განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-----------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---------–-----ი
ბრალდებული - ნ------------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, ვ---------–---------------------------------, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ს---–----–----------–-
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 22-1-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდული სამყაროს წევრობა
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ნ------------- 2006 წლის 12 ივლისიდან კანონიერ ქორწინებაში იმყოფება ე.წ. ,,კანონიერ ქურდ‘‘ მ--–---------–----–-–--ლთან.
ნ------------- ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, გამოხატავს ქურდული სამყაროსა და წესებისადმი მხარდაჭერას.
ნ-------------ს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს ლიდერებთან, ე.წ. ,,ზონებისა და ციხის მაყურებლებთან‘‘, რომლებთანაც კავშირს ამყარებს მობილური ტელეფონის საშუალებით. მათთან საუბარში იგი ინტერესდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შორის აზარტულ თამაშებში მოგებული ფულადი თანხების განაწილების საკითხებით.
ნ------------- სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი, ქურდული სამყაროს წევრთა მიერ აღიარებული ე.წ. ,,მაყურებლებისგან‘‘ სისტემატურად ითხოვს წილს ე.წ. ,,ქურდული საერთოდან‘‘. სხვადასხვა დროს, მისივე, როგორც ,,კანონიერი ქურდის‘‘ ცოლის, დაჟინებული მოთხოვნით, თბილისის #- საპყრობილეში მყოფმა, ამავე საპყრობილის ე.წ. ,,მაყურებელმა‘‘ ვ--–------------------- და კ--------------–---–მა მას გაუგზავნეს 2650 ლარი და 100 აშშ დოლარი, ქ.რ------------ დაწესებულების ე.წ. ,,მაყურებლებმა‘‘ - გ----------------მა, ბ--------–---–---მა და ა---–------–-ამ, ზედმეტსახელად ,,ბ------ამ‘‘, გაუგზავნეს 3950 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მას ყოველთვიურად, როგორც სავალდებულოს, უგზავნიან 500 ლარს, რომლის დაგვიანებით გადაცემის შემთხვევაში, ნ------------- მათ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება ამის გამო მათთვის პრობლემების შექმნით.
ნ------------- სისტემატურად ინტერესდება საპყრობილეში მყოფი, მისთვის უცნობი ე.წ. ,,მაყურებლების‘‘ ვინაობით, ამასთან, მათ აძლევს სხვადასხვა სახის დავალებებს, რეკომენდაციებს და მითითებებს მისთვის სასურველ პირთა ე.წ. ,,მაყურებლებად‘‘ დანიშვნის შესახებ.
ნ------------- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ, ქურდული სამყაროს ლიდერებს ავალდებულებს, რომ საპყრობილეში მყოფ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს‘‘ და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარონ ფულადი თანხებით.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ნ-------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე ი-–--------–-------ვის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კ--------–----------–-–-------------------–- ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში, 2007 წელს, სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე, რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა ფარულ მიყურადებას ნ-------------ს ტელეფონზე. საუბრებში ნ------------- ხშირად ახსენებდა მეუღლეს - ,,კანონიერ ქურდ‘‘ მ--–---------–----–-–--ლს, მეტსახელად ,,ყ----–-ს‘‘, რომელიც სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების #- დაწესებულებაში, ასევე, შვილს - შ--------ს, რომელიც ავად იყო და ძმას - მ------ს, რომელიც, ასევე, იხდიდა სასჯელს. ის ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდა ციხეების ე.წ. ,,მაყურებლებს‘‘: კ--------------–---–ს, ა-–------------------, რომელიც მისი შვილის - შ--------ს ნათლიაა, ბ--------–---–---ს, გ----------------ს და ვინმე კ------ს და ითხოვდა ე.წ. ქურდულ წილს, ფულადი თანხის სახით. დ----------თან საუბრის დროს გამოვლინდა, რომ ნ-------------ს ვინმე კ------სთან საუბრისას ფულთან დაკავშირებით მოუვიდა შელაპარაკება, ასევე, ის ამ თემაზე უყვებოდა კ--------------–---–ს და ეუბნებოდა, რომ კ--------–------–----ფა მიაყენა მას - ,,კანონიერი ქურდის‘‘ ცოლს და პასუხი უნდა მოეთხოვოს, ამბობდა, რომ შევიდოდა ციხეში და ყველაფერს მ--–----- მოახსენებდა. საუბრისას იგი ხშირად ამბობდა, რომ ესაუბრა ,,მაყურებელს‘‘. ასევე, თანხებთან დაკავშირებით საუბრობდა სხვა ე.წ. ,,კანონიერი ქურდების‘‘ მეუღლეებთან, ამბობდა, რომ ბავშვს ოპერაცია სჭირდებოდა, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ითხოვდა ქურდული საერთოდან თანხებს. კ--------------–---–ი ახსენებდა ნ-----ს, რომ ეს ფული პირადი კი არა, ,,საერთოსი‘‘ იყო. სხვადასხვა პირებს ყოველთვიურად მიჰქონდათ ფული ნ-------------სთან ლ----–---- ქუჩაზე, ნ----- ვ---–--–-- ქუჩიდან გადიოდა და ართმევდა მათ თანხებს.
მოწმე ი-–--------–-------ვის განმარტებით, ნ-------------ს ნომერი ისმინებოდა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. განსასჯელთან პირადად მას არანაირი შეხება არ ჰქონია და, გარდა ტელეფონისა, პირად ურთიერთობებში მისი ხმა არ მოუსმენია. ნ-----ზე იყო თუ არა რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი, არ იცის. საუბრების შინაარსიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ნამდვილად ნ------------- საუბრობდა.
განსასჯელმა ნ-------------მ სასამართლოში ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული დუმილის უფლებით, რაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს განსასჯელის საწინააღმდეგოდ და შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- ბრძანებით მობილური ტელეფონის ნომერზე 8----------- ნებადართულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა და ინფორმაციის მოხსნა, მისი შემდგომი დისკზე ჩაწერით‘‘ ერთი თვის ვადით, 2007 წლის 2-----------–----- 2007 წლის 2-------------. აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადა სასამართლოს მიერ გაგრძელებულია რვაჯერ.
შპს ,,მ-----------‘‘ 2----–-–---------------–-- წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის ნომერი 8----------- რეგისტრირებულია ვინმე მ---------------–---ს სახელზე.
2008 წლის 8 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ-------------სგან, ,,ს----------------‘‘ ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა შპს ,,მ-----------‘‘ ქსელში ჩართული სიმბარათი, ნომრით 8-----------.
,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის‘‘ შესახებ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ამსახველ კრებსებში, რაც სასამართლოში წარმოდგენილია 8 ც--– CD დისკზე, რომელიც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე, საუბრები ხორციელდება სხვადასხვა პირებთან, რომლებშიც მოსაუბრეები რიგ შემთხვევებში მოიხსენიებენ ერთმანეთს სახელებით. საუბრების ინიციატორს ძირითადად წარმოადგენს პირი, სახელად ნ-----, ჟღერს სხვადასხვა პირების ზედმეტსახელები, სისტემატურად ისმის ე.წ. ქურდული საწევროს თანხის მოთხოვნა, შვილის ავადმყოფობის გამო. ამასთან, სხვადასხვა პირებთან საუბრებს ხაზად გასდევს აქცენტი, რომ ,,ქურდის ცოლია‘‘ და სახელდება სხვადასხვა ე.წ. ,,კანონიერი ქურდი‘‘ და ამ სამყაროს წარმომადგენლები, ახსენებენ გ----------------ს, ვ--–-----------------ს, კ--------------–---–ს და სხვებს, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ სად და ვინ შეხვდება ნ-----ს თანხის გადასაცემად.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ--–---------–----–-–--ლი, მეტსახელად ,,ყ----–-‘‘, 2006 წლის 8 იანვრიდან შესახლებულია #- საპყრობილეში. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ის იყო და არის ე.წ. ,,კანონიერი ქურდი‘‘, სისტემატურად ცდილობს ქურდული იდეების პროპაგანდასა და სხვადასხვა დანაშულების ორგანიზებას, სხვა მსჯავრდებულებს მოუწოდებს, იცხოვრონ ქურდული იდეების პატივისცემით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით მ--–---------–----–-–--ლი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, იმავე პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებებში სასჯელს იხდიდნენ გ----------------ი, დ-----------–---–----, ვ--–-----------------ი და კ--------------–---–ი, რომლებიც, ასევე, ქურდული ტრადიციების მიმდევრები არიან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს განსასჯელ ნ-------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სასამართლოში განხილვისას) მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 22-1-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - ქურდული სამყაროს წევრობა განმარტებულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად (ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით), ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება გულისხმობს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორიცაა დაშინება, მუქარა, იძულება, პირების გამოძებნა და წაქეზება დანაშაულისკენ, ქონების ამოსაღებად შესაბამისი ობიექტის მოძიება და სხვა ქმედებები.
ნ-------------ს მიმართ წარდგენილ ბრალთან მიმართებით სასამართლომ გამოიკვლია ერთადერთი მოწმის - ი-–--------–-------ვის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს გადმოსცა ინფორმაცია მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაციის თაობაზე. მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, გარდა სამუშაოს ტექნიკურად შესრულების აღწერისა, შემოიფარგლა იმით, რომ ნ------------- ესაუბრებოდა ე.წ. ქურდული ტრადიციების მატარებელ პირებს. როგორც გაირკვა, ი-–--------–-------ვი არანაირ შემხებლობაში განსასჯელთან არ ყოფილა, არ შესწრებია არც მის მიერ რაიმე ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ი-–--------–-------ვი არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ადასტურებს ნ-------------ს მიერ ქურდული სამყაროს წევრობას, ამ სამყაროსთვის რაიმე ხელშემწყობი ქმედებების განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმის არაინფორმატიული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალის, ფარული მოსმენების კრებსების მიხედვით, სხვადასხვა პირებს შორის იმართება საუბრები, რომლის ერთ-ერთ აქტიურ მხარეს წარმოადგენს ვინმე ნ-----, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირი ნამდვილად ნ-------------ა, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. მხოლოდ ვარაუდი და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩამტარებელი პირის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომ, სატელეფონო საუბრების შინაარსიდან გამომდინარე, მოსაუბრე ნამდვილად ნ------------- იყო, ვერ გახდება ნ-------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რამდენადაც აღნიშნული ვარაუდი არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნ-------------ს პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლის თანახმადაც, ნ-------------სგან იქნა ამოღებული სიმბარათი, ნომრით 8-----------, რომელზეც განხორციელებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის სახით. ჩხრეკის ოქმს, ნ-------------ს გარდა, ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ჩხრეკის ჩამტარებელი პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრ------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებელი ნ.ჯ--------ე, რომელსაც არც გამოძიების ეტაპზე მიუცია ჩვენება და არც სასამართლოში. სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ასევე, განსასჯელმა ნ-------------მ, რომელიც არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და საბოლოო სიტყვაში მიუთითა მის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. შპს ,,მ-----------‘‘ 2----–-–---------------–-- წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის ნომერი 8----------- რეგისტრირებულია არა ნ-------------ს, არამედ - მ---------------–---ს სახელზე, რომელიც, ასევე, არ დაკითხულა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ეტაპზე. საქმის სასამართლოში განხილვისას ნ-------------ს პირადი ჩხრეკის მონაწილე არცერთ პირს არ დაუდასტურებია ჩატარებული ჩხრეკის შინაარსი და კანონიერება, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგებს.
მხოლოდ მოწმე ი-–--------–-------ვის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების შინაარსი, რომელთა ავთენტურობა და უტყუარობა არ დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზების დასკვნებით, ვერ ჩაითვლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობად.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ, საუბრების შინაარსიდან გამომდინარე, ჩანაწერებში დაფიქსირებული ნ----- ნამდვილად ნ-------------ა, შეუძლებელია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ის ნამდვილად საბრალდებო დასკვნაში მითითებულ პირებს ესაუბრება, რამდენადაც სასამართლოში არ დაკითხულა საუბრის მონაწილე არცერთი პირი, რაც სასამართლოს მისცემდა მტკიცებულებათა შეფასებისა და მათ შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება, არ მოუხდენია საბრალდებო დასკვნაში მითითებულ პირთა (მათ შორის, თავად განსასჯელის) ხმის ნიმუშების აღება და არ ჩაუტარებია ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, საუბრები იმართებოდა თუ არა ნ-------------სა და იმ პირებს შორის, რომლებიც სახელდებითაა მითითებული საბრალდებო დასკვნაში და წარმოადგენენ ე.წ. ქურდული სამყაროს ლიდერებს. შესაბამისად, არ არის დადგენილი სასამართლოში წარმოდგენილი მასალის ავთენტურობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს დასკვნა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის ვალდებულება. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთაგან განსასჯელისთვის წარდგენილ ბრალთან მიმართებით არცერთი არ არის კატეგორიული და წონადი, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მითითებულია საბრალდებო დასკვნაში, რომ ნ------------- ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, გამოხატავს ქურდული სამყაროსა და წესებისადმი მხარდაჭერას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ნ-------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არ არსებობს მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ნ-------------ს დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ნ------------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს, ხოლო ,,გ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება.
ამავე კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება და ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოდგენს მობილური ტელეფონის სიმბარათი და 8 ც--–ი CD დისკი.
ზემოაღნიშნულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე, სიმბარათი, ნომრით 8-----------, უნდა განადგურდეს, ხოლო CD დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-512-ე, 52--ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 22-1-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ-------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულებები - სიმბარათი, ნომრით 8-----------, განადგურდეს, ხოლო 8 ც--–ი CD დისკი, რაც დართულია საქმეზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე