდა 28 ტონა ხორბალს. პირადად მან ხორბალი ზესტაფონში ჩაუტანა ი/მ ბ--------------ს, თანხა მიიღო მისგან, რომელიც არ გადასცა ზ------------ს და მიითვისა. მასსა და ზ------------ს შორის შეთანხმებაში არავითარი მონაწილება არ მიუღია ბ--------------სა და ზ--------------. ასევე ზ------------ს არ მიუღია მონაწილეობა მასსა და ბ--------------სა და ზ-------------- შორის ხორბლის ნასყიდობის თაობაზე შეთანხმებაში. ბესიკ ღავთაძემ და ზ. რუხაძემ საერთოდ არ იცოდნენ, რომ ხორბალი ეკუთვნოდა ზ------------ს. ზ------------- თანხა მან მიითვისა, რის გამოც გასამართლდა კიდეც. რაც შეეხება ზიანის თანხის მოთხოვნას, აღნიშნული უსაფუძვლოა და არ უნდა დაეკისროს მისი გადახდა.

2.2 მოპასუხეების ბ---------------- და ზ-------------- პოზიცია.

მოპასუხეებმა ბ--------------მ და ზ-------------- ზ------------- სარჩელზე საპროცესო ვადის დარღვევით შემოიტანეს შესაგებელი, რაც სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული.

სასამართლო სხდომაზე სარჩელის სამართლებრივ საფუძველებთან მიმართებაში მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზ------------- სარჩელის გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან ბ-------------- და ზ------------- საერთოდ არ არიან იმ გარიგების მონაწილენი, რაც შედგა რ-----------------ა და ზ------------ს შორის. მათსა და ზ------------ს შორის არ დადებულება ნასყიდობის ხელშეკრულება და ისინი არ არიან სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები რ-------------------- ერთად. რ-----------------ს პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ზ------------- წინაშე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის დეკემბერში ზ------------ს დაუკავშირდა შუამავალი რ------------------ რომელმაც სთხოვა დაინტერესებული პირების ბ---------------- და ზ--------------ათვის დედოფლისწყაროდან ზესტაფონში ჩაეტანა 28 ტონა ხორბალი, კილოგრამი 47 თეთრად. ასევე განუმარტა, რომ მყიდველი იმავე დღესვე უზრუნველყოფდა ხორბლის საფასურის და ტრანსპორტირების საფასურის გადახდას. ზ------------მ მოახდინა ხორბლის ლაბორატორიულად შემოწმება და ისე ჩაიტანა ზესტაფონში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა- განმარტება, მოპასუხე რ-----------------ს ახსნა-განმარტება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი.

 

3.2. 2017 წლის 26 დეკემბერს ზ------------მ ზესტაფონში ჩაიტანა ხორბალი, სადაც მას დახვდნენ მოპასუხეები ბ-------------- და ზ-------------. ისინი ზ------------ს შეუთანხმდნენ, ხორბლის შესყიდვაზე და ფასზე და, რომ ხორბლის საფასურს გადაუხდიდნენ ხორბლის აწონის შემდეგ. ზ------------მ ხორბალი ჩამოცალა ბ---------------- და ზ-------------- კუთვნილ საწყობში, რის შემდგომაც მათ ხორბლის საფასური 1- 160 ლარი უნდა გადაეცათ უშუალოდ ზ-------------ათვის ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა- განმარტება.

 

3.3. ბ--------------მ და ზ-------------- ხორბლის საფასური - 1- 160 ლარის გადასცეს შუამავალ რ-----------------, რომელმაც ეს თანხა მიისაკუთრა და არ მისცა ზ------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა- განმარტება, მოპასუხე რ-----------------ს ახსნა-განმარტება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი.

 

3.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენში მითითებულია, რომ რ------------------, განიზრახა ზ------------- კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. 2016 წლის 26 დეკემბერს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ------------ს და შეუთანხმდა, რომ ზესტაფონში მყოფ პირს სურდა მისგან შეეძინა 28 ტონა ხორბალი და 1 კგ-ში გადაუხდიდა 49 თეთრს, რაზეც ზ------------ მას დაეთანხმა. 2016 წლის 26 დეკემბერს, რ-------------------- შეთანხმებისამებრ, ზ------------მ 28 ტონა ხორბლის მარცვალი, კუთვნილ S------- მარკის სატვირთო თვითმცლელით, ქ.რუსთავიდან ჩაიტანა ქ.ზ----------–--------------–-------ა №---ში მდებარე ი/მ ბ--------------- საწყობში. თავის მხრივ, რ------------------ შეცდომაში შეიყვანა ბ-------------- და ზ-------------, რომლებსაც ხორბლის მესაკუთრედ წარუდგინა თავი და ზემოაღნიშნული 28 ტონა ხორბალი, 1 კგ - 47 თეთრის ანგარიშით, ჯამში 1- 160 ლარად მიყიდა ი/მ ბ--------------ს, რის დასტურად, 2016 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ საქონლის შესყიდვის აქტზე, ბუღალტრის თანდასწრებით, რ------------------ და ბ--------------მ, როგორც შესაბამისად - გამყიდველმა და მყიდველმა, ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ, ქ.ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, რ------------------ ხორბლის საფასური - 1- 160 ლარი გამოართვა ბ--------------ს, ხოლო ზ------------ რ------------------ მოატყუა და უთხრა, რომ ბუღალტერს ელოდებოდა და თანხის გადასაცემად, რამოდენიმე წუთში შეხვდებოდა ქ.ზესტაფონის შემოსასვლელში. ისარგებლა რა ზ------------- ნდობით, რ------------------ მობილური ტელეფონი გამორთო და მიიმალა, ხოლო ზ------------- კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1- 160 ლარი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით მიისაკუთრა, რომელიც მისი შეხედულებისამებრ განკარგა და ვალები გაისტუმრა.

 

აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ იქნა ზ------------, ხოლო ჩადენილი ქმედებისათვის რ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დაენიშნა სასჯელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი.

 

3.5. ზ------------მ, რომელიც არის ინდ. მეწარმე და ბანკიდან აღებული კრედიტების დახმარებით ეწევა სოფლის მეურნეობას, ვერ მიიღო 2016 წლის ხორბლის საფასური, რის გამოც ვერ ისარგებლა აღნიშნული თანხით და ასევე დროულად ვერ შეასრულა საბანკო ვალდებულებები, რისვისაც მოუწია ,,---------ში'' აღებული სესხის რეფირანსირება, წლიური 11%-ის დარიცხვით, რითაც მას მიადგა ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა- განმარტება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 232I-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 992-ე, 998-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

_ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა ბ--------------მ და ზ-------------- არ წარმოადგინეს შესაგებელი და მათ მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, ის, რომ: ზ------------ ხორბლის ნასყიდობის თაობაზე შეუთანხმდა ბ--------------სა და ზ--------------, რომ მათ ჩაუტანა და მათ საწყობში დააბინავა 28 ტონა ხორბალი, ხოლო ზ-------------- და ბ--------------ს 28 ტონა ხორბლის საფასური 1- 160 ლარი უნდა გადაეცათ ზ-------------ათვის და რომ მათ თანხა გადასცეს არა ზ------------ს, არამედ შუამავალ რ-----------------, ითვლება დამტკიცებულებად.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე რ------------------ ხორბლის საფასურის - 1- 160 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა რ-----------------ა და ზ------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშვა ზიანის მიყენების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა: ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

დადგენილია, რომ რ------------------, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ზ-------------ათვის განკუთვნილი ფულადი თანხა 1- 160 ლარის ოდენობით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ზ------------ ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო რ----------------- ჩადენილი ქმედებისათვის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მოცემულ ფაქტებს სარჩელში თავად მიუთითებს მოსარჩელეც.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრონციპისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე 1- 160 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რ-----------------ს მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელე სამივე მოპასუხეზე თანხის დაკისრებას ითხოვს სოლიდარულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით, ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება.

 

ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეებზე თანხის დაკისრებას ითხოვს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებით - მოპასუხე რ-----------------ს მიმართ ითხოვს დელიქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხეების ბ---------------- და ზ-------------- მიმართ კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მისივე მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, მოპასუხეები ვერ იქნებიან სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები მოსარჩელის მიმართ და ერთი და იგივე დავის საგანი ორჯერ ვერ დაკმაყოფილდება, თუნდაც სხვადასხვა საფუძვლით. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, სოლიდარული ვალდებულების საფუძვლით სამივე მოპასუხე მის მიმართ სოლიდარულად პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ან ხელშეკრულების, ანდა დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის და შესაბამისად მოპასუხეები (სამივე) არ არიან სოლიდარულად ვალდებული პირები.

 

ამდენად, მართალია მოპასუხეების ბ---------------- და ზ-------------- მიმართ ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს არა მხოლოდ ბ--------------- და ზ-------------- მიმართ დადგენილი ფაქტები, არამედ მთლიანად სარჩელში მითითებული და საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ბ---------------- და ზ-------------- მიმართ, რომ მათ მის მიმართ სადაო თანხაზე შესასრულებელი აქვთ სახელშეკრულებო ვალდებულება წინააღმდეგობაში მოდის რ-----------------ს მიმართ სარჩელში მითითებულ და საქმეზე დადგენილ ფატზე, რომ რ-----------------, იმავე თანხაზე, ზ----- გ----ის მიმართ გააჩნია დელიქტური ვალდებულება. ამდენად, ერთის მხრივ გადასაწყვეტია ვის უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ხოლო მეორეს მხრივ, დადგენილია, რომ ხორბლის მყიდველებმა ბ--------------მ და ზ-------------- ხორბლის საფასური -1- 160 ლარი გადასცეს შუამავალ რ-----------------, ხოლო რ------------------ მიისაკუთრა ზ-------------ათვის გადასაცემი თანხა 1- 160 ლარი, რითაც ზ------------ს მიაყენა ზიანი, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.4 მოსარჩელე ითხოვს სადაო თანხის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ამასთან, ითხოვს ზიანის თანხიდან 3000 ლარის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოპასუხე რ------------------ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის თანხის 3000 ლარის ნაწილში არ ცნო.

 

დადგენილია, რომ ზ------------ მეურნე კაცია და საქმიანობს სოფლის მეურნეობის სფეროში, თესავს და მოჰყავს სხვადასხვა კულტურა, რომელსაც ჰყიდის და ესაა მისი შემოსავალი. აღნიშნული საქმიანობისათვის გამოაქვს სესხები ბანკებიდან და შესაბამისად ყოველთვიურად იხდის სარგებელს. (იხ. ხელშეკრულებები).

 

დადგენილია, რომ ზ------------მ 2016 წელს გაყიდა 28 ტონა ხორბალი, რომლის საფასური 1- 160 ლარი ვერ მიიღო, თანხა მიისაკუთრა რ------------------, რითაც ზ------------ აზარალა. მოსარჩელეს თანხა განსაზღვრული ჰქონდა სამეურნეო საქმიანობისათვის, ასევე საბანკო ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ვერ შეასრულა დროულად და მოუწია მიმდინარე სესხის რეფირანსირება. ხორბლის საფასურით სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაში, სადაო თანხის ოდენობის, რეფირანსირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტები არ ექნებოდა სახდელი.

 

ამდენად, რ------------------ ზ-------------ათვის განკუთვნილი თანხის მითვისებით, აზარალა ზ------------ და მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991.-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით, ყადაღა დაედო რ-----------------ს საბანკო ანგარიშებს, სასარჩელო მოთხოვნის (დავის საგნის ღირებულების) 16 160 ლარის ფარგლებში და ყადაღა დაედო ქ.ზ----------–--------------–-------ა N---ში მდებარე საწყობში მოპასუხეების ბ---------------- და ზ-------------- საკუთრებაში არსებულ 28 ტონა ხორბალს.

 

2018 წლის 16 მაისის განჩინებით, ყადაღა დაედო რ-----------------ს (პ/ნ 2----------- თანასაკუთრებაში არსებულ N5----------- და N------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების მის კუთვნილ წილს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე რ-----------------ს მიმართ, მისი მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო მოპასუხეების ბესიკ ღავთაძისა და ზ-------------- მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 1- 160 ლარის მოთხოვნა მოპასუხე რ------------------ ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო მოპასუხეებზე ბ--------------სა და ზ-------------ზე სოლიდარულად დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, ამ სასარჩელო მოთხოვნის ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, ხოლო ზიანის თანხის ბაჟი 90 ლარის, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე რ----------------- მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე, მოპასუხე რ----------------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საფოსტო გზავნილების ხარჯის 6.50 ( გზავნილი 1------------------ 1-------); 45.20 ლარის (გზავნილი 1------------------- 1-:08:20) ლარის, 5 ლარის (გზავნილი 1------------------, 14:44:31); 17:00 ლარის (გზავნილი 1-------------------- 1-------- ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. სხვა ხარჯების, მათ შორის საადვოკატო მომსახურების, დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ------------- (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე რ----------------- (პ/ნ 2----------- ზ------------- (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 16 160 (თექვსმეტი ათას ას სამოცი) ლარის გადახდა.

3. ზ------------- (პ/ნ 1----------- სარჩელი მოპასუხეების ბ---------------- (პ/ნ 1----------) და ზ-------------- (პ-------------- მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე რ----------------- (პ/ნ 2----------- მოსარჩელე ზ------------- (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი ბაჟის ნაწილის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის; საფოსტო გზავნილების თანხის- სულ 73 (სამოცდაცამეტი) ლარისა და 70 (სამოცდაათი) თეთრის გადახდა.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით რ-----------------ს (პ/ნ 2----------- ანგარიშებზე დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი, ბ---------------- (პ/ნ 1----------) და ზ-------------- (პ-------------- ნაწილში, 28 ტონა ხორბალზე გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე