გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002569056
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2-928-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი 2--- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ი-----–------ია

წარმომადგენელი - ნ-----–----–---ია

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ნ---------ია

წარმომადგენელი - მ----–--------–ი

 

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით): ქორწინების შეწყვეტა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით): ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველ სარჩელში)

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა ი-----–------იასა (პ/ნ 0----------, დაბადებული 2----.1--- წ.) და ნ---------იას (პ/ნ 4----------, დაბადებული 0--------- წ.) შორის რეგისტრირებული 1--- წლის 1- ნ--------ს, აქტის ჩანაწერი №----.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ი-----–------ია და ნ---------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- ნ-----რიდან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–-------ი -, დაბადებული 2--- წლის 0--------–ს, გ-------–-----ია - დაბადებული 2----–-–----------------–ს. დაქორწინების შემდეგ მხარეები ცხოვრობდნენ რ------ის ფ-------–-აში, კერძოდ ქალაქ ს-------------------ში. მოგვიანებით მხარეთა ურთიერთშეთანმხებით მოპასუხე შვილებთან ნ-----–-------იასთან და გ-------–-----იასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, რათა ბავშვებისათვის მიეცა ქართული სწავლა-განათლება, ხოლო მოსარჩელე ი-----–------ია დარჩა რ------ის ფ-------–-აში. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში აღმოაჩნდათ სხვადასხვა ხასიათი, განსხვავებული ჩვევები, მიზნები და მისწრაფებები, რის გამოც შეუძლებელია მათი შემდგომი ერთად ცხოვრება, შესაბამისად ი-----–------იას მოთხოვნაა მოხდეს ქორინების შეწყვეტა.

 

2. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველ სარჩელზე)

 

2.1. ნ---------იამ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნო.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში)

 

3.1 ი-----–------იასთვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული გ-------–-----იას სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–--------------რიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ი-----–------ია და ნ---------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- ნ-----რიდან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: - ნ-----–-------ია, დაბადებული 2--- წლის 0--------–ს და - გ-------–-----ია დაბადებული 2----–-–----------------–ს. გ-------–-----ია არასრუწლოვანია, ხოლო ნ-----–-------ია სტუდენტი. ნ---------ია მოცემული დროისთვის არის დროებით უმუშევარი, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებს და ითხოვს დაეკისროს ი-----–------იას ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რადგან ი-----–------ია მოღვაწეობს რ------ის ფ-------–-აში, აქვს ბიზნესი და მატერიალური თვალსაზრისით გამართულია.

 

4. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

 

4.1. ი-----–------ია არ არის თანახმა არასრულწლოვანი შვილის, გ-------–-----იას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდაზე, მისი განმარტებით, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლებს სარჩელში მითითებული ოდენობით ალიმენტის გადახდას, ვინაიდან არის უმუშევარი და არ აქვს შემოსავალი.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. ი-----–------ია და ნ---------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- ნ-----რიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18).

 

5.1.2. ი-----–------იასა და ნ---------იას ჰყავთ ორი შვილი: 2--- წლის 0--------–ს დაბადებული ნ-----–-------ია და 2----–-–----------------–ს დაბადებული გ-------–-----ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობები ( ს.ფ. 19 - 20).

 

5.1.3. ი-----–------იას აქვს დადებული სესხის ხელშეკრულება ტ---------------–--თან (პ/ნ 0----------), რომლის თანახმადაც ი-----–------ია ვალდებულია 2--- წლის 0- ნ-----რიდან 0- წელში გადაუხადოს გამსესხებელ ტ---------------–--ს 5--------------–--------------- აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 126)

 

5.1.4. მხარეები ცხოვრობენ ერთად; არასრულწლოვანი შვილი, ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილისათვის საჭირო ხარჯების გადახდაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

5.1.5. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება, ი-----–------იასა და ნ---------იას შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

5.1.6. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მხარემ ი-----–------იამ სახელმწიფო საზღვარი გადალახა 2--- წლის 0- ი---რიდან 2--- წლის 0- დეკემბრამდე ს.ს.კ.გ. "თბილისის აეროპორტი"-ს და ს.ს.კ.გ. "სარფი"-ს გავლით, 2--- წლის 2- ი---არს, 2--- წლის 1- მ---სა და 2--- წლის 0- ო----------ს თბილისის აეროპორტის მეშვეობით უფიქსირდება გასვლა, 2--- წლის 2- ა-----–ს, 2--- წლის 2- ი--–--ს და 2--- წლის 0- ო----------ს შემოსვლა ასევე თბილისის აეროპორტში, ხოლო 2--- წლის 1-------------ს გასვლა უფიქსირდება სარფის გამტარი პუნქტის მეშვეობით და 2--- წლის 1-------------ს ამავე გამშვები პუნქტით შემოსვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 146-147)

 

5.1.7. მხარეების ი-----–------იასა და ნ---------იას არასრულწლოვანი შვილი გ-------–-----ია სწავლობს შპს „ქა-------–-----–---–----–- - თბილისის“ XI კლასში, სადაც სწავლის საფასური შეადგენს 2800 (ორიათას რვაასი) ლარს, ნ-----–-------ია არის სტუდენტი, სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკუტ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც სწავლის საფასურს შეადგენს 2--0 ლარს, მხარეთა შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემდეგ, სწავლის საფასურის გადახდა უწევს ნ---------იას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა შპს „ქა-------–-----–---–----–- - თბილისი“-დან (ს.ფ. 148)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

5.1.8. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ი-----–------იას რ------ის ფ-------–-აში ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლის რჩენა აღზრდაში ის მონაწილეობას არ იღებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

5.1.9. ნ---------ია ბოლო ერთი თვეა, რაც მუშაობს ძიძად და აქვს 4-- ლარი ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

6.2.1. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა გარემოება იმის თაობაზე, რომ ი-----–------ია დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით რ------ის ფ-------–-აში, სადაც აქვს შემოსავალი, რომლითაც უზრუნველყოფდა ოჯახს. მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვის დროისთვის იგი არ ეწევა ბიზნესს და არ აქვს შემოსავლები ი-----–------იას არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე, გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მას მატერიაურად ეხმარებიან ახლობლები და მის კმაყოფაზეა სხვა პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

-ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 146-147)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით და მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით.

 

8. განქორწინების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 112--ე, 1127-ე, 110--ე მუხლები;

 

9. ალიმენტის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 121--ე, 1214-ე, 12---ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

10. სამართლებრივი შეფასება

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 112--ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 110--ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის. მხარეთა შორის არ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-----–------ია და ნ---------ია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- ნ-----რიდან. მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ამასთან, მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ნ---------იამ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

10.2. ნ---------იამ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–----------------–ს დაბადებული გ-------–-----ია, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 121--ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-30--294-2---, 3.0-.2--- წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ნ---------ია დროებით მუშაობს ძიძად სადაც მისი შემოსავალი 4-- ლარია, რაც შეეხება მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ი-----–------იას, როგორც თავად აცხადებს მოცემული დროისთვის არის უმუშევარი, თუმცა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მას შეწყვეტილი აქვს ბიზნესი, მისი ახსნა-განმარტების თანახმად იგი წლების განმავლობაში ეწეოდა ბიზნესს რ------ის ფ-------–-ასა და ბელარუსიში, კერძოდ ლითონის გაყიდვასთან დაკავშირებით ჰქონდა შუამავლის ფუნქცია მყიდველსა და გამყიდველს შორის. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მას მატერიალურად ეხმარებიან ახლობლები და ასევე მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეები და მათი საერთო შვილი ცხოვრობენ ერთად, რომლის აღზრდა-განვითარების ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს დედა ნ---------ია, რაც არ არის საკმარისი მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) არის შრომისუნარიანი და აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი სწავლობს „შპს ქართულ სასწავლებელ - თბილისში“ XI კლასში, სადაც სწავლის წლიური საფასურია 2800 ლარი, მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) დროებითი სამსახურიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით არასრულწლოვანის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ არის. ამასთან გასათვალისწინებელია სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობა, მით უფრო რომ აღნიშნული საარსებო მინიმუმი გამოთვლილია სრულწლოვანი ადამიანის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ხოლო არასრულწლოვნების საჭიროებები ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატება ზრდასრულის მოთხოვნებს.

 

სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმი 2--- წლის ი--–--ის თვისათვის შეადგენდა - 171.5 ლარს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები - ). აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხის დასაქმებას დაადასტურებდა, ისევე როგორც არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შეწყვეტილი აქვს ბიზნესი ბელარუსიისა და რ------ის ფ-------–-აში, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, გამოცდილება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები და ა.შ. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე, შესაბამისად, მოპასუხეს აქვს უნარი და შესაძლებლობა იზრუნოს შვილზე და შეუქმნას მათ სათანადო პირობები. შესაბამისად, უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები და არის დროებით უმუშევარი, ვერ შეძლებს 100 ლარზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენოას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპაწსუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

არასრულწლოვნები, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 350 ლარი.

 

ი-----–------იასთვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და სწავლა-განათლების მისაცემად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2--- წლის 10 სექტემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით თვეში 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

11. საპროცესო ხარჯები

 

11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ვინაიდან, მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ) განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ არსებობს მისთვის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) უნდა დაუბრუნდეს 2--- წლის 31 ი--–--ს ნ-----–----–---იას მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ი-----–------იასთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 63 (სამოცდასამი) ლარის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, მე-14, 41-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-9-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–------იას სარჩელი ნ---------იას მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ი-----–------იასა (პ/ნ 0---------- ,დაბადებული 2----.1--- წ.) და ნ---------იას (პ/ნ 4----------, დაბადებული 0--------- წ.) შორის, რეგისტრირებული 1--- წლის 1- ნ--------ს, სააქტო ჩანაწერი №---.

 

2. ი-----–------იას (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს ნ-----–----–---იას მიერ 2--- წლის 31 ი--–--ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია სს თიბისი ბანკში“ , ბანკის კოდი TRESGE2-, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი # 300-731-0;

 

3. ნ---------იას არ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ი-----–------იას სასარგებლოდ.

 

4. ნ---------იას შეგებებული სარჩელი ი-----–------იას მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

4.1. ი-----–------იას (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული გ-------–-----იას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–--------------რიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

5. ი-----–------იას (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 63 (სამოცდასამი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

9. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე