გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ს-–-----------–- - S------------”
წარმომადგენელი - თი-------–--------ი, გი----------–---–---–ი
მოპასუხე - შპს „კ------------–----ა“
წარმომადგენელი - ან----------–---–ი
დავის საგანი - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „კ------------–----ა“-ს შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სასარგებლოდ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით დაეკისროს ნასყიდობის ფასის 57 000 ევროს გადახდა;
1.2. შპს „კ------------–----ა“-ს შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 25 992 ევროს გადახდა (დაზუსტება).
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2----–-–----------------------ს შორის დაიდო სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის N-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ლუმენისის წარმოების ლაზერის აპარატი. სანაცვლოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი 57 000 ევროს ოდენობით. აპარატის საგარანტიო ვადა ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა ერთი წლის ვადით, ხოლო შემდეგ გაგრძელდა 2--- წლის 2-----------. 2--- წლის მარტიდან, აპარატი სისტემატურად გამოდიოდა მწყობრიდან, რის შედეგადაც მისი ექსპლოატაცია შეუძლებელი ხდებოდა. მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა აპარატის გამოცვლა, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხის ტექნიკური პერსონალის ვიზიტების შემდეგ, აპარატი მალევე ითიშებოდა. აპარატის დეფექტურობიდან გამომდინარე, პაციენტების ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა ამ მიმართულებით სერვისის გაწევაზე უარი ეთქვა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, აპარატს დაუდგინდა ქარხნული წული. მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და განუსაზღვრა ვადა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასის 57 000 ევროს დაბრუნებას. აღნიშნულზე მოპასუხემ უარი განაცხადა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ 2--- წლის 2---------- წერილით ოფიციალურად შეატყობინა კომპანიას აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ და გამოთქვა ვარაუდი მისი ქარხნული წუნის შესახებ, შპს „კ------------–----ას“ არ მიცემია საშუალება აპარატის დიაგნოსტირებისა და ხარვეზების აღმოჩენის, ხოლო ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება და შეფასება. შესაბამისად, არც შეკეთების საშუალება მიეცა. აპარატის ქარხნული წუნის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგენს გაურკვეველი წარმოშობის შეთანხმების პროექტს, რომლის შინაარის ნამდვილობა არ არის დადასტურებული ხელმოწერებით. რაც შეეხება ჩანაცვლებას, მოსარჩელემ პირველად 2--- წლის 2---------- წერილით ოფიციალურად ააცნობა კომპანიას აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, ამავე წერილში ითხოვდა აპარატის შეცვლას. ვინაიდან, მოპასუხისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესები, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე შპს „კ------------–----ამ“ აპარატის მწარმოებელთან იშუამდგომლა და დაითანხმა აპარატის გამოცვლაზე/ჩანაცვლებაზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ LTD Lumines Europe-ს მიერ დამატებით გაცემულ გარანტიას მოქმედების ვადა ეწურებოდა 2--- წლის 2- მაისს, მწარმოებელი თანახმა იყო ახალ აპარატზე გამონაკლისის სახით გაეცა დამატებით 3 თვიანი გარანტია მისი ინსტალაციიდან. თუმცა, რადგან მოქმედი გარანტია არ ვრცელდებოდა აპარატის გადამწოდებზე, მათი დაზიანების დადას-ტურების შემთხვევაშიც კი, შპს „კ------------–----ა“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეცვალა ისინი. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე არ იქნებოდა თანახმა აღნიშნულ პირობებზე, შპს „კ------------–----ა“ მზად იყო განეხორციელებინა აპარატის დიაგნოსტირება და თუ დიაგნოსტირების შედეგად დადასტურდებოდა მისი ნაკლოვანება/დაზიანება, განეხორციელებინა აპარატის შეკეთება საგარანტიო პირობების შესაბამისად. შპს „კ------------–----ის“ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელე არ დათანხმდა არცერთ შეთავაზებას, იგი გამუდმებით ითხოვდა და ითხოვს აპარატის ღირებულების დაბრუნებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–------------ს შპს „ს-–-----------–-ს“ და შპს „კ------------–----ას“ შორის დაიდო სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის N------------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მოსარჩელისათვის ლუმენისის წარმოების ლაზერის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: L-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სანაცვლოდ, მოსარჩელემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი 57 000 ევროს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N------------ სამედიცინო ტექნიკის შესყიდვაზე (ს.ფ. 18 - 23);
- გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (24 - 34)
3.1.2. 2----–-–---------------––-------–---ს საფუძველზე შპს „კ------------–----ამ“ მიაწოდა მოსარჩელეს აპარატი, აღნიშნულზე შედგა მიღება - ჩაბარების აქტი და 2--- წლის აგვისტოდან მოსარჩელემ დაიწყო აპარატის ექსპლუატაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35)
3.1.3. აპარატის საგარანტიო ვადა, ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა მიწოდებიდან ერთი წლით, შემდგომში აღნიშნული ვადა გაგრძელდა 2--- წლის 20 მაისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „კ------------–----ა“-ს 14.11.2--- და 01.1-.2--- წლის წერილები ქართულ და ინგლისურ ენაზე (ს.ფ. 36 - 38)
3.1.4. 2--- წლის 16 მარტს, აპარატი პირველად გამოვიდა მწყობრიდან. 20 მარტს, მოპასუხის ტექნიკურმა პერსონალმა ადგილზე შეაკეთა აპარატი, თუმცა, 2--- წლის მარტის ბოლოს, აპარატის გამოყენება ისევ შეუძლებელი გახდა. 2--- წლის 02 აპრილს მოპასუხემ წაიღო აპარატი დიაგნოსტირებისა და შეკეთების მიზნით, დიაგნოსტირების შედეგად გამოიკვეთა ე.წ. „დედაპლატისა“ და „კლაპნების“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა. 2--- წლის 13 აპრილს აპარატი დაუბრუნდა მოსარჩელეს. 2--- წლის 12 ნოემბერს აპარატი ისევ გამოირთო და მოპასუხემ კვლავ წაიღო დიაგნოსტირებისა და შეკეთების მიზნით. აპარატი მოსარჩელეს დაუბრუნდა 23 ნოემბერს. აპარატი რამდენიმე დღეში ისევ გამოვიდა მწყობრიდან, აღნიშნულის შემდგომ აღარ მომხდარა მოპასუხის მხრიდან მისი შეკეთება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.1.5. 2--- წლის 22 მარტს, შპს „კ------------–----ამ“ მოსარჩელეს მიაწოდა შეთანხმების პროექტი, სადაც ადასტურებდა აპარატის ქარხნულ წუნს და მისი ახლით ჩანაცვლების აუცილებლობას. შეთანხმება მოიცავდა ახალ აპარატისთვის მხოლოდ სამთვიან გარანტიას, ხოლო აპარატის მნიშვნელოვან დეტალზე - გადამწოდებზე - საგარანტიო ვადა არ გავრცელდებოდა. მოსარჩელის მოთხოვნა აპარატი გაცემულიყო იგივე საგარანტიო პირობებით არ დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის შეთანხმება ამ კუთხით არ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (64 - 66);
- შპს „ს-–-----------–- - S------------” -ის, შპს „კ------------–----ა“-ს წერილები (ს.ფ. 67 - 74)
3.1.6. 2--- წლის 24 აპრილს შპს „ს-–-----------–- - S------------”-მა შპს „კ------------–----ა“-ს აცნობა სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და განუსაზღვრა ხუთდღიანი ვადა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, რაც გულისხმობდა გადახდილი თანხის 57 000 ევროს უკან დაბრუნებას. აღნიშნულზე შპს „კ------------–----ა“-მ განაცხადა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 84)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლუმენისის წარმოების ლაზერის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: L------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო;
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „კ------------–----ა“-ს პოზიციას იმის შესახებ, რომ შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის მიერ შეძენილ ნასყიდობის საგანს - i---------- GB Silver (I----------------------) აღენიშნებოდა მექანიკური ზემოქმედების დაზიანებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრე-ბითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესე-ბისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუა-ლებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებ-რივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–-ს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი ობიექტის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ს-–-----------–---ის საკუთრებაში არსებული დიოდური ლაზერის ეპილაციის აპარატს დაზიანებული აქვს LightSheer XC ხელსამარჯვის გაცივების სისტემა. კერძოდ, აღნიშნული ტექნიკური სახის ხარვეზი გამოწვეულია პომპის მაციებელი სითხის შემწოვ (და არა მიმწოდებელ) მილში ჰერმეტიზაციის დარღვევით, რომლის დროსაც ხდება ჰაერის შეღწევა გაციემის სისტემაში. აღნიშნული ხარვეზი არ არის გამოწვეული მომუშავე პერსონალის მიერ ექსპლოატაციის პირობების დაუცველობით. გაცივების სისტემის დაზიანების მიზეზია, გაციების სისტემის, როგროც შემწოვ ნაწილში, ასევე შესაძლებელია უშუალოდ პომპაში არასაკმარისი ჰერმეტულობა, რაც წარმოადგენს ქარხნულ წუნს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დააფუძნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილს, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან, ბიუროს არ გააჩნია შესაბამისი წესით აკრედიტირებული ლაბორატორია, აღჭურვილი სპეციალური გამზომი აპარატურით, რომელთა საშაულებითაც შესაძლებელი იქნებოდა ლაზერული ეპილაციის აპარატის ზოგადად, ხოლო კონკრეტულად კი დიოდური ლაზერის გამართულობის შემოწმება, ამის გამო, ბიუროში 2--- წლის პირველ ნახევარში ჩატარებულ ექსერტიზას დიოდურ ლაზერთან მიმართებით - აღნიშნული ექსპერტიზა ეხებოდა არა მის ზოგადად გამართულობას, არამედ კონკრეტულ დაზიანებულ დეტალს, რომლის გამოკვლევაც ბიუროში განხორციელდა მოწვეული სპეციალისტის თანამონაწილეობით.
ამასთან, მოპასუხე მხარე ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილზე დაყრდნობით, სადაც მითითებულია, რომ „2----–-–------------–-ს ექსპერტის N0-------- დასკვნის მომზადების დროს არ მომხდარა აპარატის მთლიანი შემოწმება, არამედ შემოწმდა მხოლოდ კონკრეტული დეტალი, კერძოდ, ხელსამარჯვის გაციების სისტემა, რომელშიც აღმოჩნდა ქარხნული დეფექტი“ განმარტავს, რომ აღნიშნულ დეტალზე საგარანტიო პირობები არ ვრცელდებოდა და შესაბამისად, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის თუ აუდიტორული დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე№ას-633-966-07).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებათა წარმოდგენა. მხარეთა შორის ჯერ კიდევ მათ შორის მიმოწერის პერიოდში, მოპასუხე მხარემ აღიარა, რომ აპარატს აღენიშნებოდა დეფექტი და მოსარჩელეს დაპირდა მოეხდინა მისი შეცვლა, თუმცა, განსხვავებული საგარანტიო პირობებით.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორ-ციელონ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის განმარტებით, კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილ-სინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკ-რულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვა-ლისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და მაკორექ-ტირებელი ფუნქცია. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებუ-ლებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
შპს „კ------------–----ამ“ ვერ უზრუნველყო მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტის დადასტურება, საგარანტიო ვადის პირობებში მან არ გამოასწორა აპარატზე არსებული დეფექტი, რაც მიმოწერებით ცალსახად დასტურდებოდა. ამასთან, მხარემ ვერ დაადასტურა გარემოება, რომლითაც დადგინდებოდა ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად აპარატის დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს. ფ. 75 – 83);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილები (ს.ფ. 392 - 394);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე, 405-ე;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან. სამოქალაქო კანონმდებლობა ზოგადი წესის მიხედვით, არ განსაზღვრავს ნივთის ვარგისიანობის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის კონკრეტულ ვადას. უმრავლეს შემთხვევაში თვითონ მხარეები თანხმდებიან ამ ვადის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულებაში საგარანტიო ვადის განსაზღვრით. საგარანტიო ვადის ძირითადი დანიშნულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვადის განმავლობაში ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოჩენის (გამოვლენის) შემთხვევაში, მყიდველს აქვს გამყიდველისგან მოთხოვნის უფლება. ამავდროულად, საგარანტიო ვადის განსაზღვრა გამყიდველისგან ნიშნავს ამ ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთის ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს აფართოებს. შესაბამისად, ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით არ შეიძლება მყიდველის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა ნივთის თვისებების, მისი ხარისხის და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. აღნიშნული მყიდველის ინფორმირებას ახდენს და მის მოლოდინს აზუსტებს კონკრეტულ ნივთთან მიმართებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უნაკლო ნივთის მიწოდების მტკიცების ტვირთი გამყიდველს აწევს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლუმენისის წარმოების ლაზერის აპარატი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო, რაც საგარანტიო პირობების ამოქმედების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, მოპასუხემ აშკარად აარიდა თავი ვალდებულების შესრულებას იმაზე მითითებით, რომ დეფექტი გამოწვეული იყო არასწორი ექსპლუატაციით, რისი დადასტურებაც ვერ შეძლო, რაც თავის მხრივ, ასევე მეტყველებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერ საბაზრო პრაქტიკაზე.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის მუხლი 491-ე მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე და განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.3 % -ით ყოველდღიურად.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილორბივ და შპს „კ------------–----ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ ნასყიდობის საფასურის 57 000 ევროს გადახდა.
7. საპროცესო საკითხები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელით მოთხოვნილია 82 992 ევრო, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 57 000 ევროს ნაწილში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5 000 ლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2--- წლის 0------- (სარჩელის შეტანის დღე) 1 ევროს ღირებულება შეადგენდა 2.6650 ლარს. () შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 450 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურები-სათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება 8671 ლარის გადახდის შესახებ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1000 ლარის გადახდა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სარჩელი შპს „კ------------–----ა“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს „კ------------–----ა“-ს შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 57 000 ევროს გადახდა;
1.2. შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „კ------------–----ა“-ს შპს „ს-–-----------–- - S------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3450 ლარის და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1000 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე