გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
071210018002506782
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

071210018002506782

#2/132-2018 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

26.10.2018 წელი ქ. საგარეჯო

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

 

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

სხდომის მდივანი ხათუნა ხვთისავრიშვილი

 

მოსარჩელე: ა-–--–- ა---–---

მოსარჩელის წარმომადგენელი: თ----- ნ------

მოპასუხე: ვ------- გ--–-–---–-

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ა-–--–- ა---–---მ ითხოვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ------- გ--–-–---–-საგან 500 აშშ დოლარის (1230 ლარი) დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე - ვ------- გ--–-–---–-- მისგან სესხად აიღო 1000 (ათასი) აშშ დოლარი. სესხის გარანტად გამოყენებული იქნა ვ------- გ--–-–---–-ს კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ ასტრა“, სახელმწიფო ნომრით: A------. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სესხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი. ვ------- გ--–-–---–-ს თხოვნით მოსარჩელემ ავტომანქანა გადაუფორმა ამ უკანასკნელს, რომელმაც ავტომობილი გადაუფორმა ს------ ა------–---–-. მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა, მოპასუხის მიერ სესხის დარჩენილი ნაწილის - 500 აშშ დოლარის გადახდა არ განხორციელებულა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ა-–--–- ა---–---- წარმომადგენელი - თ----- ნ------ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ მისმა მარწმუნებელმა (დედამისმა) თანხა და საბუთები გადასცა მაკლერს. არანაირი ხელშეკრულება მის მარწმუნებელსა და დ----- ჩ------- შორის არ გაფორმებულა, ლომბარდში როდესაც შევიდა სამივე პირი (ვ------- გ--–-–---–-, დ----- ჩ------, ნ----- ყ---–---) ერთად დახვდა, ხოლო თანხა გადასცეს ვ------- გ--–-–---–-. ამასთან, ვინაიდან, ავტომობილს ვერ პოულობდა მიმართა პოლიციას სამივე პირის წინააღმდეგ, რის შემდეგაც მოხდა ავტომობილზე ძებნის გამოცხადება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ------- გ--–-–---–- სარჩელს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ა-–--–- ა---–----გან სესხად არ აუღია არანაირი თანხა. ამასთან, განმარტა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი „ოპელ ასტრა“ სესხის გარანტად ჩადო არა მის, არამედ მესამე პირის - დ----- ჩ------- სასარგებლოდ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ვ------- გ--–-–---–-- აღნიშნა, რომ დ----- ჩ------- თანხის ეტაპობრივად გადახდის პირობით მიჰყიდა მისი კუთვნილი ავტომობილი („ოპელ ასტრა“), თუმცა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა დროულად ვერ გადუხადა თანხა, სთხოვა გაყოლოდა ქ. რუსთავში და დაელომბარდებინა აღნიშნული ავტომანქანა. ლომბარდში ხელი მოაწერეს დ----- ჩ------- და მისმა მეუღლემ ნ----- ყ---–----. ამასთან, მას უთხრეს, რომ ა-–--–- ა---–----თვის ავტომობილი გადაეფორმებინა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მაკლერთან იგი არ მისულა. მოსარჩელისგან აღებული თანხიდან დ----- ჩ------- მას გადასცა 500 აშშ დოლარი. ასევე, სესხის ხელშეკრულება დაიდო არა მასსა და ა-–--–- ა---–----, არამედ დ----- ჩ-------- და ა-–--–- ა---–---- შორის. ვ------- გ--–-–---–-- ასევე მიუთითა, რომ შემთხვევის დღიდან დაახლოვებით 1-2 თვეში დ----- ჩ------ „გაქრა.“ ა-–--–- ა---–---მ იჩივლა პოლიციაში, თუმცა ვერ მოხდა მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შემდეგ თავად მოიძია ავტომობილი და გადაიხადა თანხა 550 ლარი (პატრულის მიერ შედგენილი ჯარიმების). ამასთან, ვ------- გ--–-–---–-ს განმარტებით ვინაიდან დ----- ჩ------- სრულად არ ჰქონდა მისთვის მიცემული მისი კუთვნილი ავტომობილის საფასური, მან ა-–--–- ა---–---- დაუბრუნა 500 აშშ დოლარი, რადგან ავტომობილი არ დაეკარგა. ვ------- გ--–-–---–-- ასევე განმარტა, რომ ა-–--–- ა---–---მ თანხა უნდა მოსთხოვოს არა მას, არამედ რეალურ მოპასუხეს - დ----- ჩ-------.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სატრანსპორტო საშუალების (სანომრე ნიშანი: A------, მარკა-მოდელი - ოპელ ასტრა, ფერი - წითელი 6/8, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის მოწმობა - A--------) ამჟამინდელი მფლობელია ს------ ა------–---–-. აღნიშნული ავტომობილის თავდაპირველი მფლობელი იყო ვ------- გ--–-–---–- (რეგისტრაციის პერიოდი: 21.02.2014 – 21.02.2014, საფუძველი: საბაჟო სამსახურის მოწმობა), მეორე ფლობელი - შპს „-----“ (რეგისტრაციის პერიოდი: 21.02.2014 – 24.05.2014, საფუძველი: ერთობლივი განცხადება), მესამე მფლობელი - ვ------- გ--–-–---–- (რეგისტრაციის პერიოდი: 24.05.2014 – 24.01.2015, საფუძველი: ერთობლივი განცხადება), მეოთხე მფლობელი - ა-–--–- ა---–--- (რეგისტრაციის პერიოდი: 24.01.2015 – 19.11.2015, საფუძველი: ერთობლივი განცხადება), მეხუთე მფლობელი - ვ------- გ--–-–---–- (რეგისტრაციის პერიოდი: 19.11.2015–08.05.2015, საფუძველი: ერთობლივი განცხადება), მეექვსე მფლობელი - ს------ ა------–---–- (რეგისტრაციის პერიოდი: 08.05.2016, საფუძველი: ერთობლივი განცხადება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგეტოს 2018 წლის 12 ივნისის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და თანდართული ცხრილი;

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა-–--–- ა---–----ა და ვ------- გ--–-–---–- შორის სესხის ხელშეკრულების დადებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ მასსა და ვ------- გ--–-–---–- შორის დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. ასევე, ვერ იქნა დადასტურებული ვერანაირი სამარტლებრივი საფუძველი, რითაც ვ------- გ--–-–---–- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა 500 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–--–- ა---–---- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 623-624-ე, 260-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. სესხის ხელშეკრულების დროს მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო თავის მხრივ მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრული ოდენობით დაბრუნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ. სესხის ხელშეკრულება, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 623-628-ე მუხლებით თავისი არსით გარიგებას წარმოადგენს და შესაძლებელია დაიდოს მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლინების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მხულის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.“

 

6.2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მასსა და მოპასუხე - ვ------- გ--–-–---–- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ პირთა ახსნა-განმარტებებით ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო პროცესზე დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები. ასმათან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სასამართლო მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები, მოსარჩელე მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა. ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული მაკლერის ვინაობა და ლომბარდის მისამართი. შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ა-–--–- ა---–---- წარმომადგენელმა (შვილმა) - თ----- ნ------მ განმარტა, დედამისმა - ა-–--–- ა---–---მ თანხა და საბუთები გადასცა მაკლერს. არანაირი ხელშეკრულება მის მარწმუნებელსა და დ----- ჩ------- შორის არ გაფორმებულა, ლომბარდში როდესაც შევიდა სამივე პირი (ვ------- გ--–-–---–-, დ----- ჩ------, ნ----- ყ---–---) ერთად დახვდა, ხოლო თანხა გადასცეს ვ------- გ--–-–---–- - ვერ იქნა დადასტურებული მისი მხირდან. ამასთან, მოსარჩელე მხარემ არაერთხელ მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მას მოპასუხედ მიაჩნია ვ------- გ--–-–---–- გამომდინარე იქიდან, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო სწორედ ვ------- გ--–-–--–-- კუთვნილი ავტომობილით.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოში მოცემული კატეგორიის საქმეებზე საქმისწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად დაასახელოს და მოიპოვოს ტკიცებულებები.

 

საქმის განხილვისას მხარეთა ახსანა-განმერტებებით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით (სარჩელი, შესაგებელი) ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ასევე ვერ იქნა დადასტურებეული და გაურკვეველია თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა გააჩნდათ მხარეებს ერთმანეთთან, ასევე რა სამართლებრივი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ დ----- ჩ-------- და ნ----- ყ---–---სთან. ამასთან, ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ” იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 500 აშშ დოლარი (1230 ლარი). ზემოაღნიშნული ნომრების თანახმად, სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარით. ა-–--–- ა---–---- მიერ სარჩელზე გადახდილია 100 (ასი) ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ბაჟის ნაწილი - 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს ა-–--–- ა---–----, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–--–- ა---–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. თ----- ნ------ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: გადამხდელის ბანკი: სს „-----------–--- ბ----”; ბანკის კოდი: B-------; გადასახადის გადამხდელის დასახელება: თ----- ნ------; საიდენტ. კოდი: 0----------; მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიში/სახაზინო კოდი: 300553150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22, საგადახდო დავალება №--, 18 მაისი, 2018 წელი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი