გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210018002320843
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - მ-----–- თ------–-–---–ი

წარმომადგენელი - ზვ--------------ე

 

მოპასუხეები - ლ--–- მ----ე, ა-------- გ-------–---–ი (კანონიერი წარმომადგენელი ლ--–- მ----ე)

წარმომადგენელი - ია--------------ე

 

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება - ავტომანქანაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი I--------, მარკა, მო----–-------–--------------------ი, ფერი - რ--------- გამოშვების წელი 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- სატრანსპორტო საშუალე-ბის რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 2---------– რეგისტრირებული გ------- გ-------–---–ის სახელზე და 20---–-–------------------------ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 1/3 წილის თანამესაკუთრეა მ-----–- თ------–-–---–ი გაყიდვით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის განმარტებით, 201--–-–---------------ს, გარდაიცვალა მისი შვილი - გ------- გ-------–---–ი, რომელიც იყო 2--- წელს გამოშვებული ავტომანქანა ფო-–---------------------ს მესაკუთრე. სანოტარო წესით მიიღო მემკვიდრეობა მამკვიდრებელ გ------- გ-------–---–ის დანაშთი ქონების 1/3 წილზე, რაც რეგისტრირებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც. გ------- გ-------–---–ის მემკვიდრეები ასევე არიან გარდაცვლილის მეუღლე ლ--–- მ----ე და შვილი ა-------- გ-------–---–ი. ლ--–- მ----ემ, მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეწყვიტა მასთან ურთიერთობა და არ აძლევს შვილიშვილთან ურთიერთობის უფლებასაც, რის გამოც მიმართული აქვს სარჩელით სასამართლოსათვის. იმის გამო, რომ არ აქვს მისი შვილის საფლავის გაკეთებისათვის საჭირო ხარჯები, ლ--–- მ----ე მასთან კონტაქტზე უარს აცხადებს, იძლებულია სასამართლო წესით მოითხოვოს ავტომანქანაზე საზიარო უფლების გაუქმება გაყიდვით, რათა მიიღოს ავტომანქანის ღირებულების 1/3 და მიღებული თანხით შეძლოს შვილის საფლავის მოპირკეთება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. გ------- გ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ლ--–- მ----ემ გააგრძელა ავტომობილით სარგებლობა.

 

მოპასუხის განმარტებით, შპს „მ-----------------“ და გ------- გ-------–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათალისწინებული მოთხოვნა უზრუნველყო-ფილი იყო ავტომანქანა ფ---–---------------------თ. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2 000 აშშ დოლარს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაფარა ლ--–- მ----ემ. 201- წლის 2---------------- მის მიერ სს „კ----------------------–-“ შეტანილმა თანხამ შეადგინა 5 426.73 ლარი, ანუ მან იტვირთა მამკვიდრებლის ვალი, რაც შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა იკისროს მოსარჩელე მ-----–- თ------–-–---–მა.

 

ავტომანქანის საფასურად მოსარჩელეს მითითებული აქვს 7 000 აშშ დოლარი, რაც არ შეესაბამება რეალობას, მისი საფასური დღეს გაცილებით დაბალია და შეადგენს დაახლოებით 2 000 აშშ დოლარს. ავტომანქანის ზუსტი საფასურის დასადგენად ლ--–- მ----ემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. ამასთან, მოსარჩელის მითითება, რომ მიღებული თანხით უზრუნველყოფს საფლავის მოპირკეთებას საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ის უკვე მოპირკეთებულია და აღარ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაწევას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I-- 0--- მარკა - მოდელი - ფ---–---------------------, ფერი - რ--------- გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 2--------- წელს. 20---–-–-----------ის N---------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 1/3 წილის თანემესაკუთრეა მ-----–- თ------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 1-)

3.1.2. 20---–-–-----------ს ნოტარიუს თა------------ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად მ-----–- თ------–-–---–ი, ლ--–- მ----ე და ა-------- გ-------–---–ი წარმოადგენენ გ------- გ-------–---–ის სამკვიდრო ქონების 1/3 -1/3-1/3 მესაკუთრეებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამკვიდრო ქონება N--------- (ს.ფ. 21 - 23);

- სამკვიდრო ქონება N-6------- (ს.ფ. 49 - 50).

 

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-.0-.2--- წლის დასკვნის თანახმად, 2--- წელს დამზადებული მაღალი გამავლობის “V-----------------” სახელმწიფო ნომრით I-- – 0--- საიდენტიფიკაციო W---------------- საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 11 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-.0-.2--- წლის დასკვნა (ს.ფ. 55 - 60);

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ------- გ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ სამკვიდროს შეადგენს არა მთლიანად მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება, არამედ ამ ნივთის ერთი მეორედი ნაწილი;

 

3.2.2. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I-- 0--- მარკა - მოდელი - ფ---–---------------------, ფერი - რ--------- გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სატრანსპორტო საშუა-ლების რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 2--------- წელს ლ--–- მ----ის საკუთრება განისაზღვრება 4/6 წილით; სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს ა-------- გ-------–---–ის წილის განსაზღვრაზე.

 

3.2.3. საზიარო ნივთის ნატურით გაყოფა წილების შესაბამისად ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრები-თობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესე-ბისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალე-ბები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2-----------–-ს განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ამავე მხარეთა შორის არსებული დავის, განხილვამდე, რომელიც ითვალისწინებდა სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის საკითხს. აღნიშნულ საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია არასწორედ, ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და ლ--–- მ----ეს აქვს უფლება აღირიცხოს ქონების მესაკუთრედ 1/2 ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნულმა განაპირობა სამკვიდრო მასის შემცირება და მისი მოცულობა განისაზღვრა დარჩენილი 1/2 ნაწილით. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სამივე მათგანი არის პირველი რიგის მემკვიდრე. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა ლ--–- მ----ის კუთვნილი წილის ოდენობა სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე და მას მიანიჭა 4/6 წილის მესაკუთრეობა. შესაბამისად, მოსარჩელისათვის მისაკუთვნებელი წილის ოდენობა შეადგენს 1/6 წილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საზიარო საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, მხარეთა შორის საზიარო უფლების სადავო საგანი გაყოფადი არ არის, რის გამოც მასზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მ-----–- თ------–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით სრულფასოვანად და მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობისას თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

მითითებული ნორმის შესაბამისად, საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც ერთ-ერთი მესაკუთრე საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ხოლო ამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

 

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ქონებაზე უნდა მოხდეს მისი ნატურით გაყოფის გზით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი რეალიზაციის და ამონაგები თანხის განაწილების მეშვეობით. მითითებულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა უნდა იქნეს დადგენილი ქონების ნატურით დაყოფის შეუძლებლობა, რაც თავისთავად საზიარო უფლების სხვაგვარი სახით გაუქმების მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ნატურით გაყოფისას გამოყოფის შედეგად მიღებულმა თითოეულმა ქონებამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირებულება, რაც გულისხმობს მისი იმგვარი სახით გამიჯვნას, რაც იძლევა შესაძლებლობას თითოეული მესაკუთრის საკუთრებაში დარჩენილი ქონების სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნებასა და არ გამოიწვევს მისი ღირებულების შემცირებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, საზიარო საგანია სატრანსპორტო საშუალება, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად მისი ღირებულების შემცირების გარეშე ვერ მოხდება და შეუძლებელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–- თ------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 189 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 120 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 69 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ-----–- თ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

გაუქმდეს საზიარო უფლება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - I-- 0--- მარკა - მოდელი - ფ---–---------------------, ფერი - რ--------- გამოშვების წელი - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 2--------- წელს მოხდეს სატრანსპორტო საშუალების აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს მესაკუთრეებზე მათი წილების შესაბამისად, კერძოდ, მ-----–- თ------–-–---–ი 1/6 წილი და ლ--–- მ----ე 4/6 წილი;

 

2. ლ--–- მ----ეს მ-----–- თ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში - 120 ლარის გადახდა;

 

3. მ-----–- თ------–-–---–ს დაუბრუნდეს ნ--------------–---–-- მიერ 2--------- წელს სს „თ-----------“-ს N- საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 189 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი თანხა 69 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე