გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210018002543534
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21134 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე თ-- ნ-------

წარმომადგენელი ქ--------- ო----–---, ლ--- ჩ--------–---–-

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-

წარმომადგენელი ი-----–- უ----–---–-, ს--–---- გ--–-–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-------- არასრულწლოვანი შვილის ე-–--- ქ-----–---–-- (დაბადებული 2004 წლის 0--------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 13 ივლისიდან) ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის დაკისრება.

 

თ-- ნ-------- და ზ----- ქ-----–---–- ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 0------------ ზ------ ქ-----–---–- და 2004 წლის 0-------- ე-–--- ქ-----–---–-. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2005 წელს. თ-- ნ------- და ზ----- ქ-----–---–- განქორწინდნენ 2011 წლის 0-----------ს. მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელე მხარე დამოუკიდებლად წევს ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებულია ბავშვების რჩენა-აღზრდასთან. ვინაიდან მოპასუხის მშობლებისათვის კარგად იყო ცნობილი ზ----- ქ-----–---–-- დამოკიდებულება შვილებისადმი, მათ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ო–---–-------------------- უანდერძეს შვილიშვილებს - ზ------ და ე-–--- ქ-----–---–---. მოპასუხე არამხოლოდ მონაწილეობას არ იღებს ბავშვების რჩენაში, არამედ მშობლების მიერ ანდერძით განკარგული ქონების წილშიც შეეცილა თავის არასრულწლოვან შვილებს და სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, როგორც სავალდებულო წილის მემკვიდრემ, დაირეგისტრირა საკუთრებაში.

მოსარჩელეს ასევე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, 2011 წლის 0-------------- დაბადებული ლ------- მ---------–--–-. იგი ცდილობდა გამკლავებოდა ყველა ფინანსურ ვალდებულებას. შვილებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ 2017 წელს სს ,,თ--------------“ გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და აღებული თანხით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომელიც კრედიტის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიურად, ბ-----ათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 527 (ხუთას ოცდაშვიდ) აშშ დოლარს. ბინის სამშენებლო მასალების შესაძენად და კეთილმოწყობისავის სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტის სახით აღებული თანხების დაფარვის მიზნით, ყოველთვიურად მოსარჩელე იხდის 700 (შვიდასი) ლარს. ყველა ამ ფინანსური ვალდებულების და ბავშვების რჩენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოსარჩელე ცდილობს დამოუკიდებლად. იგი, როგორც მარტოხელა დედა ზრდის ორ მცირეწლოვან შვილს და ცდილობს მათ შეუქმნას ნორმალური პირობები, რათა ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღიზარდონ. თ-- ნ------- 2017 წლიდან მუშაობს შპს ,,B-------------------------”-ში და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა დაახლოებით შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. მოსარჩელეს პერიოდულად ერიცხება ბონუსი და დანამატი, რომელიც წარმოადგენს სამსახურებრივ საქმიანობიდან გამომდინარე ხარჯს და არ წარმოადგენს პერმანენტულ შემოსავალს. მოპასუხე ამჟამად მუშაობს ი--------------------------------------–-------------------–---------–-–-------------------–----------------------- თანამდებობაზე. მოპასუხე, როგორც მრავალშვილიანი მშობელი სარგებლობს გარკვეული შეღავათით, თუმცა ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ზ----- ქ-----–---–- რეალურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არ მონაწილეობს არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- რჩენაში.

(სარჩელი, 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ე-–--- ქ-----–---–-- (დაბადებული 2004 წლის 0--------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოსარჩელე მხარესთან დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2005 წელს, თუმცა ზ----- ქ-----–---–- ფინანსურად ეხმარებოდა თ-- ნ-------- ბავშვების რჩენასა და მათ აღზრდისათვის სათანადო პირობების შექმნაში. მოსარჩელე თ-- ნ-------- მოახერხა ხანშიშესული ზ----- ქ-----–---–-- მშობლების დაყოლიება და მათ საკუთრებაში არსებული ბინა (მდებარე თბილისი, ო–---–--------) უანდერძეს შვილიშვილებს. აღნიშნული ბინა მოსარჩელეს გაქირავებული ჰქონდა და იღებდა ქირას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- თანხასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მას, როგორც სავალდებულო წილის მფლობელს, ეკუთვნოდა 1/2 ნაწილი.

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ირიცხება ბინა, რომელიც დატვირთულია იპოთეკით და ბ-----ათვის გადასახდელი თანხა წარმოადგენს 527 (ხუთას ოცდაშვიდი) აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან გამოტანილი სესხი, თუმცა გაურკვეველია ამ სესხის მიზნობრიობა. აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ზრუნავს თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ბავშვის მოვლის ყოველთვიური საშუალო ხარჯის დაანგარიშების ცხრილი, რომელიც ხელოვნურად გაბერილია. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოჯახში 14 წლის მოზარდის მოვლის ყოველთვიური ხარჯი შეადგენდეს 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარს. მოსარჩელის ყოველთვიური ოფიციალური შემოსავალი შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს. მოპასუხემ ნებაყოფლობით წარმოადგინა ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომლის მიხედვითაც მისი ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენს 1575.40 ლარს, რომელშიც შედის ყველა სახის დანამატი. მოპასუხეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები და ესაჭიროებათ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა. მოპასუხის მეუღლეს ნ----- ჯ------–---–ს ასევე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას. მოპასუხე ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად იხდის ქირის თანხას 400 (ოთხასი) ლარს. მოპასუხის სახელზე დაფიქსირებულია მცირე თანხის გზავნილები ი----–------, რომელიც განხორციელდა ი---- ჯ------–---–-- მიერ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოპასუხის მეუღლის დედას და გზავნილები განკუთვნილია მოპასუხის მეუღლისათვის.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- სასარგებლოდ.

(შესაგებელი, 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე თ-- ნ------- და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- 2005 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. თ-- ნ------- ზ------ ქ-----–---–----, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–---- და ლ------- მ---------–---–---- ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ბ-------------–----–-----------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე თ-- ნ------- და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ-- ნ-------- და ზ----- ქ-----–---–- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 0------------ ზ------ ქ-----–---–- და 2004 წლის 0-------- ე-–--- ქ-----–---–-. ზ------ ქ-----–---–- სრულწლოვანია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის ისნის რ-ნის მმრ განყოფილების მიერ 1997 წლის 0-----------ს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 21);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 2-------------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ტომი 1, ს.ფ. 20).

3.2.2. თ-- ნ------- და ზ----- ქ-----–---–- განქორწინდნენ 2011 წლის 0-----------ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ 2011 წლის 0-----------ს გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 13).

3.2.3. თ-- ნ-------- ბ--- მ---------–---–---- თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 0-------------- შეეძინა შვილი, ლ------- მ---------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2011 წლის 12 სექტემბერს გაცემული დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 22).

3.2.4. მოსარჩელე თ-- ნ------- 0--------- წლიდან დასაქმებულია შპს ,,ბ-----------------------–----–“-ის წარმომადგენლობაში საქართველოში, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. ხელფასის გარდა მას ერიცხება კ------------------------–--------------------- განკუთვნილი ხარჯები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,B-------------------------”-ის მიერ 24.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 128);

_სს ,,თ------------“ ამონაწერი თ-- ნ-------- ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 129-130);

_სს ,,თ------------“ ამონაწერი თ-- ნ-------- ანგარიშებიდან, პერიოდი 13.02.2018-08.10.2018 (ტომი 2, ს.ფ. 2-49).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისიტრირების სისტემაზე დაყრდნობით, თ-- ნ-------- მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 3180.5 ლარს, მარტის თვეში - 809.78 ლარს, აპრილის თვეში - 2556.81 ლარს, მაისის თვეში - 3691.76 ლარს, ივნისის თვეში - 2624.39 ლარს, ივლისის თვეში - 3361 ლარს, აგვისტოს თვეში - 3379.99 ლარს, სექტემბრის თვეში - 2566.31, ოქტომბრის თვეში - 2569.9 ლარს, ნოემბრის თვეში - 3118.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 2441.23 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3336.9 ლარს, თებერვლის თვეში - 2620 ლარს, მარტის თვეში - 2620 ლარს, აპრილის თვეში - 2620 ლარს, მაისის თვეში - 3013 ლარს, ივნისის თვეში - 2886.25 ლარს, ივლისის თვეში - 2620 ლარს, აგვისტოს თვეში - 4314.99 ლარს და სექტემბრის თვეში - 2620 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,ბ-----------------------–----–---–--------------–----------------–--–-“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 200-201).

3.2.6. მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- ქორწინებაშია ნ----- ჯ------–---–----. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 2--------–ს გ------- ქ-----–---–- და 2010 წლის 1------------- მ------ ქ-----–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამგორის სამსახურის მიერ 2009 წლის 2--------–- გაცემული დაბადების მოწმობა ნ--------, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 96);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2010 წლის 2------------- გაცემული დაბადების მოწმობა N----------, აქტის ჩანაწერი N---------- (ტომი 1, ს.ფ. 95).

3.2.7. ზ----- ქ-----–---–- მეუღლესთან, ნ----- ჯ------–---–---- და არასრულწლოვან შვილებთან, გ------- ქ-----–---–---- და მ------ ქ-----–---–---- ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი ბ------------–--–-----------------------------;

მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი და ოჯახის წევრების ზემოთაღნიშნულ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების ფაქტს. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ყოველთვიურად მის მიერ მითითებული თანხის - 400 (ოთხასი) ლარის ქირის სახით გადახდის ფაქტი.

3.2.8. ზ----- ქ-----–---–- დასაქმებულია ს----------–----–---------------------------------------–---------–-–-------------------ში და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1969.25 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 1575.40 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შ-----------–---------–-–-------------------ის მიერ 15.08.2018 წელს გაცემული ცნობა N------- (ტომი 1, ს.ფ. 94);

_სს ,,პ------------------ის“ 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობა, ამონაწერი ზ----- ქ-----–---–- ანგარიშიდან, პერიოდი 01.012015-31.07.2018 (ტომი 1, ს.ფ. 159-193);

_სს ,,თ------------“ ამონაწერი ზ----- ქ-----–---–-- ანგარიშებიდან, პერიოდი 01.01.2015-08.10.2018 (ტომი 2, ს.ფ. 70-156).

3.2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასაახდების ადმინსიტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ზ----- ქ-----–---–-- მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1806.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 1681.75 ლარს, ივლისის თვეში - 1681.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 1681.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1681.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 2931.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1931.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1681.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 2306.75 ლარს, ივლისის თვეში - 1969.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 1969.25 ლარს და 712.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1969.25 ლარს და 425 ლარს. ბოლო ორ თვეში დამსაქმებლად ს----------–----–---------------------------------------–---------–-–-------------------თან ერთად მითითებულია შპს ,,მ-----“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 200, 202).

3.2.10. ზ----- ქ-----–---–-- სახელზე სს ,,თ----------–-“ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 08 ოქტომბრამდე პერიოდისათვის ფიქსირდება გარკვეული სახის ტრანზაქციები, მათ შორის თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, წოდებრივი სარგოს და სოციალური დახმარების დარიცხვა, სესხის დაფარვა და სხვა;

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- სახელზე და სს ,,ს----------–--------–-“ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება გარკვეული სახის საბანკო გადარიცხვები;

ზ----- ქ-----–---–-- სახელზე აღნიშნულ პერიოდში სს ,,ვ-----------–-“ და სს ,,ლ-------------–-“ რაიმე სახის საბანკო ტრანზაქციები არ ფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ------------“ ამონაწერი ზ----- ქ-----–---–-- ანგარიშებიდან, პერიოდი 01.01.2015-08.10.2018 (ტომი 2, ს.ფ. 70-156);

_სს ,,ვ-----------ის“ მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობა N0------------- (ტომი 2, ს.ფ. 158-159);

_სს ,,ვ-----------ის“ მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა, ამონაწერი 01.01.2015-12.11.2018 (ტომი 2, ს.ფ. 185-186).

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს გაცემული ცნობა N1------, ნაერთო ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 188-196);

_სს ,,ლ-------------ის“ მიერ 2018 წლის 04 დეკემბერს გაცემული ცნობა N0----------, (ტომი 2, ს.ფ. 198, 211-214).

3.2.11. არასრულწლოვან გ------- ქ-----–---–- აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია: დ-------------------------–-------------------------------–--------–--------------------------–-----–-------------–-------–----------------------–---------------–-------------–--------------–---–-------------------–--------------–---–------------–-------------------------------------–-;

არასრულწლოვანი მ------ ქ-----–---–-- დიაგნოზია: დ------------------------------------------–---------------------------------–--–-–---–--------------------–--------------–---–--------–---–--–-–---–----------–------------------–--------------–---–-------–----------–----–----------------------------------------------------–-;

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- მეუღლეს, ნ----- ჯ------–---–ს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ს------------------–----------------------------–-------–--------------. მას დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. რეკომენდრიებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,ბ--–-------------–--------------------------–----–----–------ის“ მიერ 2018 წლის 22 ა--------- გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინვოისი (ტომი 1, ს.ფ. 97-98);

_,,ბ--–-------------–--------------------------–----–----–------ის“ მიერ 2018 წლის 22 ა--------- გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინვოისი (ტომი 1, ს.ფ. 99-100);

_შპს ,,მ-------–---ს“ მიერ 2018 წლის 17 ა--------- გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნევროლოგის კონსულტაცია (ტომი 1, ს.ფ. 201-204).

3.2.12. სს ,,თ----------ს“ და თ-- ნ-------- შორის 2017 წლის 0------------ დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიღებული სესხის მიზნობრიობად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ-- ნ-------- საკუთრებაში არსებული ქონება. ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიურად ბანკში გადასახდელი თანხა შეადგენს 527 (ხუთას ოცდაშვიდი) აშშ დოლარს;

თ-- ნ-------- 2017 წლის 11 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, ბანკიდან მიიღო კრედიტი 1086.44 (ათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ასევე, სს ,,მ-----------------------------–----------------–-ს“-გან 2018 წლის 23 ივნისს მიიღო კრედიტი 2070 (ორი ათას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 26 დეკემბერს სს ,,კ------------ის“-თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო თანხა 2998.73 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი;

თ-- ნ-------- სს ,,ვ-----------–-“ საბანკო ანგარიშები არ უფიქსირდება;

მოსარჩელე თ-- ნ-------- სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------------–-“ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის თვის პერიოდისათვის ფიქსირდება გარკვეული ტრანზაქციების შესრულება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2017 წლის 0------------ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N8-------, დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 23-45);

_2017 წლის 11 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------------- (ტომი 1, ს.ფ. 46-48);

_2018 წლის 23 ივნისის კრედიტის ხელშეკრულება NG----------------- (ტომი 1, ს.ფ. 49-55);

_2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება (ტომი1, ს,ფ, 56-63);

_2017 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება N1--------------, დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 64-73);

_სს ,,თ------------“ ამონაწერი თ-- ნ-------- ანგარიშებიდან, პერიოდი 13.02.2018-08.10.2018 (ტომი 2, ს.ფ. 50-71);

_სს ,,ვ-----------ის“ მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა, ამონაწერი 01.01.2015-12.11.2018 (ტომი 2, ს.ფ. 185);

_სს ,,ლ-------------ის“ მიერ 2018 წლის 04 დეკემბერს გაცემული ცნობა N0----------, ამონაწერი თ-- ნ-------- ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 198-210, 215-218).

3.2.13. უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე ს-----------------------------–--------------–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5----------- და თბილისი, ქ----–------–----–---–-----------------------------------–-------------------–--------------------–--------------, ფ------------ კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-- ნ-------- სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 29.11.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 108-109);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.05.2016 წელი (ტომი 1, ს.ფ. 110-111).

3.2.14. მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- მიერ სს ,,ლ-------------–-“ შესრულებულია შემდეგი ტრანზაქციები (ფ-------- ი-----–----- ანგარიშზე თანხის შეტანა): 2018 წლის 24 ივლისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 23 მაისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 აპრილს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 ივლისს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, 2017 წლის 25 სექტემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 23 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 25 ნოემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 26 ივნისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 24 აპრილს - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 23 მარტს - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 26 იანვარს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 29 მაისს - 300 (სამასი) ლარი, 2017 წლის 28 დეკემბერს - 400 (ოთხასი) ლარი და 2017 წლის 23 აგვისტოს - 500 (ხუთასი) ლარი;

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ბ------------–--–---------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფ-------- ი-----–----- სახელზე;

ზ----- ქ-----–---–- სს ,,ს----------–--------–-“ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში მიღებული აქვს შემდეგი გზავნილები: 2018 წლის 18 მაისს - 30 (ოცდაათი) ევრო, 2018 წლის 29 ივნისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 06 ივლისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 12 ივლისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 2018 წლის 26 ივლისს - 100 (ასი) ევრო და 2018 წლის 26 ივლისს - 200 (ორასი) ევრო. გამომგზავნს წარმოადგენს ი---- ჯ------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ლ-------------ის“ მიერ 2018 წლის 15 ა--------- გაცემული ცნობა N---, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 105-106);

_სს ,,ს----------–--------ის“ 2018 წლის 22 ა--------- გაცემული ინფორმაცია შესრულებული ფულადი გზავნილების მიღების ოპერაციების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 107);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.03.2016 (ტომი 2, ს.ფ. 248-249).

3.2.15. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით;

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 74), სადაც მოიაზრება კვების, მოვლის საშუალებების, მედიკამენტების, განათლების, კერძო რეპეტიტორებთან დამატებით მომზადების, სხვადასხვა აქტივობების და გართობის, დასვენების ხარჯები. მშობლებს, თ-- ნ-------- და ზ----- ქ-----–---–- შორის არ ყოფილა შეთანხმება არასრულწლოვანი ბავშვისათვის დამატებით კერძო რეპეტიტორთან მომზადების ან სხვადასხვა წრეებზე სიარულთან დაკავშრებით.

მოპასუხე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- ნორმალური აღზრდისათვის საკმარისი იქნება ყოველთვიურად კვებისათვის - 100 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ხოლო 150 ლარი სხვადასხვა გასართობ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე თ-- ნ-------- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი ე-–--- ქ-----–---–-, რომელიც დაიბადა 2004 წლის 0-------- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ თ-- ნ-------- და ზ----- ქ-----–---–- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 0------------ ზ------ ქ-----–---–- და 2004 წლის 0-------- ე-–--- ქ-----–---–-. ზ------ ქ-----–---–- სრულწლოვანია. მხარეები 2005 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. თ-- ნ------- და ზ----- ქ-----–---–- განქორწინდნენ 2011 წლის 0-----------ს (3.1.1., 3.2.1, 3.2.2). მოსარჩელე მხარეს ე-–--- ქ-----–---–-- გარდა ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2011 წლის 0-------------- დაბადებული ლ------- მ---------–---–- (3.2.3). როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, თ-- ნ------- თავის შვილებთან ზ------ ქ-----–---–----, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–---- და ლ------- მ---------–---–---- ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ბ-------------–----–-----------------------------. (3.1.2.).

 

მოსარჩელე თ-- ნ------- დასაქმებულია შპს ,,ბ-----------------------–----–“-ის წარმომადგენლობაში საქართველოში, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. ხელფასის გარდა მას ერიცხება კ------------------------–--------------------- განკუთვნილი ხარჯები (3.2.4). სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მას უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. კერძოდ, მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 3180.5 ლარს, მარტის თვეში - 809.78 ლარს, აპრილის თვეში - 2556.81 ლარს, მაისის თვეში - 3691.76 ლარს, ივნისის თვეში - 2624.39 ლარს, ივლისის თვეში - 3361 ლარს, აგვისტოს თვეში - 3379.99 ლარს, სექტემბრის თვეში - 2566.31, ოქტომბრის თვეში - 2569.9 ლარს, ნოემბრის თვეში - 3118.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 2441.23 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3336.9 ლარს, თებერვლის თვეში - 2620 ლარს, მარტის თვეში - 2620 ლარს, აპრილის თვეში - 2620 ლარს, მაისის თვეში - 3013 ლარს, ივნისის თვეში - 2886.25 ლარს, ივლისის თვეში - 2620 ლარს, აგვისტოს თვეში - 4314.99 ლარს და სექტემბრის თვეში - 2620 ლარს (3.2.5).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ-- ნ-------- აქვს საკრედიტო დავალიანება სს ,,თ--------------“ და ასევე, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან (3.2.12). მოსარჩელე მხარის განმარტებით, სესხის მიღების მიზნობრიობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. საქმის მასალებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. ზ----- ქ-----–---–- ქორწინებაშია ნ----- ჯ------–---–----. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 2--------–ს გ------- ქ-----–---–- და 2010 წლის 1------------- მ------ ქ-----–---–- (3.2.6.). არასრულწლოვან ბავშვებს და ასევე, მოპასუხის მეუღლეს აქვთ გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (3.2.11). მათ სჭირდებათ სხავდასხვა სახის თერაპიული მკურნალობა და საჭირო მედიკამენტების მიღება. ოჯახი ცხოვრობს მისამართზე თბილისი ბ------------–--–-----------------------------. მოპასუხე მხარე მიუთითებს ზემოთაღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტზე, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის ქირავნობით ცხოვრების ფაქტს. საქმეს არ ერთვის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სს ,,ლ-------------ის“ ანგარიშზე თანხის შეტანის დოკუმენტი ვერ მიიჩნევა ქირის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული არ არის კონკრეტულად რა დანიშნულებით მოხდა ზ----- ქ-----–---–-- მიერ თანხის შეტანა ზემოაღნიშნულ საბანკო ანაგრიშზე (3.2.14). მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად, სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას ოჯახის წევრებთან ერთად ქირით ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- დასაქმებულია ს----------–----–---------------------------------------–---------–-–-------------------ში და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1969.25 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 1575.40 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს. საქმეში არსებული სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ზ----- ქ-----–---–-- მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1806.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 1681.75 ლარს, ივლისის თვეში - 1681.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 1681.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1681.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 2931.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1931.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1681.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 2306.75 ლარს, ივლისის თვეში - 1969.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 1969.25 ლარს და 712.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1969.25 ლარს და 425 ლარს. ბოლო ორ თვეში დამსაქმებლად ს----------–----–---------------------------------------–---------–-–-------------------თან ერთად მითითებულია შპს ,,მ-----“. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებში დაფიქსირებული თანხები მიიჩნევა მოპასუხე მხარის შემოსავლად. საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარესაა, რომელსაც უნდა ემტკიცებინა, რომ მითითებული თანხა წარმოადგენს არა მის მიერ მიღებულ შემოსავალს, არამედ სხვა დანიშნულებით შემოსულ თანხას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ზ----- ქ-----–---–-- მიერ სს ,,ს----------–--------–-“ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში მიღებულ გზავნილებს (3.2.14), თავად მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული გზავნილები განხორციელებულია მოპასუხის მეუღლის, ნ----- ჯ------–---–-- დედის, ი---- ჯ------–---–-- მიერ და განკუთვნილია მოპასუხის მეუღლისათვის. საწინააღმდეგო გარემოებაზე, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე არასრულწლოვან შვილს ფინანსურად საერთოდ არ ეხმარება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად ე-–--- ქ-----–---–-- საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარი, სადაც მოიაზრება კვების, მოვლის საშუალებების, მედიკამენტების, განათლების, კერძო რეპეტიტორებთან დამატებით მომზადების, სხვადასხვა აქტივობების და გართობის, დასვენების ხარჯები. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე მუხლები). მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–-------- საჭიროა ყოველთვიური თანხის გათვალისწინება სკოლის პარალელურად კერძო რეპეტიტორებთან მოსამზადებლად, თუმცა მას არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ბავშვის დამატებით მომზადების აუცილებლობასა და ყოველთვიურად თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულზე მოსარჩელე თ-- ნ------- მოპასუხე მხარეს, მეორე მშობელს არ შეთანხმებია. მშობლებს ურთიერთშეთანხმების ვალდებულება აქვთ მაშინაც, თუკი ერთ-ერთი მათგანი არ ასრულებს მშობლის მოვალეობას და არ უზრუნველყოფს არასრულწლოვანს აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო თანხით. მოპასუხე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- ნორმალური აღზრდისათვის საკმარისი იქნება ყოველთვიურად კვებისათვის - 100 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ხოლო 150 ლარი სხვადასხვა გასართობ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ალიმენტის მიმღები პირის საჭიროებები. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.

 

ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 13.12.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს და ნოემბრის თვისათვის - 174.3 ლარს. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. განსახილველ დავაზე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის შემოსავლის ოდენობას, რომლის ნახევრის სამ ნაწილად (მოპასუხეს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი) განაწილების შემთხვევაში, მიღებული თანხის ოდენობა იქნება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო შემოსავლის ნახევარს მოპასუხე განკარგავს თავისი პირადი შეხედულებით. არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–-- ინტერესებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოპასუხე ზ----- ქ-----–---–---- მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების, გ------- ქ-----–---–-- და მ------ ქ-----–---–-- უფლება - მშობლისგან მიიღონ აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები. გარდა აღნიშნული მსჯელობისა, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმის მაქსიმუმ ოდენობას (საშუალოდ 177-180 ლარი), რასაც უნდა დაემატოს არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა და მიღებული თანხის დაანაგრიშება უნდა მოხდეს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელი დასაქმებულია, აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად შესწევთ უნარი, უზრუნველყონ არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯი. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ-- ნ------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით (იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულება, 2018 წლის 11 ივლისის საგადახდო დავალება N1--------- (ტომი 2, ს.ფ. 243-247). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 120 (ას ოცი) ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თ-- ნ-------- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ზ----- ქ-----–---–-- (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–-- (დაბადებული 2004 წლის 5-------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 13 ივლისიდან) ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. დაეკისროს მოპასუხე ზ----- ქ-----–---–- (პირადი №0----------) მოსარჩელე თ-- ნ-------- (პირადი №0----------) სასარგებლოდ 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე