გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210018002462151
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2---121-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - თბ--–----------–-–-------------–--------------------ი

წარმომადგენლები - სო------–-------ე, სო------------–-–---–ი, ან------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „მო–-------------–-------------–-------------------ი“

წარმომადგენელი - ნა-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საანესთეზიო აპარატების ღირებულების - 81 900 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ძველი საანესთეზიო აპარატების აღდგენა-შეკეთებისათვის გაწეული ხარჯის -7300 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის 17 დეკემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ შორის, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის (SPA 13-------) საფუძველზე, გაფორმდა ხელშეკრულება №4--- საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტი იყო მაღალი ხარიხის სამედიცინო აპარატურა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 160 375 ლარს, მათ შორის ექვსი საანესთეზიო აპარატი 81 900 ლარის ღირებულებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქონელი სრულად იქნა მიწოდებული და ამის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა, აღმოჩნდა ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობა. კერძოდ, მათ მიერ მოწოდებულ 6 საანესთეზიო დანადგარს Redger Exsus - 720 (SN 34131209) ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული დანადგარებს ბიოსამედიცინო უნივერსიტეტის ტექნიკის ინჟინერმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა გი------------–-–---–მა ჩაუტარა ტესტირება. შეფასებულ იქნა საანესთეზიო აპარატის 16 ძირითადი პარამეტრი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები დაყენებულ და რეალურად მიღებულ პარამეტრებს შორის. კერძოდ, მიწოდებული საანესთეზიო აპარატების ფუნქციური შესაძლებლობები არ შეესაბამებოდა მომწოდებლისა და მწარმოებლის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც მოხდა მათი შეძენა. უფრო დეტალურად რომ ითქვას, აპარატის პარამეტრები (გამომუშავებული, პაციენტზე მიწოდებული აირის ნაკადი, სიხშირე, წნევა, ჟანგბადის კონცენტრაცია) განსხვავდებოდა მომხმარებლის (ექიმის) მიერ დაყენებული, შერჩეული პარამეტრების განზომილებით (რიცხვითი) მნიშვნელობისაგან, რაც დადგინდა სათანადო ექსპერტული შემოწმებით, რომელიც განხორციელდა მატესტირებელი-ტექნიკური ცდებით (დიაგნოსტიკით).

 

გარდა ამისა, თბ--–----------–-–-------------–--------------------მა მიმართა სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს იმ ფაქტის დასაზუტებლად - მოსარჩელის მიერ შეძენილი საანესთეზიო აპარატის Render Exsus -720 (SN 34131209) ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა ჩატარებული ელექტრონული ტენდერის (SPA 13-------) მოთხოვნებს. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს კი---------------ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომდეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტმა ზუ---------–-----მა ჩატარებული ექსპერტიზით დაადასტურა, რომ აპარატი ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს. კერძოდ საანესთეზიო აპარატების მონაცემები ვერ აკმაყოფილებდა სამ პუნქტს: 1. აპარატები არ მარაგდება (კონტროლდება) ჰაერის იზოლირებული ნაკადით; 2. არ სრულდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თანაფარდობის მოთხოვნა და 3. საანესთეზიო აპარატები ვერ აკმაყოფილებს 60 წუთიანი ავარიული კვების მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ აპარატი ძირითადად გამოიყენება უშუალოდ ოპერაციის პროცესში, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დროს, ადამიანის სიცოცხლე დიდად არის დამოკიდებული აპარატის შესაძლებლობებზე.

 

ხარვეზის შესახებ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წერილობით აცნობა შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ და მოითხოვა ხარვეზის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა. ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ უარყო მოპასუხემ და მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ ნაკლის არსებობის შემთხვევაში მზად იყო ხარვეზის გამოსასწორებლად. ამის შემდეგ, მოპასუხის დირექტორმა გი-------------–--–--ლმა მორიგი წერილით მიმართა თს----ს კანცლერს იმის თაობაზე, რომ საანესთეზიო აპარატი სრულიად აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს გარდა მითითებული AIR-ის მიწოდებული ნაკადის კონტროლისა. თუმცა, აღნიშნულ მიმოწერას შედეგი არ მოჰყოლია.

 

მომწოდებლის მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობამ შეაფერხა კლინიკის გახსნა, რასაც მოჰყვა გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება სამედიცინო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, რადგან 2015 წლის 21 აპრილს უნივერსიტეტი იძულებული გახდა დაედო ახალი ხელშეკრულება თს----ს ალ----–----–---–--------–----------------------------–----ის ბალანსზე რიცხული, მწყობრიდან გამოსული საანესთეზიო აპარატების მომსახურება-შეკეთების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა ძველი საანესთეზიო აპარატების აღდგენას საოპერაციო პროცესისათვის და რომლის ღირებულებამაც შეადგინა 7300 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელის პრეტენზიების მიღების შემდეგ, გამოთქვა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა და აღნიშნულის თაობაზე აცნობა 2015 წლის 06 იანვრის წერილით. ამასთან, ხარვეზის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, მოსარჩელეს სთხოვა წერილობით მიეწოდებინა დეტალური აღწერა მის მიერ მითითებული ხარვეზის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, კი მოსარჩელეს 2015 წლის 16 თებერვლის წერილით აცნობა, რომ მითითებული ხარვეზებიდან მხოლოდ ერთის არსებობას ეთანხმებოდა, რის თაობაზეც მომწოდებელს მიეწოდა ინფორმაცია და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ამის შემდგომ მოსარჩელე მოპასუხეს აღარ დაკავშირებია და პირდაპირ სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამასთან, აპარატები დღემდე კლინიკის მფლობელობაშია და გაურკვეველია მათი მდგომარეობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 17 დეკემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ შორის დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №4---.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა: მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურა (CPV---------), რომელთა დასახელება და სხვა მახასიათებლები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი №1-სა და დანართი №2-ის შესაბამისად;

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა - 160 375 ლარს;

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში;

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით;

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად:

6.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში;

6.2. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს;

6.3. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადაა - 2 წელი;

6.4.შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ნაკლის აღმოჩენის შესახებ;

6.5. შეტყობინების მიღების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდში შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები, საკუთარი ხარჯით ან ჩაანაცვლოს ახლით. მიმწოდებელს დაეკისრება, როგორც ხელშეკრულების ობიექტის დეფექტების აღმოფხვრა, ასევე აღნიშნული დეფექტების შედეგად, შემსყიდველსა და მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და უარი თქვას უხარისხო შესყიდვის ობიექტის მიღებაზე;

 

ხელშეკრულების მე-14 მუხლის თანახმად:

14.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;

14.2. ხელშეკრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს კანცლერის ბრძანებით შექმნილი კონტროლის ჯგუფი;

14.3. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნის მიზეზების მითითებით;

 

ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა აპარატურასთან ერთად, შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 6 ცალი საანესთეზიო აპარატი (Render model Exus 720), რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 81 900 ლარს. ხელშეკრულების დანართი №2-ით ზუსტად იქნა გასაზღვრული საანესთეზიო აპარატის მახასიათებლები.

 

ზემოთ აღნიშნული 6 ცალი საანესთეზიო აპარატი (Render model Exus 720) შემსყიდველის მიერ მიღებულ იქნა 2014 წლის 03 თებერვალს, ამავე დღეს გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.12.2013წ. ხელშეკრულება საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დანართებით (იხ. ტომი I, ს.ფ. 17-24);

- მიღება-ჩაბარების აქტი და სასაქონლო ზედნადები (იხ. ტომი III, ს.ფ. 40-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2015 წლის 17 მარტს თბ--–----------–-–-------------–--------------------მა ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმართა სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს.

 

სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2015 წლის 01 მაისის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 14 აპრილს, თბ--–----------–-–-------------–--------------------იდან მიღებულ, ჩინური წარმოების საანესთეზიო აპარატის (EXUS-720; Anesthesia Machine Manual, RENDER Healthcare Products) ტექნიკურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ამ დოკუმენტში მოყვანილი როგორც ტექნიკური მასახიათებლების, ასევე სქემების გათვალისწინებით და ამ მონაცემების პუნქტობრივი შედარებით სატენდერო მოთხოვნებთან, აღნიშნული საანესთეზიო აპარატი აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს გარდა შემდეგი პუნქტებისა:

 

1. აპარატი არ მარაგდება (კონტროლდება) ჰაერის იზოლირებული ნაკადით (პუნქტი №2);

2. არ სრულდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თანაფარდობის მოთხოვნა 2:1 (პუნქტი №8);

3. საანესთეზიო აპარატი ვერ აკმაყოფილებს 60 წუთიანი ავარიული კვების მოთხოვნას (პუნქტი №22);

 

ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ექიმ-ანესთეზიოლოგების მუშაობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული სანარკოზე-სასუნთქი აპარატურის სწორად არჩევაზე. მათ შორის, როგორც ხელოვნური სუნთქვის (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია), ასევე ინჰალაციური სანარკოზე აპარატურის. აღნიშნული აპარატურა ძირითადად გამოიყენება საოპერაციო, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

 

თბ--–----------–-–-------------–--------------------ის 14.05.2015წ. მიმართვის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილი იყო 01.05.2015წ. ექსპერტიზის დასკვნის დაზუსტება, ამ უკანასკნელს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს უფროსის მოადგილის ლევან სიმონიშვილის 19.05.2015წ. პასუხით ეცნობა, რომ ვინაიდან აღნიშნული აპარატის გამოყენება ძირითადად ხდება უშუალოდ ოპერაციის, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის დროს, ადამიანის სიცოცხლე დიდად არის დამოკიდებული აპარატის შესაძლებლობებზე - უზრუნველყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის ავარიულ რეჟიმში. აღნიშნული შეუსაბამობების გათვალისწინებით, წარმოდგენილი საანესთეზიო აპარატი ვერ აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 01.05.2015წ. დასკვნა (იხ. ტომი I, ს.ფ. 35-47);

- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს უფროსის მოადგილის ლევან სიმონიშვილის 19.05.2015წ. პასუხი (იხ. ტომი I, ს.ფ. 49-50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის 2015 წლის 29 სექტემბრის №02--- წერილის თანახმად, 2015 წლის 16 სექტემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------ის ალ----–----–---–----------–----აში განხორციელდა საანესთეზიო აპარატის Render Exus – 720 (SN 34-------) ტესტირება-შემოწმება. ტესტირება განახორციელა ბიოსამედიცინო ტექნიკის ინჟინერმა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გიგილაშვილმა. ტესტირების შედეგად შეფასებულ იქნა საანესთეზიო აპარატის 16 პარამეტრი და შედარდა მისი მნიშვნელობები აპარატით წინასწარ დაყენებულ მნიშვნელობებთან.

 

გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები დაყენებულ და რეალურად მიღებულ პარამეტრებს შორის. განსაკუთრებით საგულისხმოა: ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა (ცდომილება 210 მლ), ჟანგბადის კონცენტრაცია (ცდომილება 17%).

შემოწმების შედეგები ცხადყოფს აპარატის არსებული ტექნიკური მახასიათებლების შეუსაბამობას მწარმოებლის მიერ წერილობით დეკლარირებულ პარამეტრებთან და შესაბამისად შესყიდვის სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლებისაგან რეალურად მიღებული რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლები განსხვავებულია.

 

იმავე დასკვნის მიხედვით, აპარატი შემოწმების მომენტში არსებული მდგომარეობით, ვერ აკმაყოფილებს პაციენტთან გამოყენების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის 29.09.2015წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 51-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 2014 წლის 29 დეკემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------მა წერილობით მიმართა შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“. წერილში აღნიშნულია, რომ 17.12.2013წ. №4--- ხელშეკრულების საფუძველზე, უნივერსიტეტისათვის მიწოდებულ 6 ერთეულ ჩინური წარმოების საანესთეზიო აპარატს - Render model Exus 720-ს აღმოაჩნდა გარკვეული ხასიათის ისეთი ნაკლი, რაც შეუძლებელი იყო გამოვლენილიყო მხარეთა შორის ზემოთ აღნიშნული სამედიცინო აპარატურის ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ეტაპზე. შესაბამისად, შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მიეცა წინადადება ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, 30 კალენდარული დღის ვადაში აღმოეფხვრათ არსებული დეფექტები, ან ჩაენაცვლებინათ ახლით.

 

აღნიშნულის პასუხად, შპს „მო–-------------–-------------–-------------------მა“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ს 06.01.2015წ. წერილით აცნობა, რომ ისინი მზად იყვნენ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი და აღმოეფხვრათ ის ხარვეზები, რომელიც გააჩნდა მიწოდებულ აპარატურას. ამასთან, შესაბამისი რეაგირების მოხდენისა და ნაკლის გამოსწორების მიზნით, შპს „მო–-------------–-------------–-------------------მა“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ს სთხოვა მათთვის წერილობით მიეწოდებინათ კონკრეტული ინფორმაცია არსებული ხარვეზების შესახებ.

 

თბ--–----------–-–-------------–--------------------მა 12.02.2015წ. წერილით (06.01.2015წ. წერილის პასუხად) შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიწოდებული 6 ერთეული საანესთეზიო დანადგარის ტექნიკური პრობლემების შესახებ: ვერ რეგულირდება ჰაერი-ჟანგბადის ნარევი და არ ხდება ნაკადების მონიტორინგი (სპეციფიკაციებით მოთხოვნილი იყო O2, Air, N2O); შეუძლებელია შერჩეული სუნთქვითი პარამეტრების სტაბილურად შენარჩუნება; დასაშვებ ფარგლებს გარეთაა შერჩეული მოცულობითი და წნევითი მახასიათებლები (დიდი განსხვავებაა მოცემული და რეალური რიცხვით არსებულ პარამეტრებს შორის); შეუძლებელია მაღალი სუნთქვითი მოცულობის მიღება (ვერ ხდება 700 მლ-ზე მეტის მიღება); არ ხდება სპეციფიკაციით მოთხოვნილი ყველა პარამეტრის მონიტორინგი;

 

16.02.2015წ. წერილით, შპს „მო–-------------–-------------–-------------------მა“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ს აცნობა, რომ მიწოდებული 6 საანესთეზიო დანადგარი (EXUS-720) სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებულ პირობებს, გარდა პირველ პუნქტში მითითებული AIR-ის მიმწოდებელი ნაკადის კონტროლისა. წერილში, ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მიმწოდებელთან, რომელიც უახლოეს ხანში გადაწყდებოდა.

 

აღნიშნულის შემდგომ, მხარეთა შორის აღარ განხორციელებულა არანაირი კომუნიკაცია ზემოთ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბ--–----------–-–-------------–--------------------ის 29.12.2014წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 140);

- შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ 06.01.2015წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 27);

- თბ--–----------–-–-------------–--------------------ის 12.02.2015წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 26);

- შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ 16.02.2015წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 56-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2015 წლის 21 აპრილს თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და გი----------------ეს შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თს----ს ალ----–----–---–--------–----------------------------–----ის ბალასზე რიცხული, მწყობრიდან გამოსული საანესთეზიო აპარატების მომსახურება-შეკეთება (CPV 50------) დანართი №1-ის შესაბამისად.

 

მოსარჩელის განმარტებით, ალ----–----–---–--------–----------------------------–----ა წარმოადგენს თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სტრუქტურულ ერთეულს.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 7300 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 17.12.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული საანესთეზიო აპარატების ხარვეზის გამო, მათ მოუწიათ გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება. კერძოდ, საოპერაციო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის მოხდა ძველი საანესთეზიო აპარატების აღდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.04.2015წ. ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (იხ. ტომი I, ს.ფ. 29-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.6. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ შორის 17.12.2013წ. საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე თბ--–----------–-–-------------–--------------------ისათვის მიწოდებული 6 ცალი საანესთეზიო აპარატი - Render model Exus 720, არ შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს და გააჩნდა ტექნიკური ხასიათის ნაკლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

17.12.2013წ. ხელშეკრულება საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დანართებით (იხ. ტომი I, ს.ფ. 17-24);

- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 01.05.2015წ. დასკვნა (იხ. ტომი I, ს.ფ. 35-47);

- სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის 29.09.2015წ. წერილი (იხ. ტომი I, ს.ფ. 51-53);

- წერილები (იხ. ტომი I, ს.ფ. 26-27, 56-57, 140);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 408-ე, 412-ე, 477-ე, 487-488-ე, 494-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ შორის დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №4---, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა: მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურა (CPV---------), რომელთა დასახელება და სხვა მახასიათებლები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი №1-სა და დანართი №2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 160 375 ლარით. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 81 900 ლარის დაკისრება. აღნიშნულის საფუძვლად, კი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ მოსარჩელისათვის მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნაწილი - 6 საანესთეზიო აპარატი, აღმოჩნდა ნაკლის მქონე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, 17.12.2013წ. საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართი №2-ით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ზუსტი დასახელება და მახასიათებლები. მათ შორის 6 ცალი საანესთეზიო აპარატის - Render model Exus 720-ის ზუსტი მახასიათებლები. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოთ მითითებული საანესთეზიო აპარატები აღმოჩნდა ნაკლის მქონე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2015 წლის 01 მაისის დასკვნით, რომლის თანახმად, 17.12.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე თბ--–----------–-–-------------–--------------------ის მიერ შესყიდული საანესთეზიო აპარატი აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს გარდა შემდეგი პუნქტებისა: 1. აპარატი არ მარაგდება (კონტროლდება) ჰაერის იზოლირებული ნაკადით; 2. არ სრულდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თანაფარდობის მოთხოვნა 2:1; 3. საანესთეზიო აპარატი ვერ აკმაყოფილებს 60 წუთიანი ავარიული კვების მოთხოვნას; ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის 2015 წლის 29 სექტემბრის №02--- წერილით, რომლის თანახმად, 2015 წლის 16 სექტემბერს თბ--–----------–-–-------------–--------------------ის ალ----–----–---–----------–----აში განხორციელდა საანესთეზიო აპარატის Render Exus – 720 (SN 34-------)-ის ტესტირება-შემოწმება. ტესტირებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები დაყენებულ და რეალურად მიღებულ პარამეტრებს შორის. განსაკუთრებით საგულისხმოა: ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა (ცდომილება 210 მლ), ჟანგბადის კონცენტრაცია (ცდომილება 17%).

 

მოპასუხე არ ეთანხმება საანესთეზიო აპარატებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ყველა ნაკლის არსებობას. მისი თქმით მიწოდებული საანესთეზიო აპარატები სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებულ პირობებს, გარდა პირველ პუნქტში მითითებული AIR-ის მიმწოდებელი ნაკადის კონტროლისა. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ნაკლის არსებობას, სადავოდ არ ხდის, იმ ფაქტობრივ გარემოებას რომ ზოგადად მიწოდებული საანესთეზიო აპარატები იყო ნაკლის მქონე.

 

შესაბამისად, ვინაიდან სადავო არაა, რომ 17.12.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებულ იქნა ნაკლის მქონე საანესთეზიო აპარატები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების სტანდარტი და მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ ამავე კოდექსით მინიჭებული უფლებები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, 2014 წლის 29 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ და მოსთხოვა არსებული ხარვეზის აღმოფხვრა, ან ნაკლოვანი აპარატურის ახლით ჩანაცვლება, მაგრამ მის მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.

 

თუმცა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს ხელშეკრულების 6.4. და 14.3. პუნქტებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ დაუყოვნებლივ არ შეამოწმა მიწოდებული საანესთეზიო აპარატები და ასევე დაუყოვნებლივ არ აცნობა ნაკლის შესახებ მოპასუხეს, დაკარგა ნაკლიანი ნივთის მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

17.12.2013წ. ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ნაკლის აღმოჩენის შესახებ; ასევე, ხელშეკრულების 14.3. პუნქტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის, ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნის მიზეზების მითითებით;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა განმარტოს რას შეიძლება გულისხმობდეს ნივთის „დაუყოვნებლივ“ შემოწმება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „დაუყოვნებლივ“ შემოწმების ვალდებულება პირდაპირ არ უნდა იქნეს განმარტებული და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. აღნიშნული შეფასება დამოკიდებულია, როგორც ნივთის თვისებებზე, ასევე რაოდენობაზე, მყიდველის ობიექტურ შესაძლებლობაზე, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირველი ობიექტური შესაძლებლობისთანავე შეამოწმოს ნივთი. შეფასებისას გასათვალისწინებელია ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე ხარჯები, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა. შესაბამისად, შემოწმების ვადა განსხვავებული და უფრო მოცულობითი შეიძლება იყოს ტექნიკური დანადგარების მიწოდებისას, ვიდრე მაგალითად მალფუჭებადი ნივთების მიწოდებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბ--–----------–-–-------------–--------------------ის მიერ 17.12.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე 6 ცალი საანესთეზიო აპარატის - Render model Exus 720 მიღება განხორციელდა 2014 წლის 03 თებერვალს ამავე დღეს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საანესთეზიო აპარატების ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, მათი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროისათვის შემოწმება იყო შეუძლებელი, ვინაიდან აპარატები უნდა შემოწმებულიყო შესაბამის პირობებში შესაბამისი პირის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება ხელშეკრულების 14.1. პუნქტზე, რომლის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განეხორციელებინა შემოწმება. ამასთან, აღნიშნული პუნქტი შემსყიდველს მხოლოდ უფლებამოსილებას ანიჭებს და არ ავალდებულოს ყველა შემთხვევაში მიწოდების პარალელურად შეამოწმოს ნასყიდობის საგანი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება გულისხმობდა მხოლოდ ნივთის ფიზიკურად მიღებას და ამით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიწოდებული საანესთეზიო აპარატები განკუთვნილი იყო თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სტრუქტურული ერთეულის ალ----–----–---–--------–----------------------------–----ისათვის და ვინაიდან აღნიშნულ კლინიკაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, აპარატების შემოწმება მოხდა აღნიშნული სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ 2014 წლის ბოლოს.

 

მიწოდებული საანესთეზიო აპარატების ნაკლის თაობაზე მოსარჩელემ მოპასუხეს თავდაპირველად აცნობა 2014 წლის 29 დეკემბრის წერილით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ აპარატებს აღმოაჩნდა გარკვეული ხასიათის ისეთი ნაკლი, რაც შეუძლებელი იყო გამოვლენილიყო მხარეთა შორის ზემოთ აღნიშნული სამედიცინო აპარატურის ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ეტაპზე. შესაბამისად, შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მიეცა წინადადება ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, 30 კალენდარული დღის ვადაში აღმოეფხვრა არსებული დეფექტები, ან ჩაენაცვლებინათ ახლით. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „მო–-------------–-------------–-------------------მა“ თბ--–----------–-–-------------–--------------------ს 06.01.2015წ. წერილით აცნობა, რომ ისინი მზად იყვნენ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი და აღმოეფხვრათ ის ხარვეზები, რომელიც გააჩნდა მიწოდებულ აპარატურას.

 

ამდენად, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ რამოდენიმე თვის შემდგომ განახორციელა ნივთის ნაკლის გამო მოპასუხისათვის მიმართვა, არამედ გამოხატა ნაკლის აღმოფხვრისათვის მზაობა. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ნივთის ნაკლის გამო პრეტენზია წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით. აქედან გამომდინარე, ამ პირობებში, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის შემდგომ, მოპასუხის მიერ გაცხადება იმისა, რომ მოსარჩელეს არ აქვს მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დაუყოვნებლივ არ უცნობებია ნაკლის თაობაზე მოპასუხისათვის დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპს. აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, კი კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნული აპარატურა ძირითადად გამოიყენება საოპერაციო, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და მისი გამართული ფუნქციონირება პირდაპირაა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან. ზემოთ დასახელებული თითოეული ნაკლი, კი წარმოადგენს ისეთ ნაკლს, რის გამოც შეუძლებელია საანესთეზიო აპარატების დანიშნულებისამებრ გამოყენება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 17 დეკემბერს. ხოლო, ნასყიდობის საგანი მყიდველს გადაეცა 2014 წლის 03 თებერვალს. ნასყიდობის საგანი განკუთვნილი იყო თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სტრუქტურული ერთეულის - ალ----–----–---–--------–----------------------------–----ის ფუნქციონირებისათვის. ამასთან, აღნიშნულ კლინიკაში მიმდინარეობდა რემონტო სამუშაოები და მისი გახსნისათვის კლინიკა უნდა ყოფილიყო სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი. თუმცა, შესყიდული საანესთეზიო აპარატურის ნაკლოვანების გამო, მოსარჩელეს მოუწია ძველი საანესთეზიო აპარატურის შეკეთება.

 

შესაბამისად, ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას ან/და ხარვეზის დროულ აღმოფხვრას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოსარჩელისათვის. ამრიგად, ვინაიდან ნაკლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია თითქმის ერთი წელი, ხოლო მოსარჩელის მიერ, საუნივერსიტეტო კლინიკის გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებით შეძენილია ხუთი საანესთეზიო აპარატი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გონივრულად აღარ გააჩნია ინტერესი ნაკლის გამოსწორების ან/და ნაკლიანი ნივთის ახლით ჩანაცვლებისა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 17.12.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისათვის მიწოდებული 6 ცალი საანესთეზიო აპარატი - Render model Exus 720, იყო ნაკლის მქონე. შესაბამისად, სადავო არაა, რომ შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ იქნა შესრულებული.

 

დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელემ 29.12.2014წ. წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ნაკლის გამოსწორება ან/და ნაკლიანი ნივთის ახლით ჩანაცვლება, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე 2015 წლის 06 იანვრის პასუხით დაეთანხმა მოსარჩელის პრეტენზიას არსებულ ნაკლთან დაკავშირებით და მას მოთხოვნის დაუყოვნებლივ წარუდგენლობასთან დაკავშირებით პრეტენზია თავიდანვე არ განუცხადებია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ 6 სანესთეზიო აპარატის შესაძენად გადახდილ იქნა 81 900 ლარი, მას სწორედ აღნიშნული ოდენობით მიადგა ზიანი, რაც უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებლის - შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ მიერ.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მის მიერ ძველი საანესთეზიო აპარატების აღდგენა-შეკეთებისათვის გაწეული ხარჯის 7 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელის განმარტებით, 17.12.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი 6 ცალი საანესთეზიო აპარატი - Render model Exus 720, განკუთვნილი იყო თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სტრუქტურული ერთეულის ალ----–----–---–--------–----------------------------–----ის გამართულად ფუნქციონირებისათვის. ამასთან, აღნიშნულ კლინიკაში აპარატურის შეძენის დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი გახსნის დროისათვის კლინიკა ყოფილიყო შესაბამისი აპარატურით სრულყოფილად აღჭურვილი. თუმცა, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული საანესთეზიო აპარატები იყო ნაკლის მქონე და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო, მოსარჩელეს მოუწია ძველი, მწყობრიდან გამოსული საანესთეზიო აპარატების შეკეთება, რისთვის გასწია შესაბამისი ხარჯი. კერძოდ, 2015 წლის 21 აპრილს თბ--–----------–-–-------------–--------------------სა და გი----------------ეს შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა თს----ს ალ----–----–---–--------–----------------------------–----ის ბალანსზე რიცხული, მწყობრიდან გამოსული საანესთეზიო აპარატების შეკეთება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა დამატებითი ხარჯი - 7300 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, ვინაიდან ზემოთ მითითებული დამატებითი ხარჯის გაწევის საფუძველი გახდა, მოპასუხის მიერ 17.12.2013წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის - 7300 ლარის დაკისრების თაობაზე, ასევე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მოსარჩელე თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2676 ლარის გადახდა. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 150 ლარის გადახდა.

 

ამასთან, წარმოდგენილი სარჩელის დავის საგნიდან გამომდინარე (89 200 ლარი) სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 2676 ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 4811.25 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი - 2135.25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით, თბ--–----------–-–-------------–--------------------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, შპს ,,მო–-------------–-------------–-------------------ის’’ (ს/კ 2--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, სასარჩელო მოთხოვნის - 89200 (ოთხმოცდაცხრაათას ორასი) ლარის ფარგლებში.

 

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე, სასარჩელო მოთხოვნის - 89 200 ლარის ფარგლებში, დადებული ყადაღა შეიცვალა აპელანტის მიერ წარდგენილი სს „სა---------–--------ის“ მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული გამოუხმობადი საბანკო გარანტიით №P14015-17 89 200 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნა 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს ,,მო–-------------–-------------–-------------------ის’’ კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის 89 200 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სარჩელი შპს „მო–-------------–-------------–-------------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მოსარჩელე თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საანესთეზიო აპარატების ღირებულების - 81 900 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მოსარჩელე თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ძველი საანესთეზიო აპარატების აღდგენა-შეკეთებისათვის გაწეული ხარჯის - 7 300 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „მო–-------------–-------------–-------------------ს“ მოსარჩელე თბ--–----------–-–-------------–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2676 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 150 ლარის გადახდა.

 

3. თბ--–----------–-–-------------–--------------------ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2015 წლის 05 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 4811.25 ლარიდან - 2135.25 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №27---), რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N3--------; ბანკის კოდი TR------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე