გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6767-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2- დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - ლ--–--------ე
წარმომადგენელი - დ---------------
მოპასუხე - ქალაქის მუნიციპლაიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - მ------------
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი -თ---------–-------
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 25-3-; 2018 წლის 2- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2.ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ლ--–--------ის 2017 წლის 30 ნოემბრის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 25-3-; 2018 წლის 2-დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.3. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ვ---------–--------------–--------------------------------------–--------------------- ლ--–--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 25-3-; 2018 წლის 2- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას, წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ.თბილისი, ვა--------–--------------–--------------------------------------- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- წერილით კი, მოპასუხე მხარემ მოსთხოვა ფართის შიდა აზომვითი ნახაზის წარდგენა, რის შესაძლებლობასაც ამჟამად მოსარჩელე მოკლებულია, ვინაიდან ფართში შეჭრილები არიან მოქალაქეები. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობამ უარი განაცხადა ლ--–--------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც 2017 წლის 20დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა, თუმცა დღემდე ადმინისტრაციული ორგანოსგან პასუხი არ მიუღია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი ლ--–--------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ერთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს „რესპუბლიკის“ 1999 წლის 25 აგვისტოს თბილისის ს--------- რაიონის გამგეობის N------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ--–------–---------–--------ის თხოვნა და დაუმტკიცდა 2 ოთახიანი ბინა, ფართით: 2-.2- კვ.მეტრი, მდებარე: ვ---------–------------------. ბინაში შესახლების ორდერი გაიცა 3 წევრზე:
1. კ--------–--–------–---------–------------
2. მ------–-–---–-----------------–--------------–--
3. მ------–-–---–-------------------------–---–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს „რესპუბლიკის“ 1999 წლის 25 აგვისტოს თბილისის ს--------- რაიონის გამგეობის N------- გადაწყვეტილება (ს.ფ.73)
3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №----------- გადაწყვეტილებით ლ--–--------ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის(უ.დ.დ. ქ.თბილისის ს--------- რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება N-------, 25.08.1999წ) მისამართი დაზუსტდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ.თბილისი, ვ---------–--------------–-----------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №----------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 74)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია ზ-------------–-–---–ის 2015 წლის 13 ოქტომბრის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი უარს აცხადებს საცხოვრებელი ბინის, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------------------------–-- მარცხენა მხარეს, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობაზე, მის კუთვნილ წილზე და თანახმა არის, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვა--------–--------------------------------------------------------------------–-- მარცხენა მხარე, პრივატიზაციის წესით გადაფორმდეს/საკუთრების მოწმობა გაიცეს ლ--–---------ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილია ნ---------------–-–---–ის 2017წლის 01 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი უარს აცხადებს მის კუთვნილ წილ ბინის პრიცატიზაციის უფლებაზე ლ--–--------ის სასარგებლოდ და თანახმა არის, რომ საცხოვრებელი ბინის, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------------------------–-- მარცხენა მხარეს, პრივატიზაცია გაკეთდეს ლ--–--------ის სახელზე, რაზედაც პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ-------------–-–---–ის 2015 წლის 13 ოქტომბრის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 84)
-ნ---------------–-–---–ის 2017წლის 01 მარტის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება(ს.ფ. 81-82)
3.1.4. 2017 წლის 25 მაისს, ლ--–--------ემ N1---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვა--------–--------------–--------------------------------------–---------------- საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2017 წლის 24 ოქტომბერს, ლ--–--------ემ დამატებით N1--------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას, სადაც განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული შიდა აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ბინის შიდა აზომვით ნახაზს და რომ იგი წარმოადგენს კორპუსის სართულებრივ გეგმას.
მოსარჩელე მხარის განმარტებით ასევე დასტურდება, რომ სადავო ფართი თვითნებურად დაკავებული აქვს მოქალაქეებს, რომლებიც არ აძლევენ ბინაში შესვლის და შიდა სამუშაოების ჩატარების უფლებას, რის გამოც შეუძლებელია ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ--–--------ის 2017წლის 25 მაისის N1---------------- განცხადება(ს.ფ. 63-64)
-ლ--–--------ის 2017 წლის 24 ოქტომბრის N1--------------- განცხადება(ს.ფ. 70)
3.1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის N3------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ლ--–--------ეს 2017 წლის 25 მაისის N1---------------- განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდა საცხოვრებელი ბინა N--, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვ---------–--------------–-----------------------------------------–---ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N1-- დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზირებული ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) კანონიერი წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევაში ასევე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ამავე დადგენილების მეოთხე მუხლის მესამე პუქნტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი საკადასტრო ნახაზი. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ.პ.ს „დ-------“ მიერ შესრულებული ნახაზი წარმოადგენს საჯარო რეესტრიდან აღებული სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებულ ნახაზს, რითაც პრივატიზებამოთხოვნილ ფართთან შესაბამისი იდენტურობა ვერ დგინდება და ვერ მიიღწევა კანონის ის მიზანი, რის გამოც აზომვით ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტადაა განსაზღვრული. კერძოდ, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს ერთ-ერთ დოკუმენტს პრივატიზებამოთხოვნილი ფართისა და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართობის იგივეობის დასადგენად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--------- რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის N3------------- წერილი(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) (ს.ფ. 12-13)
3.1.6. 2017წლის 30 ნოემბერს, ლ--–--------ემ(წარმომადგენელი დ---------------) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგობის 2017წლის 2- ოქტომბრის N3------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში ლ--–--------ის(წარმომადგენელი დ---------------) მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ--–--------ის(წარმომადგენელი დ---------------) 2017წლის 30ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 38-39)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018 წლის 2- დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ--–--------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–--------ის მიერ ქ.თბილისში, ვარკ-----–--------------–-------------------------------------–----------- №2- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ლ--–--------ის 2017 წლის 30 ნოემბრის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 2--ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის №3------------ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ასევე, რომ ლ--–--------ის მიერ 2017წლის 30 ნოემბერს წარდგენილ N1---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში არ უმსჯელია მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ასეთ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი ლ--–--------ის 2017წლის 30 ნოემბერს წარდგენილ N1---------------- ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიჩნეული უნდა იქნეს ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20თებერვალს №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
დასახელებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამავე წესის მე-2 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება, კერძოდ,- დასახლებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, ნათელია, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი(არასაცხოვრებელი) ფართის ფლობის და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემეობა, რომ დასახელებულ ბრძანებულებაში კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალი არ არის სრულყოფილად მითითებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენაციის ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა და შესაბამისად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
6.3. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა(თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის(მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის(მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ(იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან(ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)
საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს, ლ--–--------ემ N1---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ---------–----ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი N3--ში მდებარე №2- საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. წარდგენილ განცხადებას თან ახლდა საქართველოს „რესპუბლიკის“ 1999 წლის 25 აგვისტოს თბილისის ს--------- რაიონის გამგეობის N------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ--–------–---------–--------ის თხოვნა და დაუმტკიცდა 2 ოთახიანი ბინა, ფართით: 2-.2- კვ.მეტრი, მდებარე: ვ---------–------------------. ბინაში შესახლების ორდერი გაიცა 3 წევრზე: 1. კ--------–--–------–---------–------------ 2. მ------–-–---–-----------------–--------------–-- 3.მ------–-–---–---------- ნ-------------–---–-. განცხადებას ასევე თან ახლდა ზ-------------–-–---–ის და ნ---------------–-–---–ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც ირკვევა, რომ ისინი უარს აცხადებენ საცხოვრებელი ბინის, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------------------------–-- მარცხენა მხარეს, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობაზე, მათ კუთვნილ წილზე და თანახმა არიან, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვ---------–---------------------------------------------------------------------–-- მარცხენა მხარე, პრივატიზაციის წესით გადაფორმდეს/საკუთრების მოწმობა გაიცეს ლ--–---------ის სახელზე.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს, ლ--–--------ემ დამატებით N1--------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას, სადაც განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული შიდა აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ბინის შიდა აზომვით ნახაზს და რომ იგი წარმოადგენს კორპუსის სართულებრივ გეგმას. მოსარჩელე მხარის განმარტებით ასევე დასტურდება, რომ სადავო ფართი თვითნებურად დაკავებული აქვს მოქალაქეებს, რომლებიც არ აძლევენ ბინაში შესვლის და შიდა სამუშაოების ჩატარების უფლებას, რის გამოც შეუძლებელია ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს, ლ--–--------ემ N1---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვა--------–--------------–--------------------------------------–---------------- საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის N3------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) კი ლ--–--------ეს 2017 წლის 25 მაისის N1---------------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N1-- დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის საფუძველია, კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზირებული ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) კანონიერი წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევაში ასევე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ამავე დადგენილების მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი საკადასტრო ნახაზი. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ.პ.ს „დ-------“ მიერ შესრულებული ნახაზი წარმოადგენს საჯარო რეესტრიდან აღებული სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებულ ნახაზს, რითაც პრივატიზებამოთხოვნილ ფართთან შესაბამისი იდენტურობა ვერ დგინდება და ვერ მიიღწევა კანონის ის მიზანი რის გამოც აზომვით ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტადაა განსაზღვრული. კერძოდ, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს ერთ-ერთ დოკუმენტს პრივატიზებამოთხოვნილი ფართისა და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართობის იგივეობის დასადგენად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--------- რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნა შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017წლის 2- ოქტომბრის N------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებაზე, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაინტერესებული პირის(ლ--–--------ე) მიერ წარდგენილი იქნა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და რომ სხვა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო,- რამდენად შესაბამისობაშია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ პრივატიზებამოთხოვნილ ფართში თვითნებურად შეჭრილები არიან მოქალაქეები და რომ ისინი არ აძლევენ განმცხადებელს ბინაში შესვლის საშუალებას და შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარების უფლებას(აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია თავად მოპასუხე მხარესაც). ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მეირის ს--------- რაიონის გამგეობის მიერ საკითხის უკეთ გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით არ მომხდარა ადგილზე გასვლა და მათი საშუალებით განმცხადებლისათვის(ლ--–--------ე) საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში დახმარების გაწევა. აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ლ--–--------ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს მთავრობის 2014წლის 20 თებერვლის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ--–--------ის მიერ ქ.თბილისში, ვარკ-----–--------------–-------------------------------------–----------- №2- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა ლ--–--------ის 2017 წლის 30ნოემბრის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,-აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017წლის 30 ნოემბერს, ლ--–--------ემ(წარმომადგენელი დ---------------) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგობის 2017წლის 2- ოქტომბრის N3------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში ლ--–--------ის(წარმომადგენელი დ---------------) მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად გასაჩივრებული- ლ--–--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ლ--–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ლ--–--------ის 2017 წლის 30 ნოემბრის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობის 2017 წლის 2- ოქტომბრის N------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–--------ის მიერ ქ.თბილისში, ვა--------–--------------–-------------------------------------–--------------------- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს--------- რაიონის გამგეობას, მოსარჩელე- ლ--–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი