გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340310-17002073089
საქმე #3/131-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
ნაწილი I (შესავალი):
28 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დევი დევიძე
სხდომის მდივანი - თეონა ანტროშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით
მოსარჩელე - გ--------–-ძე (შემდეგ - „მოსარჩელე);
წარმომადგენლები - ს--–----------–-ძე და ნ----------–--ლი (ორივე მინდობილობით);
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგ - „სააგენტო“) და იმავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (შემდეგ - „რეგიონული ოფისი“);
წარმომადგენელი - გ--------------–-–--ლი;
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგ - „ქონების სააგენტო“) და გ--------–-----–--ლი;
წარმომადგენელი - ნ-----–-----------ძე (ქონების სააგენტოს ნაწილში);
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
ნაწილი II (აღწერილობითი):
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი რეგიონული ოფისის 20-7 წლის 05 იანვრის #8820-6504----17 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 20-7 წლის 04 აპრილის #112--- გადაწყვეტილება, #8820-6504----17 გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი რეგიონული ოფისის 20-7 წლის 05 აპრილის #8820-6504----18 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 20-7 წლის 05 მაისის #158--- გადაწყვეტილება, #8820-6504----18 გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.5. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უძრავი ქონების (მდებარე: გურჯაანი, ჭ--------ს ქ. #6-) მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე;
2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიციები:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სადაო უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადავო უძრავი მიწის ნაკვეთი კი ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში;
2.2. საქმეში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირის სახით ჩაბმულ იქნა ქონების სააგენტო (ვინაიდან ცნობა-დახასაიათების თანახმად, მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრებაში) და გ--------–-----–--ლი (რომელმაც, როგორც გამყიდველმა, მოსარჩელესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება);
2.3. მესამე პირებს შესაგებელები არ წარმოუდგენია. ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ის არ შეიძლება გადაეცეს საკუთრებაში მოსარჩელეს. გ--------–-----–--ლს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლოში გამოცხადებულა. მოსარჩელის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მისი წერილობითი განმარტება (რაზეც ხელმოწერა დადასტურებეულია სანოტარო წესით), კერძოდ, მესამე პირი აცხადებს, რომ მან მოსარჩელეს მიჰყიდა როგორც საწყობი (შენობა და ღობე), ისე მთლიანი მიწის ნაკვეთი;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 1995 წლის 09 ივლისის გურჯაანის რაიოკოოპკავშირის გადაწყვეტილებით (#83) მრავალდარგოვან ფირმა „-–------- უფლება მიეცა, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე პირისათვის მიეყიდა ქ. გურჯაანში მდებარე მაღაზია-საწყობის ღობე, თავისი მიმდებარე ტერიტორიით;
3.1.2. იმავე წლის 25 სექტემბრის მხარავლდარგოვანი ფირმა ლ-------- #4 ბრძანების თანახმად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. გურჯაანში მდებარე მაღაზია-საწყობი და ღობე მეყიდა იმავე საწყობის გამგეს გ--------–-----–--ლს (მესამე პირი);
3.1.3. იმავე დღეს გ--------–-----–--ლს, #3 და #4 ზედნადებების თანახმად, გურჯაანის სავაჭრო ბაზის ღობის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 52,00 ლარი, ხოლო საწყობის სანაცვლოდ - 94,00 ლარი;
3.1.4. 1996 წელს შედგენილი (რიცხვი 09, ხოლო თვე არ იკითხება) ტექნიკური პასპორტის, რომელიც რეგისტრირებულია გურჯაანის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 1996 წლის 06 სექტემბერს, თანახმად, საწყობის ფართობია 27,0 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთისა, რომელზეც ეს საწყობია განთავსებული - 2452,8 კვ.მ.;
3.1.5. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 09 სექტემბრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. გურჯაანში, ჭ--------ს #6--ში მდებარე სახლთმფლობელობა რეგისტრირებულია გ--------–-----–--ლის სახელზე (საფუძველი: გურჯაანის რაიოკოოპკავშირის გამგეობის 1995 წლის 09 აგვისტოს წერილი #83). ცნობა-დახასიათებაში „სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათების“ გრაფაში მიწის ნაკვეთის ფართობი აღნიშნულია, როგორც 2452,8 კვ.მ., ხოლო მიწის გამოყოფის საბუთის გრაფა ცარიელია. საწყობის ფართად კი აღნიშნულია - 27,00 კვ.მ., რომლის განაშენიანების ფართობიც შეადგენს 38,2 კვ.მ.;
3.1.6. გურჯაანის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის საქალაქო საბჭოს აღმასკომის #141 სარეგისტრაციო მოწმობით დგინდება, რომ გურჯაანში, ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე ლიტერ „ა“, I სართული, ორი ოთახი, სასარგებლო ფართით 27,00 კვ.მ., განთავსებული 2452,8 კვ.მ. მიწის ნკვეთზე, რეგისტრირებულია გ--------–-----–--ლის საკუთრებაში;
3.1.7. 1996 წლის 16 სექტემბერს გ--------–-----–--ლსა და ზ------ გ----–---- (მოსარჩელის მამა) შორის სანოტარო წესით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება შემდეგზე: გ. ყალაბეგაშცილმა მიჰყიდა, ხოლო ზ. გ----–-ძემ იყიდა გურჯაანში, ჭ--------ს ქ. #6--ში მდებარე საწყობი, რომელიც შედგება სასარგებლო ფართის 27,00 კვ.მეტრისგან, დამხმარე 27,00 კვ.მეტრისგან, რომელიც განთავსებულია 2452,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე; მთელი საწყობი ეკუთვნის გ--------–-----–--ლს (საფუძვლად მითითებულია 3.1.6 პუნქტში აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობა); საწყობი გაიყიდა 500 ლარად (ხელშეკრულების რეგისტრაციის #1---);
3.1.8. 20-5 წლის 18 მარტს გ--------–-ძემ მიმართა სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს #8820-514---- განცხადებით, რომლის ფარგლებშიც იმავე წლის 31 მარტს მის საკუთრებაში დარეგისტრირდა (ს/კ 51.0-.60.4--) გურჯაანში, ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე 32,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) და შენობა-ნაგებობა #1, ფართით 27,00 კვ.მ.; უფლების დამადასტურებელ საბუთად მითითებულია 1996 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება #1--- და 20-4 წლის 11 ივნისის სამკვიდრო მოწმობა #140595976;
3.1.9. სააგენტოს 20-3 წლის 13 ივნისის #TT20-3028856 ცნობა-დახასიათების თანახმად, მიწის ნაკვეთი ფართობით 2452,8 კვ.მ. არის სახელმწიფო საკუთრება (აღრიცხულია 1996 წლიდან), ხოლო შენობა-ნაგებობა ფართობით 27,00 კვ.მ. წარმოადგენს ზ------ გ----–-ძის საკუთრებას (საფუძველი: 1996 წლის 16 სექტემბრის #1--- ნასყიდობის ხელშეკრულება);
3.1.10. მითითებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ--------–-ძე (მოსარჩელე) არის ზ------ გ----–-ძის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი). ზ------ გ----–-ძე გარდაიცალა (შესაბამისად - სამკვიდრო გაიხსნა) 20-3 წლის 08 დეკემბერს;
3.1.11. სააგენტოს 20-7 წლის 04 აპრილის სადავო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელემ 20-6 წლის 08 აგვისტოს მიმართა #8820-6504--- სარეგისტრაციო განცხადებით რეგიონულ ოფისს და მოითხვა ქ. გურჯაანში, ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე 2307,2 კვ.მ. არასასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სააგენტომ არაერთხელ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოსთხოვა განმცხადებელს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამისა, 20-6 წლის 26 სექტემბრის #8820-6504----03 გადაწყეტილებით გადააგზავნა საქმის მასალები გურჯანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. 20-6 წლის 10 ნოემბერს განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა ხელშეკრულების დედანი, #3 და #4 ზედნადებები, 1995 წლის 25 სექტემბრის #4 ბრძანება და 1995 წლის 09 ივლისის #83 წერილი, ტექნიკური პასპორტი და მინდობილობა, ხოლო 12 დეკემბერს კი მოითხოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი დოკუმენტაციის უკან გამოთხოვა, ვინაიდან მას არ განუცხადებია თანხმობა ამის თაობაზე (რაც მოპასუხის მხრიდან დაკმაყოფილდა). 20-7 წლის 05 იანვარს რეგიონულმა ოფისმა გამოსცა სადავო გადაწყვეტილება #8820-6504----17, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, და დაინტერესებულ პირს მოსთხოვა საკუთრების უფლების დამდგენი საბუთის წარდგენა;
3.1.12. რეგიონული ოფისის მითითებული გადაწყვეტილება განმცხადებელმა გაასაჩივრა სააგენტოში. სააგენტოს 20-7 წლის 04 აპრილის #112--- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.1.13. 20-7 წლის 05 აპრილს რეგიონულმა ოფისმა მიიღო #8820-6504----18 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელმა ეს გადაწყვეტილებაც გასააჩივრა სააგენტოში, რომლის 20-7 წლის 05 მაისის #158--- გადაწყვეტილებით ადიმინისტრაციული საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ გაიზიარა მისი ტერიტორიული ორგანოს ის არგუმენტი, რომ განმცხადებელს მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა, არ ჰქონია წარდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხეების მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ზ------ გ----–---- (შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც მის მემკვიდრეს) არ შეუძენია საკუთრების უფლება ქ. გურჯაანში, ჭ--------ს ქ. #6--ში მდებარე 2452,8 კვ.მ. (ან დღეისათვის დაზუსტებული 2307,2 კვ.მ.) მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან საქმეში ამის საწინააღდეგო რამე სარწმუნო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა;
· ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის აღწერაში მითითებულია, რომ იყიდება მხოლოდ საწყობი (ფართობით 27,00 კვ.მ.). მიწის ნაკვეთი მითითებულია როგორც ნასყიდობის საგნის მსაზღვრელი (როგორც დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ მიწის რა ფართობზეა შენობა განთავსებული). ეს ცხადად იკითხება ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გ--------–-----–--ლის საკუთრების აღმნიშვნელ დოკუმენტაციაში (რაც მითითებულია უდავო ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში) ასევე არაფერი უთითებს იმაზე, რომ 2452,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება. შესაბამისად, თუკი გამყიდველს (წინა მესაკუთრეს არ ჰქონდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ის მას ვერ განკარგავდა და ვერ გაასხვისებდა ზ------ გ----–-ძეზე. ის გარემოება, რომ გ--------–-ძეს (თავდაპირველად კი მის მამკვიდრებელს) არ შეუძენია საკუთრების უფლება მთლიან მიწის ნაკვეთზე, იმითაც დასტურდება, რომ 1996 წლის ცნობა-დახასიათებაში მიწის საკუთრების უფლების გრაფა არის ცარიელი, ანუ გ--------–-----–--ლი არის 2452,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე;
· ამ თავლსაზრისით, სასამართლო, როგორც სარწმუნოსა და დამაჯერებელს, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფიზიკურ პირთა „წერილობით ჩვენებებსაც“ (მათ შორის - შემდეგ მესამე პირად ჩართული გ--------–-----–--ლისას) იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მამამ გ--------–-----–--ლისაგან იყიდა მიწის ნაკვეთიც (იხ. წინა გარაფა). მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი) მოწმე არის სამართალწარმოების მონაწილე სუბიექტი და იგი სასამართლოს ჩვენებას აძლევს „ზეპირად“ და არა „წერილობით“, ანუ მოწმე უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე და წარუდგინოს სასამართლოს თავისი განმარტებები საქმის ფაქტობრვი გარემოებებთან დაკავშირებით. მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულებების სუბიექტური (პიროვნული) სახე, ისევე როგორც მხარის ახსნა-განმარტება, მაშინ მიიჩნევა სარწმუნო და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დამდგენ ინსტრუმენტად, როცა ის ჰარმონიაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (მაგ.: წერილობით მტკიცებუებებთან). ეს წერილობითი განმარტებები თავის ფორმით არ წარმოადგენს „მოწმის ჩვენებას“. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები სასამართლო სხდომაზეც რომ გამოცხადებულიყვნენ, იგივე ჩვენებას მისცემდნენ სასამართლოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებენ განსხვავებულ ვითარებას, რომ გ--------–-----–--ლს არ გაუსხვისებია (დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ის ამას მაინც ვერ გააკეთბდა) 2452,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. გურჯაანში, ჭ-------- 1. #6--ში;
· აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, მოსარჩელეს იმავე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს მხოლოდ შენობა-ნაგებობასა და მის განაშენიანების ფართობზე, რაც ასევე არ მეტყველებს მოსარჩელის მოთხოვნის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ერთი უფლების დამდგენი საბუთის საფუძველზე დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლება შეუძლია გაიფორმოს (ასევე დაირეგისტრიროს) სხვადასხვა ქონებაზე ერთდროულად ან დროის განსხვავებულ მონაკვეთში, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუკი ეს საბუთი ეხება და საკუთრების უფლებას ადასტურებს სხვადასხვა ქონებაზე. სასამართლომ უკვე ისაუბრა იმაზე, რომ ზ. გ----–-ძის ნასყიდობის ხელშეკრულება (როგორც მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) საკურების უფლებას ითვალისწინებდა მხოლოდ შენობა-ნაგებობაზე. ამდენად, მოსარჩელის მამა (თავისთავად მოსარჩელეც) ვერ დაირეგისტრირებდა საკუთრების უფლებას ასევე მიწის ნაკვეთზე (ჰიპოთეთიკურად, თუ ასეთ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო საკუთრების უფლებას მაინც დაარეგისტრირებდა მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი დავის პირობებში ეს შეიძლება დაკვალიფიცირებული როგორც კანონის უხეში დარღვევა, ყველა თანმდევი სედეგითურთ);
ნაწილი III (სამოტივაციო):
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, მტკიცებულებებათა შემოწმება-შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
· „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - ”რეესტრის კანონი”);
· „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „საკუთრების გამოცხადების კანონი“);
· „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული ირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „საკუთრების აღიარების კანონი“);
· „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „რეგისტრტაციის კანონი“);
· „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კანონი“);
· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდეგ - „სზაკ”);
· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სასკ”);
· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სსსკ”);
· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია” (შემდეგ - „ინსტრუქცია“);
- ყველა მითითებული ნორმატიული აქტი გამოყენებულია იმ რედაქციით გათვალისწინებით, რომელიც შეესაბამება განსახილველი შემთხვევის კონტექსტს;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;
6.2. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
6.3. რეესტრის კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
6.4. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას;
· სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტები პასუხობენ საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს და, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, მათი კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ ფორმატში;
6.5. სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
· სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა - ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, - თავისი არსით ჯდება სასკ-ის 23-ე მუხლის ფორმალურ-სამართლებრივ დეფინიციის ჩარჩოებში, კერძოდ, სადავო აქტების სახით არსებობს ის „სამართლებრივი რეალობა“, რაც წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. ამიტომაც, წმინდა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნის არსებობაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე;
6.6. საკუთრების გამოცხადების კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები;
6.7. სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს;
6.8. საკუთრების აღიარების კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
6.9. სპორადული და სისტემური რეგისტრაციის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
6.10. ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;
6.11. რეესტრის კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
6.12. სსკ-ის 183-ე მუხლის (თავდაპირველი რედაქციის) პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს, ხოლო მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი;
6.13. იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და (2) არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;
· მართალია, ზ------ გ----–-ძის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უკვე არსებობდა და მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 21-ე მუხლი აღიარებდა და უზრუნველყოფდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს (და იგი ყველა შემთხვევაში ეხებოდა კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე შეძენილ საკუთრებას (და ასევე მემკვიდრეობას)), მაგრამ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობისა გახდა საკუთრების გამოცხადების კანონი. ეს იყო ამ სფეროში პირველი სპეციალური კანონი, რომელიც საკუთრების წარმოშობას უკავშირებდა კანონიერი სარგებლობის დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობას. საკუთრების აღიარების კანონიც ამ პრინციპს აგრძელებს და მოითხოვს, რომ სარგებლობის (მართლზომიერი მფლობელობის) ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით (და არა მხოლოდ დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებით;
· დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში სასამართლომ უკვე განმარტა, რომ გ--------–-----–--ლის სასარგებლოდ არსებულ ცნობა-დახასიათებაში მიწის გამოყოფის საფუძველი იყო ცარიელი, რაც იმას მიანიშნებს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონიერ სარგებლობაში (მართლზომირ მფლობელობაში) გამოყოფილი არ ჰქონია. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მრავალდარგოვანმა ფირმა „ლარიქსს“გ--------–-----–--ლზე გაასხვისა მხოლოდ შენობა-ნაგებობა (საწყობის შენობა). თავის მხრივ, გ--------–-----–--ლმა ზ------ გ----–---- მიჰყიდა იგივე ქონება;
· გ--------–-----–--ლს, მასზე შენობა-ნაგებობის გადაცემით (შეძენით), საკუთრების უფლება ასევე გადავიდა ამ შენობა-ნაგებობის ქვეშ არსებული (შენობის განაშენიანების ფართობი) მიწის ნაკვეთზე, რადგან შენობა-ნაგებობა, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან, წარმადგენს ამ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ის ვერ იქნება სამოქალაქო ბრუნვის დამოუკიდებელი ობიექტი (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ შენობა-ნაგებობა, რაც მოსარჩელემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა, იყო/არის ცალკე უფლების ობიექტი. ამდენად, სწორედ ამ გარემოების წყალობით, შეიძინა მოსარჩელემ საკუთრების უფლება 32,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეც;
· ასე რომ, მოსარჩელემ ვერც მოპასუხეთა წინაშე, ისე ვერც სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას ქ. გურჯაანში, ჭ--------ს ქ. #6--ში მდებარე 2452,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში არაფერია (და ვერც იქნება) ნათქვამი ამის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონისმიერი საფუძველი;
· სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ ვინაიდან მოსარჩელეს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას თან არ ჰქონდა დართული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მის განცხადებაზე დაწყებული წარმოება შეჩერდა და მას მიეცა კანონით დადგენილი ვადა ამ დოკუმენტის წარმოსადგენად;
· შესაბამისად, მართებული და კანონშესატყვისია რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ასევე სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები, რადგან შეჩერების ვადაში შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობა, კანონით იწვევს წარმოების შეწყვეტას. სააგენტო კი მოქმედი კანონმდებლობით ახორციელებს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმებას კანონთან შესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით (სზაკ-ის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილი);
· იმავე სზაკ-ის 60- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები პირდაპირ განსაზღვრავს კანონის მოთხოვნათა დაუცველად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივ ბედს - ასეთი აქტი არის ბათილი;
· რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საუბარია სამოქალაქო სამართალი მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის პირობების არსებობაზე: საქმე ისაა, რომ უძრავ ქონებაზე (როგორიცაა მიწა) საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა და საკუთრების უფლების სჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საუბრობს, რომ მესამე პირთან მიწის ნაკვეთის შეძენაზე გააფორმა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რითაც მან შეიძინა საკუთრების უფლება სადავო მიწაზე და რაც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის წინამორბედთან (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში). საჯარო რეესტრს ევალებოდა იმის შემოწმება, ჰქონდა თუ არა საკუთრების უფლება კონკრეტულ ქონებაზე გ--------–-----–--ლს და ამის შემდეგ, გადასცა თუ არა ეს უფლება ზ------ გ----–---- (მოსარჩელის მამკვიდრებელს), ხოლო ამის შემდეგ შედიოდა თუ არა ეს ქონება სამკვიდროს მასაში (ანუ ჰქონდა თუ არა უფლება კონკრეტულ ქონებაზე მამკვიდრებელს, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლებაზე პრეტენზიას აცხადებს სწორედ მემკვიდრეობის საფუძველზე);
· საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ გ--------–-----–--ლს ზ------ გ----–-ძისათვის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვთზე არ გადაუცია იმ მარტივი მიზეზით, რომ მას ეს უფლება თავადაც არ გააჩნდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაც კი არ ითვალისწინებს რამე პირდაპირ დათქმას ამის თაობაზე;
· ამდენად და ამგვარად, რეგიონული ოფისის სადავო გადაწყვეტილებები კანონის არსებითი დარღვევის გარეშეა გამოცემული. შესაბამისად, კანონიერია სააგენტოს გადაწყვეტილებებიც, რითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრები არ გაუქმდა ქვემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები, - სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6.14. სასკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;
· იმის გამო, რომ სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეთა სადავო გადაწყვეტილებები კანონირია, შესაბამისად, არ არსებობს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ მოპასუხე რეგიონულ ოფისს დაევალოს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონისმირი საფუძველი, - ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
7. სარჩელის უზრუნველყოფა;
7.1. სარჩელში მოსარჩელეს დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობ (განცხადება) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, კერძოდ, იგი ითხოვდა, რომ სააგენტოს აკრძალვოდა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება გურჯაანში, ჭ--------ს ქ. #6--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე;
7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 19 მაისის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა. განჩინება არ ყოფილა გასაჩივრებული. ასე რომ, ეს სამართლებრივი შედეგი არ შეცვლილა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი;
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;
8.2. სსსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად;
8.3. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
8.4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმიფო ბაჟის სახით 20-7 წლის 03 მაისს გადახდილი აქვს 150 (ცალ-ცალკე) ლარი: 100 ლარის სარჩელზე, ხოლო 50 ლარი - განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული. იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას ან/და ანაზღაურებას (მით უფრო - მოპასუხის მხრიდან) არ ექვემდებარება;
ნაწილი IV (სარეზოლუციო):
სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------–-ძეს უარი ეთქვას ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
2. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს და მისი ათვლა დაიწყება ადრესატისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მეორე დღიდან. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გაზ. №7ა);
მოსამართლე /დევი დევიძე/