განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100114681934
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ვ-–- თ-------

ადვოკატები: მ----- ჩ--------, გ--- მ-----–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ------- გ--------

მამის სახელი: გ---–------

დაბადებული: 1---------–.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-------------------–---------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0-------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- გ--------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: გ------- გ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა, რათა თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა უკანონო მფარველობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ------- გ-------- 2014 წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს შ--------------–-----------------------------------------------------–----------------------–--------------–--------------------------------------–---------------- თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2014 წლის აგვისტოში გ------- გ--------მ განიზრახა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის სახით, უკანონო მფარველობის გასაწევად თანხა მოეთხოვა მისი ნაცნობისაგან - ლ-–- ა------საგან. გ------- გ--------სათვის ლ-–- ა------სგან ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი ეწეოდა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე. გ------- გ--------მ ლ-–- ა------ს თავისი სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოსთხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან წილი - თვეში 4000 ლარი. 2014 წლის ნოემბერში გ------- გ--------მ ქრთამის სახით, ლ-–- ა------სგან მისი უკანონო საქმიანობისათვის სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ აიღო ჯამში 1500 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ა------მ განმარტა, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ მეგობარ გ---- ხ----–--–---სგან გაიცნო პ---–-–----------–-------–- გ------- გ--------, რომელსაც ხშირად ნახულობდა და ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2014 წლის ნოემბერში მან გ------- გ--------ს უთხრა, რომ ბ-–-- ბ------–---ს ტრაილერით გადაჰქონდა საბურავები ფ---------------- მიმართულებით, თუმცა ამ უკანასკნელის შეთავაზებით აპირებდნენ კონტეინერის გახსნას, საბურავების ს----–- ჩამოცლას, რეალიზაციას და აღებული თანხის გაყოფას. ამასთან, ბ-–-- ბ------–--- ოფიციალურად არც ერთ კომპანიასთან არ იყო გაფორმებული მძღოლად და ერთჯერადად ქირაობდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში გადამზიდავმა კომპანია შპს ,------------------------------ დაავალა საბურავების გადაზიდვა. მოწმემ განმარტა, რომ რადგან დაგეგმილი ქურდობის დროს გ------- გ-------- ს----–- იყო პ---–-–--------------–---------------, მისი საქმეში ჩართვით, ის უზრუნველყოფდა მათ დაცვას პასუხისმგებლობისგან, თუმცა სანაცვლოდ მას გ------- გ--------სთვის უნდა მიეცათ ფული. ლ-–- ა------ს და გ------- გ--------ს შეთანხმების შესახებ არავინ იცოდა, ამიტომ მოწმეს თავისი წილიდან უნდა გაეყო თანხა გ------- გ--------სთვის. გ------- გ--------ს საქმის კურსში ჩაყენება მისი მხრიდან მოხდა იმიტომ, რომ ბ-–--ს და უ–----- პოლიცია ხშირად აკონტროლებდა და სახლშიც ხშირად აკითხავდნენ, გ------- გ-------- კი დაეხმარებოდა, რომ საბურავის ჩამოცლისას პოლიცია არ მისულიყო. ბ-–-- ბ------–--- და ლ-–- ა------ ფიქრობდნენ, რომ 15000-20000 ლარს აიღებდნენ რეალიზაციის შედეგად და ოთხზე გაყოფდნენ, კერძოდ: ლ-–- ა---------, ბ-–-- ბ------–---ზე, უ–---- ჯ----ზე და კონტეინერის გამხსნელ 2 პირზე. მოწმე და გ------- გ-------- შეთანხმდნენ, რომ ის დაუკავშირდებოდა გ------- გ--------ს ტექსტით - ,,ოჯახთან ერთად მივდივარ ქალაქგარეთ“, რაც იქნებოდა იმის დასტური, რომ კონტეინერი გაიხსნა. 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კონკრეტულ დღეს ბ-–-- ბ------–---მ მოწმე მართლაც წაიყვანა უ–---- ჯ----სთან სახლში, სადაც უკვე იდგა ტრაილერი და გამზადებული იყო გასახსნელად. მალევე მათთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებმაც გააღეს კონტეინერი, ისე, რომ ლუქი არ დაზიანებულა, კერძოდ მოჭრეს ჩამკეტები კუთხ-სახეხით (ე.წ. ბარგალკით). მოწმემ, ბ-–--მა, უ–----მ და უცნობმა 2 პიროვნებამ დაახლოებით 15 წუთში ჩამოტვირთეს საბურავების ნაწილი, დაახლოებით 190 ცალი, რის შემდეგაც მოწმე წავიდა და არ დასწრებია კონტეინერის დაკეტვას. თავის მხრივ ბ-–--ი ბ------–--- წავიდა რეისში და დაიბარა, რომ მის დაბრუნებამდე საბურავებისათვის ხელი არ მოეკიდათ. ბ-–-- ბ------–--- დაახლოებით 10-12 დღეში დაბრუნდა.

ამ პერიოდში გ------- გ-------- ხშირად ნახულობდა მოწმეს. მან დეტალურად მოუყვა, როგორ მოხდა საბურავების ჩამოცლა, ასევე უთხრა, რომ რეალიზაციის შემდეგ თანხის ნაწილს გ------- გ--------ს მისცემდა. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოში დაბრუნებულმა ბ-–-- ბ------–---მ უთხრა, რომ ჩამოტვირთული საბურავების ნახევარი გაყიდული იყო, დარჩენილს კი ვეღარ ყიდდა და თხოვა დახმარება, რადგან აღმოჩნდა, რომ საბურავები სხვადასხვა ზომის იყო და რთულად იყიდებოდა. ამ დროისთვის მოწმეს თანხა არ ჰქონდა აღებული, თუმცა ისე ჩანდა, თითქოს ფულს იღებდა და გ------- გ--------ს არ აძლევდა. გ------- გ--------ს წამლისთვის დასჭირდა ფული, რის გამოც მოწმემ მეგობრისგან ისესხა და მისცა 300 ლარი, თუმცა უთხრა, რომ გაყიდული საბურავების ფულის ნაწილი იყო. მოწმე ატყუებდა გ--------ს, რომ საბურავები გაყიდული იყო და ფულის აღებას ელოდებოდა, მაგრამ სინამდვილეში გაყიდული არ იყო. 300 ლარის მიცემის შემდეგ დაახლოებით 10 დღეში, მოწმე შეხვდა ბ-–-- ბ------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ საბურავები მდინარეში გადაყარა, რადგან ქურდობის შესახებ პოლიციამ გაიგო. სწორედ აღნიშნულის გამო მან მიმართა მეგობარ კ----- შ--–---–---–ს, რომელიც მუშაობდა გ-------–-----------–--–- და აღიარა ჩადენილი დანაშაული. თანამშრომლებმა მისცეს დანიშნული 1200 ლარი, რაც გადასცა გ------- გ--------ს, ვითომდა საბურავების რეალიზაციის შედეგად აღებული მისი დარჩენილი წილი. მოწმემ განმარტა, რომ ის არ იყო გ------- გ--------ს აგენტი და არ აწვდიდა ინფორმაციას კანონდარღვევების შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და 2012 წელს ფ-----------–-–--- თანამშრომლებმა გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, სწორედ ამ დროს გაიცნო გ------- გ-------- და ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა. კ----- შ--–---–---–ს და გ------- გ--------ს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. მოწმეს არანაირი ვალი არ ჰქონდა გ------- გ--------სი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას გ------- გ-------- საქმის კურსში უკვე ჩაყენებული ყავდა, როცა ბ-–-- ბ------–---მ უთხრა რომ, უ–---- ჯ----ს სახლთან ახლოს ცხოვრობდა ს-----------–-–-------------------------–- და პრობლემას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის მოაგვარებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----- გ---–---მ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბერში დაეწერა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ--------ს მიერ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად დაედო - ლ-–- ა------ს განცხადება. განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო ორგანომ ლ-–- ა------ს გადასცა დანომრილი 300 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გადაეცა გ------- გ--------სათვის. მართლაც დაგეგმილი ოპერ----ული სამძებრო ღონისძიების შედეგად ქ. ს----–- ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს გადასცა წინასწარ დანომრილი 300 ლარი და დაპირდა, რომ დარჩენილ 1200 ლარსაც მიაწვდიდა. დაახლოებით 10 დღეში 2014 წლის 07 ნოემბერს ჩატარდა მეორე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს გადასცა ოპერატიული ჯგუფის მიერ წინასწარ დანომრილი და მისთვის გადაცემული ქიმიურად დამუშავებული 1200 ლარი. შესაბამისად, დანომრილი ფულადი თანხა გ------- გ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა და გ------- გ-------- დაკავეს. ექსპერტების მიერ სპეციალური სანათის დანათებით გ------- გ--------ს ხელზე დაუფიქსირდა ფულიდან გადასული ქიმიური ნივთიერების კვალი, ამიტომ გ------- გ--------ს ხელიდან ასევე აიღეს ანაწმენდები. გ------- გ-------- აცნობიერებდა და აღიარებდა ბრალს - ქრთამის აღებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- თ---------ემ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბერში, გ-------–-----------–--–- შევიდა ქალაქ ფ----–- მცხოვრები ლ-–- ა------ს განცხადება, პოლიციის თანამშრომელ გ------- გ--------ს შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის ნაწილი, რის სანაცვლოდაც ლ-–- ა------ს დაპირდა ჩადენილი დანაშაულის გამო მფარველობას, კერძოს პრობლემების მოგვარებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ჩატარებული იქნა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმემ 2014 წლის ოქტომბერში დაკითხა ლ-–- ა------, რის შემდეგაც დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ლ-–- ა------ს ბრალდებულისათვის უნდა გადაეცა საგამოძიებო ორგანოს მიერ სპეციალური ქიმიური ნივთიერებით დანიშნული ფული - ვითომდა რეალიზაციიდან მიღებული თანხის წილი. მას შემდეგ, რაც ლ-–- ა------ შეხვდა და გადასცა თანხა გ------- გ--------ს, ეს უკანასკნელი დააკავეს, ქურთუკის ჯიბიდან კი ამოუღეს ლ-–- ა------ს მიერ გადაცემული დანიშნული ფული 1200 ლარი. ექსპერტების მიერ ფულზე სპეციალური შუქის დანათებით იკითხებოდა წარწერა: შ---------------–--, იმავე დანათებით გ------- გ--------ს ხელებზე და ქურთუკის ჯიბეში ჩანდა ასევე ფულზე დატანილი ნივთიერების კვალი. მოწმის მიერ ჩატარდა ასევე უ–---- ჯ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, თუმცა საბურავები ვერ იქნა აღმოჩენილი. 2014 წლის ნოემბერში გ-------- მუშაობდა ს-----------–-–--------------–-----------------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----- ა------–---–მა განმარტა, რომ ქრთამის აღების ფაქტთან წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2014 წლის 7 ნოემბერს გაემგზავრა ქალაქ ს----–-. ერთ-ერთ ქუჩაზე, დაახლოებით 1400-1500 საათების შუალედში, ერთმანეთს შეხვდნენ გ------- გ-------- და ლ-–- ა------. მათი დაშორების შემდეგ მოწმემ თანამშრომელ ბ--- მ---------ესთან ერთად გააჩერა გ------- გ--------, წარუდგინა თავი, განუმარტა უფლებები და ჩაუტარა ჩხრეკა. ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა 1200 ლარი, რომელზეც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სპეციალური დაშუქების შემდეგ გამოისახა წარწერა: ,,--------–------------–---. გ------- გ--------ს შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ---------ემ და დამატებით განმარტა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გ------- გ--------ს ქრთამად ასაღები თანხის ნაწილი აღებული ჰქონდა და 2014 წლის 7 ნოემბერს კი დანარჩენი ნაწილი უნდა აეღო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ა-----ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2014 წლის 21 ოქტომბრის ლ-–- ა------ს განცხადების საფუძველზე და მან დაკითხა გ------- წ---–-----ი და გ------- გ--------. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და ნოემბერში გ------- გ-------- დაკავებული იქნა, ლ-–- ა------ს მიერ გადაცემული თანხის ნაწილის - 1200 ლარის გადაცემისთანავე. საგამოძიებო ჯგუფში იყვნენ: თ------ ა-----ე, მ----- გ---–---, ლ---- გ-----, გ------- გ-----–--ე, რ---- თ-------ე და ი-----–- თ---------ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---- თ-------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ს/ს საქმის ფარგლებში 2014 წლის 7 ნოემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- გ--------. ასევე, მოწმემ დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-----–--ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ბ--- მ---------ე, რომელიც მონაწილეობას იღებდა გ------- გ--------ს დაკავებაში, რა დროსაც გ------- გ--------ს ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 1200 ლარი, რომელიც წინასწარ იყო დამუშავებული ქიმიური ნივთიერებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- შ-----მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობდა ბ-–-- ბ------–---ს ტელეფონზე განხორციელებულ ფარულ მიყურადებაზე, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ვინმე გ--–- ბ-–-- ბ------–---ს ეუბნებოდა, რომ თბილისში ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესებული იყო საბურავების შეძენით, აინტერესებდა საბურავების ზომა, ფირმა, რა დროსაც ბ-–-- ბ------–---მ უპასუხა, რომ ზეპირად არ ახსოვდა და მისმა შვილმა გ------ იცოდა ზომები. მათ არ უსაუბრიათ საბურავების წარმოშობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- გ-----მ განმარტა, რომ 2014 წლის ოქტომბერში მოქალაქე ლ-–- ა------ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შ-------------------------------------------–-–--- თანამშრომელ გ------- გ--------ს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე. მის მიერ დაკითხული იქნა რამდენიმე მოწმე, დანიშნა კომპლექსური ჰაბიდოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზა. 2014 წელს გ--------ს დაკავებისას კ----- შ--–---–---–ი შ------------------------------ გ-------–-----------–--–- ო-----------–-------------–---------------- სამმართველოში მუშაობდა. მისთვის უცნობია ლ-–- ა------ს და კ----- შ--–---–---–ის ურთიერთობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- წ---–-----მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ჯ--------- ტ-------------–--ში“ ფინანსურ დირექტორად, კომპანია ეწეოდა საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო-საკონტეინერო გადაზიდვებს. ს------ პარტნიორის ერთ-ერთი შეკვეთის შესაბამისად, კონტეინერი უნდა წაეღოთ ს--------- მიმართულებით. კომპანიამ ტვირთი მიიღო ფ----–-, გადატვირთა შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე და 2014 წლის აგვისტოს ბოლოს მიაწოდა ს--------- რ-------–---- მიმართულებით დამკვეთ კომპანია ,,მ---- ტ-----ს“, თუმცა სექტემბერში დაუკავშირდა მიმღები კომპანიის - ,,მ---- ტ-----ის“ წარმომადგენელი და სთხოვა გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების გადაგზავნა დასკანერებული სახით, სადაც ლუქის ნომრებიც იქნებოდა მითითებული. კომპანიის მენეჯერმა დ-------- ა---------მა გადაგზავნა დოკუმენტები. კომპანია - ,,მ---- ტ-----ის“ წარმომადგენელმა პასუხად აღნიშნა, რომ კონტეინერში დაფიქსირდა დანაკლისი - დაახლოებით 200 საბურავი, თუმცა ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო, რის გამოც შპს ,,ჯ--------- ტ-------------–--ს“ პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა. მოწმემ განმარტა, რომ კონტეინერი გამოგზავნის დროს ილუქება, გამომგზავნი კომპანიის თანდასწრებით, რის შემდეგაც უკვე მიმღები კომპანიის წარმომადგენელი ხსნის ლუქს. ამასთან, საბაჟოზე ლუქის გახსნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის მნიშვნელოვანი დარღვევა, კონტეინერის გახსნასთან დაკავშირებით კი დგება ოქმი. კონკრეტული გადაზიდვა აწარმოა კომპანიის მიერ ტენდერით დაქირავებულმა მძღოლმა - ბ------–---მ. საბოლოოდ, ,,მ---- ტ-----ის“ წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ ჩატვირთვის დროს მოხდა დანაკლისი. თუმცა დანაკლისის შემთხვევები იშვიათია და შეიძლება იყო ტვირთის 5 %, აღნიშნულ შემთხვევაში კი ტვირთის 40% იყო დანაკლისი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------- ა--------მა განმარტა, რომ 2011 წლის მარტიდან მუშაობდა შპს ,,ჯ--------- ტ-------------–--ში“ გაყიდვების მენეჯერად და მის მოვალეობაში შედიოდა საბუთების გადამოწმება, ფ----–- გადაგზავნა კომპანიის წარმომადგენლებთან და გადაზიდვის პროცესის კურირება. გადაზიდვისას სატრანსპორტო კომპანია პასუხიმგებელია დანიშნულების ადგილას ტვირთი ჩაიტანოს დაუზიანებელი ლუქით. იმ შემთხვევაში, თუ ლუქი დაზიანებულია და კონტეინერში ტვირთის დანაკლისია, კომპანია აანაზღაურებს ხარჯებს, რის შემდეგაც ადგენს ე.წ. დამნაშავეს და რეგრესის წესით ინაზღაურებს გაწეულ ხარჯს. აგვისტოში შპს ,,ჯ--------- ტ-------------–--მ“ ფ-----------------–- მძღოლ ბ-–-- ბ------–---ს საშუალებით გადაზიდა - 40 ფუტიანი კონტეინერით ავტომობილის საბურავები. აღნიშნულ გადაზიდვასთან დაკავშირებით კომპანიას დაუკავშირდა ადრესატი კომპანიის წარმომადგენელი - ს------ ე---------- და აცნობა, რომ კონტეინერში იყო დაახლოებით 200 საბურავის დანაკლისი, თუმცა მანვე განმარტა, რომ კონტეინერი და ლუქი დაზიანებული არ იყო, შესაბამისად ითხოვა საბუთების გადაგზავნა, რაც გადაუგზავნა დასკანერებული სახით. ს------მა დაუდასტურა, რომ ლუქი მთელი იყო და ნომრებიც ემთხვეოდა, რის გამოც პრეტენზიას ვერ გამოთქვამდა დანაკლისზე. ტვირთის გადატანისათვის მძღოლების დასაქირავებლად კომპანია ატარებს ტენდერს და ქირაობენ იმ მძღოლს, რომელიც დაბალ ფასს შესთავაზებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ-----მ დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 8 ნოემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გ------- გ--------ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან, ბამბის ტამპონის საშუალებით აღებული ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით;

- 12 ცალ ასლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G-------- არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.

- ლარის კუპიურებზე აღნიშნული ცისფერი ლუმინესცენციის მქონე წარწერა ,,შ--------------–--“ და ნიმუშის სახით წარმოდგენილი ლუმინესცენციის მქონე წარწერა ,,შ--------------–--“, შესრულებულია ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის მქონე ფანქრით.

- ქურთუკის წინა ქვედა მარჯვენა ჯიბის შიდა მხარეს ქურთუკის ზედაპირზე წინა ქვედა ნაწილში და მარცხენა სახელოზე, ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს სარჩულზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.

- ლარის კუპიურების ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების დანაშრევი, გ------- გ--------ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონის საშუალებით აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის ნივთიერების კვალი, ქურთუკის ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერებების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონზე არსებული მოყვითალო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდებიან ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით.

მოწმემ დაადასტურა, რომ საკვლევი ობიექტები დალუქული სახით წარედგინა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- თ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 28 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სს N0----------- გამოკვლევაზე წარდგენილი N1 ვიდეოგრამიდან 00:30:48 საათზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომელიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,,P---------------“ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ვინაიდან, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი იერსახის გამოსახულება N2,3 და 4 ვიდეოგრამაზე არ ფიქსირდება, შემდეგი კვლევები გაგრძელდა N1 ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე. გამოკვლევაზე წარმოდგენილი N5 პაკეტში ლაზერულ დისკზე არსებულ 5 ცალ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომლებიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,,P---------------“ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

გამოკვლევაზე წარდგენილი N1 ვიდეოგრამიდან 00:30:48 საათზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებისა იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილ გ------- გ--------ს იერსახის გამოსახულებისა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- გ---–---------მ განმარტა, რომ მისი მეუღლე გ------- გ-------- მეგობრობდა ლ-–- ა------სთან, რომელსაც ასესხა 1500 ლარი, კერძოდ 2014 წელს გ------- გ--------მ აიღო სესხი და გადაფარა სხვა სესხები, თუმცა დარჩა 5000 ლარი, სწორედ ამ თანხიდან ასესხა გ------- გ--------მ ლ-–- ა------ს 1500 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ მის ოჯახს აღნიშნული თანხა 2 თვეში ჭირდებოდა შვილის - მ--- გ--------ს მკურნალობისთვის. მის უკმაყოფილობაზე მეუღლემ უთხრა, რომ ლ-–- ა------ დროულად დაუბრუნებდა თანხას და პრობლემა არ შეიქმნებოდა მკურნალობისას. ლ-–- ა------ს აგვისტოში უნდა დაებრუნებინა სესხი, რადგან სექტემბერში უნდა დაეწყოთ მკურნალობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- კ-------მ განმარტა, რომ 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში მოძრაობდა ქალაქ ს----–-, მ–--------- ქუჩაზე, ა---–------–-- მიმართულებით, რა დროსაც დაინახა ორი მეგობრის - გ------- გ--------ს და ლ-–- ა------ს ერთად მდგომი ავტომანქანები. დაახლოებით 10 წუთში გ------- გ--------მ დაურეკა და კითხა, ხომ არ ქონდა ე.წ. დომკრატი, ტელეფონში გაიგო ასევე ლ-–- ა------ს ხმა. დაახლოებით 15 წუთში უკან გზაზე მოძრაობისას მოწმემ ა---–------–-- შესასვლელთან დაინახა გ------- გ--------ს ავტომანქანასთან მყოფი პოლიციის 10-15 თანამშრომელი, რომლებმაც მიახლოების საშუალება არ მისცეს, ამიტომ იდგა 3-5 მეტრში და ესმოდა გ------- გ--------ს ხმა, რომ უდანაშაულო იყო და ყველაფერი სხვანაირად იყო. მივიდნენ ს-------------------–--------–-–---–---–, ავტომანქანაზე ეწყო ნივთები და მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება, რის შემდეგაც გ------- გ-------- თ---–----------------–----- წაიყვანეს. მოწმე დაახლოებით 5-6 წელია იცნობს ლ-–- ა------ს და კარგი მეგობრული ურთიერთობა ქონდათ, ბევრჯერ სამივეს ერთად უქეიფიათ. მოწმე არ იცნობს კ----- შ--–---–---–ს, მაგრამ ლ-–- ა------ ხშირად ურეკავდა ტელეფონზე მისი თანდასწრებით. გ------- გ--------ს ადვოკატთან საუბრის შემდეგ გაერკვა საქმის დეტალებში და ლ-–- ა------ს კითხა, თუ რატომ ჩაიდინა მსგავსი საქციელი, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ საქმით მაღალი რანგის ხალხი იყვნენ დაინტერესებული და არ ჩარეულიყო. მოწმემ განმარტა, რომ ლ-–- ა------სა და გ------- გ--------სგან იცოდა, რომ ამ უკანასკნელის ვალი ქონდა ლ-–- ა------ს და სექტემბერში უნდა დაებრუნებინა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნებული იქნა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების - ლ-–- ა------ს და გ------- გ--------ს შეხვედრების და საუბრების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები, ასევე ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები.

 

საქართველოს შ-----------–------–-- ბარათის თანახმად, გ------- გ-------- 2005 წლის 25 აპრილს იყო ს----------–-------–-–-------------------------------–---------------------------------------------–-------–-–------------- პატრულ-ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აღნიშნულიდან მოყოლებული მან რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია, მათ შორის 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე იყო ს--------–-----------------------------------------------------–------------------–-----------------–------------------------------–---- დეტექტივ-გამომძიებელი, ხოლო 2014 წლის 13 სექტემბრიდან ასრულებდა ს--------–-----------------------------------------------------–----------------------–--------------–--------------------------------------–--------------- გამომძიებლის მოვალეობას.

 

შ--------------–--- უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, ტელეფონის ნომერი 5-------- გაფორმებულია ლ-–- ა---------, ხოლო ტელეფონის ნომერი 5-------- ბ-–-- ბ------–---ზე.

შ------------------ წერილის თანახმად, ნომერი 5-------- ეკუთვნის გ------- გ--------ს.

2014 წლის 22 ოქტომბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2014 წლის 22 ოქტომბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 300 ლარის ოდენობით.

ოქმი N1------- თანახმად, 2014 წლის 4 ნოემბერს 12 ცალ 100 ლარიან კუპიურაზე, შემდეგი ნომრებით: G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, სპეც. ფანქრით დატანილი იქნა ფარული აღნიშვნა - ,,შ--------------–--“. ზემოაღნიშნული კუპიურები დამუშავდა სპეც. ქიმიური ნივთიერებით, რომელიც ვიზუალურად უხილავია, ხოლო ულტრაიისფერი სხივებში აქვს მოყვითალო ფერის ნათება.

2014 წლის 7 ნოემბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 ნოემბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 1200 ლარის ოდენობით, 100 ლარიანი კუპიურებით, ნომრებით: G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------.

2014 წლის 7 ნოემბრის გ------- გ--------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ქ. ს----–-, მ–--------- ქ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- გ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად შავი ფერის ნაჭრის ქურთუკის წინა მარჯვენა დაბალი ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 1200 ლარის ოდენობით, 12 ცალი 100 ლარიანი კუპიურები, ნომრებით: G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------, G--------.

2012 წლის 5 დეკემბრის საქართველოს შ--------------------------- N1------ ბრძანების თანახმად პოლიციის მაიორი გ------- გ-------- დაინიშნა შ------------–-----------------------------------------------------–---------------------–-----------------–------------------------------–---- დეტექტივ-გამომძიებლად.

2014 წლის 13 სექტემბრის საქართველოს შ-------------------------–--------------- N1------ ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი გ------- გ-------- დაინიშნა შსს ს--------–-----------------------------------------------------–-----------------------–--------------–--------------------------------------–---------------- - გამომძიებლის თანამდებობაზე.

2014 წლის 6 ნოემბრის საქართველოს შ-------------------------–--------------- N2------ ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი გ------- გ-------- დაინიშნა შსს ს--------–-----------------------------------------------------–-------------------–-----------------–--------–------- პ---–-–--------------–---------------ს (დეტექტივ-გამომძიებელი) თანამდებობაზე.

2014 წლის 4 დეკემბრის საქართველოს შ------------------------- ა-–---------- ჭ------- N2------ ბრძანების თანახმად, შსს ს--------–-----------------------------------------------------–-------------------–-----------------–--------–------- პ---–-–--------------–--------------- გ------- გ-------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შ--------------–-------------------–--------------–- 2014 წლის 8 ნოემბრიდან.

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ს----------–----–-- მიერ გაცემული ბრძანებები გ------- გ--------ს წახალისების, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მადლობისა და ფულადი პრემიის გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩ------ გ----------- გამოკითხვის ოქმის თანახმად: გ------- გ--------ს იცნობს და მეგობრობს ბავშვობიდან. 2014 წელს ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ოჯახისთვის ჭირდებოდა და სურდა ბანკიდან გამოეტანა სესხი და სთხოვა თავდებობა, რაზეც დასთანხმდა, რადგან გ------- გ-------- და მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ. საბოლოოდ, ქ. ფ----–- ,,--------------- ფილიალში ხელი მოაწერა გ------- გ--------ს მიერ ასაღები სესხის თავდებობას. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში გ------- გ--------სგან გაიგო, რომ მან მცირე დროით 1500 ლარი ასესხა ახლობელ ვინმე ა------ს.

2014 წლის 13 დეკემბრის ოქმის თანახმად, გ------- გ--------მ უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე, იმ მიზეზით, რომ გამოძიება წარიმართა არაობიექტურად, გარდა ამისა აქვს ყელის ტკივილი.

2014 წლის 11 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, 2014 წლის 9 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმიდან N0----------- ცალკე წარმოებად გამოყოფილი იქნა სისხლის სამართლის საქმე N0---------- ავტომანქანების საბურავების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა შპს ,,H-----“, რომელსაც მიადგა ქონებრივი ზიანი.

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოდგენილი - ს--------- რ-------–---- საგამოძიებო კომიტეტის მიერ დაზარალებულის წარმომადგენელ ა------ ზ----------ის 2014 წლის 18 დეკემბრის დაკითხვის ოქმის თანახმად: შ-------------- რომელსაც ის წარმოადგენს, ეწევა საბურავების იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

2014 წლის 28 აგვისტოს ,,G-------------------------ის“ თანამშრომელმა, მძღოლმა ბ-–-- ბ------–---მ გადაიტანა სატვირთო ავტომანქანით საბურავები ს--------- რ-------–---- საზღვარზე, ხოლო იქიდან ე------–- საბაჟო ტერმინალზე. საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების შემდეგ კონტეინერი გადატანილი იქნა შპს ,---------- სასაწყობო ტერიტორიაზე. საბურავების გადატვირთვის დროს ა------ ზ----------მა აღმოაჩინა, რომ გარკვეული რაოდენობა აკლდა, კერძოდ 112 ცალი განსხვავებული ზომის საბურავი, რომელთა ღირებულება ანგარიშ-ფაქტურით შეადგენდა 7859,08 აშშ დოლარს. ჩათვალა, რომ ფაბრიკაში კონტეინერში ჩატვირთული იქნა არასაკმარისი რაოდენობა, რადგან ასეთ შემთხვევას ადრეც ქონდა ადგილი. ასეთ შემთხვევაში კი დანარჩენი რაოდენობის ყიდვისას აძლევდნენ ფასდაკლებას დანაკლისის მოცულობის მიხედვით, თუმცა 14 წლის მანძილზე დანაკლისი შეადგენდა რამდენიმე ცალს და არა 100 ან მეტს. შემდეგ როცა შეატყობინა ფირმა ,,----------–--, უთხრეს, რომ მათ ჩატვირთეს სრული პარტია. დაზარალებულმა განმარტა, რომ გარდა დაკლებული საბურავების ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ღირებულებისა, კომპანიას მიადგა სხვა ზიანიც, კერძოდ სატრანსპორტო გადაზიდვისა და საბაჟო დანახარჯები, რადგან ნაკლები საქონლის გადაზიდვისას კომპანია იხდის ნაკლებ თანხას და ნაკლებ საბაჟო მოსაკრებელს. მთლიანმა ზარალმა შეადგინა 12 093,64 აშშ დოლარი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საბაჟო ტერმინალზე ლუქების გახსნისას ისინი მთელი იყო და არ იყო დაზიანებული.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე, შეთანხმდნენ ბრალდების და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ-------- საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ გ------- გ--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ფულის მოთხოვნას, რათა მან თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო მფარველობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ------- გ--------ს და ლ-–- ა------ს სავარაუდო შეთანხმებასთან მიმართებით, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეთანხმებას მფარველობის შესახებ და მის ფარგლებში რაიმე თანხის ქრთამის სახით მოთხოვნას ბრალდებულის მიერ, გარდა თავად ლ-–- ა------ს ჩვენებისა, რომლის თანახმადაც: მას შემდეგ, რაც ბ-–-- ბ------–---სთან ერთად დაგეგმა საბურავების ქურდობა, დაუკავშირდა გ------- გ--------ს და რადგან ეს უკანასკნელი იყო პ---–-–----------–-------–-, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების გამო ყავდა რამდენიმე წლით ადრე გამოვლენილი, რის შემდეგაც დაუმეგობრდა, გაანდო დანაშაულებრივი გეგმის შესახებ და დანაშაულის შედეგად მის წილი ასაღები თანხიდან ნაწილის მიცემის სანაცვლოდ, შეუთანხმდა ერთგვარ მფარველობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ლ-–- ა------მ განმარტა, რომ ბ-–--ს და უ–----- ხშირად აკონტროლებდა და სახლში აკითხავდა პოლიცია, გ------- გ-------- კი დაეხმარებოდა იმაში, რომ საბურავების ჩამოცლისას პოლიცია არ მივიდოდა და ხელი არ შეეშლებოდათ.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

ქრთამის აღების სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, კერძოდ ის, რომ იღებს ქრთამს გარკვეული ქმედების შესრულებისათვის, ან სხვა მოხელეზე ზემოქმედებისთვის, ან პირისთვის მფარველობის გაწევისთვის, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი.

ქრთამის აღების საფუძველზე შესასრულებელი მოქმედება შეიძლება ოთხი სახის იყოს, კერძოდ შესასრულებელი მოქმედება შესაძლოა: 1. შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, 2. მოხელემ თავი შეიკავოს ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, 3. არ შედიოდეს მოხელის უშუალო უფლებამოსილებაში, მაგრამ მის ავტორიტეტსა და გავლენას შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას, 4. სახელმწიფო მოხელემ სამსახურებრივი მფარველობა გაუწიოს ქრთამის მიმცემს.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ლ-–- ა------ს ჩვენების საფუძველზე ადასტურებს, რომ გ------- გ--------ს, როგორც საქართველოს შ------------–-----------------------------------------------------–----------------------–--------------–--------------------------------------–--------------- სამსახურებრივი მფარველობა უნდა გაეწია ს----–- ლ-–- ა------ს და სხვათა უკანონო საქმიანობისათვის - საბურავების ქურდობისა და შემდგომი რეალიზაციისათვის. თუმცა ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის ქრთამის ამღებმა ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის მიმართ კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად ბუნდოვანია კონკრეტულად რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა გ------- გ--------ს.

 

სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება ყველა იმ სადავო გარემოებას და ფაქტობრივ უზუსტობებს, რაც მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.

ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების თანახმად, გ------- გ--------მ 2014 წლის აგვისტოს თვეში გადაწყვიტა ლ-–- ა------საგან ქრთამის მოთხოვნა სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, მაშინ როცა გაიგო, რომ ეს უკანასკნელი მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახდენდა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციას. ამასთან, აღნიშნულს უნდა ჰქონოდა სტაბილური ხასიათი და გ--------ს, სანაცვლოდ ყოველ თვეში, 4000 ლარი უნდა მიეღო წილის სახით.

პირველი ფაქტობრივი უზუსტობა - თუ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ მოცემულობას აპრიორი გავიზიარებთ, გ------- გ--------მ უკანონო შეთავაზება მფარველობის გაწევის სანაცვლოდ (თუ თეორიულად ამგვარი შეთანხმება საერთოდ შედგა) სწორედ ლ-–- ა------სგან მიიღო და არა თავად მოითხოვა.

მეორე - ის ფაქტი, რომ ლ-–- ა------ თავად ახდენდა საბურავების რეალიზაციას, არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით და აღნიშნული არ დაუდასტურებია თავად გამოძიების საკვანძო მოწმე ლ-–- ა------საც.

მესამე - ჩადენილია, თუ არა საერთოდ დანაშაულებრივი ქმედება (საბურავების მართლსაწინააღმდეგო, ფარული დაუფლება) უტყუარად არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით. მათ შორის, 2014 წლიდან დღემდე გამოძიებას, ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა დამნაშავე პირთა დადგენა-გამოვლენის კუთხით არ განუხორციელებია. ხოლო ის ფაქტი, რომ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს გარკვეულწილად, სტაბილური ხასიათი უნდა ჰქონოდა (რაც მინიმუმ თეორიულად მაინც გაამართლებდა გ------- გ--------სთვის ყოველთვიურად 4000 ლარის - წილის მიცემის შესაძლებლობას), არ დასტურდება არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით და არც თავად მოწმე ლ-–- ა------ს ჩვენებით. ასევე, დაშვება იმისა, რომ გ------- გ--------მ ლ-–- ა------ს თავისი სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოსთხოვა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან წილი - თვეში 4000 ლარი, რაც ცხადია არათუ არარეალურია ლ-–- ა------ს მიერ გადმოცემული სქემის პირობებში თავისთავად, ასევე არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის ლ-–- ა------ს ჩვენებით.

მეოთხე - ბრალდების მხარის კატეგორიული მტკიცება, რომ სავარაუდო ქურდობის ფაქტი, ჩადენილი იყო სწორედ გ------- გ--------ს სამოქმედო ტერიტორიაზე, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან, რომლის მიხედვითაც, გ------- გ-------- 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე იყო ს--------–-----------------------------------------------------–------------------–-----------------–------------------------------–---- დეტექტივ-გამომძიებელი და მხოლოდ 2014 წლის 13 სექტემბრიდან ასრულებდა ს--------–-------------------------------------------------------–----------------------–--------------–--------------------------------------–--------------- გამომძიებლის მოვალეობას და 2014 წლის 13 სექტემბრის N1------ ბრძანებით გადაინიშნა შსს ს--------–-----------------------------------------------------–-----------------------–--------------–--------------------------------------–---------------- - გამომძიებლის თანამდებობაზე. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ თითქოსდა გ------- გ--------მ 2014 წლის აგვისტოში განიზრახა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის სახით, უკანონო მფარველობის გასაწევად თანხა მოეთხოვა მისი ნაცნობისაგან - ლ-–- ა------საგან, რომელიც ეწეოდა ნაქურდალი საბურავების რეალიზაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, მინიმუმ არასწორია, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ სადავო პერიოდში გ------- გ-------- მუშაობდა სხვა პოზიციაზე და სხვა რაიონში და ლოგიკურად ამ ლოკაციაზე და დროის ამ პერიოდში ვერ გაუწევდა რაიმე სახის სამსახურებრივ მფარველობას ლ-–- ა------ს, ხოლო წინასწარ პოლიციელ გ------- გ--------სთვის იმის ცოდნა და განჭვრეტა, რომ შემდგომში მას სამსახურებრივად სხვა (სწორედ დანაშაულებრივი ჯგუფისათვის სასურველ და მისაღებ) ლოკაციაზე გადაიყვანდნენ, კიდევ უფრო ალოგიკურია.

მეხუთე - ბრალდების მხარის მტკიცება, რომ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა სწორედ კონკრეტულ დროში და კონკრეტული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონი ზოგადად არ მიუთითებს ქრთამის ამღებსა და ქრთამის მიმცემს შორის ქრთამის გადაცემის კონკრეტული დროის მნიშვნელობაზე, თუმცა საქმეზე სწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით მნიშვნელოვანია ამ საკითხის შეფასებაც. მტკიცებულების ანალიზი კი ადასტურებს, რომ ლ-–- ა------ს და გ------- გ--------ს შეთანხმების (თუ ასეთი შეთანხმება შედგა) დროს, გ------- გ--------ს სამოქმედო ტერიტორიას არ მოიცავდა ქალაქი ს-----, შესაბამისად, მისი უფლებამოსილება ამ ტერიტორიაზე ვერ გავრცელდებოდა, ხოლო ,,საკითხის მოგვარების’’ სანაცვლოდ მისი ავტორიტეტის პირდაპირ, ან თუნდაც ირიბად გამოყენების შესაძლებლობა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებითაც არ დასტურდება. შესაბამისად, გაურკვეველია ბრალდების მხარის აქცენტი - თავისი უფლება-მოვალებების ფარგლებში რა სახის ,,მფარველობა“ და კონკრეტულად რა ფორმით უნდა განეხორციელებინა გ------- გ--------ს ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ან რა ხერხით უნდა აეცილებინა მის დაქვემდებარებაში არმყოფი, პოლიციის სხვა ტერიტორიული განყოფილების თანამშრომლების მისვლა საბურავების ჩამოტვირთვისას უ–---- ჯ----ს სახლში, მითუფრო იმ პირობებში, როცა იმავე ლ-–- ა------ს განმარტებით, უ–---- ჯ----ს პოლიცია დამოუკიდებლადაც ხშირად ამოწმებდა და სახლშიც ხშირად აკითხავდა. საყურადღებოა ერთი გარემოებაც, რომ ლ-–- ა------მ სხვა ,,თანამონაწილეებს’’ არ უთხრა და დაუმალა იმის თაობაზე, რომ მათ მფარველობას გაუწევდა სწორედ გ------- გ-------- და თავიდან აარიდებდა საბურავების ჩამოცლის დროს პოლიციელების მოსვლას, მაშინ როდესაც თავად ლ-–- ა------ აღნიშნავს, რომ თავის მხრივ უ–---- ჯ----ს მეზობელი ყავდა საქმის კურსში ჩაყენებული, რომელიც პ---–-–-------------------------–- იყო და საჭიროების შემთხვევაში პრობლემებს ის ,,მოაგვარებდა’’. შესაბამისად, მოწმე ლ-–- ა------ს ჩვენება ამ ნაწილში არალოგიკური და არადამაჯერებელია.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბრალდებამ გ------- გ--------ს ბრალად შერაცხა მხოლოდ უკანონო მფარველობის გაწევა, ვინაიდან გამოძიების შეფასებითაც კი, არსებული მტკიცებულებებით ვერ გამოიკვეთა ქრთამის აღების - როგორც დანაშაულის ობიექტური შენადგენლობის სხვა ელემენტები.

 

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ სანდოობას, უტყუარობას და საკმარისობას, ზოგადად მტკიცებით სტანდარტს, რაც გადამწყვეტია გონივრულ ეჭვს მიღმა პირის დამნაშავედ ცნობისათვის, სასამართლო გარკვეულწილად იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას და ეჭვებს ლ-–- ა------ს, ბ-–-- ბ------–---ს, უ–---- ჯ----სა და კიდევ ორი უცნობი პირის მიერ ჩადენილ შესაძლო ქურდობასთან დაკავშირებით. ცხადია, სასამართლო არ ცდება განსახილველი საქმის ფარგლებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა(არათუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა დანაშაულის ჩადენა (საბურავების ქურდობა), რთულია მტკიცება, რომ გ------- გ--------მ გასწია, ან საჭიროების შემთხვევაში გასწევდა რაიმე სახის დახმარებას ან/და მფარველობას, ქრთამის აღების სანაცვლოდ, სავარაუდოდ ჩადენილი, ან არარსებული ქურდობის ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხოლოდ და მხოლოდ ლ-–- ა------ს ჩვენება და დაზარალებულის წარმომადგენელ ა------ ზ----------ის დაკითხვის ოქმი, რომლითაც ეს უკანასკნელი ადასტურებს საბურავების დანაკლისს და მიყენებულ ზიანს, თუმცა მტკიცებულების ამ ფარგლებში უტყუარად ვერ დგინდება შემსყიდველი კომპანიის არაბრალეულობა დანაკლისთან მიმართებაში, ამ კუთხით კი დაზარალებული კომპანიის განმარტება, რომ ,,ფ--------–--“ წარმომადგენელმა აცნობა, რომ მათ ჩატვირთეს სრული პარტია უტყუარობის სტანდარტში ცხადია ვერ ჯდება, მითუფრო იმ პირობებში როდესაც ტვირთის მიმღების განმარტებით საბაჟო ტერმინალზე კონტეინერის გახსნისას ლუქები არ იყო დაზიანებული. ასევე გარკვეულ ეჭვს იწვევს ა------ ზ----------ის განმარტება, რომ საბურავების დათვლის დასრულების შემდეგ მან ბეჭედი დაასვა შესაბამის დოკუმენტს, რათა მძღოლს შეძლებოდა საზღვრის გადაკვეთა, რადგან ბეჭედის არ არსებობის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მან არ მიიღო საბურავები მძღოლისაგან. ამასთან, ბეჭდით დაადასტურა დოკუმენტი, რადგან იფიქრა, რომ ფაბრიკაში ჩატვირთეს არასაკმარისი საბურავები. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში უტყუარად არ დგინდება, დანაკლისი იყო თუ არა ლ-–- ა------ს და მის მიერ დასახელებული პირების მიერ ჩადენილი ქურდობის შედეგი, რასაც ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, გ------- გ--------მ ლ-–- ა------საგან აიღო სესხის სახით მიცემული ფულადი თანხა, თუ მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ქურდობის შემდეგ ნაქურდალი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა (ქრთამი).

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი ნაქურდალი საბურავები, ლ-–- ა------ს მიერ დასახელებულმა პირებმა კი კატეგორიულად უარყვეს მსგავსი ფაქტი. ამ კუთხით ცხადია, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმეს ბუნებრივია, აქვს უფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცეს ინფორმაცია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩვენება მისცეს სასამართლოზე ფიცის ქვეშ, რაც დამატებით ვალდებულებას აკისრებს მოწმეს კონკრეტულ კითხვებთან მიმართებით. მოწმე ბ-–-- ბ------–--- განმარტავს, რომ ლ-–- ა------ გაიცნო დაახლოებით სამი თვის წინ და არის უბრალო ნაცნობი. უ–---- ჯ----ს სახლში არასდროს მიუტანია საბურავები. მოწმე უ–---- ჯ----მ განმარტა, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რაიმე სახის უკანონო გზით მოპოვებული საბურავები არ აღმოაჩნდა. ბ-–-- ბ------–--- მასთან სახლში არასოდეს მისულა სატვირთო მანქანით და არასოდეს მოუტანია საბურავები შესანახად. საერთოდ არ იცნობს ლ-–- ა------ს და არ ქონია მასთან რაიმე სახის შეხება.

ამ კუთხით ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დამატებით მტკიცებულება, არათუ საბურავების უ–---- ჯ----ს სახლში მიტანის, არამედ როგორც მინიმუმ, ლ-–- ა------ს ან ბ-–-- ბ------–---ს უ–---- ჯ----ს სახლში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად.

ამ მხრივ კიდევ უფრო გაუგებარია ბრალდების მხარის პოზიცია ლ-–- ა------სთან მიმართებით. იმ დაშვების პირობებში, რომ მან თითქოსდა აღიარა ჩადენილი დანაშაული - საბურავების ქურდობა და ეს რეალურად არ იყო პირობითად აგენტ-პროვოკატორის ,,ლეგენდა’’, რომლითაც სავარაუდოდ უნდა ჩართულიყო დანაშაულებრივ სქემაში გ------- გ--------ს მხრიდან შესაძლო ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, მაშინ რა საპროცესო, ან საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა ბრალდების მხარემ ლ-–- ა------ს, როგორც შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირის, ან მისი თანამონაწილეების მიმართ და არ დადგა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იმ პირობებში, როცა რეალურად მხოლოდ ლ-–- ა------ს ჩვენების საფუძველზე განხორციელდა გ------- გ--------ს დაკავება. ასეთი ლოგიკით, ბრალდების მხარეს წარმატებით შეეძლო დაეკავებინა ლ-–- ა------სთან ერთად ქურდობაში ე.წ. თანამონაწილე პირებიც.

გარდა ამისა, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებულ და სასამართლოსათვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო, ვიდეო და კრებსითი მასალა უტყუარად ვერ ადასტურებს გ------- გ--------ს მიერ აღებული 1200 ლარის, როგორც მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოთხოვნას და შემდგომ აღებას. აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდებულსა და ლ-–- ა------ს შორის კომუნიკაციაში ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება აღნიშნული ფულის არათუ ქრთამად გადაცემის ფაქტი, არამედ მისი დანაშაულებრივი ბუნება, რის მტკიცებასაც ცდილობს ლ-–- ა------, რადგან ეს უკანასკნელი საუბრისას არ ახსენებს მის მიერ ჩადენილ წინარე დანაშაულს, რომლისთვისაც თითქოსდა მფარველობა უნდა გაეწია დანაშაულის ადგილიდან გამოდინარე არაუფლებამოსილ პოლიციის თანამშრომელ გ------- გ--------ს და ეს მაშინ, როცა, როგორც წესი, მსგავს საკონტროლო საგამოძიებო მოქმედებებისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები კარგად ამუშავებენ აგენტს - უთითებენ რაზე უნდა ისაუბროს და ასაუბროს დანაშაულის ჩადენაში სამხილებელი პირი, კერძოდ ავალებენ კომუნიკაციისას გამოიყენეს ისეთი ფრაზები, რაც ცხადს გახდის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ მიიღებს სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებას, რომ ლ-–- ა------მ მხოლოდ იმიტომ არ ახსენა ფარულის საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დანიშნული 1200 ლარის გადაცემისას მისი დანაშაულებრივი წარმომავლობა ან/და ქურდობის შედეგად მოპოვებული საბურავების რეალიზაციის შედეგად მიღებული წილის როგორც ქრთამის შესახებ, რომ ეს ორივე მხარისათვის - ლ-–- ა------სა და გ------- გ--------სათვის ისედაც ცხადი იყო, რომ მათ წინა დღეებში ქონდათ ამის შესახებ კომუნიკაცია, რაც თავის მხრივ, ცალკე აღებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

შესაბამისად აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს გადასცა 1200 ლარი, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულმა პირმა ვერ შეძლო გამოევლინა გ------- გ--------ს ქმედების - ფულის აღების შესაძლო დანაშაულებრივი შემადგენლობა.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როდესაც სამართალდამცავები კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაში ლ-–- ა------ს, რთავენ საგამოძიებო მოქმედებაში, ცხადია, აგენტი სამხილებელ დამნაშავესთან საუბარს იწყებს იმდაგვარად, რომ გამოვლინდეს მისი ქცევის დანაშაულებრივი ბუნება, ანუ მიღწეული იქნეს მისი მონაწილეობის მიზანი - კონკრეტული პირის დანაშაულის ჩადენაში მხილება, ვინაიდან კონკრეტული პირის ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვის დანიშნულებაა მამხილებელი მტკიცებულების მოპოვება და არა ცალკე აღებული ფულის გადაცემა, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხადია, ბუნდოვანი რჩება გადაცემულ ფულს ადრესატი იღებს როგორც წინარე ვალს, რაიმეს საზღაურს თუ მოთხოვნილ ქრთამს, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ბრალდება ამტკიცებს. ლ-–- ა------ს და გ------- გ--------ს კომუნიკაციისას არ იკვეთება მათი შეთანხმება, საბურავების ქურდობა, რეალიზაცია და ის ფაქტი, რომ 1200 ლარი არის ასეთი საბურავების რეალიზაციით მოპოვებული გ------- გ--------ს წილი - ქრთამის სახით და დაპირებული მფარველობისათვის. ბრალდების მხარე საუბრობს მხოლოდ ვარაუდებზე, ისიც მხოლოდ ლ-–- ა------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ცხადია, ვერ გახდება პირის მსჯავრდების უპირობო საფუძველი.

 

ასეთი კატეგორიის დანაშაულებში შესაძლო აგენტ-პროვოკატორის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებები და დადგენილი პრაქტიკაც. აგენტების საშუალებით ფარული საგამოძიებო მოქმედების და პოლიციის წაქეზებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე RAMANAUSKAS v. LITHUANIA, № 74420/01 .

აღნიშნული საქმის ფაქტების მიხედვით - მომჩივანმა, რომელიც იყო პროკურორი, მიუთითა, რომ 1998 წლის ბოლოსა და 1999 წლის დასაწყისში მისი პირადი ნაცნობის VS-ს მეშვეობით, მას დაუახლოვდა AZ, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. AZ-მ მას სთხოვა მესამე პირის გამართლების უზრუნველყოფა, რის სანაცვლოდაც შესთავაზა ქრთამი 3,000 აშშ დოლარი. მომჩივანმა თავიდან იუარა, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა AZ-ს, მას შემდეგ, რაც მან რამდენჯერმე გაუმეორა შეთავაზება. გამოძიებამ დაადგინა, რომ VS და AZ დაუახლოვდნენ მომჩივანს და მასთან ერთად შეთანხმდნენ ქრთამის მიცემაზე, საკუთარი ინიციატივით, თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენელთათვის შეუტყობინებლად. ამტკიცებდნენ, რომ AZ-ს ჰქონდა ეჭვი, რომ მომჩივანს წარსულშიც ჰქონდა აღებული ქრთამი. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომ VS-მ და AZ-მ პოლიციის ინსტრუქტაჟით წარმართეს მოლაპარაკება კ. რამანაუსკასთან. თუმცა, დადგენილია, რომ VS-მ და AZ-მ საპოლიციო წესებით გადასცეს მას ფული.

მომჩივანი ამტკიცებდა, რომ VS იყო პოლიციის სტაჟიანი ინფორმატორი, რაც შემოწმებულ იქნა იმ ფაქტით, რომ პოლიციამ მას მიანიჭა უფლება ემოქმედა, როგორც საიდუმლო აგენტს.

მოცემულ საქმეში თავის მხრივ მთავრობამ აღნიშნა, რომ VS და AZ დაუახლოვდნენ მომჩივანს და თავიანთი ინციატივით მოელაპარაკნენ ქრთამის მიცემაზე, ისე, რომ თავიდანვე არ შეუტყობინებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარ გეგმაზე თანხმობის გაცემისა და მისი იმპლემენტაციის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებდნენ მხოლოდ ერთ მიზანს, „შეერთებოდნენ“ დანაშაულს, რომლის ჩადენაც მომჩივანმა დაგეგმა VS-სა და AZ-სთან ერთად, ვინც მოქმედებდნენ საკუთარი ინციატივით და „პირადი პასუხისმგებლობით.

აღნიშნულ საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, განსაკუთრებით ,, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში. უფრო მეტიც, კორუფცია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, გადაიქცა უმნიშვნელოვანეს პრობლემად მრავალ ქვეყანაში, როგორც ამას მოწმობს ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია ამ საკითხზე. ამ ინსტრუმენტით ნებადართულია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საიდუმლო აგენტები, რომლებიც შეიძლება აუცილებლები იყვნენ ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები და ვალდებულებები, რაც მომდინარეობს საერთაშორისო, მრავალმხრივი კონვენციებიდან, რომლებიც უკავშირდება „სპეციალურ საკითხებს“, მაგალითად, ადამიანის უფლებებს, არ იყოს შელახული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური საგამოძიებო მეთოდების, კერძოდ, ფარული ტექნიკის, გამოყენებით თავისთავად არ შეიძლება შეზღუდოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. თუმცა, რაც შეეხება პოლიციის მხრიდან დანაშაულის წაქეზების საფრთხეს, რაც ასეთ ტექნიკის გამოყენებას მოჰყვება, მათი გამოყენება უნდა მოექცეს მკაფიო ჩარჩოებში.

პოლიციის მიერ წაქეზებას აქვს ადგილი, როდესაც მასში ჩართული ოფიცრები, უშიშროების ძალების ან მათი ინსტრუქციით მოქმედი პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტივობისგან, მაგრამ ასეთ გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დანაშაულის გამოვლენა, მტკიცებულების მოპოვებისა და დევნის აღძვრისთვის (იხ. ზემოთდასახელებული ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira de Castro) § 38 და, შედარებისთვის, Eurofinacom საფრანგეთის წინააღმდეგ (Eurofinacom v. France) (განჩინება), № 58753/00, ECHR 2004-VII).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი და არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შემდეგ, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, გ------- გ--------ს მიერ, გარკვეული სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნის ფაქტს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით გარდა ლ-–- ა------ს ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულ ფაქტს კი კატეგორიულად უარყოფს დაცვის მხარე და მიუთითებს დანაშაულის ერთგვარ პროვოკაციაზე.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ნ----- გ---–---------ს, ლ-–- კ-------ს, ჩ------ გ----------- ჩვენებით და საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2014 წელს გ------- გ--------მ ბანკში გადაფარა გარკვეული ვალდებულებები, საბანკო ოპერაციის შედეგად დარჩენილი 5000 ლარიდან კი 1500 ლარი ასესხა ლ-–- ა------ს.

ასევე, ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე გ------- ფ------ გამოკითხვის ოქმით 2014 წლის სექტემბრის თვის ბოლოს ქ. ს----–- შემთხვევით შეხვდა გ------- გ--------ს, ამ უკანასკნელმა საუბარში უთხრა, რომ თანხა ქონდა გასესხებული, თუმცა მევალემ გაუჭიანურა ვალის დაბრუნება.

მოწმის კ------------- ძ---–---- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს ბიძაშვილმა გ------- გ--------მ თხოვა მეგობრის დაკვალიანება საბურავების თემაზე, რომელიც მისი სახელით დაურეკავდა, რადგან მას ქონდა მისი ვალი და დახმარების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ვალი გაესტუმრებინა. მართლაც გ------- გ--------ს სახელით რამდენიმეჯერ დაურეკა ვინმე ლ-–-მ და საბურავებთან დაკავშირებით დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.

აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების დროს სასამართლოს უჩნდება რეალური განცდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია სწორედ გ--------სა და ა------ს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებებზე და არა ქრთამის შემადგენლობაზე, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ლოგიკური გაგრძელებაა გ--------ს ჩვენების იმ ნაწილის, სადაც საუბარია სწორედ სასესხო ურთიერთობაზე, სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ალოგიკურია, გ--------ს სხვა პირებისათვის წინმსწრებად შეექმნა არასწორი განწყობა და ფიქტიური მოცემულობა, რომ თითქოსდა მას გასესხებული ჰქონდა გარკვეული თანხა ა---------, ისე რომ რეალურად აღნიშნულს არ ჰქონდა ადგილი. ფორმალურად, თუ ამას გ-------- იმის გამო სჩადიოდა, რომ სხვების თვალში გარკვეულწილად გაემართლებინა ა------ს მხრიდან მასზე ,,სამომავლოდ’’ ფულის გადაცემის ფაქტი და ამ ფულის კანონიერი წარმომავლობა, ამ შემთხვევაში და იმ პირობებში, რომ მას ყოველ თვეში 4000-4000 ლარი უნდა მიეღო წილის სახით, ბუნებრივია, გაცილებით მეტი თანხა უნდა დაესახელებინა და ეთქვა ახლობლებისათვის, რომ ა------ს მისი სოლიდური ვალი გააჩნდა.

 

სასამართლო ცალკე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ლ-–- ა------ს არათანმიმდევრულ და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთ და სხვა მოწმეთა განმარტებების გამომრიცხავ ჩვენებაზე, ასევე, იმ ტკიცებულებებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია მოწმე ა------ს მიერ გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. ცხადია, ასეთი წინააღმდეგობრივი ჩვენება მის სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველს ქმნის. აღნიშნული მოწმის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები რიგ შემთხვევებში ურთიერთსაწინააღმდეგოა, რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხველი და რიგ შემთხვევებში არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით და ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ------- წ---–-----მა და დ-------- ა--------მა განმარტეს, რომ შპს ,,ჯ--------- ტ-------------–--ში“ ტვირთის გადატანისათვის მძღოლის მოსაძიებლად ტარდებოდა ტენდერი და ქირაობენ იმ მძღოლს, რომელიც დაბალ ფასს შესთავაზებდა. შესაბამისად, გამოირიცხა ლ-–- ა------ს განმარტება, რომ ბ-–-- ბ------–---ს მან უშოვა კონკრეტული რეისი.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ა------მ კატეგორიულად დაადასტურა, რომ გ------- გ--------ს წამლისთვის დასჭირდა ფული, რის გამოც მეგობრისგან ისესხა 300 ლარი და მისცა ბრალდებულს და ეს არ იყო მითვის ოპერატიული მიზნებისათვის გამოძიების მიერ გადაცემული თანხა, თუმცა მოცემული საქმის მთავარმა გამომძიებელმა მ----- გ---–---მ თავის მხრივ განმარტა, რომ ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს 2-ჯერ მისცა წინასწარ დამუშავებული - დანიშნული ფული 300 და 1200 ლარის ოდენობით, გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2014 წლის 22 ოქტომბრის და 2014 წლის 7 ნოემბრის ფულის გადაცემის შესახებ ოქმები, რომელთა თანახმადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ლ-–- ა------ს გადაეცა დანომრილი თანხა 300 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 7 ნოემბერს დანომრილი თანხა 1200 ლარის ოდენობით.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული 300 ლარი გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-მასალა, საერთოდ არ იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე, რაც მას მტკიცებულებით სტანდარტს უკარგავს.

აქვე მნიშვნელოვანია ლ-–- ა------ს და გამომძიებელ მ----- გ---–---ს განმარტებები, თანხების გადაცემის დროსთან მიმართებაში, კერძოდ ლ-–- ა------ განმარტავს, 300 ლარის მიცემის შემდეგ დაახლოებით 10 დღეში, ლ-–- ა------ შეხვდა ბ-–-- ბ------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ საბურავები მდინარეში გადაყარა, რადგან ქურდობის შესახებ პოლიციამ გაიგო, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში გ------- გ--------ს მისცა გამოძიების მიერ გადაცემული 1200 ლარი. მ----- გ---–--- ასევე განმარტავს, რომ განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს ს----–- გადასცა ოპერატიული ჯგუფის მიერ წინასწარ დანიშნული 300 ლარი, აქედან დაახლოებით 10 დღეში 2014 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ანუ ორივე მოწმე ადასტურებს, რომ 1200 ლარის გადაცემა მოხდა 300 ლარის გადაცემიდან დაახლოებით 10 დღეში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ლ-–- ა------ს განმარტებით, მან 300 ლარი ისესხა, მ----- გ---–---ს განმარტებით კი თანხა გამოიყო გენერალური ინსპექციის მიერ.

სასამართლოსათვის გაუგებარია პროკურორის განმარტება წინააღმდეგობის არ არსებობის შესახებ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რადგან იმ შემთხვევაში თუ ლ-–- ა------მ გ------- გ--------ს პირველ ჯერზე პირადი თანხა გადასცა, მაშინ სად წავიდა გამოძიების მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოყოფილი და ლ-–- ა------სათვის გადაცემული დანიშნული 300 ლარი ან/და რა დანიშნულებით გადაეცა მას. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაუგებარია საგამოძიებო ორგანოს მოქმედება, რადგან თუ ა------მ ქრთამის სახით გადასცა ოპერატიული თანხა გ--------ს, მაშინ რატომ არ დააკავეს პირველ ჯერზევე გ--------, რადგან ქრთამის აღება ფორმალური დანაშაულია და დასჯადია არათუ ქრთამის აღება, არამედ მისი მოთხოვნაც კი. ბუნებრივია, ეს გარემოება გარკევულ ეჭვებს ბადებს.

მოწმე ლ-–- ა------ს მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები არ დადასტურდა არცერთი სხვა მოწმის ჩვენებებით.

ასევე, ერთგვარ ეჭვს იწვევს გამოძიების მხრიდან საქმეში მხოლოდ ე.წ. კრებსების წარმოდგენა, რასაც არ დაურთო უშუალოდ აუდიო ჩანაწერების დისკები. აღნიშნული ვერ აიხსნება მხოლოდ იმ ფაქტით, რომ წარმოდგენილი კრებსები აკმაყოფილებდა გამოძიებისათვის საჭირო მოთხოვნებს. ცხადია, აუდიო-დისკების წარმოდგენით მინიმუმ დაცვის მხარეს არ ექნებოდა დამატებითი ვარაუდი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულების ავთენტურობასთან და უტყუარობასთან მიმართებით.

რაც შეეხება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, იგი ეფუძნება ასევე იმ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილების უტყუარობის სტანდარტს.

 

იმ დაშვების პირობებშიც კი, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ა------სა და გ--------ს შორის გარკვეულ შეთანხმებას და რომ მოწმე ლ-–- ა------ს ჩვენება უტყუარი და სანდოა, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ხოლო ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ გ------- გ--------ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა, რათა თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო მფარველობა და შესაბამისად, გ------- გ-------- საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 270-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- გ-------- (პ№3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- გ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას გ---–------ გ--------ს (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - 400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართული შენობა-ნაგებობით N1 გაშენების ფართობით - 148 კვ.მ. მდებარე: ქ--------------------–-----------, (საკადასტრო კოდი 4-----------).

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - DVD დისკი 04 ცალი, რომელიც წარმოდგენილია საქმეზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

გ. გ--------ს ხელის ანაწმენდი ბამბის ტამპონები, სუფთა ბამბის ტამპონი, დამუშავებული ბამბის ტამპონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნები, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა - დამუშავებული ფული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შ-----–--------------------.

გ. გ--------ს ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე