გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002648498
საქმე #3/41-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.12. 2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - ნ--- ერ------ი
წარმომადგენელი: ქე------ მი--------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისი
წარმომადგენელი - მა----- ბა------ე
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ ქ. საჩხერეში, ს---------- ქუჩა N 2-ის მიმდებარედ ნ--- ერ------ის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის გვერდით, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, 30 კვ.მეტრი მიწის ფართობის ნ--- ერ------ის საკუთრებაში რეგისტრაცია.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 20 ა-----–- მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით რათა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოეხდინა ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N 2-ის მიმდებარედ, მის საკუთერებაში მყოფი ავტოფარეხის გვერდით მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული 30 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაზედაც წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- გადაწყვეტილება N9/4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ოფისმა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის და შეფასების გარეშე, ამავე დროს მისი თანხმობის გარეშე 2018 წლის 10 მაისის N 2----- წერილით მასალები გადაუგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. კომისიის სხდომაზე მოსარჩელემ დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა საკითხის განხილვას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ იყო თვითნებურად დაკავებული და მასზე არსებობს მართლზომიერ მფლობელის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისია დაეთანხმა მის არგუმენტებს და უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტით. რაც გულისხმობს საკუთრების აღიარებაზე უარს, მაშინ როდესაც არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხის საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისის N 8------------13 გადაწყვეტილებით უარი უთხრა სადაო ქონების რეგისტრაციაზე, რაც გაასაჩივრა 2018 წლის 18 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით. თუმცა საჯარო რეესტრმაც გაიზიარა იმერეთის რეგიონული ოფისის პოზიცია და 2018 წლის 20 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მითითებით საჩივრის განხილვა არ მომხდარა ზეპირი მოსმენით, რითაც წაერთვა უფლება დაეფიქსირებინა თავისი აზრი.
მოსარჩელე არ ეთანხმება საჯარო რეესტრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან მის მიერ არა თუ სწორად არ შეაფასა, საერთოდ უგულვებელყოფილი იქნა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მართლზომიერი მფლობელის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- გადაწყვეტილება N9/4, აღნიშნულთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 20 ა-----–- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ--- ერ------ის წარმომადგენელმა ქე------ მი--------ემ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქალაქი საჩხერე, ს---------- ქუჩა, ფართობი -30 კვ.მ. დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რისთვისაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, პირადი განცხადება, 2016 წლის 26 სექტემბერს გაცემული N1-------- მინდობილობა, 2004 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2-07), საჩხერის საკრებულოს გამგებლის მიერ 19-- წლის 27 ნოემბერს გაცემული N9 განკარგულების ასლი, საჩხერის საკრებულოს გამგეობის მიერ 1993 წლის 29 ს----------- N9/4 გადაწყვეტილების ასლი და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- N168 გადაწყვეტილება. განცხადებას თანდართული 2004 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2-07) დგინდება, რომ ნ--- ერ------ი წარმოადგენს ოთ---- მი--------ის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეს, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო.
საჩხერის საკრებულოს გამგებლის მიერ 19-- წლის 27 ნოემბერს გაცემული N 9 განკარგულების თანახმად, ოთარ გი------- ძე მი--------ეს ნება დაერთო, ს---------- ქ. N 2/36-ში მდებარე სახლის აღმოსავლეთ მხარეს თავისუფალ ადგილზე, ყოფილი გამწმენდი ნაგებობების გვერდით სამხრეთის მხარეს აშენებინა ავტომანქანის სადგომი.
უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N2-ში მდებარე 50 კვ.მ. ფართობის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ავტოფარეხზე უკვე რეგისტრირებულია ნ--- ერ------ის საკუთრების უფლება (საფუძველი: საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 28 ა-----–- გაცემული საკუთრების უფლების N 7- მოწმობა).
საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- N9/4 გადაწყვეტილებით ო. მი--------ეს თავისი ავტოფარეხის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი გამოეყო დროებითი სარგებლობისათვის, ამასთან დოკუმენტში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- N 168 გადაწყვეტილებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. საჩხერეში ს---------- ქ. N2-ში მდებარე 50 კვ.მ. ფართობის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ავტოფარეხზე ნ--- ერ------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მითითებულია, რომ „საჩხერის საკრებულოს გამგეობის 19-- წლის 27 ნოემბრის N 9 განკარგულებით, დაინტერესებული პირს ავტოფარეხის მშენებლობისათვის გამოეყო 46,4 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის რეგისტრირებული. ხოლო ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N 2-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გვერდით 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებულია ავტოფარეხი. მის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე, სარგებლობის არავით---- ნიშანი არ აღინიშნება.
მოპასუხის განმარტებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, მათი მიღებისა და გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და შესაბამისად არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადაო საგანთან დაკავშირებით მხარეებს გააჩნდათ ყველა საშუალება, რათა ეწარმოებიათ მორიგება, თუმცა თუმცა ისინი ვერ მორიგდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--- ერ------ი (დაბ. 14.10.19-- წ. პ/ნ 3----------) და აწ გარდაცვლილი ოთარ მი--------ე (გარდაცვალების თ----ღი 2002 წლის 08.11, გარდაცვალების მოწმობა N 0-----, გაცემული საჩხერის სარ-ის განყოფილების მიერ 02.12. 2002წ) წარმოადგენდნენ მეუღლეებს (ქორწინების მოწმობა II-რე, #4-----. გაცემული 17. 02.202წ. წელს).
დადგენილია, რომ ნ--- ერ------მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (მეუღლემ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო ორიათას ორი წლის 8 ნოემბერს გარდაცვლილი ოთარ მი--------ის სამკვიდრო ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N 2. ნ--- ერ------მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რაზედაც 2004 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 63-65)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 19-- წლის 27 ნოემბრის #9 განკარგულებით ნება დაერთო ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. #2/36 სახლში მცხოვრებ მოქალაქეს - ოთ---- გი------- ძე მი--------ეს სახლის აღმოსავლეთ მხარეს თავისუფალ ფართობზე აეშენებინა ავტომანქანის სადგომი - გარაჟი, ყოფილი გამწმენდი ნაგებობების გვერდით სამხრეთის მხარეს, რაც განახორციელა კიდეც.
დადგენილია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 29 ს----------- # 9/4 გადაწყვეტილებით, იმავე გარაჟის გვერდით, ოთარ მი--------ეს დროებითი სარგებლობისათვის, გამოეყო არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ 2008 წლის 28-------–-- საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N168 გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის ოდენობა შეადგენდა 30,4 კვადრატულ მეტრს,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 19-- წლის 27 ნოემბრის #9 განკარგულება (ს.ფ. 66) ;
- ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 29 ს----------- # 9/4 გადაწყვეტილება ( ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- #168 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლის, ნ--- ერ------ის მოთხოვნა და მის საკუთრებად აღიარებულ იქნა 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებული იყო ავტოგარაჟი.
ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 19-- წლის 27 ნოემბრის #9 განკარგულებით, ავტოგარაჟის მშენებლობისათვის დაინტერესებულ პირს გამოეყო 46,4 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო ქ. საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- #9/4 გადაწყვეტილებით იმავე გარაჟის გვერდით, დროებითი სარგებლობისათვის გამოეყო 30.4 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის რეგისტრირებული. ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N 2-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გვერდით 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებულია ავტოფარეხი. მის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთებზე სარგებლობის არავითარი ნიშანი არ აღინიშნება. ერთმნიშვნელოვანია, რომ კომისიამ მოცემულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- #168 გადაწყვეტილება (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი).
3.2.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ა-----–- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ--- ერ------ის წარმომადგენელმა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მართლზომიერი მფლობელის სტატუსით (მის: საჩხერის მუნიციპალიტეტის, ს---------- ქუჩა, ფართობი -30 კვ.მ დანიშნულება არასასოფლო - სამეურნეო) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რისთვისაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, პირადი განცხადება, 2016 წლის 26 სექტემბერს გაცემული N1-------- მინდობილობა, 2004 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საჩხერის საკრებულოს გამგებლის მიერ 19-- წლის 27 ნოემბრის გაცემული N 9 განკარგულება, საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- N9/4 გადაწყვეტილება და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- N168 გადაწყვეტილება.
იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 25 ა-----–- მიიღო სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით სსიპ ნოტარიუსთა პალატაში გაგზავნილ იქნა N1----- წერილი.
დადგენილია, რომ იმერეთის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირის თანხმობის გარეშე 2018 წლის 10 მაისის N 2----- მიმართვით გაუგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და იმავე დღეს მიიღო სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ N 8------------05 (02.05.2018) გადაწყვეტილება. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N 4----- განკარგულების თანახმად, ნ--- ერ------ის მოთხოვნა, უძრავ ნივთზე საკუთრების აღიარებს თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მეათე მუხლის პირველი პუნქტი და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. რაც გულისხმობს საკუთრების აღიარებაზე უარს, მაშინ როდესაც არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი. დადგენილია, რომ ნ--- ერ------ს უარი ეთქვა სადაო მიწის საკუთრებად აღიარებაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის განხილვის ფარგლებში. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 25 ივნისს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N 8----------- -13 გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული პირობების არ არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 20.08.2018წ. (ს.ფ. 27- 31);
- 2018 წლის 25 აპრილის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 72)
- 02.05. 2018 წლის N 8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 73)
- 10.05.2018 წლის N 8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 74)
- 19.06.2018 წლის N 4----- განკარგულება (ს.ფ.86)
- 2018 წლის 25 ივნისის N 8----------- -13 გადაწყვეტილება. (ს.ფ. 78)
3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 18 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრით, რაზედაც საჯარო რეესტრის 2018 წლის 20 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ასევე უარი ეთქვა იგივე ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული პირობების არ არსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 18 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 24-26)
- 2018 წლის 20 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-31)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიერ სიღრმისეულად გამოკვლეული იქნა თითოეული მხარის პოზიცია და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია;
საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.2. მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ი“, ,,მ“ ,,ნ“პუნქტის შესაბამისად ი) მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
მ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ო) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი – მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
6.5. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
6.6. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
6.7. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
დადგენილია, რომ ნ--- ერ------ის წარმომადგენელმა სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო აქტების ფარგლებში მიმართა საჯარო რეესტრს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით 2018 წლის 20 ა-----–- და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მის: საჩხერის მუნიციპალიტეტის, ს---------- ქუჩა, ფართობი -30 კვ.მ დანიშნულება არასასოფლო - სამეურნეო) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რისთვისაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, პირადი განცხადება, 2016 წლის 26 სექტემბერს გაცემული N1-------- მინდობილობა, 2004 წლის 2 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საჩხერის საკრებულოს გამგებლის მიერ 19-- წლის 27 ნოემბრის გაცემული N 9 განკარგულება, საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- N9/4 გადაწყვეტილება და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- N168 გადაწყვეტილება.
6.8. დადგენილია, რომ იმერეთის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირის თანხმობის გარეშე 2018 წლის 10 მაისის N 2----- მიმართვით გაუგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სასამართლოს მიაჩნია, რომ თვითნებურად დაკავების გამო საკუთრების აღიარებისთვის განმცხადებელს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის და შესაბამისად არ უნდა გადაეგზავნა განცხადება და თანდართული საბუთები. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივნისის N 4----- განკარგულებით, ნ--- ერ------ის მოთხოვნა, უძრავ ნივთზე საკუთრების აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კომისიამ დაინტერესებულ პირს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N 3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 25 ივნისს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N 8----------- -13 გადაწყვეტილება.
6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
6.10. ერთმნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულიად არ არის გამოკვლეული ფაქტები გარემოებები, რომელიც შეეხება ნ--- ერ------ის განცხადებას საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ......
სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ნ--- ერ------ის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა განეხილა მხოლოდ სადაო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების კუთხით, რადგან საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- N168 გადაწყვეტილება მიღებულია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების გამო საკუთრებად აღიარების ფარგლებში, რასაც ადასტურებს კიდეც საკრებულოს მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძველი. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისმე-6 მუხლის 31 პუნქტი, (2008 წლის 28 ა-----–- მოქმედი რედაქცია) რომლის მიხედვითაც 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონით დადგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, გარდა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის ვალდებულებისა.
6.11. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1306 მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
ამ შემთხვევაში სახეზეა კანონით მემკვიდრეობის უფლება.
საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1328 მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
6.12.დადგენილია, რომ ნ--- ერ------მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (მეუღლემ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო ორიათას ორი წლის 8 ნოემბერს გარდაცვლილი ოთარ მი--------ის სამკვიდრო ქონება, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა ქ. საჩხერეში, ს---------- ქ. N 2. ნ--- ერ------მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რაზედაც 2004 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო თვლის, რომ ნ--- ერ------ს აქვს სრული უფლება საკუთრებაში დაირეგისტრიროს უძრავი ქონება, რომლის დარეგისტრირების უფლება მამკვიდრებელმა მიიღო გარდაცვალებამდე.
სადაო მიწის ნაკვეთზე ოთარ მი--------ეს, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს, საკუთრების უფლება წარმოეშვა სიცოცხლეშივე. 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონმა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გამოცხადების შესახებ“ განსაზღვრა სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მის საკუთრებად. მან ეს უფლება მიიღო ქ. საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- #9/4 გადაწყვეტილებით, რომლითაც დროებითი სარგებლობისათვის გამოეყო 30.4 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული კატეგორიის მიწები 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრა როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწები.
6.13. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ე“ პუნქტის შსაბამისად დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი...... სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ--- ერ------ი დაინტერესებული პირიცაა ამ კანონის მიზნებისათვის.
საკუთრება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც დაცული და გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლო განმარტავს , რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. არ შეიძლება , როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.
6.14.დადგენილია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 19-- წლის 27 ნოემბრის #9 განკარგულებით ნება დაერთო ქ. საჩხერეში, ს---------- ქ.#2/36 სახლში მცხოვრებ მოქალაქეს - ოთ---- გი------- ძე მი--------ეს სახლის აღმოსავლეთ მხარეს თავისუფალ ფართობზე აეშენებინა ავტომანქანის სადგომი - გარაჟი, ყოფილი გამწმენდი ნაგებობების გვერდით სამხრეთის მხარეს, რაც განახორციელა კიდეც.
დადგენილია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 29 ს----------- # 9/4 გადაწყვეტილებით, იმავე გარაჟის გვერდით, ოთარ მი--------ეს დროებითი სარგებლობისათვის, გამოეყო 30.4კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის ოდენობა დადგენილი იქნა 2008 წლის 28-------–-- გადაწყვეტილებით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 28-------–-- #168 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლის, ნ--- ერ------ის მოთხოვნა და მის საკუთრებად აღიარებულ იქნა 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებული იყო ავტოგარაჟი. ხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 19-- წლის 27 ნოემბრის #9 განკარგულებით, ავტოგარაჟის მშენებლობისათვის დაინტერესებულ პირს გამოეყო 46,4 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო ქ. საჩხერის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 29 ს----------- #9/4 გადაწყვეტილებით იმავე გარაჟის გვერდით, დროებითი სარგებლობისათვის გამოეყო 30.4 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
6.15.სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია –„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
6.16. ამდენად სასამართლო თვლის , რომ გამოკვეთილია, რამდენიმე გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუსწავლია, კერძოდ პირველი ის, რომ საჯარო რეესტრის მიერ არ უნდა მომხდარიყო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გადაგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რადგან არ იყო დაინტერესებული პირის თანხმობა და ამასთან დაინტერესებული პირის განცხადება არ მოიცავდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების გამო საკუთრების აღიარებას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მართლზომიერი ფლობის ფაქტი, რომელიც ნათლადაა დადგენილი განსახილველ შემთხვევაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა“ პუნქტისა (ფიზიკურ ... პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.(„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული ..... ან სხვა დოკუმენტი;). დადგენილია , რომ ნ--- ერ------ი არის მართლზომიერი მფლობელი , რადგან იგი არის ფიზიკური, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 29 ს----------- # 9/4 გადაწყვეტილებით) საფუძველზე წარმოეშვა . სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას , რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მიუხედავად სურვილისა საჩივრის განხილვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მიუწვევია დაინტერესებული პირი.
6.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა უზრუნველელყო 2018 წლის 18 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მონაწილეობა საჩივრის განხილვაში, მითუმეტეს, რომ არსებობდა საჩივრის ავტორის ინტერესი.
6.18.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია ის გარემოება , რომელიც ეხებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის საკითხს, აქცენტი გადატანილი იქნა სადაო მიწის ნაკვეთის ფიზიკურად ფლობაზე და არა მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე. არ იქნა გამოკვლეული განმცხადებლის უფლება მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ. ასევე არ იქნა გამოკვლეული ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია ნაკვეთთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული დოკუმენტების არსებობის ფაქტი ქ. საჩხერის საკრებულოს გამგებლის 1993 წლის 29 ს----------- # 9/4 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
6.19. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისადსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.20.სასამართლო თვლის , რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს სადაო მიწის მართლზომიერად ფლობის საკითხი, რადგან სახეზეა დოკუმენტი, რომელიც ამ გარემოებას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, უნდა მოიწვიოს განმცხადებელი მოცემული საკითხის განხილვისას, უნდა გამოითხოვოს დოკუმენტები არქივიდან , რომელიც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან. უნდა გაარკვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია ნაკვეთთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სხვა გარემოებები , რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სადაო აქტებთან მიმართებაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
6.21. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი-100 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ნ--- ერ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N 3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 ივნისის N8------------13 გადაწყვეტილება და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის- სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი