გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
330310018002529156
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე N3/4229-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ვ-–-------- ბ------–---–-

წარმომადგენელი - კ-------------–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა წარმომადგენელი - მა-------------–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N6-------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანება „ვ-–-------- ბ------–---–-სა და მისი წარმომადგენლის კ-------------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე”.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ „ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

.

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. თბილისის ნაძალადევის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 6. სექტემბრის N2-- განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ჩ-------–---–---------ში ჩაწერილ ვ-–-------- დ-----ის ძე ბ------–---–-ს ხუთსულიან ოჯახს, კომუნალური საცხოვრებელი ოთახების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გამოეყო ქ. თბილისში, უ-–-------------აზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე არსებული ოთხოთახიანი ბინა, ფართით: 52,7 კვ.მ. და მოიხსნა აღრიცხვიდან.

 

ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება თბილისის ნაძალადევის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 6 სექტემბრის N2-- განკარგულებაში და ვ------------–---–- 4 სულზე (თვითონ, მეუღლე და 2 შვილი) გამოეყო თ--------–---–------------------------------- სადარბაზო, მე-6 სართულზე მდებარე 39,62 კვ.მ. ფართობის მქონე სამოთახიანი ბინა, ხოლო მის ვაჟიშვილს, დ----- ვ-–--------ის ძე ბ------–---–ს გამოეყო თ--------–---–-------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის ნაძალადევის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 6 სექტემბრის N2-- განკარგულება (ს.ფ. 17-19);

- ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-21).

 

3.1.2. 2016 წლის 23 მარტს ვ-–-------- ბ------–---–-ს წარმომადგენლებმა კ-------------–მა და თ------------ემ N1-------- განცხადებით მიმართეს ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებაში შეცდომის გასწორება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ-–-------- ბ------–---–ს 4 სულზე (თვითონ, მეუღლე და 2 შვილი) გამოეყოფა საცხოვრებელი ბინა მდებარე: დ------------–-------------------------, მე-5 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 78.

 

ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- წერილით ვ-–-------- ბ------–---–ს განემარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებდა ცვლილებას ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებაში, კერძოდ, მისამართს: „თ--------–--------------------------9, მე-5 სადარბაზო, მე-6 სართული” ვერ ჩაანაცვლებდა მისამართით: „დ---------------------–-----------------------------, ბინა N78”. ამავე წერილით ვ-–-------- ბ------–---–ს ეცნობა, რომ მართალია, ნაძალადევის რაიონის გამგეობა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს, მაგრამ იგი მოქმედებს დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და არა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, რის გამოც არ არის უფლებამოსილი, შეიტანოს მასში ცვლილება. ასევე აღინიშნა, რომ შეცდომის გასწორების შემთხვევაშიც, ვ-–-------- ბ------–---–ს არ გააჩნია უფლება ალტერნატიული საცხოვრებლის სახით გამოყოფილ ორ ბინაზე, ვინაიდან იგი დღემდე ცხოვრობს ურიდიას (ყ--------------–---–--) ქ. N1-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-–-------- ბ------–---–-ს წარმომადგენლების კ-------------–ისა და თ------------ის 2016 წლის 23 მარტის N1-------- განცხადება (ს.ფ. 89-90);

- ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- წერილი (ს.ფ. 34).

 

3.1.3. 2017 წლის 25 მაისს ვ-–-------- ბ------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა კ-------------–მა N1-------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის No--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვ-–-------- ბ------–---–-სა და მისი წარმომადგენლის კ-------------–ის 2017 წლის 25 მაისის N1-------------- ადმინისტრაციული საჩივარი და კანონიერად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- წერილობითი პასუხით განხორციელებული ქმედება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-–-------- ბ------–---–-სა და მისი წარმომადგენლის კ-------------–ის 2017 წლის 25 მაისის N1-------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 158-160);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანება „ვ-–-------- ბ------–---–-სა და მისი წარმომადგენლის კ-------------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე” (ს.ფ. 36-40).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–-------- ბ------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

.6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ

სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის - არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანება „ვ-–-------- ბ------–---–-სა და მისი წარმომადგენლის კ-------------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სო ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე - ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 6 სექტემბრის No2-- განკარგულებით, ჩ-------–---–---------ში ჩაწერილ ვ-–-------- ბ------–---–-ს ხუთსულიან ოჯახს, კომუნალური საცხოვრებელი ოთახების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გამოეყო ქ. თბილისში, უ-–-------------აზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე არსებული ოთხოთახიანი ბინა, ფართით: 52,7 კვ.მ. და მოიხსნა აღრიცხვიდან, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ განკარგულებაში და ვ-–-------- ბ------–---–ს 4 სულზე (თვითონ, მეუღლე და 2 შვილი) გამოეყო თ--------–---–------------------------------- სადარბაზო, მე-6 სართულზე მდებარე 39.62 კვ.მ. ფართობის მქონე სამოთახიანი ბინა, ხოლო მის ვაჟიშვილს, დ----- ვ-–--------ის ძე ბ------–---–ს გამოეყო თ--------–---–-------------------------, მე-2 სადარბაზო, მე-8 სართულზე მდებარე, 17,2 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა N19.

 

2016 წლის 23 მარტს ვ-–-------- ბ------–---–-ს წარმომადგენლებმა კ-------------–მა და თ------------ემ N1-------- განცხადებით მიმართეს ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებაში შეცდომის გასწორება, რის. საფუძვლადაც მითითებული იქნა, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა შეცდომა იმ კუთხით, რომ რეალურად მისი ოჯახის გაყოფისას ამ უკანასკნელს 4 სულზე (თვითონ, მეუღლე და 2 შვილი) გამოეყო საცხოვრებელი ბინა არა გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე, არამედ საცხოვრებელი ბინა მდებარე, დ------------–-------------------------, მე-5 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა N78.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- წერილით ვ-–-------- ბ------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მართალია, ნაძალადევის რაიონის გამგეობა წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს, მაგრამ იგი მოქმედებდა დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და არა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, რის გამოც არ ჰქონდა უფლებამოსილება შეეტანა ცვლილება ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1992 წლის 15 აპრილის N3-- გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს, ხოლო მის - უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ნაძალადევის რაიონის გამგეობა, რომლის სტრუქტურა და “უფლებამოსილება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი მე თვითმმართველობის კოდექსის“ მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპიური დებულებით.

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთნება რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი “ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, რისი განხორციელების დროსაც გამგეობა ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივა-ტიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარ-მოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მე-2 მუხლის კი ადგენს, რომ წესის შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის - შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

ამავე წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზო-ლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილო-ბითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები კი ადგენენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალის-წინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღ-მას-რუ-ლე-ბელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარეთა მითითებას, რომ წინამორბედი ადმინისტრაციული ორგანოსგან განსხვავებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობას აღარ გააჩნია საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებზე განაწილების ფუნქცია-მოვალეობები და დამატებით მიუთითებს, რომ გამგეობა უფლებამოსილია, უკვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნის და სხვათა საფუძველზე, გამოსცეს გადაწყვეტილება კანონიერი მოსარგებლისათვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში ისეთი არსებითი შესწორების შეტანა (უძრავი ნივთის მისამართის ცვლილება), რაც სასამართლოს მოსაზრებით არ შეიძლება შეფასდეს ტექნიკურ უსწორობად, აღნიშნული შესწორების შეტანა (სხვა მისამართზე მდებარე ბინის გადაცემა) გამოიწვევს აქტის შინაარსის არსებით შეცვლას, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას წარმოადგენს, რისი უფლებამოსილებაც გამგეობებს აღარ გააჩნიათ. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ის უძრავი ნივთი რომლის გადაცემასაც ითხოვს მოსარჩელე ტერიტორიულად მდებარეობს საბურთალოს რაიონში (დიდი-დიღომი, მე-4 მ/რ, 29 კორპ. მე-5 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 78) და მისი კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვა განეკუთვნება საბურთალოს რაიონის და არა ნაძალადევის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის N3------------- გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 ივნისის No--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ვ-–-------- ბ------–---–სა და მის წარმომადგენელს კ-------------–ს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის

თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმეს უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 04 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ვ-–-------- ბ------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 და ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ვ-–-------- ბ------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–-------- ბ------–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ-–-------- ბ------–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი)

ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი