გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7949-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.08.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ასმათ კოხრეიძე
სხდომის მდივანი მაგდა მამაცაშვილი
მოსარჩელე: ე----------------------ი
წარმომადგენელი: ა-–-------------------
მოპასუხე: სსიპ ს-----------------------–-----–ი
წარმომადგენელი: დ-----------------–---–-
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა;
სამსახურში აღდგენა;
იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ "ს-----------------------–----–ის" 2016 წლის 02 მარტის N---- ბრძანების (ე----------------------ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა;
1.2. ე----------------------ის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე _ სსიპ "ს-----------------------–----–ის" პ-------------ის თანამდებობაზე;
1.3. სსიპ "ს-----------------------–----–ისთვის", ე----------------------ის სასარგებლოდ, 2016 წლის 01 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის _ 2300 ლარის გათვალისწინებით;
1.4. სსიპ "ს-----------------------–----–ისთვის", ე----------------------ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის თანხის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრება ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სსიპ "ს----------------------–-----–ში". 2014-2015 წლებში, მოსარჩელე იკავებდა დ--------------------–---ის სტუდიის გ----–--ა _ "გ--------–-------------–-------------ის" შემოქმედებით ჯგუფში პ-------------ის თანამდებობას. 2015 წლის 12 ნოემბრიდან მოხდა მისი გადაყვანა გ----–--აში _ "ზ--------–-----–თან", ასევე პ-------------ის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. დამსაქმებლის 2016 წლის 01 მარტის წერილით, ე----------------------ს ეცნობა, რომ გ----–--ის _ "ზ--------–-----–თან" გაუქმებასთან დაკავშირებით, შეწყდებოდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. სსიპ "ს-----------------------–----–ის" 2016 წლის 02 მარტის ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2016 წლის 09 მარტიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს გ----–--ის _ "ზ--------–-----–თან“ გაუქმებას, თუმცა, შრომითი ხელშეკრულება ე----------------------სა და სსიპ "ს----------------------–-----–ს" შორის დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. ის სამართლის სუბიექტი, რომელიც ამ ურთიერთობაში გამოდიოდა, როგორც დამსაქმებელი, იყო სსიპ "ს-----------------------–-----–ი". პ-------------ი დასაქმებული იქნება რომელიმე კონკრეტულ გ----–--აზე ან გ----–--ებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი დამსაქმებელი კონკრეტული გ----–--ა ან პროექტი იქნება. შესაბამისად, ე----------------------ი დასაქმებული იყო სსიპ ,,ს----------------------–-----–ში“, პ-------------ის თანამდებობაზე და არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელ გ----–--აზე იმუშავებდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ „ს------------------------–-----–მა“, წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა ე----------------------ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხის განმარტებით, გ----–--ა "ზ--------–-----–თან“ შეირჩა კონკურსის საფუძველზე. მისი გაუქმების მიზეზი გახდა სსიპ "ს-----------------------–----–ის" ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, რომლის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადებში. შესაბამისად, იმის გამო, რომ აღნიშნული გ----–--ის დახურვის მომენტისთვის წარმოებაში ჩაშვებული სხვა გ----–--ები და შემოქმედებითი ჯგუფები დაკომპლექტებული იყო და მოქმედებდნენ წინასწარ დამტკიცებული თავიანთი ბიუჯეტის ფარგლებში, სახეზე იყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება. გარდა ამისა, გ----–--ის პ-------------ის თანამდებობაზე, მოსარჩელე დასაქმდა ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულებით. მოსარჩელე თავად აღიარებს იმ გარემოებას, რომ გ----–--ა არ გადიოდა ეთერში. ამდენად, მისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ გ----–--ის ეთერში გაშვება გარკვეულწილად დამოკიდებული იყო გ----–--ის ბიუჯეტის განსაზღვრაზე და დამტკიცებაზე. 2015 წლის 12 ნოემბრიდან, სამუშაოდან გათავისუფლებამდე პერიოდის მანძილზე, ფაქტიურად სამი თვის განმავლობაში, მოსარჩელე იღებდა შრომის ანაზღაურებას ისე, რომ გ----–--ა ეთერში არ გადიოდა. გ----–--ა "ზ--------–-----–თან“ გაუქმდა 2016 წლის 9 მარტიდან. პ-------------ის თანამდებობა, როგორც ასეთი, სსიპ "ს----------------------–-----–ს" არ გააჩნია. იგი დაუფინანსებელ გ----–--აზე ვერ ამყოფებდა მოსარჩელეს და ვერ გადაუხდიდა მას ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს, გ----–--ის დახურვის თაობაზე ბრძანება ჩაბარდა და სადავოდ არ გაუხდია. გარდა ამისა, სსიპ "ს----------------------–-----–ში" განხორციელებული რეფორმების შედეგად, სრულად დაიხურა ყველა გ----–--ა. ეტაპობრივად ხორციელდება ახალი გ----–--ების დამატება ეთერში (რომელთა უმეტესობა ახალი კონკურსის საფუძველზე შეირჩა). სსიპ "ს----------------------–-----–ში" დასაქმებული ყველა პ-------------ი მიბმულია კონკრეტულ პროექტზე/გ----–--აზე და შესაბამისად, არ არსებობს პ-------------ის ვაკანტური პოზიციები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ე----------------------ი მუშაობდა სსიპ „ს-----------------------–----–ის“ პ------–-----ზე, სხვადასხვა გ----–--ის პ-------------ის პოზიციაზე. პერიოდულად, დამსაქმებელი ახდენდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების განახლებას. 2015 წლის 12 ნოემბერს, სსიპ „ს----------------------–-----–სა“ და ე----------------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე----------------------მა დაიკავა პ------–------ის გ----–--ის "ზ--------–-----–თან" პ-------------ის თანამდებობა (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 14-21; მხარეთა ახსნა-განმარტება, ს.ფ. 109-113; სასამართლოს 15.05.2018 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 92-101, 109-113; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 115);
3.2.2. მოსარჩელე დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით, აღნიშნული მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია (იხ. მხარეთა ახსნა- განმარტება; შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 14-21);
3.2.3. სსიპ "ს-----------------------–----–ის“ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის, პროექტების შერჩევის შედეგად, გ----–--ა "ზ--------–-----–თან" საუკეთესო პროექტად დასახელდა, რაც დადასტურებულია 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმით (იხ. სსიპ "ს-----------------------–----–ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 17 აგვისტოს N--- ბრძანებით დამტკიცებული კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 45; მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2.4. გ----–--ა "ზ--------–-----–თან" ეთერში არ გასულა, იგი ოფიციალურად დაიხურა სსიპ "ს-----------------------–----–ის" 2016 წლის 02 მარტის N---- ბრძანებით (იხ. სსიპ "ს-----------------------–----–ის“ 2016 წლის 02 მარტის N---- ბრძანება, ს.ფ. 25, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.2.5. 2016 წლის 29 თებერვალს, სსიპ "ს-----------------------–----–ის" გენერალურ დირექტორს მოხსენებითი ბარათით მიმართა კრეატიული ბლოკის დირექტორმა ს----------------–--ემ, რითაც ითხოვა, განეხილათ ტელეფილმების სტუდიაში არსებული გ----–--ის _ "ზ--------–-----–თან" გაუქმების საკითხი. ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სსიპ "ს-----------------------–-----–მა", 2016 წლის 02 მარტს, გამოსცა ბრძანება N----, რომლითაც 2016 წლის 09 მარტიდან, გაუქმდა გ----–--ა "ზ--------–-----–თან" (იხ. მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 26; ბრძანება, ს.ფ. 25; მოპასუხის ახსნა-განმარტება);
3.2.6. სსიპ "ს-----------------------–----–ის" გენერალურმა დირექტორმა 2016 წლის 01 მარტს შეატყობინა გ----–--ის _ "ზ--------–-----–თან" პ------------- ე----------------------ს, რომ გ----–--ა "ზ--------–-----–თან" უქმდება, რის გამოც მათ შორის გაფორმებული N---- შრომითი ხელშეკრულება შეწყდება (იხ. შეტყობინება, ს.ფ. 22; მოპასუხის ახსნა-განმარტება);
3.2.7. სსიპ "ს-----------------------–----–ის" 2016 წლის 02 მარტის N---- ბრძანების საფუძველზე, ე----------------------თან 2016 წლის 02 მარტიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელისათვის 2016 წლის 22 მარტს გაგზავნილ დასაბუთებაში მითითებულია, რომ გ----–--ის დახურვის მიზეზი სსიპ "ს-----------------------–----–ის" ბიუჯეტის ოპტიმიზაცია გახდა. იმის გამო, რომ გ----–--ის დახურვის მომენტისთვის (წარმოებაში ჩაშვებული) გ----–--ები და შემოქმედებითი ჯგუფები დაკომპლექტებული იყო და მოქმედებდნენ თავიანთი, წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სახეზე იყო ე----------------------სა და სსიპ "ს----------------------–-----–ს" შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება (იხ. 2016 წლის 02 მარტის N---- ბრძანება, ს.ფ. 23; დასაბუთება, ს.ფ. 24; მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2.8. მიუხედავად იმისა, რომ გ----–--ა "ზ--------–-----–თან" ეთერში საერთოდ არ გასულა, ამასთან, არც რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფილა დასაქმებული, მოსარჩელე, 2016 წლის 09 მარტამდე _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ის ჩვეულებისამებრ, ყოველთვიურად იღებდა მხარეთა შორის 2015 წლის 12 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ შრომის ანაზღაურებას. ეს პერიოდი იყო დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებითი მოცდენის პერიოდი, ვინაიდან, დასაქმებული მზად იყო შეესრულებინა დავალება, სამუშაო და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფდა მას შესასრულებელი დავალებით, სამუშაოთი. ამ პერიოდში, ე----------------------ის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ, იძულებითი მოცდენის პერიოდში, დასაქმებულზე შრომის ანაზღაურების გაცემის ვალდებულების შესრულებას, თანახმად საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლისა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2.9. ე----------------------თან შრომითი ხელშეკრულება იმგვარად შეწყდა, რომ დამსაქმებელს მისთვის არ შეუთავაზებია სხვა რაიმე ალტერნატიული, ტოლფასი თანამდებობა: მიუხედავად იმისა, რომ იგი, წლების განმავლობაში, მოპასუხე სსიპ "ს----------------------–-----–ში" მუშაობდა კეთილსინდისიერად, წარმატებით, სსიპ "ს----------------------–-----–ს" განუსაზღვრელი ვადით შრომით ურთიერთობაში მყოფი დასაქმებულისთვის, მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სხვა კონკრეტული სამუშაო არ შეუთავაზებია. საქმეში წარმოდგენილი არ არის მსგავსი შეთავაზების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ამ გარემოებაზე არც მოპასუხე მიუთითებს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2.10. მოპასუხე სსიპ "ს------------------------–-----–მა" მოსარჩელე ე----------------------თან განუსაზღვრელი ვადით არსებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი უსაფუძვლო შეწყვეტით, შელახა მისი შრომითი უფლებები და მიაყენა მას ზიანი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან, მოპასუხე სსიპ "ს------------------------–-----–მა" მოსარჩელე ე----------------------თან არსებული განუსაზღვრელვადიანი შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყვიტა, რითაც შელახა მისი შრომითი უფლებები და მიაყენა მას ზიანი, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, წლების განმავლობაში, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----------------------თან შრომის ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამავე მუხლის 13 ნაწილის თანახმად კი, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ე----------------------ი არ ასრულებდა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამუშაოს, ამასთან, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სსიპ „ს-----------------------–----–ის“ პ------–-----ზე, ხოლო დამსაქმებელი პერიოდულად აგრძელებდა მასთან დადებულ შრომის ხელშეკრულებას, შესაბამისად, იგი უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში, ე----------------------თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.
მოპასუხის განმარტებით, გ----–--ა _ "ზ--------–-----–თან", რომლის პ-------------ი იყო ე----------------------ი, დაიხურა. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს მოპასუხე ე----------------------თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის "სხვა ობიექტურ გარემოებად", თუმცა სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას: ე----------------------ი სსიპ "ს-----------------------–----–ის" პ------–-----ზე წლების მანძილზე მუშაობდა. მხარეებს შორის გაფორმებულ 2015 წლის 12 ნოემბრის შრომით ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ გადაცემის დახურვა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. გადაცემის დახურვა ვერ გახდება ე----------------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური საფუძველი, ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობა იყო განუსაზღვრელვადიანი და ერთი გადაცემის დახურვა, დასაქმებულისთვის სხვა ალტერნატიული, ტოლფასი სამუშაოს შეუთავაზებლობის ვითარებაში, არ წარმოადგენს იმ "სხვა ობიექტურ გარემოებას", რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
უვადო შრომითი ხელშეკრულებისას, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამართლებული უნდა იყოს აბსოლუტური აუცილებლობით და ობიექტური საფუძვლის არსებობით. დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება უვადოდ დასაქმებული პირის ინტერესების დასაცავად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უვადო შრომითი ხელშეკრულების საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოშლის შემთხვევაში, უფლების განხორციელების მართლზომიერება გულისხმობს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებლის ნების გამოვლენით არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და გარემოება, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტას დაედო საფუძვლად ნამდვილად, ობიექტურად ქმნის ასეთ საფუძველს; ამასთან, უნდა დასტურდებოდეს ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა გამოიყენა ყველა საშუალება დასაქმებული პირის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად, ან უნდა დამტკიცდეს, რომ ასეთი საშუალება მას არ გააჩნია, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იყო, გ----–--ის _ „ზ--------–-----–თან“ დახურვის შემდგომ, ე----------------------ისთვის შეეთავაზებინა სხვა ტოლფასი თანამდებობა, მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერება, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსკ-ის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა _ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან გ----–--ა "ზ--------–-----–თან" დაიხურა და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ვინაიდან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ხოლო ტოლფასი თანამდებობა, სადაც ე----------------------ის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი, მოსარჩელეს არ მიუთითებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე----------------------ის ინტერესების დაცვა კომპენსაციის გადახდის გზით უნდა მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს სასამართლომ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რომელიც დარღვეული უფლების შესაბამისი იქნება. როგორც წესი, ამგვარი კომპენსაციის გამოთვლისას ძირითადი ყურადღება ექცევა შრომის ანაზღაურების ოდენობას, რასაც დასაქმებული მიიღებდა, მასთან დადებული ხელშეკრულება არაკანონიერად რომ არ შეწყვეტილიყო, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის, განუსაზღვრელი ვადის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ასევე გარკვეულწილად უნდა კომპენსირდეს სასამართლო დავის წარმოების პერიოდიც. შესაბამისად, სასამართლოს სამართლიან და გონივრული კომპენსაციის ოდენობად 32 000 ლარი მიაჩნია.
პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის წინაპირობაა დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის ან სხვაგვარი შრომის ანაზღაურების გაცემის დაყოვნება. პასუხისმგებელი პირი არის მხოლოდ დამსაქმებელი - სუბიექტი, რომელსაც ევალებოდა შესაბამისი ანაზღაურების გაცემა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შეეხება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას, ვინაიდან ამგვარი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით და არა _ შრომითი ხელშეკრულებით. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე - კანონიერად მოხდა თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, კომპენსაციის გადახდის დაყოვნებაზე საუბარი ვერ იქნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი: ”მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადაკისრება: საკითხი შეეხება ისეთ გარემოებას, რაც მტკიცებადია სწორედ მოპასუხის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის რეალიზება უნდა მოეხდინა სწორედ მოპასუხე მხარეს, რაც მას კანონით დადგენილი წესით, სსსკ-ის 102.3. მუხლის შესაბამისად არ განუხორციელებია. ამდენად, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხემ კანონიერად შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ძირითადად დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა ე----------------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ "ს----------------------–-----–ს", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 960 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე----------------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს-----------------------–----–ის 2016 წლის 02 მარტის №---- ბრძანება, ე----------------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. დაეკისროს სსიპ ს----------------------–-----–ს, ე----------------------ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 32 000 (ოცდათორმეტიათასი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით;
1.3. ე----------------------ის სარჩელი _ სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს სსიპ ს----------------------–-----–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 960 (ცხრაასსამოცი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ასმათ კოხრეიძე