განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
330100118002674296
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ---------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს--–-----------------–------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სე-------------–-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი;

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 31 აგვისტოს, ქ.თბილისში, რ------–--–------------------------ის მიმდებარედ განთავსებულ თამბაქოსა და სასმელების ჯიხურში, მოლარე ს--–---------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდივიდუალური მეწარმე ფ-------–--–--ის კუთვნილი თანხა 110 (ასათი) ლარი. აღნიშნულის შემდეგ ფ-------–--–--ს მიადგა 110 (ასათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 3 სექტემბერს, ქ.თბილისში, რ------–--–------------------------ის მიმდებარედ განთავსებულ თამბაქოსა და სასმელების ჯიხურში, მოლარე ს--–---------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდივიდუალური მეწარმე ფ-------–--–--ის კუთვნილი თანხა 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ ფ-------–--–--ს მიადგა 840 (რვაას ორმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ს--–---------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ფ-------–--–--ის, ს--–---------ას, ე----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ს--–---------ას მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაულები, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ს--–---------ამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 2018 წლის 31 აგვისტოს და 3 სექტემბერს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდივიდუალური მეწარმე ფ-------–--–--ის კუთვნილი თანხები 110 (ასათი) ლარისა და 840 (რვას ორმოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნული კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ფ-------–--–--ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ს--–---------ა იყო მოლარე და მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფ-------–--–--ის კუთვნილი ფულადი თანხები.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ს--–---------ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--–---------ამ ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს--–---------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხიდან თანხის ის ნაწილი, რაც თან ჰქონდა ბრალდებულს, თავად ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მას ჰყავს ოთხი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს--–---------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, მასვე, უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება; ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- სამი ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ხარჯთაღრიცხვის ჟურნალი დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--–---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს--–---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

5. ს--–---------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს;

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

- სამი ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ხარჯთაღრიცხვის ჟურნალი დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი