განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
020100118002691630
დავის ტიპი
151
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002691630(1/563-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ზუ-------

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მა----მ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- მა---------------

ადვოკატ - რე------------

ბრალდებული-ბე-------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ბე------------- მიმართ

მამის სახელი: და-------

დაბადებული: 22.05.1--- წელს

პირადი ნომერი: 19---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ზუ--------------------------–------------

რეგისტრირებული: ზუ--------------------------–------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბე------------- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 05 ოქტომბერს, დღის საათებში, ილ-----------------ზე განაწყენებული ბე------------ ქ. წა-–-------–- მდებარე შპს „აგ--------------ს“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ილ-----------------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, მოგვიანებით იგი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გამოცხადდა შპს „აგ--------------ს“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ახორციელებდა ილ-----------------ს მისამართით, რასაც თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა. რის შემდეგ ბე------------ კვლავ დაუკავშირდა ილ-----------------ს და სატელეფონო კომუნიკაციისას ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

ბე------------- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ილ-----------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 08 ნოემბერს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნე-- ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბე------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელე--ნტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ ბე------------- აღიარებით.

 

2018 წლის 05 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 3-16)

 

2018 წლის 06 ოქტომბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვე--ში ბე------------- საცხოვრებელი სახლსა და დამხმარე შენობა ნაგებობაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ 16-17)

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვე--ში ბე------------- საცხოვრებელ სახლში და დამხმარე შენობა-ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 72-74)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპა- რტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 23 ოქტომბრის N1---- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 152-154)

 

დაზარალებულ ილ-----------------ს გამოკითხვის ოქმით

 

მოწმეების გუ-–---------------, და--------–------, მა---------------, ილ------------, რო---------–----------, ედ----------------, გი----------------, ლა–-------------, გი----------------, მე-----------–---–---, დი-----------------, ცა–----------- გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბე------------- ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალი- სწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, ბე------------- მიერ ილ-----------------ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი და რეალური შიში მისი შესრულებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულს დაურღვია სიმშვიდე და მისი აფორიაქება გამოიწვია.

 

მუქარა განზრახი დანაშაულია, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინაა- ღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწი- ნებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ბე------------- შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწი- ნებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწი- ნებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი ბე------------- ქმედებას-დაზარალებულის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და დამდგარ შედეგს, დაზარალებულის საფუძვლიან შიშს შორის.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე--ნტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბე------------- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, ბრალდებულ ბე------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბე------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოხდის და გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბე------------ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგბლოდ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცრის 2018 წლის 23 ოქტომბრის წერილიდან ირკვე--, რომ ბე------------ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 10 სექტემბრიდან და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ბე------------- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა, რა დროსაც განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ბრალდებულ ბე------------- მიერ ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათის, ხარისხის, მისი პიროვნების, რომ ის ადრე ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული, ის არ არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, რის გამო მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, რადგან სასჯელის მიზანი-სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მისი რესოციალიზაცია მიიღწე-- მხოლოდ ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

ამ გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედებას, მის პიროვნებას და დამნაშავის შემდგომ ქცე--ს და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.

სამი ცალი მასრა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ბე------------ (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბე------------- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ზუ-------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბე------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

3.ბე------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 08 ოქტომბრის 18:55 საათიდან.

 

4.ბე------------- სასჯელის ვადაში ასევე ჩაეთვალოს წინა განაჩენის მიხედვით დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

 

5.ბე------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

6.შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი მასრა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი

ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია