გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210017002092795
საქმე № 2/1436-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს-----------------ი“
წარმომადგენელი - გ------------–--ცი
მოპასუხე - ა-------------–-
ე---------------------ი (მონაწილეობის გარეშე)
ზ--------------–------- (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ნ--------–--–--ე (ე--------------------ის და ა-------------–-ს)
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ა-------------–-ს, ე--------------------ს და ზ--------------–-------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 49 148.71 ლარის გადახდა;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ს----------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:
1.2.1. კასპის რაიონი სოფ. ჩ-----–---ში მდებარე 501კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული №1 შენობა ნაგებობა 160.90 კვ.მ. დაეთის №2 შენობა-ნაგებობა 112.50კვ.მ.(ს/კ: №67.06.36.0--);
1.2.2. კასპის რაიონი სოფ. ჩ-----–---ში მდებარე 1601 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 103.64 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა №1 (ს/კ: №67.06.35.3--);
1.3. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით მასსა მოპასუხე ა--------------–-ს შორის 2015 წლის 23 ივნისს ს----------------სა“ (ყოფილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“) და ა--------------–-ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიხსნა სეხის ხაზი 50 000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა №იპოთეკის ხელშეკრულებ და იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე კასპის რაიონი, სოფელი ჩ-----–---ი, ს/კ: №67.06.36.0-- და ასევე 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ: №67.06.35.3--.
ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც აქივ ასანოღლის სახელზე 12 თვის ვადით გაიცა სესხი 39 000 ლარის ოდენობით, 1.14% ყოვეთვიური საპროცენტო სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით თავდებებმა ე---------------------მა და ზ--------------–-------მ იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაფარონ კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის დავალიანება და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 45 174 ლარით. მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 23 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები მდებარე კასპის რაიონი სოფ. ჩ-----–---ი (ს/კ: №67.06.36.0-- და ს/კ: № 67.06.35.3--). სესხის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის შესატანი და პირგასამტეხლო დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღეზე გაანგარიშებით. მოპასუხეებს არ გადაუხდიათ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული არც ერთი გადასახდელი და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ისინი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ. შესაბამისად, მოპასუხეთ დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 49 148.71 ლარს, საიდანაც 39 000 ლარი არის ძირითადი თანხა, სარგებელი - 5732.16 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 32.50 ლარი, პირგასამტეხლო - 4 384.05 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ იგი თანახმა არის გადაიხადოს ხესხის ძირი თანხა 39000 ლარი, ვინაიდან მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ მიღებული თანხით შეიძინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელთა რეალიზაციისას გახდა თაღლითობის მსხვერპლი და მიიღო ზარალი. რაც შეეხება პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში მან სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას სესხით ფაქტიურად სარგებლი არ მიუღია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 23 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხე ა-------------–-ს შორის 240 თვის ვადით გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება 50 000 ლარი ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები, მდებარე: კასპის რაიონი სოფ. ჩ-----–---ი (ს/კოდებით: №67.06.36.0-- და №67.06.35.3--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება;
- იპოთეკის ხელშეკრულება
4.1.2. 2015 წლის 23 ივნისის სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 39 000 ლარი 12 თვის ვადით, ყოვეთვიური სარგებელი 1.14%. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორის წინაში ძირითადი მოვალის ვალდებულებების დაფარვის თავდებობა იკისრეს მოპასუხეებმა ე--------------------მა და ზ--------------–-------მ და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 45 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება;
- თავდებობის ხელშეკრულებები
4.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისად და დამატებითი ვადის მიცემისა მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის ისტორია;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1 2016 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტის ყოვეთვიური სარგებელი 1.14% ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.27% და სიცოცხლის დაზღვევის შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება
4.2.2. მსესხებლის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება
4.2.3. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 49 148.71 ლარს, საიდანაც 39 000 ლარი არის ძირითადი თანხა, სარგებელი - 5732.16 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 32.50 ლარი, პირგასამტეხლო - 4 384.05 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''კ------- ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 416-418- ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე,895-ე, მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 23 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხე ა-------------–-ს შორის გაფორმდა გენერალური ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მათ შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება რომლითაც მსესხებელზე გაიცა 39 000 ლარი, 12 თვის ვადით, ყოვეთვიური სარგებელი 1.14%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%, მაგრამ არაუმეტეს 275 დღისა და ასევე სისცოცხლის დაზღვევის შესატანი. ე.ი. მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან.
7.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 623-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერება, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე სადავო არ გამხდარა, მსესხებლის მხრიდან ძირითადი თანხის ოდენობა, სადავოა მხოლოდ სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც კრედიტორისთვის არ დაუბრუნებია. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ისე მისი სარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით ეკისრებოდათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
7.7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ხელშეკრულებით კი ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 438 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.9. რაც შეეხება იოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებებს, საქართველოს სამოქალქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
7.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახლველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე აქივ ასანაოღლის კუთვნილიუძრავი ქონებები მდებარე კასპის რაიონის სოფ. ჩ-----–---ი და მხარეთა მიერ არც აღნიშნული ხელშეკრულება გამხდარა სადავო. ამავე ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მოპასუხეების სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.
ასევე დასაბუთებულია ს----------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
რაც შეეხება თავდებებს, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით და თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრულია 45000 ლარით.
7.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;
7.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება, თავდებობის ხელშეკრულების კანონიერება მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ კუთხითაც საფუძვლიანია. ამდენად, მათ სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება უნდა დაფარონ სოლიდარულად, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1474.46 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელეს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1474.46 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 1170.12 ლარი, ხოლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის, კერძოდ 236.10 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარემ გაიღო სასამართოს გარეშე ხარჯი 22 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ს----------------ის“ წარმომადგენლის, მარიამ დოლიძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე ე--------------------ის (პ/ნ 3----------) სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ანგარიშებს, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში დავის საგნის - 49 148.71 (ორმოცდარვა ათას ას ორმოცდარვა ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ფარგლებში ისე, რომ ყადაღა არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ა-------------–-ს, ე--------------------ის და ზ--------------–-------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: ა-------------–-ს, ე--------------------ს და ზ--------------–-------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 45 202.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 39 000 ლარი, სარგებელი - 5732.16 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 32.50 ლარი, პირგასამტეხლო - 438 ლარი. ამასთან, თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვროს 45 000 ლარის ფარგლებში.
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ა-------------–-ს საკუთრებაში არსებული და ს----------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე კასპის რაიონი, სოფელი ჩ-----–---ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნელების მიწის ნაკვეთი, ს/კ: 67.06.36.0-- და ასევე ა-------------–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე კასპის რაიონი, სოფელი ჩ-----–---ი, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნელების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: 67.06.35.3--, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის მოთხოვნა, აღსრულება მოხდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან;
4. მოსარჩელე ს----------------ს“ (ს/კ: 205232238) მის მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”საქართველოს ბანკი” სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება №800) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1474.46 ლარიდან - დაუბრუნდეს 1170.12 ლარი, ხოლო 304.34 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხეებს: ა-------------–-ს, ე--------------------ს და ზ--------------–-------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 236.10 ლარის გადახდა და ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 22 ლარის ოდენობით.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი