განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
010100115714443
დავის ტიპი
341
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115714443

საქმე #1-76/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ დ-------------ის

ბრალდებულების - ნ---- თ---–--–---–ის, მ----- თ---------ის, ი-–- მ-------ის,ადვოკატების _ დ----- ჩ---–--–---–ის, ი-----–- ა--–--ის, ჯ----–-------ის

 

მონაწილეობით, ბრალდებულების ი-–-- ზ----ის და ხ---- ზ----ის დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092300115002 საქმე:

 

1. ბრალდებულ ი-–- მ-----–ის ძე მ-------ის მიმართ

დაბადებული: 30.06.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------------------–--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი;

 

2. ბრალდებულ ი-–-- მ-----ის ძე ზ----ის მიმართ

დაბადებული: 16.06.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელიი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული /ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ-----------–----–----–------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვ/პუნქტი;

 

3. ბრალდებულ ნ---- გ--------ის ასული თ---–--–---–ის მიმართ

დაბადებული: 28.12.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------–--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი ;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვ/პუნქტი ;

 

4. ბრალდებულ მ----- მ----ს ძე თ---------ის მიმართ

დაბადებული: 02.05.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------–-------–------------------------------------–----

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი;

 

საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი;

 

5. ბრალდებულ ხ---- ა------ს ძე ზ----ის მიმართ

დაბადებული: 13.09.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–---------------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული /ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------------------–-------------- (ამჟამად გარდაცვლილი)

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვ/პუნქტი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე, მოეხდინა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

2. 2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენის და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, ხ---- ზ----ემ, ი-–-- ზ----ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ი-–- მ-------ემ ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 14 415 კვ/მ(№311a) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტში და ურთიერთშედარების აქტში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი (№311a) მიწის ნაკვეთის მოსარგებლე, პირს წარმოადგენდა ( პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ხ---- ზ----ე.

 

3. ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხ---- ზ----ემ და ი-–-- ზ----ემ სს ’’პროკრედიტ ბანკში’’ ხელზე მიიღეს 58.759 ლარი.

 

4. ყოველივე ზემოაღნიშნულით ხ---- ზ----ე და ი-–-- ზ----ე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლომოსარგებლე პირის შ----- ც-–--–--ის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას - 58 759 ლარს, რითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

5. 2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენის და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, მ----- თ---------ემ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის უფროსმა სპეციალისტმა პირადი მოტივით და ნ---- თ---–--–---–მა ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 4345 კვ/მ(№312) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტში და ურთიერთშედარების აქტში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №312 მიწის ნაკვეთის მოსარგებლე, პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ნ---- თ---–--–---–ის მეუღლე ა------ ზ----ე.

 

6. ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ---- თ---–--–---–მა სს ’’ლიბერთი ბანკში’’ ხელზე მიიღო 40 143 ლარი.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულით ნ---- თ---–--–---–ი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლე პირის შ----- ც-–--–--ის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას- 40 143 ლარს, მოტყუებით დაეუფლა, რითაც მან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

8. 2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენის და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, მ----- თ---------ემ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის უფროსმა სპეციალისტმა პირადი მოტივით და ნ---- თ---–--–---–მა, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 4345 კვ/მ(№312) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტში და ურთიერთშედარების აქტში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №312 მიწის ნაკვეთის მოსარგებლე, პირს წარმოადგენდა ( პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ნ---- თ---–--–---–ის მეუღლე ა------ ზ----ე.

 

9. ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ---- თ---–--–---–მა სს ’’ლიბერთი ბანკში’’ ხელზე მიიღო 40 143 ლარი.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, მ----- თ---------ე დაეხმარა ნ---- თ---–--–---–ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლე პირის შ----- ც-–--–--ის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხის- 40 143 ლარის მოტყუებით დაუფლებაში, რითაც მათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

11. 2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენის და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, ხ---- ზ----ემ, ი-–-- ზ----ემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ი-–- მ-------ემ ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 14 415 კვ/მ(№311a) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტში და ურთიერთ შედარების აქტში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №311a მიწის ნაკვეთის მოსარგებლე, პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ხ---- ზ----ე.

 

12. ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხ---- ზ----ემ სს ”პროკრედიტ ბანკში’’ ხელზე მიიღო 58.759 ლარი.

 

13. ყოველივე ზემოაღნიშნულით,ი-–- მ-------ის დახმარებით ხ---- ზ----ე და ი-–-- ზ----ე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ, მიწით მოსარგებლე პირის შ----- ც-–--–--ის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას- 58 759 ლარს, რითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

14. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ნ---- თ---–--–---–ი, ხ---- ზ----ე, ი-–-- ზ----ე, მ----- თ---------ე და ი-–- მ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

15. მოწმე შ----- ც-–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, აქვს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6000 კვ.მ. მიწის ფართობით 1980-იანი წლების დასაწყისიდან სარგებლობს. თესავდა სიმინდს, ასევე დარგო ხეხილი, შემოღობა მავთულხლართით. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1950-იან წლებში ხულოდან ჩამოასახლეს მისი მამა, ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი და ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად ოდნავ ზევით აინაცვლეს, მიწით სარგებლობა კი განაგრძეს. საბჭოთა კოლექტივის დროს, მითითებულ ადილას მოჰყავდათ ჩაი, რომელსაც ც-–--–--ის ოჯახი უვლიდა. 2014 წლის თებერვალში შეიტყო, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებზე, ასევე მოსარგებლეებზე გაიცემოდა კომპენსაცია. ამიტომ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა საკომპენსაციო თანხის მიცემა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია უკვე აღებული ჰქონდათ სოფ. ბობოყვათში მცხოვრებ ხ---- ზ----ეს და ნ---- თ---–--–---–ს, რომლებსაც არ იცნობს. მათ არასოდეს უსარგებლიათ ამ მიწით. მისი განცხადების საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ადგილზე გასვლით გადაამოწმა მითითებული მიწის ნაკვეთი და დაადასტურა, რომ მიწა იყო შ----- ც-–--–--ის ოჯახის სარგებლობაში.

 

16. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა გ---–------ ც-–--–--ემ, შ----- ც-–--–--ის მეუღლემ.

 

17. მოწმე თ---------- ჯ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ციხისძირში. მისი მეზობელია შ----- ც-–--–--ე, რომელსაც 1990 წლიდან სარგებლობაში გააჩნია ამავე სოფლად მდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწა ახლოსაა და კარგად ჩანს როგორც ჯ-----ის, ისე ც-–--–--ის სახლიდან. ც-–--–--ის ოჯახი თესავდა სიმინდს, კარტოფილს, დარგო ხეხილი, ჰქონდა ასევე მრავალწლიანი ნარგავები, ნაკვეთი შემოღობილი ჰქონდა მთლიანად. მიუხედავად ამ ნაკვეთზე ქობულეთის შემოვლითი გზის გავლისა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაცია მიიღეს ბობოყვათში მცხოვრებმა სულ სხვა პირებმა და არა ნაკვეთით რეალურად მოსარგებლე შ----- ც-–--–--ემ. ზ----ეებს ეს მიწა არასოდეს დაუმუშავებიათ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამ ტერიტორიაზე ხულოს რაიონიდან ჩამოასახლეს ც-–--–--ის წინაპარი, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აინაცვლა საცხოვრებლად უფრო ზევით, თუმცა განაგრძო მიწის ნაკვეთით სარგებლობა.

 

18. მოწმე ს---–---- ჯ-----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში შ----- ც-–--–--ის მეზობლად. ამ უკანასკნელს სარგებლობაში აქვს ციხისძირსა და ბობოყვათს შორის მდებარე მდინარის ნაპირას მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რომელსაც ამუშავებდა, თესავდა სიმინდს და კარტოფილს, ჰქონდა ხეხილის ბაღი. აღნიშნულ ნაკვეთზე გაიარა ქობულეთის შემოვლითმა გზამ, თუმცა მიწით მოსარგებლეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი კომპენსაცია მიიღო არა შ----- ც-–--–--ემ, არამედ სოფ. ბობოყვათში მცხოვრებმა ზ----ეების ოჯახმა, რომელსაც ამ მიწით არასოდეს უსარგებლია.

 

19. ანალოგიური განმარტებების მისცეს სასამართლოს და იგივე გარემოებები დაადასტურეს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა - შ----- ჯ-----ემ, რ----- გ-----ემ, ზ------ ბ-----ემ, მ----- მ-------ემ, ზ------ მ--–--ემ.

 

20. მოწმე მ----- წ--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წლის 26 მარტს როგორც ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულება გააფორმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან განსახლების სპეციალისტის პოზიციაზე და დაიწყო მუშაობა ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ მესაკუთრე ან მოსარგებლე პირებისგან მიწების გამოსყიდვა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულების საფუძველზე მოხდა საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტების მომზადება, რასაც წინ უძღოდა საგზაო კორიდორის აზომვითი სამუშაოები. ამ სამუშაოების წარმოებას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. განსახლების გეგმის მიხედვით, მიდიოდა ადგილზე, ხვდებოდა მოსახლეობას, ესაუბრებოდა, აწვდიდა საჭირო ინფორმაციას, ართმევდა თანხის ჩასარიცხად საჭირო ანგარიშის ნომრებს. ნაკვეთის მესაკუთრე საჯარო რეესტრში მიყავდა და რეგიტრირდებოდა ნასყიდობის ფაქტი, მოსარგებლის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადასტურებდნენ სარგებლობას. ტერიტორიის დათვალიერებას არ ახდენდნენ, რადგან მთავრობის მიერ დამტკიცებული სია უკვე ხელთ ჰქონდათ. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საკითხის გარკვევამდე კომპენსაციის გაცემას აჩერებდნენ. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მ-----------–----სთან ერთან. იგივე წესით მოხდა ხ---- ზ----ის სარგებლობის დადგენა მიწის ნაკვეთზე. ამ უკანასკნელს კომპიუტერში აჩვენეს მიწის ნახაზი, დადასტურა, რომ სწორედ მის სარგებლობაში იყო ეს ნაკვეთი. აზომვით ნახაზს და დემარკაციის აქტს მოაწერა ხელი. დავის შემთხვევაში შელშეკრულების გაფორმება და კომპენსაციის გაცემა არ მოხდებოდა საკითხის გადაწყვეტამდე, თუმცა აღნიშნულ ნაკვეთზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება ა------ ზ----ეს, ეს პირიც იყო მითითებული განსახლების გეგმაში, როგორც მიწის ნაკვეთით მოსარგებლე. მოიკითხეს და აღმოჩნდა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. შეხვდნენ მის ქვრივს, ნ---- თ---–--–---–ს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო მეუღლისგან და სამკვიდრო მოწმობა წარადგინა მათთან. აჩვენეს ნაკვეთი, დაადასტურა, რომ იყო მათი ოჯახის სარგებლობაში. თ---–--–---–თან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გადააგზავნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, გაიარა გადამოწმება იურიდიულ სამსახურში და რადგან ყველაფერი წესრიგში იყო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ თ---–--–---–ზე მემკვიდრეობით გადავიდა მეუღლის აქტივები და პასივები და ნებისმიერი სარგებლობის ფაქტი, ისევე, როგორც საკუთრება, გადადის მემკვიდრეობით, თ---–--–---–ის ჩაერიცხა კომპენსაცია. სადავო თემა არც ამ ნაკვეთთან დაკავშირებით არსებობდა. მოწმემ ასევე განმარტა,რომ სიების შედგენა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას შპს ბითი"ახდენდა, რომელმაც გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2010 წლიდან, აზომვების განხორციელდა 2011-2012 წლებში, შედგა განსახლების გეგმა, რომელიც გადაეცათ საქმიანობის დაწყებისას და მოქმედებენენ უკვე მომზადებული გეგმის მიხედვით.

 

21. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმე მ-----------–----მ, რომელიც 2012 წლის ივლისიდან მუშაობდა საავტომობილი გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოში, განსახლების კონსულტანტად და წ--–----ესთან ერთად უშუალოდ იყო ჩართული საკომპენსაციო თანხების გაცემის პროცესში.

 

22. მოწმე მ------ კ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტად. შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწების მოსარგებლეებზე კომპენსაციის გაცემის გამო დაიწყო დავები მოსახლეობას შორის, რის გამოც საკრებულომ მიიღო დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც შეისწავლიდა მოქალაქეთა განცხადებებს და მოახდენდა რეაგირებას. მოქალაქე შ----- ც-–--–--ემ განცხადებით მიმართ მუნიციპალიტეტს, წარადგინა მიწის აზომვითი ნახაზი, მოითხოვა სარგებლობის ფაქტის დადგენა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემა. კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნაკვეთი უკვე კომპენსირებული იყო, ანუ უკვე გაცემული იყო კომპენსაცია. დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან დურმიშხან ინაიშვილთან, განცხადების ავტორთან შ----- ც-–--–--ესთან, ასევე მის მეუღლესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ნაკვეთი და დარწმუნდა, რომ "ნახაზზე არსებული ვერსია იდენტური იყო რეალურ ტერიტორიასთან". მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ მას ც-–--–--ის მიერ ამ ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი არ დაუდგენია, მხოლოდ "ნახაზის იდენტურობა დაადასტურა რეალურ გარემოსთან". ც-–--–--ე ამბობდა, რომ ეს ნაკვეთი მის სარგებლობაში იყო, ჰქონდა ნარგავები, თუმცა, მოწმის განმარტებით, ნაკვეთზე ნარგავები არ დაუნახავს, ნაკვეთს არც ფიქსირებული საზღვარი ჰქონია. ამიტომ სარგებლობის ფაქტი კონკრეტულად მას არ დაუდასტურებია.

 

23. 2013 წლის 11 სექტემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დრობითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ - დ. ინაიშვილმა, კომისიის წევრმა - მ------ კ-------ემ მოახდინეს შ----- ც-–--–--ის მიწის ნაკვეთების დათვალიერება ამავე პირის და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით. დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არის ნაწილობრივ შემოღობილი, გაშენებულია რამდენიმე ძირი კაკლის ხე. ასევე საკარტოფილე და სასიმინდე ნაკვეთი. ც-–--–--ეების განმარტებით იმის გამო, რომ ნაკვეთზე მოსალოდნელი იყო შემოვლითი გზის გავლა, არ უსარგებლიათ მისით. მიუხედავად ამისა, კომისიამ მიღებულ აქტში მიუთითა, რომ დადგინდა ამ ნაკვეთით შ----- ც-–--–--ის სარგებლობა.

 

24. მოწმე ს------ გ-------–--ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ პროფესიით ინჟინერ-მშენებელია და როგორც დაქირავებული თანამშრომელი მონაწილეობას ღებულობდა ქობულეთის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების აზომვით სამუშაოებში. მის მოვალეობაში ასევე შედიოდა ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლის დადგენა, ანკეტების შევსება. საქმიანობას ახორციელებდა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ერთად. შეავსო ანკეტა ა------ ზ----ის მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა მ----- თ---------ემ და სოფლის მოსახლეობამ, რომელიც ესწრებოდა და თვალს ადევნებდა მათ საქმიანობას, დაადასტურეს ამ ნაკვეთით ა------ ზ----ის სარგებლობის ფაქტი. ყველა ნაკვეთის შემთხვევაში, რომელიც გზის არეალში იყო მოქცეული, უშუალოდ ადგილზე შეკრებილ სოფლის მაცხოვრებლებს ეკითხებოდნენ თუ ვისი იყო ნაკვეთი, სახელდებოდა მესაკუთრე ან მოსარგებლე პირი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელიც ადასტურებდა იგივეს და დგებოდა დოკუმენტი მოსარგებლის შესახებ. ა------ ზ----ის ნაკვეთზე მოდავე მხარე არ გამოჩენილა.

 

25. მოწმე გ--–- ლ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია შპს "ბითის" კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი. საგზაო დეპარტამენტთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მათ კომპანიას დაევალა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთებით მოსარგებლეთა დადგენა. 2012 წლის ზაფხულში თანამშრომელთან ერთად ჩავიდა ადგილზე, სადაც დახვდნენ თემის რწმუნებულები და მიწით მოსარგებლეები. დაიწყეს მიწების აზომვა, ხეხილის აღრიცხვა. სიის მიხედვით, რომელიც სახელმძღვანელოდ გადაეცათ, ხ---- ზ----ეს ნაკვეთი ჰქონდა სარგებლობაში. რწმუნებულმა ი-–- მ-------ემ მიიყვანა ამ ნაკვეთებთან, სადაც ხ----ის ნაცვლად მისი შვილიშვილი ი-–-- ზ----ე დახვდათ, ი-–--მ განმარტა, რომ ბაბუა შეუძლოდ იყო და მის ნაცვლად თავად აჩვენებდა მათი ოჯახის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს. აჩვენა კიდეც და ამ ნაკვეთით ხ---- ზ----ის სარგებლობის ფაქტი დაადასტურა სოფლის რწმუნებულმა ი-–- მ-------ემაც. ხელი მოაწერეს ანკეტას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ადგილზე მათი ამგვარი მუშაობს პროცესს ყოველთვის ესწრებოდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. 15-20 ადამიანი მაინც მუდმივად ადევნებდა მათ მუშაობას თვალყურს, ასე, რომ ძნელი გასაგები არ იყო სოფლის დანარჩენი მოსახლეობისთვისაც მოწმე ლ-----ის და მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების თაობაზე.

 

26. მოწმე ბ---- ს--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "გლობუსში". აღნიშნული კომპანია იყო შპს "ბითის" ქვეკონტრაქტორი და აწარმოებდა მიწის აზომვით სამუშაოებს. მათ მოვალეობაში მხოლოდ შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის აზომვა წარმოადგენდა, დანარჩენ საქმიანობას კი, მათ შორის მოსარგებლეთა დადგენას, მათთან გასაუბრებას, სხვა ჯგუფი ახდენდა. შესაბამისად, უშუალოდ მიწის მფლობელებთან შეხება მას არ ჰქონია.

 

27. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულებით, რომლის ასლი ერთვის საქმეს, ნება დაერთო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისთვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, მათ შორის მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. კომპენსაციის გაცემის მიზნით აჭარის არ მთავრობას დაევალა საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის სათანადო მონაცემების მიწოდების უზრუნველყოფა.

 

28. 2013 წლის 7 ივლისით დათარიღებული დემარკაციის აქტის მიხედვით, ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული 2676 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნ---- თ---–--–---–ის სარგებლობის ფაქტი ხელმოწერებით დაადასტურეს თავად თ---–--–---–მა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ბ------ ვ---–----ემ. 2676 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტს, საკადასტრო აზომვის ჩამტარებელ პირებთან ერთად ხელს აწერს ნ---- თ---–--–---–ი.

 

29. 2013 წლის 12 ივლისით დათარიღებული დემარკაციის აქტის მიხედვით, ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული 3821 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ხ---- ზ----ის სარგებლობის ფაქტი ხელმოწერებით დაადასტურეს თავად ზ----ემ და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ბ------ ვ---–----ემ. 3821 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტს, საკადასტრო აზომვის ჩამტარებელ პირებთან ერთად ხელს აწერს ხ---- ზ----ე.

 

30. N311a მიწის ნაკვეთის ანკეტის თანახმად, ანკეტაში მითითებული ინფორმაცია, მათ შორის ნაკვეთის მოსარგებლესთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მიაწოდა და ხელმოწერით დაუდასტურა ი-–-- ზ----ემ, რწმუნებულის გრაფის გასწვრივ მითითებულია გაურკვეველი ხელმოწერა, რომელიც, როგორც ბრალდებული ი-–- მ-------ე ადასტურებს, ნამდვილად მას ეკუთვნის. ამავე ანკეტის თანახმად, ტერიტორია მიკუთვნებულია სოფ. ციხისძირს.

 

31. საინვენტარიზაციო ფორმა N99-ის მიხედვით, ა------ ზ----ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი დაადასტურა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა მ----- თ---------ემ.

 

32. ციხისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბ------ ვ---–----ის მიერ 2013 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, სოფ. ციხისძირში შ----- ც-–--–--ეს სარგებლობაში გააჩნდა 3495 კვ.მ. მიწის ფართობი.

 

33. 2013 წლის 7 ივლისს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ნ---- თ---–--–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით. იმავე თარიღის მქონე ურთიერთშედარების აქტს ხელს აწერს ნ---- თ---–--–---–ი.

 

34. 2013 წლის 12 ივლისს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ხ---- ზ----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით. იმავე თარიღის მქონე ურთიერთშედარების აქტს ხელს აწერს ხ---- ზ----ე.

 

35. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მოთხოვნები, რომლითაც ფიზიკური პირის ხ---- ზ----ის სახელზე სს "პროკრედიტ ბანკში" გადაირიცხა საკომპენსაციო თანხა - 58 759 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის ნ---- თ---–--–---–ის სახელზე სს "ლიბერთი ბანკში" გადაირიცხა 40 143 ლარი.

 

36. 2014 წლის 15 დეკემბერს გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ შედგენი-–-- ადგილმდებარეობის დათვლიერების ოქმი. დათვალიერდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შ----- ც-–--–--ე მიუთითებდა როგორც თავის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე. დათვალიერებებში მონაწილეობდნენ შ----- ც-–--–--ე და შპს "ბითის" წარმომადგენელი გ--–- ლ-----ე. ც-–--–--ის განმარტებით, 1990 წლიდან თავად სარგებლობდა ამ მიწით. ლ-----ის განმარტებით, ეს სწორედ ის ნაკვეთია, რომელზეც ი-–-- ზ----ემ და ი-–- მ-------ემ მიუთითეს, როგორც ხ---- ზ----ის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე.

 

37. 2014 წლის 15 დეკემბერს გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ შედგენი-–-- ადგილმდებარეობის დათვლიერების ოქმი. დათვალიერდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შ----- ც-–--–--ე მიუთითებდა როგორც თავის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე. დათვალიერებებში მონაწილეობდნენ შ----- ც-–--–--ე, ს------ გ-------–--ე და ოსმან თ---------ეე. ც-–--–--ის განმარტებით, თავად სარგებლობდა ამ მიწით. გ-------–--ის განმარტებით, ეს სწორედ ის ნაკვეთია, რომელზეც მ----- თ---------ემ მიუთითა, როგორც ა------ ზ----ის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე.

 

38. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

39. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

40. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

41. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

42. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების და ბრალდებულების ჩვენებები .

 

43. მოწმე ნ----კო ბ---–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (გამოქვეყნდა მოწმის გარდაცვალების გამო სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად), ბრალდებულებიდან ი-–-- ზ----ე მისი შვილიშვი-–--, ხ---- ზ----ე - მაზლიშვილი, ხოლო ნ---- თ---–--–---–ი - რძალი. როგორც გადმოცემით იცის, ზ----ეების წინაპარს სოფ. ბობოყვათში მდებარე მდინარე შუაღელესთან საკუთრებაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩამოერთვათ საქართველოს გასაბჭოებისას. კომუნისტური რეჟიმის გაუქმების შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნ----კო ბ---–----ის, ა------ ზ----ის და ხ---- ზ----ის ოჯახებმა დაიბრუნეს ეს მიწები და დაიწყეს მათით სარგებლობა. ზ----ის გვარის სხვა წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ მიწის დამუშავებაში. კომუნისტების დროს ეს ნაკვეთი შედიოდა ციხისძირის კოლმეურნეობაში. პირადად ჩავიდა კოლმეურნეობის ხელმძღვანელობასთან და მიწის იჯარით გაცემა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. იმის გამო, რომ ციხისძირის კოლმეურნეობას უფლება ჰქონდა მხოლოდ ციხისძირის მაცხოვრებელებზე გაეფორმებინა იჯარა, ციხისიძირში მცხოვრებ ზ----ეებთან მოხდა იჯარის ხელშეკრულების დადება, კერძოდ, კი გ------ და ს---–---- ზ----ეებთან, რომლებსაც საიჯარო ქირის ფულს ბობოყვათში მცხოვრები ზ----ეები აძლევდნენ. შ----- ც-–--–--ეს იცნობს, ის სოფ. ციხისძირში ცხოვრობს მითითებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს და ყოველთვის ცდილობდა დაპატრონებოდა მას, მაგრამ ზ----ეები არ აძლევდნენ ამის საშუალებას. 2000 წლის შემდგომ პერიოდში, ც-–--–--ემ სცადა ამ ნაკვეთიდან 500 კვ.მ. მიწას დაპატრონებოდა, ნაკვეთზე გაავლო მავთული და დარგო თხემლის ხეები. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, თავისი ხელით ახსნა მოწმემ მავთულის ღობე და დატეხა თხემლის ნერგები.

 

44. მოწმე ს---–---- ზ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, ნათესაური ურთიერთობა აქვს სოფ. ბობოყვათში მცხოვრებ ზ----ეებთან, საერთო წინაპარი ჰყავდათ, რომელსაც კომუნისტური წყობის დამყარებამდე ეკუთვნოდა მდინარე შუაღელესთან მდებარე ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა. 1990 წლებიდან, კოლექტივის დაშლის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ისევ ესარგებლათ ამ მიწებით და მართლაც თვითნებურად დაიკავეს და დაიწყეს დამუშავება. ძირითადად ამ ნაკვეთებს ამუშავებდნენ ს---–---- ზ----ის ძმა გ------ ზ----ე, ბიძაშვილი ა------ ზ----ე და ხ---- ზ----ე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაკვეთი იჯარითაც ჰქონდათ აღებული და საიჯარო ქირას იხდიდნენ.

 

45. მოწმე გ------ ზ----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ხ---- ზ----ე და ა------ ზ----ე მისი ნათესავები იყვნენ და მათთან ერთად ამუშავებდა მდინარე შუაღელესთან არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა და პრეტენზიას აცხადებს შ----- ც-–--–--ე, როგორც მის სარგებლობაში არსებულზე. აღნიშნული მიწა ზ----ეების წინაპრებს ეკუთვნოდათ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის და კოლექტივის გაუქმების შემდეგ ისევ დაიბრუნეს და დაიწყეს მისი დამუშავება. ერთხანს იჯარითაც ჰქონდათ აღებული და საიჯარო ქირას იხდიდნენ. შემოვლითი გზის გავლამდე ან მიწებით ზ----ეების სარგებლობდნენ და არა შ----- ც-–--–--ე. ეს უკანასკნელი ზ----ეებთან შეთანხმებით, იმის გამო, რომ ახლოს ცხოვრობდა ამ ტერიტორიასთან, მხოლოდ მეთვალყურეობდა ნაკვეთს, რომ მოსავალი არ მოეპარა ვინმეს, რაშიც მოსავლის ნაწილს აძლევდნენ. შემდეგ კი კონფლიქტი მოუხდათ მასთან, რადგან მიწის დაპატრონება მოუნდა და "საერთოდ გაუშვეს იქიდან". ესეც გზის მშენებლობის დაწყებამდე საკმაოდ დიდი ხანით ადრე მოხდა.

 

46. დაცვის მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა 1996 წელს გ------ ზ----ის მიერ საიჯარო ქირის 140 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.

 

47. მოწმე ა---------– გ-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ციხისძირის კოლმეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო მთავარი აგრონომი, ასევე ციხისძირის საკრებულოს თავმჯდომარე. კარგად იცნობდა ა------ ზ----ეს, ასევე იცნობს შ----- ც-–--–--ეს, რომელიც მისი თანაკლასელია და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, იცის, რომ ციხისძირსა და ბობოყვათს შორის ადმინისტრაციული საზღვრები დადგენილი არ იყო. მიწა, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამს შ----- ც-–--–--ე, მთელი სოფლისთვის ცნობილი იყო, როგორც "ზ----ეების მიწა". კოლექტივიზაციის შედეგად, მათ ეს მიწა ჩამოართვეს, თუმცა კოლექტივის დაშლის შემდეგ, ზ----ეების შთამომავლებმა ისევ გამოთქვეს ამ მიწის დაპატრონების და სარგებლობის სურვილი. ერთხანს იჯარით ჰქონდათ აღებული და საიჯარო ქირას უხდიდნენ ჯერ კიდევ ფორმალურად არსებულ კოლმეურნეობას. მისი სრულად გაუქმების შემდეგ კი განაგრძეს მიწით სარგებლობა. შ----- ც-–--–--ის ამ მიწასთან კავშირის შესახებ არაფერი იცის. როდესაც შეიტყო მისი მხრიდან არსებული დავის შესახებ, მივიდა მასთან და უსაყვედურა კიდეც, რომ როგორ შეეძლო ამ მიწაზე პრეტენზია გამოეთქვა და რეალურ მოსარგებლეებს შეცილებოდა.

 

48. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი შრომის წიგნაკის ასლით, დასტურდება ა---------– გ-------–--ის იმ თანამდებობებზე მუშაობის ფაქტი, რომლებზეც ჩვენებაში ისაუბრა.

 

49. 1996 წლის 23 აპრილის წერილით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ა---------– გ-------–--ე დასტურდება, რომ ბობოყვათში მცხოვრები ი-–--ს ზ----ე, დაბარებულ იქნა საკრებულოში მიწის საკითხთან დაკავშირებით.

 

50. როგორც მოწმე გ-------–--ემ განმარტა, ი-–--ს ზ----ის დაბარება მოხდა სწორედ იმ მიწის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გაიარა ავტობანმა და რომელზეც შ----- ც-–--–--ე ასაღებს თავის სარგებლობაში არსებულ მიწად.

 

51. მოწმე მინდია თ------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- თ---–--–---–ი და ხ---- ზ----ე მისი მეზობლების არიან. მასაც გააჩნდა სარგებლობაში ნაკვეთი, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა და კომპენსაცია მიიღო. მისი ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარეობდა ხ---- ზ----ის და ა------ ზ----ის სარგებლობაში არსებული ნაკვეთები. ზ----ეები თესავდნენ სიმინდის, იღებდნენ მოსავალს, ჰქონდათ კაკლის ხეები, კრეფდნენ ნაყოფს. სხვა ზ----ეებიც ეხმარებოდნენ მათ ამ მიწით სარგებლობაში. ა------ ზ----ის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლიდან, ამ ნაკვეთს მისი მეუღლე ნ---- თ---–--–---–ი და მათი შვილები უვლიდნენ. ბოლო წლებში კი, ავტობანის გავლის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნაკვეთი აღარ დაუმუშავებიათ. რაც შეეხება შ----- ც-–--–--ეს, მას ჰქონდა ამ მიწის დაპატრონების სურვილი, თუმცა ზ----ეებმა არ მისცეს ამისი შესაძლებლობა და თავად ამუშავებნენ მიწას ავტობანის გავლამდე.

 

52. მოწმე ა---------– თ------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ბობოყვათში. მდინარე შუაღელესთან აქვს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ესაზღვრება ზ----ეების სარგებლობაში არსებული მიწა. აღნიშნულ მიწაზე ბოლო პერიოდია არ მიდის სამუშაოები შემოვლითი გზის გავლის გამო, მაგრამ მანამდე არაერთხელ შესწრებია როგორ ამუშავებდნენ ზ----ეების ოჯახის წარმომადგენლები ამ მიწას, თესავდნენ სიმინდს, ჰქონდათ სათიბი. შ----- ც-–--–--ე ამ ნაკვეთზე მომუშავე არ დაუნახავს.

 

53. მოწმე გია ბ---–----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ არაერთხელ დახმარებია ზ----ეების ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, ე.წ. "ნადის" დროს. შ----- ც-–--–--ეს არ იცნობს და არც იცის რა შეხება ჰქონდა მას ამ მიწასთან.

 

54. ხ---- და ა------ ზ----იეების ოჯახების მიერ სადავო ტერიტორიით სარგებლობის ფაქტი დაადასტურეს ასევე მოწმედ დაკითხულმა ა--------------–---–მა, მ-----------–--–--ემ, მ----- მ-------ემ, რ---–----------–--ემ, ზ----- ბ-----ემ, ზ------ მ-------ემ.

 

55. ბრალდებულმა ნ---- თ---–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ა------ ზ----ე მისი მეუღლე იყო. მიწა, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავებიან, ზ----ეების წინაპრებს ეკუთვნოდათ, რასაც საარქივო ცნობებიც მოწმობს. მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწები ჩამოერთვათ და კოლექტივს გადაეცა. სადავო მიწა სოფ. ბობოყვათსა და სოფ. ციხისძირს შორის გამავალი მდინარის ნაპირებზეა შეფენილი. კოლექტივის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან ზ----ეებმა დაიბრუნეს მიწები, დაიწყეს სარგებლობა, ყანა ჰქონდათ, სათიბი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან და მისმა ოჯახმა განაგრძო მისი დანატოვარი ქონების პატრონობა, მათ შორის მიწისაც. მიიღო მეუღლისგან მემკვიდრეობა და რადგან ცნობილი გახდა, რომ ამ მიწაზე ქობულეთის შემოვლითი გზა გადიოდა, განცხადებით წარადგინა საკომპენსაციო თანხის მისაღებად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ მითითებული ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთით ა------ ზ----ე სარგებლობდა. მოაწერა ხელი ყველა შესაბიმის დოკუმენტს. შ----- ც-–--–--ეს იცნობს, მან რამდენჯერმე სცადა ზ----ეების სარგებლობაში არსებულ მიწას დაპატრონებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ზ----ეებმა ხელი შეუშალეს ამაში და მიწით სარგებლობა თავად განაგრძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაეთანხმება წარდგენილ ბრალდებას როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ისე თაღლითობის ნაწილში.

 

56. ბრალდებულმა ი-–- მ-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მუშაობდა სოფ. ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნაკვეთით, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავებიან ხ---- ზ----ეს და ნ---- თ---–--–---–ს, მას კი თაღლითობაში დახმარებას, ავტობანის გასვლამდე სწორედ ზ----ეების ოჯახების სარგებლობაში იყო. აღნიშნული გარემოება დაუდასტურა სოფ. ბობოყვათის მოსახლეობამ, რომლებიც იმ დროს, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ათვალიერებდნენ მიწებს, ადგენდნენ მოსარგებლეებს, ატარებდნენ აზომვებს, - თვალყურს ადევნებდა და მონაწილეობდა ამ პროცესში. ამდენად, მან ოფიციალურ დოკუმენტში, რომლის სიყალბესაც ედავება სახელმწიფო ბრალდება, შეიტანა სწორი მონაცემები, სოფლის მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ წესით მოხდა სხვა ნებისმიერი მოსარგებლის დადგენა, რომელზეც შემდეგ კომპენსაცია გაიცა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ქობულეთის შემოვლითი გზა გადიოდა, კარგად იყო ცნობილი ბობოყვათის და ციხისძირის მოსახლეობისთვის. აბსოლუტურად ყველას შეეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დროული ინფორმირება, რომ ჰქონდათ პრეტენზია ამა თუ იმ ნაკვეთთან დაკავშირებით და დავის დროულად წამოწყება. იმ დროისთვის, როდესაც უშუალოდ ამ მიწებზე ხდებოდა საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომების მიერ ერთობლივი მუშაობა, სოფლის ათეულობით მოსახლის თანდასწრებით, შ----- ც-–--–--ე საერთოდ არ გამოჩენილა და არც თავისი პრეტენზიის შესახებ განუცხადებია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მ-------ე აღარ მოაწერდა ხელს მიწის ნაკვეთის ანკეტას და ამ ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეჩერდებოდა სიტუაციის გარკვევამდე, არც კომპენსაცია ჩაერიცხებოდა ზ----ეებს. ც-–--–--ემ დავა დაიწყო მთელი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, რის გამოც მ-------ეს არ ჰქონდა უკვე რეაგირების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება მის დადანაშაულებას იმაში, რომ მიწა ციხისძირის თემს ეკუთვნოდა და არა ბობოყვათის, მისი უფლებამოსილება კი არ ვრცელდებოდა ციხისძირის მიწებზე, განმარტა, რომ ამ ორ სოფელს შორის საზღვარი დადგენილი არ არის. იცოდა, რომ მიწით ბობოყვათში მცხოვრები ზ----ეები სარგებლობდნენ, რაც დაადასტურა კიდეც.

 

57. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 22 იანვრის წერილების თანახმად, სოფელ ბობოყვათსა და სოფელ ციხისძირს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შესახებ ინფორმაცია, ასევე საზღვრების ამსახელის დოკუმენტაცია არ არსებობს.

 

58. ბრალდებულმა მ----- თ---------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მუშაობდა სოფ. ციხისძირის ტერიტორიული ორგანოს სტალინის უბნის წამყვან სპეციალისტად. იცნობს ციხისძირის მაცხოვრებლებს, მათ შორის შ----- ც-–--–--ეს და მის ოჯახს და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. 2008 წელს, როდესაც სარგებლობაში არსებული მიწების საკუთრებად დარეგიტრირება დაიწყო, პირადად იმყოფებოდა შ----- ც-–--–--ესთან, რომელმაც სულ სხვა მიწების საკუთრებად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა და საერთოდ არ უხსენებია მდინარე შუაღელესთან არსებული სადავო ნაკვეთი. შესაბამისად, არაფერი იცოდა ამ მიწით შ----- ც-–--–--ის სარგებლობის თაობაზე. წლების განმავლობაში იმ ტერიტორიას ორივე სოფლის მოსახლეობა მოიხსენიებდა, როგორც "ზ----ეების მინდორს", ყველასთავის ცნობილი იყო ამ მიწებით ზ----ეების სარგებლობის შესახებ, ამიტომ საინვენტარიზაციო ანკეტაში ხელმოწერით დაადასტურა ა------ ზ----ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. ნ---- თ---–--–---–ს პირადად არც იცნობს და მხოლოდ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შეხვდა. შესაბამისად, არანაირი დაინტერესება არ ჰქონია ამ უკანასკნელს მიეღო კომპენსაცია და არა შ----- ც-–--–--ეს, რომელსაც, როგორც აღნიშნა, იცნობს საკმაოდ კარგად და ახლო ურთიერთობაც აქვს.

 

59. რუსულგერბიან სააქტო ქაღალდზე არსებული თურქულენოვანი ტექსტის ქართული თარგმანის მიხედვით, 1900-1901 წლებში სოფ. ბობოყვათში მდებარე "შუაღელის ყანა", რომლის მოსაზღვრეები ერთი მხრივ კონცელიძეები, მეორეს მხრივ მდინარის ხეობაა, მიწის გამყიდველმა ხ---- აღა ქუჩუქლიოღლიმ 50 მანეთად მიყიდა ალი ზ----ეს. ნასყიდობის შეთანხმება დამოწმებულია ბობოყვათის იმამის და მოწმეების მიერ.

 

60. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდებულად ცნობილი პირების დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

62. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ნაწილი საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო მათი განცხადების საფუძველზე და ისინი ცალსახად და კატეგორიულად მიუთითებენ რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფომ გასცა კომპენსაცია შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მათი სარგებლობის ქვეშ იყო და არა ხ---- ზ----ის და ა------ ზ----ის. ბრალდების მხარის მოწმეთა ნაწილი კი აბსოლუტურად ობიექტურად და მიუკერძოებლად აღწერს მათთვის ცნობილ და საქმესთან კავშირში არსებულ გარემოებებს. სწორედ მათი ჩვენებების ობიექტური ანალიზი გამორიცხავს ბრალდების მხრის ვერსიის გაზიარების შესაძლებლობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2013 წლის 11 სექტემბერს შედგენილ მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დრობითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და რომელიც ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს. მოწმე - შ----- ც-–--–--ე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად სწორედ ამ აქტს იშველიებს, როგორც ოფიციალურად შექმნილი კომისიის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტს, დაფუძნებულს უშუალოდ ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგებზე. თუმცა, კომისიის წევრის მ------ კ-------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შ----- ც-–--–--ემ ისინი უკვე კომპენსირებულ მიწის ნაკვეთზე მიიყვანა და დათვალიერებაში არ მონაწილეობდა მეორე მხარე, რომელსაც უკვე აღებული ჰქონდა კომპენსაცია, შესაბამისად, უკვე გამოკვეთილი იყო სხვა, ამ საკითხით დაინტერესებული პირების არსებობა. კ-------ის განმარტებით, მათ დაათვალიერეს ნაკვეთი და დარწმუნდა, რომ "ნახაზზე არსებული ვერსია იდენტური იყო რეალურ ტერიტორიასთან". მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ მას ც-–--–--ის მიერ ამ ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი არ დაუდგენია, მხოლოდ "ნახაზის იდენტურობა დაადასტურა რეალურ გარემოსთან". ც-–--–--ე ამბობდა, რომ ეს ნაკვეთი მის სარგებლობაში იყო, ჰქონდა ნარგავები, თუმცა, მოწმის განმარტებით, ნაკვეთზე ნარგავები არ დაუნახავს, ნაკვეთს არც ფიქსირებული საზღვარი ჰქონია. ამიტომ სარგებლობის ფაქტს ვერ დაუდასტურებდა.

 

63. 2013 წლის 11 სექტემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არის ნაწილობრივ შემოღობილი, გაშენებულია რამდენიმე ძირი კაკლის ხე. ასევე საკარტოფილე და სასიმინდე ნაკვეთი. ც-–--–--ეების განმარტებით იმის გამო, რომ ნაკვეთზე მოსალოდნელი იყო შემოვლითი გზის გავლა, არ უსარგებლიათ მისით. მიუხედავად ამისა, კომისიამ მიღებულ აქტში მიუთითა, რომ დადგინდა ამ ნაკვეთით შ----- ც-–--–--ის სარგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვს იწვევს აქტის ბოლოს არსებული სწორედ ეს ჩანაწერი. თუ თავად ც-–--–--ის განმარტებით, გზის გავლის გამო მიწის ნაკვეთით არ უსარგებლია, კ-------ის ჩვენების თანახმად კი, არც ნარგავები იყო სახეზე და არც ღობე, როგორ დაადგინა კომისიამ ამ ნაკვეთით საერთოდ სარგებლობის ფაქტიც კი და მით უფრო, მისით კონკრეტული პირის - შ----- ც-–--–--ის სარგებლობა. დურმიშხან ინაიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულა. გამოძიების ეტაპზე მიცემული მისი ჩვენება კი წინააღმდეგობაში მოდის საქმის განხილვისას დაკითხული, იმავე პროცესის მონაწილე მოწმის მ------ კ-------ის ჩვენებასთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კ-------ეც განსხვავებულად აღწერდა ფაქტებს და მიუთითებდა, რომ სახეზე იყო ც-–--–--ის მიერ ნაკვეთით სარგებლობის უტყუარი ფაქტები, მაგრამ სასამართლოში აბსოლუტურად განსხვავებული გარემოებების არსებობაზე მიუთითა. განმარტა, რომ მხოლოდ ნახაზზე არსებული ნაკვეთის იდენტურობა დაადასტურა დათვალიერებულ ტერიტორიასთან. მასზე კი არ იყო სარგებლობის რაიმე კვალი. შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია რა ჩვენებას მისცემდა მოწმე ინაიშვილი სასამართლოს უშუალოდ დაკითხვის პროცესში. სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, უშუალოდ შეამოწმოს მოწმის დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო პრაქტიკა იცნობს არც თუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო განიხლვისას გამოცხადებული მოწმე სასამართლოს აძლევს მანამდე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას. სწორედ ამ გარემოების გამო გამოქვეყნებული ჩვენებების საფუძველზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია.

 

64. ამდენად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის 11 სექტემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი ვერ იქნება განხილული, როგორც ბრალდების მხარის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, პირიქით - ის ამყარებს დაცვის მხარის არგუმენტებს და პოზიციას.

 

65. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებზე და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე გაივლიდა შემოვლითი გზა, მოსახლეობისთვის ცნობილი იყო, სულ მცირე, ერთი წლით ადრე კომპენსაციების გაცემამდე. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ პროცესში, 2011-2012 წლებში მოხდა საგზაო დერეფნის მონიშვნა ყველასათვის თვალსაჩინო ნიშნებით, ალმებით, წითელი საღებავებით და შემდეგ უკვე ადგილზე ჩასული კონტრაქტორი ფირმის შპს "ბითის" თანამშრომლების უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მოსარგებლეთა ვინაობის გარკვევა, აზომვების ჩატარება, ხეხილის აღრიცხვა. როგორც ციხისძირის, ისე ბობოყვათის მოსახლეობა ჩართული იყო ამ მოქმედებებში და შესაბამისად, არ იყო რთული ამ სოფლების მცხოვრებთათვის ინფორმაციის მიღება რომელი მათგანის საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაივლიდა გზა. მოწმედ დაკითხულმა შ----- ც-–--–--ემ განმარტა, რომ სავარაუდოდ იცოდა მის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე შემოვლითი გზის გასვლის შესახებ, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ ციხისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბ------ ვ---–----ემ დაუდასტურა ზ----ეებს დემარკაციის აქტებზე ხელმოწერით, მათ მიერ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ფაქტი. ჩნდება კითხვა, რატომ დაუდასტურა ვ---–----ემ სხვა სოფლის მკვიდრს აღნიშნული ფაქტი და არ აცნობა კომპენსაციის თაობაზე მეზობლად მცხოვრებ ც-–--–--ეს, თუ მიწის ნაკვეთით მოსარგებლე არა ზ----ეები, არამედ ეს უკანასკნელი იყო. ასევე გაურკვეველია მიწის ნაკვეთის ანკეტის და საინვენტარიზაციო აქტის ხელმომწერი პირების - მ----- თ---------ის და ი-–- მ-------ის პასუხისგებაში მიცემა ყალბი დოკუმენტის შედგენის და თაღლითობაში დახმარების ბრალდებით და დემარკაციის აქტებზე ხელმომწერი პირის მიმართ კითხვის ნიშნების არარსებობაც კი, მით უფრო, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ყალბ დოკუმენტებად დემარკაციის აქტებიცაა მოხსენიებული და მათზე ხელმოწერას სულ სხვა პირებს ედავებიან. ანალოგიური მოცემულობის, აბსოლუტურად მსგავსი გარემოებების მქონე სხვა სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც ასევე იმსჯელა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ დემარკაციის აქტზე ხელმოწერის გამო წარედგინა იგივე ბრალდება ი-–- მ-------ეს.

 

66. ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დაფიქირებისას, ისევე, როგორც საქმის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებით აპელირებდა სადავო მიწის ნაკვეთის და შ----- ც-–--–--ის საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სიახლოვეზე, როგორც ამ მიწით სწორედ ამ ოჯახის სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებაზე. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით, ცხადია, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ნ---- თ---–--–---–ის და სხვათა მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას და ვერ იმსჯელებს ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლების სიახლოვის გამო ც-–--–--ის მხრიდან ამ ნაკვეთის უპირობოდ სარგებლობის ფაქტის დადგენილად მიჩნევის შესახებ, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდება ეს. ნებისმიერი მოქალაქე არა მხოლოდ მეზობლად, არამედ სხვა ტერიტორიულ ერთეულში, სულ სხვა ქალაქსა თუ სოფელში, მოშორებით მდებარე რეგიონში შესაძლოა სარგებლობდეს ან საკუთრებაში გააჩნდეს უძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთი და ტერიტორიული სიახლოვე არ ქმნის დამაბრკოლებელ ან ხელშემწყობ პირობებს საამისოდ.

 

67. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ბრალდების მხარე უსვამდა ხაზს, როგორც დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების გამომრიცხველ გარემოებას, მდგომარეობს მასში, რომ დაცვის მხარე და მისი მოწმეები საუბრობდნენ სადავო მიწის ნაკვეთის ზ----ეების წინაპრების მიერ ფლობის ფაქტზე. მათი განმარტებით, საბჭოთა წყობის დამყარებამდე ეს ტერიტორიები მათ მამა-პაპას ეკუთვნოდა, იწოდებოდა, როგორც "ზ----ეების მიწა", "ზ----ეების მინდორი". საბჭოთა წყობის დასრულების და კოლექტივის დაშლის შემდეგ კი, როგორც უპირატესი უფლების მქონემ ისევ ზ----ის შთამოვალმა დაიკავა და დაიწყო მისი დამუშავება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულები და დაცვის მხარის მოწმეები მოვლენათა თანმიმდევრობის სწორედ ასეთ სქემაზე საუბრობდნენ, თუმცა მხოლოდ თანმიმდევრობაზე და არა იმ ფაქტზე, რომ რადგან მიწა მამა-პაპისეული იყო, სწორედ მათი ოჯახის წევრებს უნდა მიეღოთ მასზე კომპენსაცია. ამდენად, ბრალდების მხარის ინტერპრეტაცია არასწორია და სასამართლოს წინაშე დაკითხული დაცვის მხარის არც ერთი მოწმე არ მიუთითებდა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ზ----ეების მიერ კომპენსაციის მიღების მართებულობაზე. ამ გარემოებასთან ერთად ყველა მათგანი ცალსახად აღნიშნავდა, რომ კოლექტივის დაშლის შემდეგ მიწა სარგებლობაში დაიბრუნეს ზ----ეებმა, ამუშავებდნენ, თესავდნენ სიმინდს, იღებდნენ მოსავალს და ჰქონდა სათიბი. ა------ ზ----ის გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მეუღლემ და შვილებმა განაგრძეს სარგებლობა და სარჩოს მიღება ამ მიწიდან. დაკითხული მოწმეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი ჩვენებების მიხედვით, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში. რაც შეეხებათ ც-–--–--ეს, მოწმეთა ერთი ნაწილი განმარტავს, რომ ც-–--–--ე შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ ეხმარებოდა ზ----ეებს ნაკვეთის მეთვალყურეობაში, ნაწილი მიუთითებს, რომ ც-–--–--ეს ჰქონდა მცდელობა დაპატრონებოდა ამ მიწას, მაგრამ ზ----ეებამ არ მისცეს ამის საშუალება. მოწმეთა განმარტებით, კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა შემოვლითი გზის გავლის წინა პერიოდში და კარგა ხნით ადრე ქონდა ამ ფაქტს ადგილი. ამის შემდეგ ისევ ზ----ებმა განაგრძეს მიწით სარგებლობა შემოვლითი გზის გასვლამდე.

 

68. ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულებებად წარმოუდგინა გამომძიებლის მიერ ც-–--–--ის მონაწილეობით ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, რომელთა მიხედვით, გამომძიებელმა მხოლოდ ც-–--–--ის მითითებით, იმ მომენტისთვის უკვე გამოკვეთილად არსებული მოდავე მხარის - ზ----ეების მონაწილეობის გარეშე დაათვალიერა სადავო ტერიტორია და ოქმში ასახა უშუალოდ ც-–--–--ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დათვალიერებისას ნაკვეთი არ აზომილა, ფართობი, რომელსაც თავისი სარგებლობის ქვეშ არსებულად უთითებდნენ მასში მონაწილე პირები, დადგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული ოქმების გამოყენება და გაზიარება, როგორც წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება.

 

69. ბრალდების მხარე ი-–- მ-------ეს, როგორც ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს და მ----- თ---------ეს, როგორც ციხისძირის ტერიტორიული ორგანოს წამყვან სპეციალისტს, ედავება წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულს -თაღლითობაში დახმარებას და პირადი მოტივით ყალბი დოკუმენტის შედგენას, თუმცა რომელი მტკიცებულება მიუთითებს სხვა ბრალდებულებთან რაიმე სახის წინასწარი შეთანხმების არსებობას, რა ინტერესი უნდა ქონოდა ი-–- მ-------ეს და მ----- თ---------ეს ეს მიწის ნაკვეთი უსაფუძლოდ მიეჩნიათ ზ----ეების სარგებლობაში არსებულად და შემდეგ ამ უკანასკნელს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია მიეღო, - ბრალდების მხარეს არ განუმარტავს და სასამართლოსთვისაც უცნობია. უფრო მეტიც, ბრალდების მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო განხილვისას გაუმახვილებია ყურადღება ბრალდების შემადგენელი ელემენტის "პირადი ინტერესის" არსებობის დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიებასა და გამოკვლევაზე, არც დასკვნით სიტყვაში უმსჯელია ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნის თაობაზე. კონკრეტულად რა პირადი მოტივები გააჩნდა ბრალდებულებს ზ----ეებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, აბსოლუტურად გაურკვეველია ბრალდების ფორმულირების მიხედვით და ასეთადვე დარჩა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ. სასამართლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება - რამდენიმე ათეული მოწმის ჩვენება, საკმაოდ მოცულობითი წერილობითი ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე მინიშნებასაც კი, არათუ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაიმე სახის პირადი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით ბრალდებულების მხრიდან ზ----ეებთან მიმართებაში. მტკიცებულებათა გამოკვლევისას ბრალდების მხარის მიერ მოწმეთათვის დასმული არც ერთი შეკითხვა არ შეეხებოდა ასეთი პირადი მოტივის არსებობის გარკვევას. ამდენად, რა მიზეზები არსებობდა, რატომ უნდა ყოფილიყო მ-------ე დაინტერესებული ბასილაძისთვის უპირატესობის მინიჭებით, ბრალდება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არაფერს ამბობენ.

 

70. თავად ბრალდებული მ-------ის განმარტებით, მისი, როგორც ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ მიწის ნაკვეის ანკეტაზე ხელმოწერა, რომლის სიყალბესაც ედავება ბრალდების მხარე, განპირობებული იყო იმით, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ მიწით ზ----ეების სარგებლობის ფაქტი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გასულს, ადგილზე მყოფმა ბობოყვათის მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს სადავო მიწით ზ----ეების სარგებლობა. ამდენად, მან ოფიციალურ დოკუმენტში, შეიტანა სწორი მონაცემები, სოფლის მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმ დროისთვის, როდესაც უშუალოდ ამ მიწებზე ხდებოდა საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლების მიერ ერთობლივი მუშაობა, სოფლის ათეულობით მოსახლის თანდასწრებით, შოტა ც-–--–--ე საერთოდ არ გამოჩენილა და არც თავისი პრეტენზიის შესახებ განუცხადებია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეჩერდებოდა სიტუაციის გარკვევამდე და არც კომპენსაცია ჩაერიცხებოდა ზ----ეებს. ამდენად, ბრალდების მხარის აპელირება იმაზე, რომ მ-------ე დამნაშავეა, რადგან არ შეხვდა და არ მოისმინა ც-–--–--ის განმარტებები და პრეტენზიები მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საფუძველშივე მცდარია, რადგან ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მ-------ემ ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტს, ცნობილი იყო მისთვის ამ მიწაზე მოდავე სხვა პირების შესახებ. მ-------ე განმარტავს, რომ საერთოდ არ იცნობდა და ურთიერთობა არ ჰქონია სოფ. ციხისძირში მცხოვრებ ც-–--–--ესთან და არც გააჩნდა ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე ამ პირის პრეტენზიასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ც-–--–--ემ მთელი ამ პროცესის დასრულების და კომპენსაციის გაცემის შემდეგ გამოთქვა პრეტენზია მიწის თაობაზე. შესაბამისად, გაურკვეველია ბრალდების მხარის მითითება მ-------ის უპირობო ვალდებულებაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერამდე შეხვედროდა და გაეთვალისწინებინა ამ პირთა პრეტენზიები.

 

71. იგივე უნდა ითქვას მ----- თ---------ესთან მიმართებაშიც, რომელმაც განმარტა, რომ კარგად იცნობს შ----- ც-–--–--ეს და მის ოჯახს. 2008 წელს, როდესაც სარგებლობაში არსებული მიწების საკუთრებად დარეგიტრირება დაიწყო, პირადად იმყოფებოდა შ----- ც-–--–--ესთან, რომელმაც სულ სხვა მიწების საკუთრებად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა და საერთოდ არ უხსენებია მდინარე შუაღელესთან არსებული სადავო ნაკვეთი. შესაბამისად, არაფერი იცოდა ამ მიწით შ----- ც-–--–--ის სარგებლობის თაობაზე. წლების განმავლობაში იმ ტერიტორიას ორივე სოფლის მოსახლეობა მოიხსენიებდა, როგორც "ზ----ეების მინდორს", ყველასთვის ცნობილი იყო ამ მიწებით ზ----ეების სარგებლობის შესახებ, ამიტომ საინვენტარიზაციო აქტზე ხელმოწერით დაადასტურა ა------ ზ----ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. ნ---- თ---–--–---–ს პირადად არც იცნობს და მხოლოდ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შეხვდა. შესაბამისად, არანაირი დაინტერესება არ ჰქონია ამ უკანასკნელს მიეღო კომპენსაცია და არა შ----- ც-–--–--ეს, რომელსაც, იცნობს საკმაოდ კარგად და ახლო ურთიერთობაც აქვს.

 

72. ბრალდების მხარის კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის ი-–- მ-------ის საწინააღმდეგოდ გამოყენებასაც ცდილობდა, ესაა თუ რატომ მოხდა ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სოფ. ციხისძირში მდებარე ნაკვეთებზე სარგებლობის ფაქტის დადასტურება. ბრალდების მხარე უპირობოდ დადგენილად მიიჩნევს სადავო ნაკვეთების ციხისძირში მდებარეობას მაშინ, როდესაც არ გააჩნია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლებითაც დასტურდება დაცვის მხარის განმარტება, რომ არ არსებობს ინფორმაცია სოფ. ბობოყვათსა და სოფ. ციხისძირს შორის არსებულ საზღვრებთან დაკავშირებით. ამდენად, საზღვარი ამ ორ სოფელს შორის ოფიციალურად დადგენილი არ არის და ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია მუნიციპალიტეტის გამგეობას, არც საჯარო რეესტრს. დაკითხული მოწმეები სოფლებს შორის არსებულ საზღვრებთან დაკავშირებით, ანალოგიურ განმარტებებს აკეთებდნენ და მიუთითებდნენ, რომ მხოლოდ პირობითი საზღვრები იციან, ოფიციალური საზღვარი არ არსებობს. ამდენად, სახეზეა ბრალდების მხარის გაჟღერებული, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებებით არგამყარებული კიდევ ერთი პოზიცია ბრალდებულების საწინააღმდეგოდ.

 

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

74. სასამართლო განმარტავს, რომ მას არ შეუძლია დადგენილად მიიჩნოს სადავო მიწის ნაკვეთებით შ----- ც-–--–--ის, ან ხ---- ზ----ის და ნ---- თ---–--–---–ის ოჯახების მიერ ფლობის და სარგებლობის ფაქტი. სასამართლო მოვალეა მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, მიიღოს გადაწყვეტილება დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის თვალში გააჩინა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ნამდვილად ის პირი სარგებლობდა მითითებული მიწით, რომელმა მიიღო კიდეც კომპენსაცია სახელმწიფოსგან და მოტყუებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენას ადგილი არ ჰქონია და არა ის პირი, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება მიუთითებს ასეთად. ცალსახად და დამაჯერებად რაიმე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიეცა. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

75. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

76. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

77. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

78. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

79. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

80. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

81. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ------ ბასილაძის, როლანდ ბასილაზის, სულეიმან კონცალიზის, ი-–- მ-------ის ბრალდების დადასტურება.

 

82. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება :

 

83. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ---- თ---–--–---–ის, ი-–-- ზ----ის, ხ---- ზ----ის, მ----- თ---------ის, ი-–- მ-------ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც აღნიშნული პირები უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ი-–- მ-----–ის ძე მ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-–- მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ბ------ ღ-----–---–ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქობულეთი, სოფელი კვირიკე (სარეგისტრაციო ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 43, კვარტალი - 06, ნაკვეთი - 074, ნაკვეთის წინა ნომერი - 20.13.01.014, საკადასტრო კოდი №20.43.06.0--- - შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-156 კვ.მ. -- 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

2. ბრალდებული ი-–-- მ-----ის ძე ზ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-–-- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, თ------------------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. ბრალდებული ნ---- გ--------ის ასული თ---–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ---- თ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ნ---- თ---–--–---–ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: რაიონი ქობულეთი, ქუჩა ბობოყვათი (ზ--------------–------------------------------------------------–--------------------------------------------- №20.44.01.2--- - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. ბრალდებული მ----- მ----ს ძე თ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ----- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას მ----- თ---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქობულეთი, სოფელი ციხისძირი (სარეგისტრაციო ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 46, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 123, შენობა-ნაგებბის ჩამონათვალი №01/2-198.9 კვ.მ, საკადასტრო კოდი№20.46.02.123) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. ბრალდებული ხ---- ა------ს ძე ზ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლი მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ხ---- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გამართლებულებს ი-–-- ზ----ეს, ნ---- თ---–--–---–ს, მ----- თ---------ეს და ი-–- მ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებად ცნობილი - ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში მითითებული დოკუმენტები, რომლებიც ერთვის საქმეს - დარჩეს საქმესთან, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი