გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5501-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - გი---------–---–ი
წარმომადგენელი - გრ-----–------ე
მოპასუხეები - პა--–--–---–--ე, მა----------------ე, ლო----------------ი
მოპასუხე ლო----------------ის წარმომადგენელი - ფა------------–---–-ა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 26 მარტს პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა და მა----------------ეს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 22 აპრილს მა----------------ესა და ლო----------------ს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.3. გი---------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, მესაკუთრედ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე გი---------–---–მა 201- წლის დასაწყისში გადაწყვიტა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, რაშიც დახმარებას დაპირდა მოპასუხე პა--–--–---–--ე, რომელსაც იგი იცნობდა და ენდობოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პა--–--–---–--ე თვითონ იყიდდა გი---------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს 100 000 აშშ დოლარად. თუმცა, რადგან იმ დროისათვის პა--–--–---–--ეს სრული თანხა ხელზე არ ჰქონდა და აპირებდა ბანკიდან სესხის აღების მიზნით, იპოთეკით დაეტვირთა აღნიშნული ქონება, გი---------–---–ს სთხოვა, რომ ამ უკანასკნელს ბანკებში სიარულში და ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტების მომზადებაში დრო რომ არ დაეკარგა, მიეცა მისთვის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რათა ბანკებთან ურთიერთობა და სესხის აღება გაადვილებოდა. შესაბამისად, ვინაიდან გი---------–---–ი ენდობოდა პა--–--–---–--ეს, 201- წლის 27 თებერვალს მის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც უფლებას აძლევდა ამ უკანასკნელს სამი თვის ვადაში იპოთეკით დაეტვირთა და გაესხვისებინა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. პა--–--–---–--ე დროდადრო ეუბნებოდა გი---------–---–ს, რომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ბანკიდან სესხის აღება, თუმცა აიმედებდა, რომ მალე აიღებდა სესხს და მის კუთვნილ თანხას გაისტუმრებდა. შესაბამისად, ვინაიდან გი---------–---–ის მიერ მინდობილობა გაცემული იყო სამი თვის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდგომ, გი---------–---–მა ჩათვალა, რომ პა--–--–---–--ემ ვერ შეასრულა პირობა და აღარც უკითხავს აღნიშნულის თაობაზე.
2016 წლის გაზაფხულზე გი---------–---–ს პირადი საჭიროებისათვის დასჭირდა იპოთეკური სესხის აღება და გადაწყვიტა იპოთეკით დაეტვირთა გასაყიდი მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების რეგისტრაციის ამონაწერის ასაღებად მან მიაკითხა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც აღმოჩნდა, რომ პა--–--–---–--ეს მისგან მინდობილობის მიღებიდან ერთ თვეში - 201- წლის 26 მარტს, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიქტიურად გადაუფორმებია თავის დის შვილზე - მა----------------ეზე, რომელსაც შემდგომში, მათი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, ასევე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით 201- წლის 22 აპრილს გაუსხვისებია ლო----------------ზე.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მა----------------ემ პა--–--–---–--ისაგან 10 000 აშშ დოლარად შეიძინა გი---------–---–ის მიწის ნაკვეთი. ხოლო, მა----------------ემ 22 დღეში 9000 აშშ დოლარად გაასხვისა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ლო----------------ზე. თვით ლო----------------ი პირად საუბრებში აცხადებს, რომ მას სულ სხვა მიწის ნაკვეთი შესთავაზეს იპოთეკით დატვირთვის მიზნით, შემდგომში, კი მისგან სესხის ასაღებად მოპასუხეებმა სულ სხვა მიწის ნაკვეთი აჩვენეს, რაშიც გასცა იპოთეკური სესხი 7000 აშშ დოლარი. შემდგომში, კი რადგან პროცენტებს ვერ იხდიდნენ, მა----------------ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით გადასცეს მას. შესაბამისად, ამ დოკუმენტებით აშკარად იკვეთება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მა----------------ესა და ლო----------------ს შორის მოჩვენებით ხასიათს ატარებს და გამიზნული იყო მათი დანაშაულებრივი კვალის დასაფარად.
მოპასუხეების მხრიან თაღლითობის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, გი---------–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვა--------------–--------------–------------------ას ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. მანვე გამომძიებელს გამოკითხვის მიზნით წარუდგინა პა--–--–---–--ე, რომელმაც მისი თანდასწრებით აღიარა სიყალბის ჩადენის და ქონების მითვისების ფაქტი, თუმცა გამომძიებელმა ჩათვალა, რომ აღნიშნული სასამართლოში სამოქალაქო წესით დავის საგანს წარმოადგენდა და გი---------–---–ს საქმის აღძვრაზე უარი ეთქვა. თვით პა--–--–---–--ე, კი შეპირდა გი---------–---–ს, რომ გაყიდულ მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდა, მაგრამ შემდგომში დანაშაულის სხვა ფაქტთან დაკავშირებით გასამართლებულ იქნა და ამჟამად იხდის სასჯელს.
პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა და მა----------------ეს შორის 26.03.201-წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება და ემსახურებოდა მხოლოდ პა--–--–---–--ესა და გი---------–---–ს შორის დადებული ზეპირი გარიგების დაფარვას. ასევე, სხვა ვალდებულების გადაფარვას, რომლის უზრუნველსაყოფად მათ მიერ თაღლითური გზით სხვისი უძრავი ქონება იყო იპოთეკით დატვირთული. მა----------------ემ იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება პა--–--–---–--ეს არ ეკუთვნოდა და მის შესაძენად არანაირი თანხა არ გადაუხდია. აღნიშნული თვალთმაქცური გარიგების დაფარვისა და კვალის არევის მიზნით, კი უძრავი ქონება გაასხვისა ლო----------------ზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე პა--–--–---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 201- წლის 07 თებერვალს გაცემული მინდობილობით, გი---------–---–მა მისცა უფლება გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის საფუძველზეც პა--–--–---–--ემ გაყიდა აღნიშნული უძრავი ქონება 201- წლის 26 მარტს, მიღებული თანხა, კი გადასცა გი---------–---–ს.
ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, ასევე პა--–--–---–--ის მიერ არანაირ აღიარებას არ ჰქონია ადგილი. ამასთან, მა----------------ემ შეიძინა რა მიწის ნაკვეთი, მისი გადასაწყვეტი იყო შემდგომ როგორ განკარგავდა მას.
2.2. მოპასუხე ლო----------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი, ასევე არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის გარიგების დადების მომენტისათვის ცნობილი იყო, რომ გამსხვისებელი მა----------------ე იყო უძრავი ქონების მესაკუთრე და არ არსებობდა არანაირი ეჭვი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ. ლო----------------ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
2.3. მოპასუხე მა----------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 27 თებერვალს გი---------–---–მა პა--–--–---–--ის მიმართ გასცა ნოტარიულად დამოწმებული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1-------6) მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მართოს და განკარგოს (გაასხვისოს, გაყიდოს, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, დატვირთოს იპოთეკით შემდგომში იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და გაუქმების უფლებით, აწარმოოს გამიჯვნა, შეერთება სხვა ნებისმიერ უძრავ ქონებასთან) მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------–------------------–-----------------------------------------. მინდობილობა გაცემულ იქნა სამი თვის ვადით - 201- წლის 27 მაისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მინდობილობა (იხ. ს.ფ. 1--16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 201- წლის 26 მარტს პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელს (საფუძველი - 27.02.201-წ. მინდობილობა) და მა----------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა----------------ემ გი---------–---–ისაგან იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------–------------------–-----------------------------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მა----------------ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.03.201-წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-18);
- მინდობილობა (იხ. ს.ფ. 1--16);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.03.201-წ. გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 27);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 28-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 201- წლის 22 აპრილს მა----------------ესა და ლო----------------ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლო----------------მა მა----------------ისაგან იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------–------------------–-----------------------------------------.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 9000 აშშ დოლარად. ხოლო, 3.1. პუნქტის თანახმად, კი მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის ფასი სრულად.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ლო----------------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.04.201-წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 19-23);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.04.201-წ. გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 26);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. უძრავი ქონების შეფასების შესახებ, შპს „ჯი---–--------–-----ის“ 31.08.2018წ. დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, საბაზრო ღირებულება, დასკვნის შედგენის დროისათვის, შეადგენდა 187 000 ლარს (72 656 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.08.2018წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 175-185);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ 201- წლის 26 მარტს პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა და მა----------------ეს, ასევე 201- წლის 22 აპრილს მა----------------ესა და ლო----------------ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ მოსაჩვენებლად, სხვა გარიგების დაფარვის მიზნით.
(სადავო ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რიტა სეფაშვილის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 103-104-ე, 106-ე,183-ე, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 01.07.2013წ.; №ას-1439-1357-2012, 01.07.2012წ.)
რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას. მისი დადების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ასეთი გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ფორმალურად, კი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. ამდენად, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (სსსკ-ის მე-4 მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მტკიცებით პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა და მა----------------ეს შორის 26.03.201-წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მა----------------ესა და ლო----------------ს შორის 22.04.201-წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, შესაბამისად, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ.
ზემოთ აღნიშნულის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ 201- წლის 27 თებერვალს პა--–--–---–--ის მიმართ მინდობილობა გაიცა მხოლოდ იმ მიზნით, რომ პა--–--–---–--ეს, რომელსაც ვითომდა სურდა გი---------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების 100 000 აშშ დოლარად შეძენა და არ ჰქონდა ნასყიდობისათვის განსაზღვრული სრული თანხა ხელზე, ბანკიდან სესხის აღების მიზნით, იპოთეკით უნდა დაეტვირთა სადავო უძრავი ქონება. თუმცა, აღნიშნულის სანაცვლოდ, პა--–--–---–--ემ, უძრავი ქონება თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე, მიჰყიდა მის დის შვილს მა----------------ეს. აღნიშნული გარიგებით მოპასუხეებს სურდათ მათი სხვა თაღლითური ქმედების გადაფარვა და კრწანისში, სხვისი უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება. მა----------------ეს პა--–--–---–--ისათვის ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია. რაც შეეხება მა----------------ესა და ლო----------------ს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხეებს, ასევე სურდათ მანამდე განხორციელებული თაღლითური ქმედების გადაფარვა და კვალის არევა. ამასთან, პა--–--–---–--ეს ლო----------------ისაგან მიღებული ჰქონდა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული კრწანისში მდებარე სხვისი უძრავი ქონება. ვინაიდან მსესხებელი ვეღარ იხდიდა სესხის პროცენტებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, რომელიც შეადგენდა 7500 აშშ დოლარს, მა----------------ემ ლო----------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა სადავო უძრავი ქონება. ლო----------------მა უძრავი ქონების შესაძენად დაამატა მხოლოდ 1-00 აშშ დოლარი და შესაბამისად ნასყიდობის თანხაც განისაზღვრა 9 000 აშშ დოლარით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 26 მარტს პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა (საფუძველი - 27.02.201-წ. მინდობილობა) და მა----------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა----------------ემ გი---------–---–ისაგან იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------–------------------–-----------------------------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი. ასევე, 201- წლის 22 აპრილს მა----------------ესა და ლო----------------ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლო----------------მა მა----------------ისაგან იყიდა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 9 000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა სრულად გადაიხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება.
ამრიგად, წარმომადგენლის მეშვეობით ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს. მაგრამ იმისათვის, რომ წარმომადგენლის საშუალების დადებულ გარიგებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, საჭიროა, რომ წარმომადგენელი მოქმედებდეს მარწმუნებლის მიერ გაცემული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი ნების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია და მისი (ნების) არარსებობა გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. ამასთან, სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
201- წლის 26 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა პა--–--–---–--ეს, როგორც გი---------–---–ის წარმომადგენელსა და მა----------------ეს შორის. პა--–--–---–--ე ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა გი---------–---–ის მიერ 201- წლის 27 თებერვალს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული მინდობილობის ნამდვილობა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს არც ის, რომ მინდობილობის გაცემის დროისათვის გი---------–---–ს გააჩნდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–------------–------------------–-----------------------------------------, გასხვისების სურვილი. ამასთან, გი---------–---–მა პა--–--–---–--ის მიმართ გასცა ზოგადი ხასიათის მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის სრული უფლებამოსილება. მინდობილობით პა--–--–---–--ე შეზღუდული არ ყოფილა მხოლოდ კონკრეტული პირებისათვის მიეყიდა უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი სასამართლო გონივრულად ვარაუდობს, რომ გი---------–---–ის უმთავრესი მიზანი, უძრავი ქონების გასხვისება და ნასყიდობის საგნის ღირებულების მიღება წარმოადგენდა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ უძრავი ქონების შემძენი არის მა----------------ე და არა პა--–--–---–--ე არ წარმოადგენს გარიგების მოჩვენებითად ან/და თვალთმაქცურად მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს. არამედ, აღნიშნული წარმოადგენს, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მა----------------ის მიმართ ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ მინდობილობის გაცემისას გი---------–---–ი ვალდებული იყო ემოქმედა წინდახედულობის ნომრების დაცვით და გაეთვალისწინებინა ყველა შესაძლო რისკი რაც შესაძლოა აღნიშნული მინდობილობის გაცემას მოჰყოლოდა. ამდენად, ის გარემოება, რომ გი---------–---–ი ენდობოდა პა--–--–---–--ეს სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო, ასევე დამატებით განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, გი---------–---–ს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეჩინა გონივრული წინდახედულობა და მინდობილობის მოქმედების ვადაში ან/და მისი ვადის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც პა--–--–---–--ის მიერ არ განხორციელდა უძრავი ქონების შეძენა, შეემოწმებინა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მდგომარეობა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიცავს გარიგების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ანუ ნორმის შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ სადავო გარიგების მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მათ მიზანს წარმოადგენდა გარიგების დადება მხოლოდ მოსაჩვენებლად სხვა გარიგების დასაფარად. მოსარჩელე გარკვევით ვერ მიუთითებს კონკრეტულად რომელი გარიგების დასაფარად გამოიყენეს მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით მხარეთა შორის რაიმე სხვა გარიგების არსებობის ფაქტი, რომლის გადაფარვასაც ისინი ცდილობდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებით, არ დასტურდება. შესაბამისად, ამ საფუძვლებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოსარჩელე, მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად, ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად პირველ შემთხვევაში მითითებულია 10 000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 9000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მისი განმარტებით, გარიგებათა თვალთმაქცურობას ისაც ადასტურებს, რომ მა----------------ემ უძრავი ქონება მის მიერ გადახდილ თანხაზე ნაკლებ ფასად გაყიდა. ამასთან, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება რეალურად არებითად აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „ჯი---–--------–-----ის“ 31.08.2018წ. დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონების, საბაზრო ფასი, დასკვნის შედგენის დროისათვის, შეადგენდა 187 000 ლარს (72 656 აშშ დოლარი).
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რაც გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს დაადასტურებდა, მხოლოდ ფასთა შორის სხვაობა არ იძლევა საკმარის საფუძველს გარიგების თვალთმაქცურად კვალიფიკაციისა და მისი ბათილობის მიზნებისათვის. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ასახავს სადავო უძრავი ქონების არა გასხვისების დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებას (201- წელი), არამედ 2018 წლის მდგომარეობით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მა----------------ესა და ლო----------------ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ლო----------------ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების მესაკუთრეს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დავალიანების დაფარვა მის ხელთ არსებული უფრო ძვირადღირებული ქონებითაც შეიძლება უღირდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ და ზეპირი გასაუბრების ოქმებში ლო----------------ის მიერ დადასტურებულ გარემოებას, რომ ლო----------------ს რეალურად აჩვენეს სულ სხვა ქონება და არა ის ქონება, რომელზეც მა----------------ესთან 22.04.201-წ. გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, ვერ იქნება იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა თვალთმაქცურად. აღნიშნული გარემოება შესაძლოა იყო სხვა დავის წარმოშობის წინაპირობა. დავაზე უფლებამოსილ პირს კი მხოლოდ ლო----------------ი წარმოადგენს.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგების დადების დამადასტურებელი სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებები.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული, რომ მხარეთა შორის 26.03.201-წ. და 22.04.201-წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებებს, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გი---------–---–ის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა გი---------–---–ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე ზედმეტად არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, გი---------–---–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლო----------------ს (პ/ნ N-----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბ--–------------–------------------–-------, საკადასტრო კოდი N01.72.14.0--.7-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი---------–---–ის სარჩელი პა--–--–---–--ის, მა----------------ისა და ლო----------------ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ლო----------------ს (პ/ნ N-----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ. თბ--–------------–------------------–-------, საკადასტრო კოდი N01.72.14.0--.7-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გი---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გრ-----–------ის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 3007731-0, საგადახდო დავალება №1.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე