გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210117002098619
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/25002-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------–----ი"

წარმომადგენელი - გ------- ს--------–--ე

 

მოპასუხე - შპს ,,ს------------------------ი"

წარმომადგენელი - გ----------ე, ს--–----------–----ე

 

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს ,,ს--------------------------------ი“

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ,,ს------------------------ს“ მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 155 496.21 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 27 აპრილის პროფორმა ინვოისის თანხმად, შპს "ა---------ი"-მ "L----------------------"-გან შეიძინა 1350 ცალი L- ფირმის L------ ტელევიზორი 32----) (მოდელი 3-------), ჯამური ღირებულებით 202,500.00 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 01 მარტს შპს "G----------------------"-სა და შპს "ა---------ი"-ს შორის გაფორმდა სატრანსპორტო ექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ გენერალური ხელშეკრულება. ხოლო 2017 წლის 28 აპრილის G------------- შეკვეთის ნომერის თანახმად, მარშუტი განისაზღვრა: მოსკოვი, რ------- ---------- სა---------–--- დატვირთვის თარიღი: 28/04/2017, ტვირთის დასახელება: ტექნიკა; დატვირთვის ადგილი: 1-----, რ-------ს ფედერაცია, მ--------- მხარე, რ-------- რაიონი, დ----------------------------------–----------–---- L--ს ქარხანა.

 

შპს "G----------------------"-მა 2017 წლის 27 აპრილს გააფორმა ტვირთების გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულება შპს "ს------------------------"-თან, ხოლო #--- გადაზიდვებზე განაცხადის თანახმად, მარშრუტი განისაზღვრა დონოროვო (რ-------) - ფ------------------–---, დატვირთვის თარიღი: 28.04.2017, მარკა და მანქანის ნოემრი: 1. O------------------ და 2. H-----------------, მძღოლი: ს------------ი (S----- S-----) და ი---------------ი (M--------- I---).

 

2017 წლის 28 აპრილს სს "ს--------------------------–----"-სა და შპს "G----------------------"-ს შორის გაფორმდა ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც 2017 წლის 02 მაისს გაცემული იქნა ტვირთების დაზღვევის M------------ პოლისი, სადაზღვევო პერიოდით: 28.04.2017-28.06.2017, მოსარგებლე: შპს "ა---------ი", რომლის თანახმადაც და 2017 წლის 28 აპრილის გენერალური ხელშეკრულებისა და ტვირთების დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვეულ იქნა ქ--------------- (რ-------) ქ-----------------------–--- მიმართულებით ტ-------------რებული ტვირთი (კერძოდ, L--ს ფირმის ტელევიზორები).

 

2017 წლის 30 აპრილს სატრანსპორტო საშუალება H-----------------, რომელსაც მართავდა ს------------ი (S----- S-----), L- ელექტრონიკსის ქარხანაში, მისამართით რ-------ს ფედერაცია, მ--------- ოლქი, რ-------- რაიონი, სასოფლო დასახლება დ-----------------------------–--–--------------–---- დაიტვირთა 1100 ცალი L- ფირმის L------ ტელევიზორით 32----) (მოდელი 3-------), ჯამური ღირებულებით 165,000.00 აშშ დოლარი. ამასთან წინამდებარე ტვირთი იმავე დღეს განბაჟდა.

 

2017 წლის 11 მაისს სს "ს--------------------------–----ი"-ს მიერ მიღებულ იქნა შპს "G----------------------"-ის პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც მზღვეველისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2017 წლის 23 მაისს, ზემოაღნიშნული ტვირთი იქნა მოპარული მძღოლი: ს------------ის (S----- S-----) მიერ, რომელიც წარმოადგენდა შპს "G----------------------”-სა და შპს "ს------------------------"-ს შორის 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული ტვირთების გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული #--- გადაზიდვებზე განაცხადით გათვალისწინებულ მძღოლს (აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება რ-------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ---------------- საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2017 წლის 27 ივნისის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ დადგენილება).

 

2017 წლის 05 მაისს შპს "ა---------ი"-მ შპს "G----------------------"-ს წარუდგინა წერილობითი პრეტენზია ზარალის 165,000.00 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ს------------ის (S----- S-----) მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება H-------; B------- არ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამასთან მძღოლთან დაკავშირება ვერ ხდებოდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი ტვირთის მოპარვასთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 06 მაისს შპს "G----------------------"-მა წერილობითი პრეტენზია წაუყენა შპს "ს------------------------"-ს, სადაც მოახსენა რომ ტვირთი, რომელიც მოჰქონდა შპს "ს------------------------"-ს მიერ მოწოდებულ მძღოლს, არ ჩამოვიდა დანიშნულების ადგილამდე, შესაბამისად, მოითხოვა ზარალის ანაზღაურება.

 

სს "ს--------------------------–----ი"-სთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ზემოხსენებული შემთხვევის შედეგად განცდილმა ზარალის ოდენობამ შეადგინა სულ 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი. ამასთან; ტვირთების დაზღვევის M------------- პოლისით არანაზღაურებადი მინიმუმის (უპირობა ფრანშიზის) სიდიდე მხარეთა შორის განისაზღვრა სადაზღვევო თანხის 0.5%, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 9,503.79 (ცხრა ათას ხუთას სამი და 79) აშშ დოლარს.

 

ფაქტობრივი გარემოება 2017 წლის 04 აგვისტოს სს "ს--------------------------–----ი"-მ ტვირთების დაზღვევის M------------- პოლისის ფარგლებში გასცა სადაზღვევო ანაზღაურება მოსარგებლეს სასარგებლოდ - შპს ა---------ი"-ზე ჯამში 155,496.21 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამასთან 2017 წლის 28 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელზეც შპს "G----------------------" ხელმოწერით დაადასტურა რეგრესული უფლების გადაცემა სს "ს--------------------------–----ი"-ზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, ხოლო 2017 წლის 28 აპრილს ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მზღვეველზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადადის რეგრესული მოთხოვნის უფლება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გადახდილი ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში.

 

შპს "G----------------------”-მა 2017 წლის 27 აპრილს გააფორმა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება შპს "ს------------------------"-თან, რომლის მომსახურების შესრულებისას გადაზიდვა არ დასრულდა (ტვირთი გაუჩინარდა/მოიპარეს) მძღოლთან - ი----- ს----თან ერთად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გაუჩნდა შპს "ს------------------------"-ის მიმართ შპს "G----------------------"-ს, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების შემდეგ წინამდებარე მოთხოვნა გადმოვიდა სს „ს--------------------------–----ი“-ზე, რომელმაც მომართა სასამართლოს მოაპსუხე შპს „ს------------------------“-ზე ტანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ შპს ,,ს------------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს ბრალეულ პირს. მოპასუხე კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა სს ,,ს--------------------------------ს“, რათა ხელშეკრულების ფარგლებში განხილულიყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, რისთვისაც საჭირო იყო ერთმნიშვნელოვნად დადგენილიყო მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებების ან/და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით. ვინაიდან, შპს ,,ს------------------------ის“ პასუხისმგებლობის ან/და ბრალეულობის საკითხი არ დადგინდა, აღნიშნული გამორიცხავს მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობას (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

 

მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სს ,,ს--------------------------------ის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სს ,,ს--------------------------------სა“ და შპს „ს------------------------ს“ შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იქნა N0----- პოლისი და ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული პოლისის ფარგლებში 2017 წლის 04 მაისს მზღვეველმა მიიღო შეტყობინება, რომ შპს „ს------------------------ის" პასუხისმგებლობის ქვეშ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა შ------–-----–-----------------–---ს“ დაკვეთით. 139 854.00 აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი (ტელევიზორები) არ ჩამოვიდა დანიშნულების ადგილზე, უცნობი იყო ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ. შპს „ს------------------------ის" მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ შემთხვევა ვერ იქნა აღიარებული სადაზღვევო შემთხვევად რადგან მხარეებს შორის გაფორმებული პოლისის თანახმად ,,დაზღვევა ვრცელდება, მხოლოდ პოლისში მითითებული უშუალოდ დამზღვევის მიერ განხორციელებულ გადაზიდვაზე, დაზღვევა არ ვრცელდება დამზღვევის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებზე".

 

განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისის თანახმად დამზღვევი/გადამზიდავი არის შპს „ს------------------------ი“, ხოლო C---ში გადამზიდავად მითითებულია შპს „ა----------“, მისი ხელმოწერითა და ბეჭდით, ე.ი გადაზიდვა განახორციელა არა შპს ,,ს------------------------მა“, არამედ შ----------------“. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სს ს--------------------------------ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი საგამონაკლისო შემთხვევა ვინაიდან დაზღვევის პოლისის პირობებით დაქირავებული ქვეკონტრაქტორის გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანი სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 27 აპრილის პროფორმა ინვოისის თანხმად, შპს "ა---------ი"-მ "L----------------------" - სგან შეიძინა 1350 ცალი L- ფირმის L------ ტელევიზორი 32----) (მოდელი 3-------), ჯამური ღირებულებით 202,500.00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები (ტომი 1, ს.ფ. 20-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2017 წლის 01 მარტს შპს "G----------------------"-სა და შპს "ა---------ი"-ს შორის გაფორმდა სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 28 აპრილის G------------- შეკვეთის ნომერის თანახმად, მარშუტი განისაზღვრა: მ--------- რ------- ---------- სა---------–--- დატვირთვის თარიღი: 28/04/2017, ტვირთის დასახელება: ტექნიკა; დატვირთვის ადგილი: 1-----, რ-------ს ფედერაცია, მ--------- მხარე, რ-------- რაიონი, დ----------------------------------–----------–---- L--ს ქარხანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 მარტის ხელშეკრულება სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურების გაწევის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 25-30)

- შპს ,,G----------------------“ საექსპედიტორო მომსახურების განაცხადი (ტომი 1, ს.ფ. 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. შპს "G----------------------"-მა 2017 წლის 27 აპრილს გააფორმა ტვირთების გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულება შპს "ს------------------------"-თან, ხოლო #--- გადაზიდვებზე განაცხადის თანახმად, მარშრუტი განისაზღვრა დონოროვო (რ-------) - ფ------------------–---, დატვირთვის თარიღი: 28.04.2017, მარკა და მანქანის ნოემრი: 1. O------------------ და 2. H-----------------, მძღოლი: ს------------ი (S----- S-----) და ი---------------ი (M--------- I---).

 

ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ანუ შპს „ს------------------------ი“ ვალდებული იყო შეთანხმებულ ადგილსა და დროს მიაწოდებინა დამკვეთისთვის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება; ჩაებარებინა დამკვეთისგან დატვირთული, დალუქული და გაგზავნის ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული სატრანსპორტო საშუალება. აეღო ტვირთზე სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება მისი უსაფრთხოდ ტ-------------რების თაობაზე დატვირთვის შემდგომ გადმოტვირთვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 27 აპრილის გენერალური ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 32-37)

- განაცხადი გადაზიდვებზე #--- (ტომი 1, ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2017 წლის 28 აპრილს სს "ს--------------------------–----"-სა და შპს "G----------------------"-ს შორის გაფორმდა ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც 2017 წლის 02 მაისს გაცემული იქნა ტვირთების დაზღვევის M------------ პოლისი, სადაზღვევო პერიოდით: 28.04.2017-28.06.2017, მოსარგებლე: შპს "ა---------ი", რომლის თანახმადაც და 2017 წლის 28 აპრილის გენერალური ხელშეკრულებისა და ტვირთების დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვეულ იქნა ქ--------------- (რ-------) ქ-----------------------–--- მიმართულებით ტ-------------რებული ტვირთი (კერძოდ, L--ს ფირმის ტელევიზორები).

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მზღვეველზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადადის რეგრესული მოთხოვნის უფლება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გადახდილი ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში.

 

ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2017 წლის 28 აპრილის 24:00 საათიდან და მოქმედებს 2018 წლის 28 აპრილის 24:00 საათამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 აპრილის ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 39-46)

- ტვირთის დაზღვევის პირობები (ტომი 1, ს.ფ. 47-50)

- ტვირთი დაზღვევის პოლისი (ტომი1, ს.ფ. 51-54)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.5. 2017 წლის 30 აპრილს სატრანსპორტო საშუალება H-----------------, რომელსაც მართავდა ს------------ი (S----- S-----), L- ელექტრონიკსის ქარხანაში, მისამართით რ-------ს ფედერაცია, მ--------- ოლქი, რ-------- რაიონი, სასოფლო დასახლება დ-----------------------------–--–--------------–---- დაიტვირთა 1100 ცალი L- ფირმის L------ ტელევიზორით 32----) (მოდელი 3-------), ჯამური ღირებულებით 165,000.00 აშშ დოლარი. ამასთან წინამდებარე ტვირთი იმავე დღეს განბაჟდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომერციული ინვოისი (ტომი 1, ს.ფ. 56-57)

- შეფუთვის ჩამონათვალი (ტომი 1, ს.ფ. 58-59)

- საერთაშორისო-სავაჭრო სატრანსპორტო ზედდებული C-- (ს.ფ. 60-63)

- შეფუთვის ჩამონათვალი (ტომი 1, ს.ფ. 64-66)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.6. 2017 წლის 11 მაისს სს "ს--------------------------–----ი"-ს მიერ მიღებულ იქნა შპს "G----------------------"-ის პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც მზღვეველისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2017 წლის 23 მაისს, შპს "G----------------------”-სა და შ------------------------------- შორის 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული ტვირთების გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული #--- გადაზიდვებზე განაცხადით გათვალისწინებული ტვირთი დაუდგენელი პირების მიერ იქნა გატაცებული. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება რ-------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ---------------- საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2017 წლის 27 ივნისის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ დადგენილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 67-69)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.7. 2017 წლის 05 მაისს შპს "ა---------ი"-მ შპს "G----------------------"-ს წარუდგინა წერილობითი პრეტენზია ზარალის 165,000.00 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ს------------ის (S----- S-----) მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება H-------; B------- არ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამასთან მძღოლთან დაკავშირება ვერ ხდებოდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი ტვირთის მოპარვასთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 06 მაისს შპს "G----------------------"-მა წერილობითი პრეტენზია წაუყენა შპს "ს------------------------"-ს, სადაც მოახსენა რომ ტვირთი, რომელიც მოჰქონდა შპს "ს------------------------"-ს მიერ მოწოდებულ მძღოლს, არ ჩამოვიდა დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად მოითხოვა ზარალის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი პრეტენზიები (ტომი 1, ს.ფ. 70-73)

- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 74)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.8. სს "ს--------------------------–----ი"-სთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ზემოხსენებული შემთხვევის შედეგად განცდილმა ზარალის ოდენობამ შეადგინა სულ 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი. ამასთან, ტვირთების დაზღვევის M------------- პოლისით არანაზღაურებადი მინიმუმის (უპირობო ფრანშიზის) სიდიდე მხარეთა შორის განისაზღვრა სადაზღვევო თანხის 0.5%, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 9,503.79 (ცხრა ათას ხუთას სამი და 79) აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 ივლისის სადაზღვევო შემთხვევის აქტი (ტომი 1, ს.ფ. 75)

- 04/08/2017 წლის საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 76)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-2 ტომში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის დავის ფაქტობრივ გარემოებებთან კავშირში, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონსიძიების საჩივართან მიმართებაში და საქმეში არსებულ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებებს არც ადასტურებს და არც უარყოფს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მოხდება მათი შეფასება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - სს ,,ს--------------------------–----ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ, „.... აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

 

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ერთმანეთს უკავშირებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 აპრილს სს "ს--------------------------–----"-სა და შპს "G----------------------"-ს შორის გაფორმდა ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც 2017 წლის 02 მაისს გაცემული იქნა ტვირთების დაზღვევის M------------ პოლისი, სადაზღვევო პერიოდით: 28.04.2017-28.06.2017, მოსარგებლე: შპს "ა---------ი", რომლის თანახმადაც და 2017 წლის 28 აპრილის გენერალური ხელშეკრულებისა და ტვირთების დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვეულ იქნა ქ--------------- (რ-------) ქ-----------------------–--- მიმართულებით ტ-------------რებული ტვირთი (კერძოდ, L--ს ფირმის ტელევიზორები). ტვირთის დაზღვევის პოლისის თანახმად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 1 900 758 აშშ დოლარის ოდენობით. სადაზღვევო შემთხვევის აქტის თანახმად, განისაზღვრა სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ დამზღვევზე შპს ,,ა---------სზე“ სულ 155 496.21 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გაცემა, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, სს ,,ს--------------------------–----მა“ შპს ,,ა---------სს“ 04/08/2017 წელს გადაურიცხა 372 071.33 ლარი.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოადგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს „ს--------------------------–----სა“ და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით და სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცემულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის თანახმად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა სულ 155 496.21 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გაცემა, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 155 496.21 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

7.2. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ს“ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიმართ. წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობის ფარგლებში, შპს ,,ა---------სისთვის“ სადაზღვევო თანხის 372 071.33 ლარის ანაზღაურების ფაქტი.

 

შესაბამისად, შპს „ს------------------------ს“ ეკისრება მოსარჩელისთვის ტვირთის დაკარგვის შედეგად მიყენებული ზიანის 372 071.33 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

სასამართლოსთვის საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ ზემოხსენებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, დამზღვევისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდა. აქედან გამომდინარე, მისი რეგრესული მოთხოვნა გადამზიდავი კომპანიის შპს ,,ს------------------------ის“ მიმართ, რომელიც 2017 წლის 27 აპრილის გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო შეთანხმებულ ადგილსა და დროს მიეწოდებინა დამკვეთისთვის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება; ჩაებარებინა დამკვეთისგან დატვირთული, დალუქული და გაგზავნის ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული სატრანსპორტო საშუალება. აეღო ტვირთზე სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება მისი უსაფრთხოდ ტ-------------რების თაობაზე დატვირთვის შემდგომ გადმოტვირთვამდე, დასაბუთებული და საფუძვლიანია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე კომპანიამ მის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის თაობაზე ვერ შეასრულა, კერძოდ, 2017 წლის 23 მაისს, ზემოაღნიშნული ტვირთი იქნა მოპარული მძღოლის ს------------ის (S----- S-----) მიერ, რომელიც წარმოადგენდა შპს "G----------------------”-სა და შ------------------------------- შორის 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული ტვირთების გადაზიდვის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული #--- გადაზიდვებზე განაცხადით გათვალისწინებულ მძღოლს. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება რ-------ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ---------------- საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2017 წლის 27 ივნისის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ დადგენილება.

 

შესაბამისად, სს ,,ს--------------------------–----ის“ მოთხოვნა შპს ,,ს------------------------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 372 071.33 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებით სწორედ მითტებული თანხის ოდენობით მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ (ტომი 1, ს.ფ. 75) შპს „ამირტეკისათვის“ ზაინის ანაზღაურება, შესაბამსიად, სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში და არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 155496,21 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ს------------------------“-ის (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს - ,,------------–-- (ბანკის კოდი T-------, ა.ა. G---------------------) და ასევე საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში - 155 496,21 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ სარჩელი შპს ,,ს------------------------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ს------------------------ს“ მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 372 071.33 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ 2016 წლის 23 ივნისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1334 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ 2017 წლის 18 სექტემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ 2017 წლის 19 სქეტემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3666 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. მოპასუხე შპს ,,ს------------------------ს“ მოსარჩელე სს ,,ს--------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სულ გადახდილი 5000 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ს------------------------“-ის (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს - ,,------------–-- (ბანკის კოდი T-------, ა.ა. G---------------------) და ასევე საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში - 155 496,21 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე