განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
330100118002674172
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი-----–------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1-----–-–-------------ს, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–--ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 9----------ს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ.თბილისში, დ------------ი, მე-3 კვარტალი, კ------------------------ში მდებარე ლ-–------------------–---–ის ბინიდან, ი-----–-----------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ-–------------------–---–ის კუთვნილ „ჯ-------–--------–-------ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და მის ყუთს, ღირებულს 200 ლარად, ასევე ვ--------–------–---–ის „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 80 ლარად. აღნიშნული ქმედებით ლ-–------------------–---–ის მიადგა 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო ვ--------–------–---–ს მიადგა 80 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 9----------ს, დაახლოებით 05:05 საათზე, ქ.თბილისში, დ------------ის მე-3 კვარტალში, კ------------------------ში ლ-–------------------–---–ის ბინიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მობილური ტელეფონების დაუფლების შემდეგ, ი-----–-----------–---–მა ლ-–------------------–---–ს და ვ--------–------–---–ს დაუტოვა მუქარის შინაარსის წერილი, სადაც იგი სთხოვდა თანხის - 600 ლარის გადახდას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაემუქრა, რომ მათ ოჯახის წევრებს ლ-–------------------–---–ის დედას და ვ--------–------–---–ის შვილს, აცნობებდა მათი სახელის გამტეხ ცნობებს, ამავდროულად გაუგზავნიდა მის მიერ გადაღებულ ღირსების შემლახველ ფოტოებს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ი-----–-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ლ-–------------------–---–ის და ვ--------–------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: ლ---–----–---–ის, დ-----–------–---–ის, გ---------------ის, ი-----–-----------–---–ის, თ---------------–---–ის და ბ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, პირის ი-----–-----------–---–ის ამოცნობის ოქმებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, მოპარული მობილური ტელეფონების სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას, ი-----–-----------–---–ის წერილს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ი-----–-----------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაულები, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ი-----–-----------–---–ს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ვ--------–------–---–ის და ლ-–------------------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებით ლ-–------------------–---–ის მიადგა 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო ვ--------–------–---–ს მიადგა 80 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. მანვე, დაზარალებულებს დაუტოვა დაზარალებულების მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარის შემცველი შინაარსის წერილი, სადაც დაზარალებულებს სთხოვდა ფულად თანხას. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

3.3. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ი-----–-----------–---–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ლ-–------------------–---–ის და ვ--------–------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ი-----–-----------–---–ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ი-----–-----------–---–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთების დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

3.4. დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ლ-–--------------------–---–--თის მიყენებული ზიანი შეადგენს 200 (ორასი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაცვის ობიექტი, საკუთრებითი ურთიერთობების გარდა, შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებრივი უფლება, რომლის თანახმად განსაზღვრული ქონებრივი უფლება გადადის დამნაშავეზე. გამოძალვისას დამნაშავემ შეიძლება ასევე მოითხოვოს ქონებრივი სარგებლის მიღება. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე, ქონებით სარგებლობის უფლება. დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ქონების უკანონო მოთხოვნა გულისხმობდეს მის გადაცემას დამნაშავისათვის სასურველი სხვა პირისათვის. ამასთან, ამ მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. ობიექტური მხრივ გამოძალვა ყალიბდება ორი ურთიერთდაკავშირებული და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელი მოქმედებისაგან: მოთხოვნა და მუქარა. მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატური ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობის უფლება. დამნაშავის სასარგებლოდ ქონებრივი ხასიათის მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო. იმისათვის, რომ გამოძალვა დამთავრებულად ჩაითვალოს, არ არის საკმარისი მოთხოვნის წაყენება. აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა ცნობილი გახდეს დაზარალებულისათვის. შესაძლოა, რომ მოთხოვნა წაეყენოს პირს არა პირადად, არამედ მესამე პირთა მეშვეობით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება: დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; სხვისი ქონების განადგურების მუქარა; დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა; სხვა ისეთი ცნობების გავრცელება, რომელიც, თუმცა სახელის გამტეხი არ არის, მაგრამ მისმა გავრცელებამ შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის უფლებები. დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამაწბილებელი ცნობის გახმაურება შეიძლება შეეხებოდეს მათ პირად ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ბიოგრაფიის სამარცხვინო ფაქტს და ა.შ. ამასთანავე, აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს მომავლისკენ და არ იყოს იმწუთიერი. დანაშაულის გამოძალვით კვალიფიკაციისათვის მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონით. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული. გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავე რეალურად აპირებდა მუქარის განხორციელებას თუ არა. მთავარია დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ი-----–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4 სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–-----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.5 ამასთან, სასჯელის ზომის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ი-----–-----------–---–ი თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება. ი-----–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 1-------------იდან.

 

5.6 საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედებები ი-----–-----------–---–ს ჩადენილი აქვს 2018 წლის 9----------ს, ანუ მის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------------ის განაჩენის გამოტანამდე.

 

5.7 შესაბამისად, ი-----–-----------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, „ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ“.

 

5.8. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–-----------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შესაბამისი სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რა დროსაც, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------------ის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ახლადდანიშნული სასჯელი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- მობილურის ამოღების ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–ის ხელწერის ნიმუშები, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–ის მიერ დაწერილი გამოძალვის წერილი, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- თ---------------–---–ისგან ამოღებული ლ-–------------------–---–ის კუთვნილი „ჯ-------–--------–------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ვ--------–------–---–ის „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------------ის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახლადდანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

6. ი-----–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 სექტემბრიდან.

 

7. ი-----–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- მობილურის ამოღების ფოტომასალა 1(ერთი) დისკად, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–ის ხელწერის ნიმუშები, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-----–-----------–---–ის მიერ დაწერილი გამოძალვის წერილი, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- თ---------------–---–ისგან ამოღებული ლ-–------------------–---–ის კუთვნილი „ჯ-------–--------–------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ვ--------–------–---–ის „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი