განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2019
საქმის ნომერი
010100118002567674
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100118002567674

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ზურაბ კონცელიძე

 

ბრალდებული - ბა-----------------ძე

ადვოკატი - ნუ-------------–იძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ბა-----------------ძე

მამის სახელი: ენვერი

დაბადებული: 05.10.1978 წელი

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61--------0

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ხელვაჩაურის რაიო--, სოფ. გო--ო.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი

 

დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 26 ივნისი, 10:52 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 09 ივნისს, ქ. ბათუმში, აკ. წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევი ბა-----------------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა ალ------------ანის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებულ მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით და სხვა პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 850 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბა-----------------ძეს ალ------------ანის კუთვნილი ნივთები 2018 წლის 09 ივნისს არ მოუპარავს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება:

 

3. 2018 წლის 09 ივნისის N1364286 შეტყობინების თანახმად "..მოგვმართა მოქალაქე ალ------------ანმა და განაცხადა, რომ ... მისთვის უცნობმა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვის ეტლის ჯიბიდან მოპარა საფულე..."

 

4. 2018 წლის 09 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომლის ხელმოწერაზე ბა-----------------ძემ უარი განაცხადა, ამ უკანასკნელის პირადი ჩრეკისას ამოღებული იქნა 105 ლარი და 50 თეთრი, ხატი, ბეჭედი და სხვა ნივთები.

 

5. 2018 წლის 09 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დაზარალებულმა ალ------------ანმა განაცხადა შემდეგი: "... ჩემზე წარმოდგენილ სამ მამაკაცთაგან ამოვიცანი...ის პირი, რომელმაც 2018 წლის 09 ივნისს...საბავშვო ეტლის ჯიბიდან მოპარა მისი კუთვნილი საფულე...

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ალ------------ანმა დაადასტურა მისი კუთვნილი საფულის, მასში მოთავსებული ფულის და ნივთების ქურდობის ფაქტი, მაგრამ ადვოკატის შეკითვაზე განმარტა, რომ უშუალოდ ქურდობის მომენტი არ დაუნახავს.

 

7. 2018 წლის 22 ივნისის 1900-1920 საათის შუალედში ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით გამომძიებელმა ნუ----------ძემ დაზარალებულ ალ------------ანის მონაწილეობით და ხელმოწერით შეადგინა ოქმი "... ამოცნობის ჩატარების მიზნით. ჩემს მიერ გახსნილი იქნა შსს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილი... პაკეტი... გახსნის შემდგომ პაკეტიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ბეჭედი..."

 

8. 2018 წლის 22 ივნისის 1925-1950 საათის შუალედში ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით გამომძიებელმა ნუ----------ძემ დაზარალებულ ალ------------ანის მონაწილეობით და ხელმოწერით შეადგინა ოქმი "... ამოცნობის ჩატარების მიზნით. ჩემს მიერ გახსნილი იქნა შსს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილი... პაკეტი... გახსნის შემდგომ პაკეტიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მცირე ზომის ხატი..."

 

9. 2018 წლის 22 ივნისის 1953 -2000 დროის შუალედში ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად დაზარალებულმა ალ------------ანმა ამოიცნო სამ ბეჭედს შორის ბეჭედი, რომელიც მასთან ერთად რამოდენიმე წუთით ადრე გამომძიებელმა დალუქული პაკეტიდან ამოიღო.

 

10. 2018 წლის 22 ივნისის 2002 -2010 დროის შუალედში ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად დაზარალებულმა ალ------------ანმა ამოიცნო სამ ხატს შორის ხატი, რომელიც მასთან ერთად რამოდენიმე წუთით ადრე გამომძიებელმა დალუქული პაკეტიდან ამოიღო.

 

11. ბრალდებული ბა-----------------ძე უარყოფს ქურდობის ჩადენას და მიუთითებდა მის მიმართ შესაძლო არამართლზომიერ მოქმედებების განხორციელებაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება, 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

 

13. სასამართლო მიუთითებს, რომ ბა-----------------ძის მხრიდან ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, რომლებიც დამოუკიდებლად, ქონების მესაკუთრის - დაზარალებულის მხრიდან ამოცნობის გარეშე ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გო--ვრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ამასთან ნათელია, რომ ამოცნობის ოქმები არ წარმოადგენს კანო--ერად მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.

 

2. უდავოდ დადგენილია, რომ გამომძიებელმა დაზარალებულს ამოცნობის ჩატარებამდე ანახა და მასთან ერთად დაათვალიერა როგორც ხატი, ასევე ბეჭედი (იხ. განაჩენის მე-7 და მე-8 პარაგრაფი), რითაც ხსენებული მტკიცებულების - ამოცნობის ოქმების ჩატარების კანო--ერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მათი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის და 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესებს.

 

14. ზემოხსენებული ანალიზით ნათელია, რომ გამომძიებლის მხრიდან დაზარალებულის დათვალიერების ოქმში დამსწრე პირად მონაწილეობის უზრუნველყოფით კანო--სმიერი საფუძველი გამოეცალა ნივთების ამოცნობას, რადგან დათვალიერებისას დაზარალებულმა ნახა ერთი ნივთი და სწორედ ამ ერთი ნივთის ამოცნობაში ყოფნა მიუთითებს, რომ ანა ზადურიანს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.

 

15. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

16. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გო--ვრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანო--ს შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

18. ამოცნობის ოქმის გარეშე ბა-----------------ძის მიმართ ბრალდება უმეტესად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ისეთი ნივთების ნაწილი, რომლის გვარეობითი ნიშნები იდენტურია დაზარალებულ ალ------------ანისადმი მოპარული ნივთების ნაწილის.

 

19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გო--ვრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე პირის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

20. გო--ვრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გო--ვრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანო--თ დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანო--თ სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

21. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გო--ვრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბა-----------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბა-----------------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბა-----------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო--სძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი ერთი ცალი დისკი, შპს ,,ფეშენი’’-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთი ცალი DVD დისკი, ბა-----------------ძის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს.

 

ბა-----------------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანო--ერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განიმარტოს, რომ ბა-----------------ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანო--ერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი