გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7033-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ა------ ე-------- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი: ზ--------------–---;
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: ა-–------------------;
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: მ--------------–---
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის ბრძანება N-----;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
(დაზუსტებული სარჩელი).
სარჩელში აღინიშნა, რომ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თანამსრომლის მიერ თანხის გაფლანგვის ფაქტზე მიმართა საგამოძიებო დეპარტამენტს. მის და სხვადასხვა მოწმეების ჩვენებების მიხედვით 01.03. 2014 წლისთვის სმფ-ებმა შეადგინა 60500 ლარი. 31.12.2014 წლისათვის საბოლოო სმფ-ების ნაშთმა შეადგინა 89931 ლარი. ამ პერიოდში შეძენილ იქნა 884389 ლარის სმფ. 5% ფასნამატით, დეკემბრისთვის დაუდგინდა 190727 სმფ-ს ნაშთი. აუდიტმა სხვაობა განიხილა რეალიზაციად და დაარიცხა 61384 ლარის ძირითადი თანხა; 20109 ლარი ჯარიმა და 4341 ლარი საურავი. დარიცხვა გაასაჩივრა, სადაც ასაბუთებდა, რომ დარიცხვის აქტში არ იყო გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ დარიცხვა ეყრდნობოდა მის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემულ ჩვენებას სმფ-ებთან დაკავშირებით, რა დროსაც საუბრობდა მის მიერ მყიდველისათვის გადაცემულ ფასეულობებზე და მათზე ჩატარებულ ინვენტარიზაციაზე. არ იქნა გათვალისწინებული მისი კუთვნილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რაც ინახებოდა სხვა საცავებში მისი ჩვენების თანახმად, 01.03.2014 წლისთვის გამყიდველთან არსებული ნაშთის მარაგები შაეადგენდა 60500 ლარს., სინამდვილეში ბუღალტრული მონაცემებით შაედგენდა 111122 ლარს, ანუ სხვაობა 50622 ლარის საქონელი განთავსებული იყო სხვა საცავში. ამ პერიოდში მის მიერ შეძეილი იქნა დღგ-ს ჩათვლით, 1050252 ლარის საქონელი, საიდანაც 980050 ლარის საქონელი ეტაპობრივად, საცავიებიდან გადაეცა გამყიდველს მაღაზიაში სარეალიზაციოდ და შესაბამისმა ნაშთებმა ბუღალტრული აღრიცხვით 31 დეკემბრისათვის შეადგინა დღგ-ს ჩათვლით, 273768 ლარი, საიდანაც 89931 ლარის განთავსებული იყო მაღაზიაში, 120835 ლარის საცავებში, ხოლო დანაკლისი 63000 ლარი წარმოადგენდა გამყიდველთან მის სადავო თანხას. ამდენად, აქტში მოხდა არასწორი დეკლარირება, რის გამოც მოხდა დარიცხვა. რასაც აგრეთვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2014 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნაჩვენებია არა 89931 ლარის ნაშთი, არამედ 227616 ლარი დღგ-ს გარეშე. აუდიტორის მიერ ხელახლა მოხდა საკითხის შესწავლა, ისე რომ ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ დააფიქსირა ძალაში დატოვა წინა აქტში ასახული მონაცემები, რაც საფუძველი გახდა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის ბრძანების, რაც მის მიერ გასაჩივრებული იქნა დავების საბჭოში, სადაც რეალურად არ მოხდა საკითხის განხილვა, დავების საბჭოს გადაწყვეტილება მიმართულია შემოსავლების სამსახურის არასწორი ბრძანების დაცვისაკენ. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლები.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის N---- ბრძანების (,,ი/მ ,,ა------ ე--------ს" (ს/ნ 0----------) 2015 წლის 15 დეკემბრის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე".) თანახმად: 1) ი/მ ა------ ე--------ს 2015 წლის 25 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 3) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება; 4) საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; 5) განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა. 2015 წლის 27 ნოემბრის N------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოწმების მთავარი სამმართველოს 2016 წლის 15 აპრილის N--- დასკვნის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.06.2015 წლის N----, ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ა------ ე--------ს თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს, 2015 წლის 20 მაისის N------------ მიმართვის წერილში და დადგენილებაში მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით. (შემოწმებით განისაზღვრა მეწარმემ რა ღირებულების საქონელი შეიძინა, რა ღირებულების საქონლის რეალიზაცია მოახდინა და რა რა რაოდენობის ნაშთი დარჩა 2014 წლის 31 დეკემბერს). 2015 წლის 19 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 60 60 327 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 40218 ლარი, ჯარიმა 20 109 ლარი, კერძოდ: 1) წლიური საშემოსავლო გადასახადები: ძირითადი: 21 167 ლარი და ჯარიმა 10 584 ლარი; 2) დამატებული ღირებულების გადასახადი: ძირითადი გადასახადი: 19050 ლარი და ჯარიმა 9525 ლარი. გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით, კერძოდ: თანხების დარიცხვა მის მიერ განხორციელდა საგამოძიებო სამსახურისათვის მიცემული დაკითხვის ოქმების საფუძველზე, სადაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან დაკითხვის ოქმი მხოლოდ საწყობიდან სარეალიზაციოდ გამყიდველისათვის გადაცემული საქონლის ღირებულებაა ასახული. მას გააჩნია საწყობი იგივე მისამართზე, სადც იღებს საქონელს და შემდეგ ახდენს მიწოდებას მაღაზიაში. საწყობში არსებული ნაშთები და მიღებული სმფ-ები არ არის გათვალისწინებული აქტებში. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული საკითხი გავლილი იქნა გადამხდელტან ერთად და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას ცვლილება არ განუცდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.03.2016 წლის N---- ბრძანება (იხ. ს.ფ 21-23);
- 15.04.2016 წლის დასკვნა N--- (იხ. ს.ფ 24-25);
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანების („გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არ დარიცხვის შესახებ“თანახმად) თანახმად, ი/მ ა---------------- (ს/ნ 0----------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.
საფუძველი: შემოსაველების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის N---- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2016 წლის 15 აპრილის დასკვნა.
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის N----- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ბრძანება №11328, თარიღი 11.04.2016) ი/მ ა------ ე--------ს (პ/ნ 0----------) გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი 61 384 ლარი, დღგ 19 050 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 42 334 ლარი, ჯარიმა 20 109 ლარი, საურავი 4 341,29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.04.2016 წლის N----- ბრძანება (იხ. ს.ფ 12);
- 25.04.2016 წლის საგადასახადო მოთხოვნა N----- (იხ. ს.ფ. 26).
3.5. სსიპ შემოსვლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების (ი/მ ა------ ე--------ს 2016 წლის 18 მაისის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) თანახმად: 1) ი/მ ა------ ე--------ს 2016 წლის 18 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, ი/მ ა------ ე--------ს სასაქონლო-მატერილური ფასეულობების ნაშთების და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ. ხოლო სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება). 3) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება; 4) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის დასკვნა, 22 აპრილის N----- ბრძანება და 25 აპრილის N----- საგადასახადო მოთხოვნა.
3.6. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტა-ს" უკუგზავნილით (იხ.ს.ფ. 93) დასტუდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 21.07.2016 წელს და ჩაბარდა პირადად ა---------------- 23.07.2016 წელს.
3.7. სსიპ შემოსვლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 25 აგვისტოს დასკვნა, 01.09.2016 წლის N----- ბრძანება და 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა.
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 03.11.2016 წლის N----- ბრძანებით (ი/მ ა------ ე--------ს (ს/ნ 0----------) 2016 წლის 01 ოქტომბრის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე), ი/მ ა------ ე--------ს (ს/ნ 0----------) 2016 წლის 01 ოქტომბრის საჩივარი დარჩა განუხილველი.
დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის 02 სექტემბრის N----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა;
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,თ" მუხლი - დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს
29.09.2017 წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N------------) (იხ. ს. ფ. 95-100);
- 20.07.2016 წლის ბრძანება N----- (იხ. ს.ფ. 101-103);
- საფოსტო გზავნილი (იხ.ს.ფ. 93) ;
- 03.11. 2016 წლის ბრძანება N----- (იხ.ს.ფ. 91-100).
3.9 .საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი N------------), თანახმად: 1) საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩა განუხილველი; 2) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი: ა------ ე------- (ს/ნ 0----------); შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი.
დავის საგანი:
1) სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლა;
2) საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1) შემოსაველბის სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება;
2) აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2016 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
3) შემოსავლების სამსახურის 3.11.2016 წლის №----- ბრძანება;
4) აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხები:
1. სასაქონლო მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლა.
ფაქტების აღწერა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2015 წლის 29 მაისის N------------ წერილისა და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა საზოგადოების 2014 წლის პირველი მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით, სამშენებლო მასალებით და სასუქით საცალო ვაჭრობა. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2014 წლის 01 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. დაკითხვის ოქმების მიხედვით ი/მ ა------ ე-------მა გამყიდველთან ერთად 2014 წელს ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 მარტის საწყისმა სასაქონლო მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგენს 60 500 ლარი, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბრის საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 89 931 ლარი. ამ პერიოდში მეწარმეს ა/ფ და სასაქონლო ზედნადებების მინედვით შეძენილი აქვს 884 389 ლარის საქონელი, ხოლო რეალიზებული 754 162 ლარის თვითღირებულების საქონელი (5% დეკლარირებული ფასნამატი). შემოწმების შედეგად მეწარმეს 2014 წლის 31 დეკემბრისთვის დაუდგინდა 190 727 ლარის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი. მეწარმის მიერ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს და შემოწმებით დადგენილ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა გადამხდელს 2014 წლის ბოლოსათვის ჩაეთვალა რეალიზებულად დეკლარაციაში ნაჩვენები ფასნამატის გათვალისწინებით. აღნიშნულის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხება ძირითადი თანხა და ჯარიმა. მეწარმის მიერ 2014 წელს არასწორად არის დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, აღნიშნული დაკორექტირდა და განისაზღვრა მეწარმის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის პერიოდზე. გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადის თანხა და ჯარიმა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2014 წლის 4 დეკემბრის N----- ბრძანება და N------ „საგადასახადო მოთხოვნა“.გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები 25.12.2015 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის N----- ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი. და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2016 წლის 15 აპრილის დასკვნა, 22 აპრილის N----- ბრძანება და 25 აპრილის N----- საგადასახადო მოთხოვნა. ხსენებული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოეთხოვა ინფორმაცია, სმფ-ების ნაშთების და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ. ხოლო სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შეესწავლა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეზორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305.1. მუხლი; 44-ე მუხლის პირველი მუხლის მე-7 და მე-9 ნაწილები; 301.,,ე" მუხლი.
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა და საფოსტო დაწესებულების მეშვეობით ჩაბარდა 23.07.2016 წელს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საწარმოს საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, 2016 წლის 6 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საჩივრი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო.
ფაქტების აღწერა: ფაქტობრივი გარემოებები პირველი დავის საგნის იდენტურია. შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2016 წლის 25 აგვისტოს დასკვნა, 1 სექტემბრის N----- ბრძანება და 2 სექტემბრის N----- საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2016 წლის N----- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია: შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმ „ა------ ე--------”-ს (ს/კ 0----------) საჩივარი, კერძოდ: 2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოეთხოვა ინფორმაცია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ. ხოლო სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შეესწავლა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება; 4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 სექტემბრის N----- კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია: საგამოძიებო სამსახურმა თავად მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ჩაეტარებინა საწარმოში თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება სწორედ სმფ-ის ნაშთების დადგენის მიზნით, არ შეესაბამება სინამდვილეს და საგამოძიებო სამსახური აუდიტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა. აუდიტორები თავიანთ დასკვნაში ეყრდნობიან 2014 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო დეპარტამენტის მიმართვის წერილს, საიდანაც დასტურდება, რომ ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ წარდგენილი იქნა თავად მის მიერ, რაც სრული სიმართლეა, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ აუდიტორებმა თითქოს „საქმის მასალებზე“ დაყრდნობით ცალსახად „გაარკვიეს“, რომ მის მიერ 2015 წლის იანვრის თვეში გამყიდველთან ჩატარებული ინვენტარიზაცია მოიცავდა საწყობებში განთავსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსაც. შემნახველი საწყობებისა და მაღაზიის ერთ მისამართზე და ერთ შენობაში განთავსება, რომელსაც აუდიტორები იყენებენ ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად, არ გამოდგება მათი ვარაუდების, თუნდაც გასამყარებლად, რადგან მისი კუთვნილი საწყობები და სასურსათო მაღაზია სივრცობრივად განთავსებულია სხვადასხვა სათავსოებში და იზოლირებულია ერთმანეთისაგან.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, სმფ-ების ნაშთების და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ. ხოლო სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შეესწავლა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 25 აგვისტოს დასკვნის თანახმად: აუდიტის დეპარტამენტმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან, ბრძანების შესაბამისად გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ სმფ-ების ნაშთის შესახებ ინფორმაცია გამოძიების წინაშე წარდგენილი იქნა, თავად ი/მ „ა------ ე--------”-ს (ს/კ 0----------) მიერ. ამასთან, საქმის მასალების (ა------ ე--------ს 09.03.2015წ მოწმის სახით დაკითხვის ოქმი და ი-–--–-------------ს 31.03.2015წ მოწმის სახით დაკითხვის ოქმი) თანახმად, ა------ ე--------ს მიერ, 2015 წლის იანვრის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაცია მოიცავდა საწყობში განთავსებულ სმფ-ებსაც. ამასთან, საქმეში არსებული მასალების თანახმად დგინდება, რომ ა------ ე--------ს სმფ-ების შემნახველი საწყობი მდებარეობს ქ------–---–----------–------- N2-ში, იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია ა------ ე--------ს კუთვნილი სასურსათო მაღაზია. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დამადასტურებელ მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება და შესაბამისი გადაანგარიშება. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2019 წლის N----- „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების მიხედვით, მართებულია შემოსავლების სამსახურის 3.11.2016-წლის N----- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 29.09.2017 წლის გადაწყვეტილება (საჩივარი N------------) (იხ. ს. ფ. 95-100) .
3.10. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის მიხედვით, 01.01.2018 დან-2018 წლის 28.06.2018 -მდე მდგომარეობით, ა------ ე--------ს (ს/ნ 1--------) ერიცხება არიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი- 1430.24 ლარი; ჯარიმა -0; საურავი 291.77 ლარი; ზედმეტობა 37547. ამასთან დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - 78917.4. ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (იხ.ს.ფ. 154).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა------ ე--------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი .
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესი.
6.5. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება - წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.
6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6.7. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ :
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.06.2015 წლის N----, 03.07.2015 წლის N----- და 26.08.2015 წლის N----- ბრძანებებით დაინიშნა ი/მ ა------ ე--------ს თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს 2015 წლის 29 მაისის N------------ მიმართვის წერილში და დადგენილებაში მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი: 2014 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შ2015 წლის 19 ნოემბრს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2015 წლის 27 ნოემბრის NN------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 85 834 ლარი (მათ შორის: ძირითადი 61 384 ლარი, ჯარიმა 20 109 ლარი და საურავი 4 341 ლარი.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის N---- ბრძანებით, 1) ი/მ ა------ ე--------ს 2015 წლის 25 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 3) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება; 4) საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.03.2016 წლის N---- ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2016 წლის N--- დასკვნა, 22.04.2016 წლის N----- ბრძანება და 25.04.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
- სსიპ შემოსვლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანებით, 1) ი/მ ა------ ე--------ს 2016 წლის 18 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, ი/მ ა------ ე--------ს სასაქონლო-მატერილური ფასეულობების ნაშთების და საწყობების ადგილმდებარეობის შესახებ. ხოლო სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება). 3) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება; 4) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 21.07.2016 წელს და ჩაბარდა პირადად ა---------------- 23.07.2016 წელს
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.08.2016 წლის დასკვნა 01.09.2016 წლის N----- ბრძანება და 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა. ამამსთან, 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
- შემოსავლების სამსახურის 3.11.2016 წლის N----- ბრძანებით, სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი განუხილველი დარჩა, საქართველოს საგადასახცადო კოდექსის 301.,,თ" მუხლის საფუძველზე ( გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი N------------), 1) საჩივარი პირველი დავის საგნის (სასაქონლო მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლა)ნაწილში დარჩა განუხილველი; 2) დანარჩენ ნაწილში (საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით მოწესრიგებულია გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის საკითხები, კერძოდ: ამ ნორმის (44-ე მუხლი) პირველი ნაწილი) თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამ ნორმის 2.1. ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირის ან სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის მიერ, წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას, მის ჩაბარებაზე უარის ფაქტის დაფიქსირების მიზნით ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს. (18.12.2015. N---- ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან), ხოლო მე-3 ნაწილით, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი, ხოლო მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1. მუხლით, . საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით,ამ კოდექსის 305.1. მუხლით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი ,,საქართველოს ფოსტა-ს" უკუგზავნილით (იხ.ს.ფ. 93) დასტუდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 21.07.2016 წელს და ჩაბარდა პირადად, ა---------------- 23.07.2016 წელს, ამასთან, საქართველოს ფინანსტა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, მოსარჩელე ა------ ე--------ს საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი იქნა 2016 წლის 06 ოქტომბერს.
ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305.1. მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, სასამართლო იზირებს მოპასუხე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივლისის N------ ბრძანების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2016 წლის 12 აგვისტოს (პარასკევი) 24 საათზე.
6.10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301. მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის N----- ბრძანებაზე საჩივარი, წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში2016 წლის 18 მაისს (იხ.ს.ფ. 9-10), რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.08.2016 წლის დასკვნა, 01.09.2016 წლის N----- ბრძანება და 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2016 წლის დასკვნა გამოიცა გადასახადის გადამხდელის, მოწმედ დასახელებული ფიზიკური პირის ჩვენების, საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლისა და უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2016 წლის N----- საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში 2016 წლის 01 ოქტომბერს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 3.11.2016 წლის N----- ბრძანებით, ი/მ ა------ ე--------ს (ს/ნ 0----------) 2016 წლის 01 ოქტომბრის საჩივარი დარჩა განუხილველად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301.,,თ" მუხლის საფუძველზე. დავის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯრების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევში არ არსებობს სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მითითებული თუ კონკრეტულად, რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2016 წლის N----- ბრძანება, აგრეთვე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცება (აუდიტის დასკვნა, სპეციალისტის ცნობა და ა.შ) შესაბამისი გადაანგარიშების უსწორობის თაობაზე.
ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
6.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება და შესაბამისობაშია ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმებთან და არ არსებობობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამრიგად, მოსარჩელე ა------ ე--------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად უნდა დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის ბრძანება N----- და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 28), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 261.3.; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა------ ე--------ს (პ/ნ 0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი