გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002614752
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/25835 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - სე----- კა----------–

წარმომადგენელი - ივ-----------–-–---–ი, ფი--------------ე

მოპასუხე - ელ--- მა--------ი

წარმომადგენელი - გო----ა გა----ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი - მა------–----ძე

დავის საგანი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სე----- კა----------–ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–---------–--- დაბადებულ არ----რ კა----------–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევს დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

სე----- კა----------–ს და ელ--- მა--------ს ქორწინების პერიოდში, 2----–-–---------–--- შეეძინათ შვილი არ----რ კა----------–ი. გარკვეული წლების შემდეგ, მეუღლეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება სხვადასხვა საკითხზე, რის გამოც მხარეები დაშორდნენ და ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი ცხოვრობს დედასთან. ბავშვის მცირეწლოვნების გამო, მოსარჩელე სე----- კა----------– დათანხმდა ბავშვის დედასთან ცხოვრებას იმ პირობით, რომ მას ჩვეულებრივ მიეცემოდა ბავშვის ნახვისა და მასზე ზრუნვის საშუალება. თუმცა მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხე უარს აცხადებს ბავშვის მამისთვის ჩვენებაზე და არც იმის საშუალებას აძლევს, რომ მობილური ტელეფონით მაინც დაეკონტაქტოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ცდილობს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან, მოპასუხე ელ--- მა--------ი მაინც უარს აცხადებს ბავშვის მამასთან ყველანაირი სახის კონტაქტზე. ბავშვი მამასთან კარგად გრძნობს თავს, ვინაიდან ის ხშირად ეთამაშება, დაჰყავს სასეირნოდ, ყიდულობს თავისი ასაკისთვის შესაბამისი სხვადასხვა შემეცნებით წიგნებს და ცდილობს ასწავლოს. მოსარჩელემ სპეციალურად მოაწყო ერთი ოთახი საკუთარ სახლში რომელიც სავსეა ბავშვის სათამაშოებით. უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედამ ითხოვა მინდობილობა ბავშვის პასპორტის ასაღებად, რათა შვილი საზღვარგარეთ წაეყვანა, რაზეც მამამ უარი უთხრა. არ----რ კა----------–ი მანამდე შეჩვეული იყო მამასთან წასვლას. დედის ამ ქმედების გამო მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა მამის და შვილის უფლება ჰქონდეთ ურთიერთობა ერთმანეთთან. არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სასამართლომ განსაზღვროს მოსარჩელის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის წესი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეს სურვილიც კი არ გამოუთქვამს ბავშვის ნახვის, არ იჩენს არანაირ მზრუნველობას შვილის მიმართ. სარჩელი არის დაუსაბუთებელი და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, მოსარჩელეს არავინ არ უკრძალავს შვილის ნახავს. ამასთან, მოსარჩელე სე----- კა----------– არ ზრუნავს შვილზე და არც კი ეხმარება მის აღზრდაში მოპასუხეს. ელ--- მა--------ი არ არის წინააღმდეგი მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილი ნახოს, წაიყვანოს და ჰქონდეს მასთან ურთიერთობაა, თუმცა არ ეთანხმება იმას, რომ ბავშვი ღამით დარჩეს მამასთან. ქორწინების შეწყვეტის შემდგ ერთხელ ან ორჯერ დარჩა არასრულწლოვანი მამასთან სახლში და ძილის რეჟიმი დაერღვა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანის დედა არ არის წინააღმდეგი ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. ამასთან, სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება იმისა, რომ ბავშვი დარჩეს ღამით მამის ოჯახში, არ გამოკვეთილა. არ----რ კა----------–ის ასაკის და მამასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი თანახმაა ბავშვი ღამით რჩებოდეს მამის ოჯახში, სადაც მისთვის ნაცნობი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემოა. არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია არ----რ კა----------–ს ორივე მშობლებთან ჰქონდეს თანაბარი ნორმალური, ჯანსაღი და თბილი ურთიერთობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სე----- კა----------–ს და მოპასუხე ელ--- მა--------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–--- შეეძინათ შვილი არ----რ კა----------–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19);

 

3.1.2. მხარეები, სე----- კა----------– და ელ--- მა--------ი 2017 წლის თებერვლის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი ცხოვრობს დედასთან ელ--- მა--------თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. მოპასუხე ელ--- მა--------ი მშობლებთან, ძმასთან და მცირეწლოვან შვილთან - არ----რ კარაპეტაინცთან ერთად ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე თბილისი, ვ---------------------------------------------------------------. საცხოვრებელი პირობები მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელია. დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოჯახში მცირეწლოვანს აქვს საკუთარი კუთხე და პირადი ნივთები. მოპასუხე დასაქმებულია სილამაზის სალონში მანიკურის სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1000 (ათასი) ლარს;

მოპასუხე ელ--- მა--------ის გადმოცემით თანაცხოვრების ბოლო ერთი წელი ის და მოსარჩელე ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დედასთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც უხეშად ერეოდა მეუღლეების ცხოვრებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ელ--- მა--------მა დატოვა მეუღლის საცხოვრებელი ბინა. მას მამა-შვილის ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია, ელ---ს გადმოცემით აგვისტოს თვეში მამას არ მოუკითხავს და არ ჰქონია შვილის წაყვანის მცდელობა, სექტემბრის დასაწყისში კი რამოდენიმეჯერ თავად მოპასუხემ არ უპასუხა მოსარჩელის სატელოფონო ზარებს. არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი აღრიცხვაზე იმყოფება კლინიკაში ,,მე-------ი“, ჩატარებული აქვს სამედიცინო პროფილაქტიკური აცრები. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ირიცხება ქ. თ---–---------------–--------–-;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 70);

 

3.1.4. სოციალური მუშაკის მიერ მოსარჩელე სე----- კა----------–ის შეფასების მიზნით ვიზიტი განხორციელდა მის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ვა--------–-ს მას. ზ---–---------------------------------------, სადაც იგი ცხოვრობს დედასთან ლი--- კა----------–თან ერთად ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოროთახიან ბინაში, რომლის პირობებიც მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელია. შეფასების შედეგად ირკვევა, რომ საცხოვრებელში შექმნილია ყველა პირობა ბავშვის განვითარებისათვის. მიღებული ინფორმაციით, მოსარჩელე არის ხელოსანი, იგი დასაქმებულია მშენებლობაზე და მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 (ათასი) ლარს;

მოსარჩელის გადმოცემით, თანაცხოვრების პერიოდში მას და მოპასუხეს ჰქონდათ დადებითი ურთიერთობები. მათ ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელისათვის უცნობია რა მიზეზით დატოვა მოპასუხემ მისი ოჯახი. მას ჰქონდა მცდელობა მოპასუხესთან შეხვედრის და შერიგების, თუმცა მხარე აღნიშნულზე უარს აცხადებს. 2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის აგვისტომდე მოსარჩელეს სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა შვილთან, არასრულწლოვანი კვირაში 2-3 დღეს (ღამე დარჩენით) მამის ოჯახში ატარებდა. აგვისტოს თვეში, მოპასუხე მხარეს სურვილი ჰქონდა მცირეწლოვანი გაეყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, სომხეთში, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოპასუხე ხელს უშლის მამას შვილთან ურთიერთობაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.5. არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ის მშობლებმა, სე----- კა----------–მა და ელ--- მა--------მა ბავშვთა გასართობ ცენტრში 2018 წლის 25 ივლისს ერთად აღნიშნეს ბავშვის დაბადების დღე (5 წლის იუბილე). მამას მეტნაკლებად აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

- ფოტოსურათები (ს.ფ. 58-60);

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე სე----- კა----------–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად არასულწლოვანი ბავშვის - არ----რ კა----------–ის (დაბ. 25.07.2013წ.) მამასთან, სე----- კა----------–თან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 1. 2019 წლის 01 თებერვლამდე სე----- კა----------–მა წაიყვანოს არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე. ასევე, შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე სასწავლებლიდან ან საცხოვრებელი ადგილიდან უკან დედასთან ელ--- მა--------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. 2. 2019 წლის 01 თებერვლიდან სე----- კა----------–მა წაიყვანოს თავისთან არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი ყოველი კვირი პარასკევი დღის 18:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედასთან ელ--- მა--------თან საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, საქმე N---------- (ს.ფ. 113-116).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვან არ----რ კა----------–ზე ზრუნავდა და მის აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბავშვის ბებია, მოსარჩელის დედა ლი--- კა----------–ი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები ნი----–--ზ ცი---------ე და მა-- ცი---------ე. ისინი არიან მოსარჩელე სე----- კა----------–ის მეზობლები. მოწმეები ადასტურებენ, რომ მამას არასრულწლოვან არ----რ კა----------–თან ჰქონდა კარგი იდეალური ურთიერთობა. სე----- კა----------–ი წარმოადგენს მზრუნველ, ყურადღებიან მამას, რომელიც ყოველთვის სათანადოდ ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე. მოწმე ნი----–--ზ ცი---------ე, რომელიც დასაქმებულია ტურისტულ კომპანიაში მძღოლად და წარმოადგენს სე----- კა----------–ის ოჯახის ახლობელს, თავადაც რამდენჯერმე გამოუყვანია არასრულწლოვანი არ----რი საბავშვო ბაღიდან. მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებასას, რომ მხარეები დაახლოებით ორი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ბავშვს ჰქონდა სისტემატიური ურთიერთობა მამასთან და ხშირად მოდიოდა მამის ოჯახში. ამჟამად კი, დაახლოებით აგვისტოს თვის შემდეგ, არასრულწლოვანს მამასთან აღარ აქვს ხშირი ურთიერთობა. მოწმე მა-- ცი---------ე აცხადებს, რომ იგი პირადად შესწრებია იმ ამბავს, რომ არასრულწლოვან არ----რ კა----------–ს არ უნდოდა მამის ოჯახიდან წასვლა და დედასთან დაბრუნება. ბავშვი მამასთან თავს კარგად გრძნობს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

- მოწმეების ნი----–--ზ ცი---------ის და მა-- ცი---------ის ჩვენებები (2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან და--ვშირებით, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მის ზრდა-განვითარებაში და ორივე მშობელმა თანაბრად უნდა აიღოს საკუთარ თავზე შვილზე პასუხისმგებლობა. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ბავშვის ასაკისა და მისი მამასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება ურთიერთობის წესი განისაზღვროს მამასთან ღამით დარჩენის უფლებით, თუმცა დასვენების დღეები მშობლებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად, რათა მათ შეძლონ ბავშვთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ბავშვი შეჩვეულია მამასთან ამ უკანასკნელის სახლში ყოფნას და ღამით დარჩენასაც კი. მისთვის იქაური გარემო უცხო არ არის. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნით, მოსარჩელე სიყვარულით და სითბოთი საუბრობს შვილზე. მისი გადმოცემით იგი უზრუნველყოფს შვილის საჭიროებებს. მოპასუხის განმარტებით, სე----- კა----------–ი მოსიყვარულე მამაა. იგი მზაობას გამოთქვამს მამა-შვილის ურთიერთობაზე და არ არის წინააღმდეგი მამამ შვილი წაიყვანოს უქმე დღეებში ღამე დარჩენის გარეშე, ვინაიდან მამასთან ყოფნის პერიოდში მცირეწლოვანს ერღვევა ძილის რეჟიმი, რაც უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანზე. აღნიშნულთან და--ვშირებით, სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის პოზიციას, რომ არასრულწლოვნის ასაკის გათვალისწინებით და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ არასრულწლოვანი არ არის გაუცხოვებული მამასთან, მიჩვეულია მოსარჩელის ოჯახში ყოფნას და ღამით დარჩენას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელე სე----- კა----------–ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი: ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ელ--- მა--------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნის სრულყოფილი განვითარებისათვის მას ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან, მითუმეტეს, რომ ორივე მხარეს აქვს მზრუნველი და ემოციური დამოკიდებულება ბიოლოგიური შვილის მიმართ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა N----- (ს.ფ. 70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სე----- კა----------–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე სე----- კა----------–მა არასრულწლოვან შვილთან, 2-----–-–---------–--- დაბადებულ არ----რ კა----------–თან ურთიერთობისათვის მოითხოვა დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევს დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 21:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე სე----- კა----------–ს და მოპასუხე ელ--- მა--------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–--- შეეძინათ შვილი არ----რ კა----------–. მხარეები, სე----- კა----------– და ელ--- მა--------ი 2017 წლის თებერვლის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, მოპასუხე ელ--- მა--------ი მშობლებთან, ძმასთან და მცირეწლოვან შვილთან - არ----რ კარაპეტაინცთან ერთად ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე თბილისი, ვ---------------------------------------------------------------. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელია, დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოჯახში მცირეწლოვანს აქვს საკუთარი კუთხე და პირადი ნივთები. მოპასუხე ელ--- მა--------ის გადმოცემით თანაცხოვრების ბოლო ერთი წელი ის და მოსარჩელე ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დედასთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც უხეშად ერეოდა მეუღლეების ცხოვრებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ელ--- მა--------მა დატოვა მეუღლის საცხოვრებელი ბინა. მას მამა-შვილის ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია, ელ---ს გადმოცემით აგვისტოს თვეში მამას არ მოუკითხავს და არ ჰქონია შვილის წაყვანის მცდელობა, სექტემბრის დასაწყისში კი რამოდენიმეჯერ თავად მოპასუხემ არ უპასუხა მოსარჩელის სატელოფონო ზარებს, ვინაიდინ მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. არასრულწლოვანი არ----რ კა----------–ი აღრიცხვაზე იმყოფება კლინიკაში ,,მე-------ი“, ჩატარებული აქვს სამედიცინო პროფილაქტიკური აცრები. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ირიცხება ქ. თ---–---------------–--------–-. მოპასუხე დასაქმებულია სილამაზის სალონში მანიკურის სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1000 (ათასი) ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მათ აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვების მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მათ ზრდა-განვითარებაში და ორივე მათგანმა თანაბრად აიღოს საკუთარ შვილებზე პასუხისმგებლობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე სე----- კა----------–ი დედასთან. ლი--- კა----------–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ვა--------–-ს მას. ზ---–---------------------------------------. საცხოვრებელ ბინაში პირობები მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელია, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვის განვითარებისათვის. მიღებული ინფორმაციით, მოსარჩელე არის ხელოსანი, იგი დასაქმებულია მშენებლობაზე და მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ სა--ნონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან და--ვშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.

 

დადგენილია, რომ ორივე მხარეს მეტნაკლებად შექმნილი აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური, მშვიდი და კეთილსაიმედო გარემოს შექმნას. სასამართლო იზიარებს მცირეწლოვანი არ----რ კა----------–ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან და--ვშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა და ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მისი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვან არ----რ კა----------–ზე ზრუნავდა და მის აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბავშვის ბებია, მოსარჩელის დედა ლი--- კა----------–ი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები ნი----–--ზ ცი---------ე და მა-- ცი---------ე. ისინი არიან მოსარჩელე სე----- კა----------–ის მეზობლები. მოწმეები ადასტურებენ, რომ მამას არასრულწლოვან არ----რ კარაპეტაინცთან ჰქონდა კარგი იდეალური ურთიერთობა. სე----- კა----------–ი წარმოადგენს მზრუნველ, ყურადღებიან მამას, რომელიც ყოველთვის სათანადოდ ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აქვს არასრულწლოვან არ----რ კა----------–თან ნორმალური, თბილი და ჯანსაღი ურთიერთობა და არასრულწლოვანი ბავშვიც შეჩვეულია მამასთან მის ოჯახში ყოფნას, ადასტურებენ როგორც მოწმეები, ასევე მხარეები თავისი განმარტებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვისას, არ გამოვლენილა სე----- კა----------–ის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანისთვის. პირიქით, მამასა და შვილს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებისა და ბავშვის ასაკის შესაბამისად, აუცილებელია, დადგინდეს ურთიერთობისათვის დროის კონკრეტული მონაკვეთი, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრების ჩვეული რეჟიმი (საბავშვო ბაღში სიარული და შემდგომში სასწავლო პერიოდი) და მისი უფლება ორივე მშობელთან ჰქონდეს უქმე დღეების თანაბრად გატარების შესაძლებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა, როგორც ბავშვის ასაკი და თავისებურებანი, ასევე მისი დღის რეჟიმი, მამისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულება, მოსარჩელის და მოპასუხის ოჯახების გარემო-სოციალური პირობები, ამ უკანასკნელთა პიროვნული თვისებები და ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის წესი მამასთან უნდა განისაზღვროს ღამით დარჩენის უფლებით, თუმცა დასვენების დღეები მშობლებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად, რათა მათ შეძლონ ბავშვთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ბავშვი შეჩვეულია მამასთან, ამ უკანასკნელის სახლში ყოფნას და ღამით დარჩენასაც. მისთვის იქაური გარემო უცხო არ არის. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნით, მოსარჩელე სიყვარულით და სითბოთი საუბრობს შვილზე. მისი გადმოცემით იგი უზრუნველყოფს შვილის საჭირობებს. მოპასუხის განმარტებით, სე----- კა----------–ი მოსიყვარულე მამაა. იგი მზაობას გამოთქვამს მამა-შვილის ურთიერთობაზე და არ არის წინააღმდეგი მამამ შვილი წაიყვანოს უქმე დღეებში ღამე დარჩენის გარეშე, ვინაიდან მამასთან ყოფნის პერიოდში მცირეწლოვანს ერღვევა ძილის რეჟიმი, რაც უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანზე. თუმცა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის პოზიციას და არასრულწლოვნის ასაკის (ბავშვი ამ ეტაპზე არის 5 წლის) გათვალისწინებით, მამასთან არსებული ურთიერთობიდან (იგი არ არის გაუცხოვებული მამასთან და მიჩვეულია მოსარჩელის ოჯახში ყოფნას) გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელე სე----- კა----------–ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ელ--- მა--------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. არასრულწლოვანი ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მიჩანია, რომ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც მცირეწლოვანი ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს და დატვირთულობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან და--ვშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან და--ვშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე სე----- კა----------–ს უნდა დაუბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი. ამასთან, მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, ელ--- მა--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2018 წლის 19 დეკემბერს მიღებული განჩინებით განსაზღვრული დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სე----- კა----------–ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

სე----- კა----------–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან არ----რ კა----------–თან (დაბადებული 2----–-–---------–---) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ელ--- მა--------ის (პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე სე----- კა----------–ს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ივ-----------–-–---–ის (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „თ-----------“, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

3. დაეკისროს ელ--- მა--------ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

4. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე 2--------- არსებული დროებითი განკარგულება გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე